» » ოქტომბრის 1 კვირის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი / Slide

ოქტომბრის 1 კვირის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბრის 1 კვირის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზიოქტომბრის დასაწყისში ჩვენ ვიქნებით სასწორის, მორიელის, ქალწულის, და თხისრქის ძლიერი გავლენის ქვეშ.
მზეს სასწორის ნიშანში აქცენტირებს პირადი ურთიერთობების, სილამაზის, საქმიანი პარტნიორობის და კონფლიქტების მოგვარების თემებს.
შაბათს, 1 ოქტომბერს, მოხდება ახალმთვარობა სასწორის ნიშანში და შემოიტანს, როგორც ყოველი ახალმთვარეობა, განახლების შეგრძნებას. ახალმთვარობა სასწორში გვპირდება - მთელი თვის მანძილზე ახალ ნაცნობობას, მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას, საჯარო და კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.
- მითუმეტეს, რომ ახალმთვარეობა მოხდება იუპიტერის სიახლოვეს, მართალია მზემ რამდენიმე დღის წინ უკვე გაიარა იუპიტეთან შეერთება, თავისი საუკეთესო ასპექტით, რომელიც ხდება წელიწადში ერთხელ, მაგრამ იუპიტერის ფონი ჯერ კიდე იგრზნობა.
დაიმახსოვრეთ ეს დღეები- სექტებრის ბოლოს ჩაიდო როგორც მინიმუმ 3-წლიანი კულტურული და იდეოლოგიური პროგრამა, განსაკუთრბით სიყვარულის, ხელოვნების და საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროებში.
სასწორის ნიშნის ასეთი პოზიტიური გაააქტიურება პირველ რიგში სიკეთის მომტანია სასწორში დაბადებული ადამიანებისთვის. და ასევე ახლო მომავალში ჩვენ ველით წარმატებას დანარჩენი ჰაერის ნიშნებისაგან.
- მომავალი კვირის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ვენერა- სიყვარულის, პირადი ურთიერთობების და ფინანსების პლანეტა გადის კრიზისების, მართვის და ფარული ცოდნის ნიშანს. და შესაბამისად ზემოაღნიშნული თემები ხდება ძალიან აქტუალური და აღიქმება მტკივნეულად.
ვენერასთვის ეს უდაოდ მშფოთვარე პოზიციაა. პირად ურთიერთობებში ვლინდება ვნება.ადამიანებს შორის შესაძლებელია იყოს დაძაბულობა და კონფლიქტი. ძირითადად ეს კონფლიქტები ძალაუფლების თემებზე იქნება- მნიშვნელობა არ აქვს ეს 2 ადამიანს შორის მოხდება, თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მზე და იუპიტერი სასწორშია, ვენერას ნიშანში, კონფლიქტების მოგვარების გზაც უნდა გამოჩნდეს.
ქალის ჯამრთელობა ამ პერიოდში არის დასუსტებული.
სამაგიეროდწყლის ნიშნებმა-კირჩხიბმა, მორიელმა და თევზებმა შესაძლებელია მიიღონ გაუმჯობესება ფინანსურ სფეროში.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვენერა- ფინანსური პლანეტაა და მისი ასეთი დისკომფორტული მდგომარეომა ხშირად იწვევს დაუფიქრებელ ხარჯებს.
- როგორც იქნა მერკურიმ ქალწულში, იმის მერე რაც თვეზე მეტი იყო დამუხრიჭებული , სრულად აკრიფა სიჩქარე. ამიტომ, პარასკევამდე, 7 ოქტომბრამდე, საქმიან საკითხებში, მიმოწერაში, ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებაში, ბუღალტერიის წარმართვაში ის ძალიან შეგვიწყობს ხელს.
7 ოქტომბერს მერკური დატოვებს ქალწულს და გადაინაცვლება სასწორის ნიშანში, იქ, სადაც ეხლა უკვე არის მზე. და შაბათ კვირამ შესაძლებელია მოგვიტანოს ძალიან პოზიტიური შეხვედრები, პოზიტიური პირადი კონტაქტები, რომელიც გამოგვადგება მომავალში.
- კიდე ერთი ასტროლოგიური ფაქტორი, რომელსაც მინდა მივაქციო ყურადღება- სექტემბრის ბოლოს მარსმა გადაინაცვლა თხისრქაში და აგრძელებს თვის მსვლელობას ამ ნიშანში. შეიძლება ვთქვათ, რომ დადგა საქმიანი პერიოდი, კონკრეტული ქმედების დრო.
განსაკუთრებულად მნიშვნელივანია ეს ფაქტი თხისრქებისთვის. მარსისმოძრაობა ამ ნიშანში ერთის მხრივ ნიშნავს ძალების მოძღვავებას, ნებისყოფის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ გამარჯვებებს.
მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ მარსი ტრავმატიზმის, ომის და კამათის პლანეტაა. და ამიტომ, თხისრქის ოპოზიზიციური ნიშნისთვის, კირჩხიბისთვის, შეიძლება ეს პოზიცია აღმოჩნდეს დისკომფორტული- აიძულოს კირჩხიბები ჩაებან კამათში, პაიქრობაში, და. რაც მთავარია, სხვისი წესებით თამაშში. ეს ეხება განსაკუთრებულად იმ კირჩხიბებს, რომლებიც არიან დაბადებულნი ივნისში.
ვერძების და სასწორებისთვის მარსის მოძრაომა თხისრქაში მძიმე მუშაობის პერიოდს ნიშნავს, უკიდურესად დატვირთულ გრაფიკს და გადაღლას. მაგრამ ზუსტად ეს პერიოდი შესაძლებელია გახდეს მომავალი წარმატების წინაპირობა. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ დეკადაში დაბადებულ ვერძებს და სასწორებს.
ორშაბათს- 3 ოქტომბერს და სამშაბათს- 4 ოქტომბერს. -მთვარე გაივლის თავისთვის არაკომფორტულ ნიშანს, და ამიტომ ეს დღეები ემოციურად ცოტა დაძაბულია. ქალების ფიზიკური მდგომარეობა , თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მეორე ქალური პლანეტაც, ვენერა, მორიელშია, შეიძლება დასუსტდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალი ერთად ავად გახდება, მაგრამ დისკონფორტის შეგრძნება ექნება სუსტი სქესის წარმომადგენელ ადამიანს.
სამაგიეროდ, თუ საჭიროა მიმართოდ ბანკს, აიღოთ სესხი, ან უბრალოდ ისესხოთ ფული სხვა ადამიანისგან - მთვარე მორიელში შეგიწყობთ ხელს.
რამდენიმე სამედიცინო რეკომენდაცია- ამ დღეებში, როცა მთვარეა მორიელში, შესაძლებელია გამწვავება ბუასილის, კუჭის შეკრულობის. ამ შემთხვევაში სასურველია მკურნალობა მხოლოდ დიეტით და არა მედიკამენტებით.
ასევე დარტყმის ქვეშ არის სასქესო ორგანოები. სექსუალური გადატვირთვები დაუშვებელია.
აკრძალულია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევა სასქესო ორგანოების სისტემაში, საზარდულის არეში,ენდოკრინულ სისტემაში, გამოყოპის სისმემაში, ნაღვლის ბუშტის, მსხვილი მაწლავის, საკვერცხეების, საშვილოსნოს, გარეთა სასქესო ორგანოების, საშარდე არხების, თირკმლის, მენჯის, შარდის ბუშტის არეებში.
რეკომენდირებულიაწყლის პროცედურები.
5 ოქტომბერი იწყება მთვარის თავისუფალი გასვლით- ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ- დილის 5 საათიდან- პირველის ნახევრამდე მთვარე თავისუფალ გასვლაშია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასურველია ამ პერიოდზე არ დაინიშნოს არაფერი მნიშვნელოვანი, რაც დანიშნულია და დაგეგმილია- ისიც შეიძლება არ შედგეს. ავტომძღოლებისთვის საჭიროაგამსაკუთრებული სიფრთხილე.
პირველის ნახევრიდან მთვარე გადადის მშვილდოსნის ნიშანში. და დარჩენილი 5 ოქტომბრის ნაწილი და 6 ოქტომბერი. საკმაოდ პოზიტიურია თითქმის ყველაფრისთვის.
7 ოქტომბერი პარასკევი, მიუხედავად იმისა, რომ მთვარე აგძელებეს თავის მსვლელობას პოზიტიურ მშვილდოსანში, 10:25წ-დან დღის ბოლომდე- ვცხოვრობთ თავისუფალი მთვარის ფონზე. და ჯობია, რომ ამ პერიოდზე არაფერი დანიშნოთ მნიშვნელოვანი. რაღაც განსაკუთრებულად ცუდის მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან მშვილდოსანი ძალიან პოზიტიური ნიშანია, მაგრამ სავარაუდოთ დაგეგმილი საქმეები გადაიდება.
სამედიცინო რეკომენდაციები 5,6, 7 ოქტომბრისთვის- დარტმის ქვეშ არის ღვიძლი. ამ დღეებში აკრძალულია ღვიძლისა და სისხლის მკურნალობა. აკრძალულია ოპერაციები ნაღვლის ბუშტის, მენჯიდან მუხლის ჩათვლით ზონებში. აკრძალულია ყველა დონორულიპროცედურები, პირველ რიგში, სისხლის გადასხმა. სისხლის ანალიზიც კი არ არის სასურველი.
რადგან ღვიძლია დარტყმის ქვეშ- სასურველია არ მიიღოთ ცხიმიანი და ცხარე საკვები
კარგ ეფექტს მოგვიტანს სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვების მკურნალობა. საუკეთესო ეფექტს მოიტანს სიარული, ველოსიპედი, და სირბილი
8 ოქ. შაბათს და 9 ოქ. მთვარე გადადის თხირქაში- ნიშანში, რომელიც საერთოდ არ გვაძლებს დასვენების ენერგიას. ამიტომ იმ შაბათ-კვირას უმეტესობა,დასვენების მაგივრად, იქნება ჩართული აქტიურ საქმიანობაში.
სამედიცინო რეკომენდაციებიშაბათ-კვირისთვის- არ არის რეკომენდებული პროცედურები და ოპერაციები დაკავშირებული ნაღვლის ბუშტთან,ნივთიერებათა ცვლასთან, კანთან. დარტყმის ქვეშ არის ძლოვანი სისტემა, მოტეხილობის საშიშროებაა. ასევე სუსტი ადგილია- ხერხემალი.
არ ამოიღოთ კბილი, და საერთოს ამ დღეებში არ მიხვიდეთ კბილის ექიმთან, თუ არ არის გაუსაძლისი.
კარგად მუშობს კუჭ-ნაწლავი. ეფექტურია გასტრიტების და წყლულების მკურნალობა.
ზოგადად , რომ შევაჯამოდ - მომავალი კვირა შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან აქტიური და მე ვიტყოდი შედარებით პოზიტიური.
ამითი ვასრულებთ მომავალი კვირის მიმოხილვას. ბედნიერ კვირას გისურვებთ.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

„მე ვუსმენ ხალხურს" 05.05.2014

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი