» » გურჯიევის რჩევები ქალიშვილს
ეზოთერიკა / Slide

გურჯიევის რჩევები ქალიშვილს

გურჯიევის რჩევები ქალიშვილსგიორგი გურჯიევის ქალიშვილმა, დუშკა ჰოვარტმა, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ მომავალი თაობებისთვის მამის არქივები და მუსიკალური ნაწარმოებები გადაეცა. ის 70 წლის ასაკში დაეუფლა კომპიუტერს და შეძლო გ. გურჯიევის შესახებ მოგონებების წიგნი გამოეცა.
მთელი ცხოვრების მანძილზე დუშკა ჰოვარტს მამის 63 მოკლე მითითება ეხმარებოდა, რომლების სწორ გამოყენებასაც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია.














1. მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.
2. ყოველთვის აცნობიერე ფიქრები, გრძნობები, სურვილები და ქმედებები.
3. ყოველთვის დაასრულე ის რასაც დაიწყებ.
4. რასაც აკეთებ, გააკეთე შეძლებისდაგვარად კარგად.
5. ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც საბოლოოდ გაგანადგურებს.
6. გამოიჩინე სულგრძელობა მოწმეების გარეშე.
7. ნებისმიერ ადამიანს მოექეცი ისე, როგორც უახლოეს ნათესავს.
8. გამოასწორე ყველაფერი, რასაც გააფუჭებ.
9. ისწავლე მიღება და ყოველი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.
10. შეაჩერე თავდაცვითი ქმედებები.
11. ნუ მოიტყუები, ნუ მოიპარავ – მოიქეცი ისე, თითქოს საკუთარ თავს პარავ და ატყუებ.
12. დაეხმარე გვერდითმყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.
13. ნუ დაიკავებ ძალიად დიდ სივრცეს.
14. ნუ იხმაურებ და მოერიდე ზედმეტ ჟესტებს.
15. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს რწმენა, მისი იმიტაცია გააკეთე.
16. ადვილად ნუ მოექცევი ძლიერი პიროვნებების გავლენის ქვეშ.
17. ნუ დაეპატრონები ნურაფერს და ნურავის.
18. გადაანაწილე სამართლიანად.
19. ნუ აცდუნებ.
20. ჭამე და გეძინოს ზუსტად იმდენი, რამდენის აუცილებელია.
21. ნუ ისაუბრებ პირად პრობლემებზე.
22. ნუ განსჯი და გაარჩევ, ვიდრე ყველა ძირითად ფაქტს არ გაეცნობი.
23. ნუ იყოლიებ უსარგებლო მეგობრებს.
24. არ მიყვე საერთო ტენდენციებს.
25. ნუ გაყიდი თავს.
26. პატივი ეცი შენს მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს.
27. იყავი პუნქტუალური.
28. ნუ შეგშურდება სხვისი საკუთრების და მიღწევების.
29. ისაუბრე მხოლოდ ის, რაც საჭიროა.
30. ნუ იფიქრებ იმ სარგებელზე, რომელიც შენმა ქმედებებმა შეიძლება მოგიტანოს.
31. ნუ დაემუქრები.
32. შეასრულე დანაპირები.
33. კამათში, ყოველთვის შენი თავი დააყენე სხვის ადგილას.
34. აღიარე, როდესაც ვინმე გაჯობებს.
35. გადალახე შიშები.
36. დაეხმარე სხვებს, შეძლონ საკუთარი თავის თავად დახმარება.
37. გადალახე სიძულვილის გრძნობა და იყავი მათთან ვისზეც უარის თქმა გსურს.
38. შეცვალე სიამაყის გრძნობა საკუთარი თავის ღირსების გრძნობად.
39. შეცვალე ბრაზი შემოქმედებად.
40. შეცვალე სიხარბე სილამაზის პატივისცემის გრძნობად.
41. შური გადააქციე სხვების მიღწევების მიმართ აღტაცებად.
42. სიძულვილი აქციე გულუხვობად.
43. ნუ აქებ და ნუ აძაგებ საკუთარ თავს.
44. მოუფრთხილდი იმას რაც არ გეკუთვნის ისე, თითქოს შენი საკუთრება იყოს.
45. ნუ შეიცოდებ საკუთარ თავს.
46. განავითარე წარმოსახვა.
47. ნურავის მისცემ მითითებებს, მხოლოდ დამორჩილების სიამოვნების გამო.
48. ყოველთვის გადაიხადე სამსახურისთვის, რომელსაც გაგიწევენ.
49. ნუ გაუკეთებ საკუთარ საქმეს და იდეებს პროპაგანდას.
50. ნუ ეცდები ვინმეს გაუღვიძო შენს მიმართ ისეთი გრძნობები როგორიც არის: სიბრალული, სიმპათია, აღტაცება, თანამზრახველობა.
51. ნუ ეცდები გარეგნობით გამოირჩეოდე.
52. ნურასოდეს შეეწინააღმდეგები. უბრალოდ გაჩუმდი.
53. ნუ ჩაეფლობი ვალებში. ყიდვისას, მაშინვე გადაიხადე.
54. სახალხოდ შეურაცხყოფის მიყენებისას, სახალხოდვე მოიხადე ბოდიში.
55. როდესაც შენ საუბარში შეცდომას აღმოაჩენ, ნუ ეცდები სიმართლის დამტკიცებას სიამაყის გრძნობის გამო, არამედ მაშინვე უარყავი.
56. ნუ დაიტოვებ ძველ იდეებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შენს მიერ უკვე იქნა გაჟღერებული.
57. ნუ შეინახავ გამოუსადეგარ ნივთებს.
58. ნუ შეამკობ თავს სხვისი იდეებით.
59. ნუ გადაიღებ ფოტოს ცნობილ პირებთან ერთად.
60. იყავი საკუთარი თავის მსაჯული.
61. ნუ განსაზღვრავ თავს მხოლოდ იმით რაც გაქვს.
62. გააცნობიერე, რომ ყველაფერი შენ გეკუთვნის.
63. თუ მედიტაციისას ეშმაკი გეწვია, აიძულე ისიც რომ იმედიტიროს.

მთარგ. mangala

წყაროскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

სატურნი-ნეპტუნის ციკლი, მერწყულის ეპოქის ტენდენციები და პროგნოზი

Guide to cats and kittens