» » პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)
ასტროლოგია / Slide

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

 პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)ტრანზიტი - ბიზნესი
ნორმალური ხანგრძლივობის სიცოცხლის განმავლობაში ასპექტი შეიმჩნვა ერთჯერადად, 34-39 წლის ასაკში და იძლევა ცხოვრებისეულ, გრძელვადიან ცვლილებებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოწვეულია მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური, ეკონომიკური ან ბუნებრივი ფაქტორებით. ხელს უწყობს ცხოვრების უკვე ჩამოყალიბებული წესის ცვლილებას, ხშირად ახდენს საარსებო პირობების მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და გვაგდებს რთულად აღსაქმელი სიახლეების დინებაში. თანაც, ცხოვრებისეული გარდატეხისა და ახალი ეტაპის გააზრება შეიძლება ჩვენამდე მოვიდეს საკმაოდ გვიან. ზოგ შემთხვევაში, იძლევა პროფესიული ორიენტაციის ცვლილებას, ცხოვრებისეული შეხედულებებისა და ინტერესების მსხვრევას არჩეულ სფეროში წარუმატებლობისა და დანაკარგის გამო, იმედგაცრუებას. ესაა საკმაოდ კრიზისული პერიოდი, როცა ბიზნესისკენ მიტრიალება არაა რეკომენდირებული, რადგან შეიძლება მოიტანოს უსიამოვნებები. არახელსაყრელია მეცნიერთათვის, მკვლევართათვის, გამომგონებელთათვის. მაგრამ ის გვაიძულებს ჩავუფიქრდეთ პროგრესის იდეას და დავხვეწოთ ის ბიზნესში და პროფესიაში.

ტრანზიტი - ჯანმრთელობა
ნორმალური ხანგრძლივობის ცხოვრების განმავლობაში ასპექტი შეიმჩნევა ერთჯერადად, 34-39 წლის ასაკში და იძლევა ორგანიზმის დაბერების პირველ არასასიამოვნო სიმპტომებს. ჩვეულებრივ, ხასიათდება საშიშროების შეგრძნებით. მთელი პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით ზემოქნედება. ასევე ტრამვების, ჭრილობებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა, აფეთქებების ან ავარიების მეშვეობით. მაგრამ არ ღირს ამ ასპექტის ნეგატიური მხარის ზედმეტად გადაფასება. ის შეიძლება რეალიზდეს მხოლოდ შინაგან დონეზე და გამოიხატოს მარტოოდენ ფსიქოლოგიური დაძაბულობით. მაგრამ, აგრეთვე, შესაძლოა მიგვითითებდეს სერიოზულ დაავადებაზეც. ჩვეულებრივ, ასევე იძლევა სექსუალურ პრობლემებს ან გადახრებს.

ტრანზიტი - სიყვარული და ოჯახი
ნორმალური ხანგრძლივობის ცხოვრების განმავლობაში ასპექტი შეიმჩნვა ერთჯერადად, 34-39 წლის ასაკში და იძლევა ცხოვრებისეულ გრძელვადიან ცვლილებებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოწვეულია მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური, ეკონომიკური ან ბუნებრივი ფაქტორებით. ხელს უწყობს პარტნიორთან, მეუღლესთან ურთიერთობის ან მატერიალური მდგომარეობის ცვლილებას, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ წარმატებასთან. აქვს საკმაოდ ძლიერი გავლენა. შეუძლია დაამსხვრიოს ცხოვრების, ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბებული სტილი, თუმცა, ამის დასადასტურებლად აუცილებელია სხვა დამანგრეველი ასპექტებიც.

მოამზადა თორნიკე ბიძინაშვილმა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

მინერალური ქვების გამოფენა-გაყიდვა

Guide to cats and kittens