» » მედიტაციის არსი და მნიშვნელობა
ეზოთერიკა / Slide

მედიტაციის არსი და მნიშვნელობა

მედიტაციის არსი და მნიშვნელობადღესდღეობით, საზოგადოებაში უკვე ფართოდაა გავრცელებული ცნება - „მედიტაცია“, ამ სიტყვას, ძირითადად, ფსიქიკის რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობის შესატყვისად მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა, ეს მთლად ასე სულაც არაა.
სინამდვილეში, მედიტაცია ლათინური სიტყვაა და ზუსტი თარგამანით, გააზრებას, აზრით წვდომას, გონმჭვრეტელობას ნიშნავს (от лат. meditatio — размышление)...
გონმჭვეტელობის „საიდუმლო“ კი, აზრის თვისობრიობასთანაა დაკავშირებული - გონება რა ობიექტსაც ეხება ფიქრის, აზრის დონეზე, რა ობიექტის ვიზუალიზაციასაც ახდენს, წარმოიდგენს და შეიგრძნობს, ზუსტად იმ ობიექტს ეხება ნატიფი სიხშირეების დონეზე, ანუ, გონების „საიდუმლო“ ტელეპათიაში მდგომარეობს! მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ამას ადამიანი, ეს კავშირი, მაინც არსებობს, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის ნეოროქსელი, ოღონდ გლობალურ, სამყაროსეულ ენერგოინფორმაციულ მასშტაბში...
ეს პროცესი კი, სულიერი განვითარების პრაქტიკულ გამოყენებაში განსაკუთრებულობითაა დატვირთული, რადგანაც ობიექტური რეალობის პირდაპირ გაცნობიერებასთანაა დაკავშრებული, კერძოდ, საკუთარი არსის, პიროვნების გარესამყაროსადმი მიმართების, საკუთარ თავში, ან გარესამყაროში არსებული ერთი კონკრეტული მოვლენისა თუ დეტალის არსის გაცნობიერებასთანაა დაკავშირებული, რომელ გაცნობიერებასაც, ადამიანის სრული ტრანსფორმაცია მოყვება ხოლმე, კერძოდ, პროგრესისაკენ მიმართული მსოფლმხედველობრივი და, პარალელურად, მსოფლმხედველობასთან ლოგიკურად მიბმული მთლიანი სიცოცხლის სტრუქტურის ცვლილება ხორციელდება ხოლმე. ესე იგი, ადამიანი მთლიანად - გონებიდან დაწყებული, ფიზიკური სხეულით დამთავრებული, იცვლება გაცნობიერებული სინამდვილის შესაბამისად.
ჩვენს საიტზე, ამ თემასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სტატიაა გამოქვეყნებული, რომელიც ლოცვისა და მედიტაციის ერთი და იგივეობაზე გვესაუბრება. თუ ლოცვასა და მედიტაციას ისე აღვიქვამთ, როგორც სინამდვილეშია და გავაცნობიერებთ, რომ, მართლაც, ლოცვა იგივეა, რაც მედიტაცია, მაშინ ლოგიკური სქემაც იხსნება ჩვენს თვალწინ, რადგან ზემოთ ჩვენ გონების პროდუქტის - აზრის ტელეპათიურ თვისებაზეც მოგახსენეთ და, ლოცვის პროცესი, საზოგადოებისთვის რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გონებაში ან ხმამაღლა სიტყვების მონოტონური წარმოთქმა სულაც არაა, არამედ ესაა - მაღალ სულიერ იერარქიასთან ტელეპათიური კავშირი დიალოგის რეჟიმში. ანუ, ლოცვა - ესაა გონების ტრანსცენდენტალურ მდგომარეობაში მედიტაციის პროცესი, რომელიც არაამქვეყნიურ სულიერ იერარქიასთან ტელეპათიურ კონტაქტს ნიშნავს.
ასე და ამრიგად, ვისაც ამ სიტყვის ეშინოდა და „მედიტაციის“ გაგონებაზე ჰფოთლავდა, ყველას თავისუფლად შეუძლია გათავისუფლდეს ტერმინოფობიის ამ კატეგორიისგან და თავად გააცნობიერის რა არის საშიში - ცოდნა თუ უმეცრება...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens