ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

წყლის მაგია

წყლის მაგია











წყლის გარეშე ადამიანს შეუძლია გაძლოს დაახლოებით 1 კვირა. თუ კვირაზე მეტი გავა, ორგანიზმში მოხდება სერიოზული ცვლილებები. ეს იმის მაჩვენებელია რომ წყალი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ბუნებაში, ჰაერის შემდგომ.
მსოფლიო რელიგიებში არსებობს რიტუალები, რომლებიც დაკავშირებულია წყალთან. მართლმადიდებლები ვსვამთ ნაკურთხ წყალს, ვნათლავთ და განვბანთ ბავშვებს. ქრისტემ 30 წლისამ მიიღო სულიერი სიძლიერე, როდესაც მოინათლა იორდანეში. იუდეველები ყოველ პარასკევს და რელიგიური დღესასწაულების წინ ატარებენ განწმენდის (омовения ) რიტუალს. მუსულმანები არანაკლებ მნიშნვნელობას ანიჭებენ წყალს - ამ რელიგიაშიც უამრავი რიტუალია, რომელიც განწმენდას უკავშირდება. ბუდისტები წყალში ეძებენ შთაგონებას, როგორც ეს ბუდამ შეძლო ნათლიღებისას, როდესაც იგი ხედავდა წყლის წვეთებს. კერპთაყვანისმცემლებიც ეთაყვანებოდნენ წყალს, როგორც ღმერთს.
ადამიანებმა უძველესი დროიდან შენიშნეს, რომ წყალს ძალუძს ადამიანს მისცეს სასიცოცხლო ძალები და აგრეთვე განკურნოს იგი სხვადასხვა დაავადებისგან. გარდა იმისა, რომ ის გამოიყენება მაგიურ რიტუალებში, ასევე დიდია მისი წვლილი სამკურნალო თვალსაზრისით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში შენიშნეს კავშირი წყალსა და მზეს შორის. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მას შეუძლია ინფორმაციის შენახვა, ელექტრომგნიტური გამოსხივება, ულტრაბგერის, ვიბრაციის დამახსოვრება.
გასაკვირი არ არის, რომ ჭიქა წყლით ასულიერებენ გონებადაკარგულ ადამიანს და ხშირად ეს უბრალო მცდელობა შველის. რა თქმა უნდა, ზუსტად წყლის ჯადოსნური თვისებების წყალობით არის, რომ ოდითგანვე ექიმბაშები იყენებდნენ წყალს. წყალზე აკეთებენ შელოცვებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ჯადოზეც. იოგის სწავლების მიხედვით, წყალში დიდი რაოდენობითაა პრანა - კოსმიური ენერგია და სწორედ ამით ხსნიან მის სამკურნალო თვისებებს. ბანაობისას და დალევისას, ის ორგანიზმში შეიწოვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ენერგია ორგანიზმს განსაკუთრებით ჭირდება. არსებობს აზრი, რომ როდესაც წყურვილის შეგრძნება გვაქვს, ეს არა მხოლოდ ორგანიზმის სითხის ბალანსის შევსებაა, არამედ პრნისაც. იოგები ირწმუნებიან რომ წყლის დალევისას (ბუნებრივი ან სპეციალურად დამუშავებული) შეუძლია არა მხოლოდ ძალის აღდგენა, არამედ, ეფექტურად მკურნალობა. აგრეთვე არც ბიოენერგეტიკოსები იყენებენ თავიანთ პრაქტიკებში ტყუილად წყალს. თუ ადამიანის ენერგეტიკა გაზრდას სჭიროებს. ეს ერთ-ერთი მათგანია და საკმაოდ მარტივად შესასრულებელი:
მოადუნეთ კუნთები, დახუჭეთ თვალები, (უმჯობესია ეს მჯდომარე მდგომარეობაში შეასრულოთ), წარმოიდგინეთ რომ თქვენ დგახართ ცივი შხაპის ქვეშ ან ჩანჩქერში. ამ პროცედურის ხანგრძლივობაა 3-5 წუთი. ეს მეთოდი ძალას მატებს და მოდუნების შეგრძნებას ტოვებს, ამცირებს სტრესს. ასე რომ, წყალზე ფიქრიც კი შესაძლოა აღმოჩნდეს განმაკურნებელი. ასე რომ, წყალი - ძალაა. ეს თავად ცხოვრებაა...

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 1819
 

ASTRO TV LIVE