» » ასტროლოგია და რელიგია
ასტროლოგია / რელიგია / Slide

ასტროლოგია და რელიგია

თანამედროვე ბუდისტურ ტაძარ-დაცანში, ბერების ერთერთი სპეციალიზაცია დღემდე ასტროლოგიაა. ნეპალში ასტროლოგისა და ღვთის მსახურის ფუნქცია ერთმანეთისგან განუყოფელია და მას ერთი და იგივე პირი ასრულებს. ღვთის მსახური აფიქსირებს ჩვილის დაბადების დროს და მისთვის ადგენს ჰოროსკოპს. ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ნეპალელის ცხოვრებაში, მაგ. ქორწინება, რეგლამენტირებულია ვარსკვლავური ცის მინიშნებებით. ხოლო როცა ნეპალელი კვდება, მის ცხედარს პირად ჰოროსკოპთან ერთად წვავენ.

ასტროლოგია და რელიგია



ქრისტიანული ეკლესია ასტროლოგიის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. V-VI საუკუნეების განმავლობაში ეკლესია მის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას ეწეოდა, ამტკიცებდა რა, რომ უბრალო მოკვდავისათვის ღვთის ნების წინასწარ ცოდნა დაუშვებელია. რამოდენიმე საეკლესიო საბჭომ ასტროლოგია განსაჯა კიდეც. დაწვეს პტოლემეუსის ოთხწიგნეულის კომენტარების ავტორის, პორფირიუსის თხზულებები (234-303 წწ), რომლებიც იმ დროისათვის ასტროლოგიის ძირითად სახელმძღვანელოს წარმოადგენდა. ასტროლოგი-ფილოსოფოსი ბოეციუსი კი დასაჯეს. მაგრამ, ეპარქიების საბჭოებზე ასტროლოგიის მწყევლელ რომის პაპებს, საიდუმლო პირადი ასტროლოგები ჰყავდათ და მათი წინასწარმეტყველებებით წარმატებით სარგებლობდნენ. პაპმა პავლე მესამემ თავის პირად ასტროლოგს ეპისკოპოსობაც კი უბოძა. კარდინალების-რიშელიესა და მარაზინის გადაწყვეტილებები ხშირად იყო განპირობებული ასტროლოგების რჩევებით. გავიხსენოთ მათეს სახარება, სადაც მოთხრობილია მოგვების-მაგების შესახებ, რომლებიც ჩვილ იესო ქრისტეს ეძებდნენ. ბიბლიის მიხედვით, ცაზე კაშკაშა ბეთლემის ვარსკვლავის გამოჩენით, ისინი იგებენ „იუდეველთა მესიის“ მოსალოდნელ მოვლინებას და მიდიან იერუსალიმში, რათა მეფე იროდს სთხოვონ დახმარება მესიის პოვნის საქმეში. იროდის მიერ მოხმობილი მწიგნობრები მას უდასტურებენ, უძველესი წინასწარმეტყველების მიხედვით, ბეთლემში მესიის მოსალოდნელ დაბადებას. სწორედ ბეთლემზე მიუთითებს იროდი მოგვებს, რათა დაადგინოს თავისი პოტენციური მოწინააღმდეგის მოვლინების ადგილი. ვარსკვლავი ჩერდება ქრისტეს დაბადების ადგილის თავზე, მოგვები პოულობენ იესოს და მიართმევენ თავიანთ ძღვენს. ამრიგად, ასტროლოგები-მაგები კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ ადგილზე დაბადებული ბავშვის ჰოროსკოპში, გამოითვლიან რა პლანეტების განსაკუთრებულ მდებარეობას და დაადგენენ მის გამორჩეულ ნიშანთვისებებს, ეძებენ ამ ჩვილს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ მეფე იროდი მწიგნობართაგან იგებს უფრო ადრეული ასტროლოგიური წინასწარმეტყველების შესახებ.
თვით სიტყვა „მაგი“პერსიდებთან და მიდიელებთან საწყისშივე ნიშნავდა ქურუმთა კასტის წარმომადგენელს, მაგრამ ყოველდღიურობაში იხმარებოდა მესოპოტამიის (ქალდეველების) ასტროლოგებთან მიმართებაში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში ამ ორ სიტყვას შორის განსხვავება პრაქტიკულად წაიშალა.
ქრისტიანულ გადმოცემებში იესოსთან დაახლოვებული მოსწავლეების-მოციქულების რაოდენობა, რომლებიც წარმოადგენდნენ პირველი ქრისტიანული გაერთიანების ბირთვს, 12 იყო. თვით რიცხვი 12 სიმბოლური ხასიათის მატარებელია, როგორც ღმერთკაცის ციფრი, რომელიც წარმოქმნილია სამისა და ოთხის ნამრავლისაგან, სადაც 3 ღვთის არსისა და ზეციური სამყაროს სიმბოლოა, ხოლო 4-მატერიალური სტიქიების (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი), ადამიანის ბუნებისა და ქვედა სამყაროსი. არსებობს საკმაოდ მყარი ტრადიცია, რომელიც ყველა მოციქულს აკავშირებს შესაბამის ზოდიაქოს ნიშანთან, თვესთან, ძვირფას ქვასთან. უფრო მეტიც, ყველა მოციქულის ფსიქოტიპი შეესაბამება კლასიკურ ზოდიაქალურ ფსიქოტიპს.
არსებობს მთელი ლიტერატურული პლასტი, სადაც ყოველი ბიბლიური იგავი თავის ასტროლოგიურ განმარტებას პოულობს. ზოგიერთ ხატზე ოთხივე კუთხეშია გამოსახული ლომის, კუროს, წყალმდენი დახრილი დოქისა და კლანჭებით გველმოჭიდებული არწივის გამოსახულება. ესაა ეგრეთწოდებული ზოდიაქოს ფიქსირებული ნიშნების: ლომის, კუროს, მერწყულისა და მორიელის სიმბოლიკა. მათი გამოსახულება თვით ამ ხატების, დროში და ცივრცეში სიმყარის, ურღვევობისა და უცვლელობის სიმბოლოა.

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens