იუპიტერი- პერსპექტივების, შესაძლებლობის და შანსების პლანეტაა. 2018 წლის ნოემბრამდე იუპიტერი დარჩება მორიელის ნიშანში. მორიელი არ გვაძლევს არაფერს, თუ არ განვიცადეთ სერიოზული შინაგანი ტრანსფორმაცია. მხოლოდ ასეთი ცვლილებების ხარჯზეა შესაძლებელი ახალი პერსპექტივების მიღება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში. იუპიტერი მორიელში მოითხოვს როგორც შინაგანი წინააღმდეგობების და კრიზისების გადაწყვეტას, ასევე გარეთა წინააღმდეგობების გადალახვას და რესურსების გაცვლას გარე სამყაროსთან. სხვანაირად რომ ვთქვათ, იუპიტერი მოგვცემს წარმატებას მხოლოდ ურთიერთქმედებით, მხოლოდ სხვისი და საკუთარი პოტენციალების შეერთებით და გამოყენებით, სერიოზული ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხები იქნება ჩვენი ყურადღების ცენტრში.
განსაკუთრებით აქტუალური და გამოვლენილი ეს საკითხები იქნება, როცა იუპიტერი შევა ჰარმონიულ ასპექტში პლუტონთან, რომელიც ყოველთვის გლობალიზირებს ნებისმიერ თემას. ეს მოხდება იანვარში, აპრილში და სექტემბრის პირველ ნახევარში. ზუსტად ამ პერიოდებში მოგვეცემა სხვა მასშტაბებზე გასვლის საშუალებას ბიზნესში, ფინანსებში, სოციალურ და პირად ცხოვრებაში.
ყურადღებით იყავით იანვარში. ამ პერიოდში ახალი შანსები დაიწყებენ შემოსვლას თქვენს ცხოვრებაში, შანსები, რომლებიც მოითხოვენ დიდ ცვლილებებს. რადგან საუბარია არც ისე ჩქარ პლანეტაზეა, ეს ასპექტი უკვე ახლა აქტუალურია და იანვარში მიაღწევს თავის მაქსიმუმს, თებერვალის ნაწილსაც დაფარავს, მაგრამ შედარებით უფრო სუსტად.
მეორეჯერ ეს კავშირი გასწორდება აპრილში, მაგრამ მისი მოქმედება დაიწყება მარტში, და გაგრძელდება მაისის დასაწყისამდე. ზუსტად ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს იუპიტერი მორიელში. და აქ, სხვა ადამიანებათან ურთიერთქმედებით და თანამშრომლობით, უკვე ძალიან ხილვადად უნდა შემოვიდეს ახალი შესაძლებლობები, ხელმისაწვდომი გახდეს ახალი რესურსები. აქ საუბარია იმაზე, რომ პლუტონი იუპიტერთან ერთად გვაძლევს პროცესების სერიოზულ მასშტაბურობას, სიღმისეულობას და გაფართოებას. მაგრამ, ამასთან ერთად მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ყველა მიმართულებით, გააჩნია თქვენ რა ასაკის ხართ, რა პროფესიის და რა დონეზე ცხოვრობთ. როგორც მინიმუმ ეს არის სერიოზული შინაგანი მუშაობა და სიღმისეული თანამშრომლობა, რომელიც მოგვიტანს მნიშვნელოვან ფინანსურ, პარტნიორულ და საქმიან ცვლილებებს.
მესამეჯერ კავშირი პლუტონსა და იუპიტერს შორის გასწორდება სექტემბერში და აქ უკვე შესაძლებელია საბოლოო შედეგების მიღება.
8 ნოემბერს იუპიტერი ტოვებს მორიელის რთულ თემებს და გადადის მშვილდოსანში, თავის მართვის ნიშანში. და რა თქმა უნდა აქ იუპიტერს უხვად მოაქვს სოციალური რეალიზაციის შანსები, ცხოვრებას მოემატება დინამიკა. მართალია ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გავივლით მორიელის პერიოდს და რა პოტენციალით შევალთ მშვილდოსნის თემაში. მაგრამ, ასე თუ ისე, ცხოვრება გახდება უფრო მსუბუქი და დინამიური.
2018 წელი ძალიან გამოკვეთილია მარსიანული ენერგიებით. მარსი ჩვენი პირადი აქტიურობის, ბრძოლის და ქმედების პლანეტაა. მისი იდეალური გამოვლინებაა- ენერგია მიმართული აღმშენებლობაზე. მისი ნეგატიური გამოვლინებაა დიდი ანგარიშით- ბრძოლა სამყაროსთან (სხვა ადამიანებთან), საშიშროება, რომელიც მოდის გარედან ან აბსოლუტური პასიურობა და უმოქმედება.
როგორც სატურნის შემთხვევაში, მარსის ციკლის დასაწყისი უკავშირდება მზე-მარსის შეერთებას, რომელიც მოხდა 2017 წლის ივლისს-აგვისტოში. აქ მნიშვნელოვანია გაიხსენოთ, რა იყო ჩადებული ამ პერიოდში- პირადი აქტიურობა და ქმედება მიზნების მისაღწევად, თუ ბრძოლა და დაპირისპირება გარე სამაროსთან, ან თავდაცვა და პასიურობა.
2018 წლის მაისიდან მარსი იწყებს მსვლელობას თავის კულმინაციის გზაზე, უშუალო კულმინაცია მოხდება 27 ივლისს, სრული გამოსვლა ამ გზიდან- ოქტომბრის შუა რიცხვებში. აქედან მე გამოვყოფდი პერიოდს, როცა მარსი იქნება რეტროგრადულ მოძრაობაში- 27 ივნისიდან 28 აგვისტომდე.
უკვე მაისიდან მარსიანული ენერია, აქტიურობის, ქმედების ენერგია ხდება უფრო კონცენტრირებული. და თუ ციკლის დასაწყისში ჩადებული იყო პოზიტიური ტენდენციები, მიღწევის, საქმიანობის, კონსტრუქციული ქმედების, მაშინ აქ ჩვენ მიუახლოვდებით იმ სიტუაციას, როცა ჩვენი ქმედება, აქტიურობა, მიზანმიმართულება გამოიღებს მაქსიმალურ შედეგებს და მისცემს წინსვლას უკვე დაწყებულ საქმეებს. ანუ, თუ მარსიანული ციკლის ფარგლებში მარსის ენერგია, მიმართული ძალა და მოქმედების ენერგია, იყო გამოყენებული კონსტრუქციულად, ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია არა მარტო მივიღოთ გარკვეული შედეგები, არამედ მივცეთ ჩვენს საქმეებს სასურველი მიმართულება, გამომდინარე მანამდე შესულებული სამუშაოდან აღმოვაჩინოთ ახალი პერსპექტივები, მივიღოთ მეტი თავისუფლება ჩვენს საქმიანობაში ვიდრე გვქონდა აქამდე, ვიპოვოთ ახალი საქმიანი პარტნიორები და ასე შემდეგ.
თუ ციკლის დასაწყისში ენერგია იყო დახარჯული მხოლოდ პრობლემებზე და გარე სამყაროსთან დაპირისპირებასზე (ანუ 2017 აგვიტრო) და არა აღმშენებლობაზე, ან იყო ჩადებული აბსოლუტური პასიურობის და უმოქმედების თემები - ამ პერიოდში ძალიან გამწვავდება კონფლიქტები, კრიზისები ან მოვხვდებით სიტუაციებში, როცა იძულებულები გავხვდებით ვიმოქმედოთ. ან შესაძლოა ამ პერიოდში მიატოვოთ ძველი საქმეები და მოულოდნელად შეცვალოთ მიმართულება ცხოვრებაში ან საქმიანობაში, ასეთი განვითარება უკიდურესად ნეგატიურია. ან შესაძლოა ცხოვრებაში შემოვიდეს დესტრუქციული, არაკონტროლირებადი ტენდენციები, რომელიც მოიტანენ სრულ დესტაბილიზაციას. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მარსიანული პრინციპები იყო არასწორედ აღქმული და გადმოცემული სამყაროში. მოკლედ ყველა კონფლიქტი, ყველა დესტრუქციული ქმედება ამ პერიოდში გამოვლინდება მაქსიმალურად ნეგატიური სიუჯეტის განვითარების შემთხვევაში.
რეალური საშიშროება ამ პერიოდის (მაისიდან-ოქტომბრამდე) არის ის, რომ მარსიანული ენერგია ძალიან ძლიერია, და როცა ადამიანმა არ იცის მართვა ამ ენერგიის ხდება ყველანაირი ავარიული და ტრავმატული სიტუაციები.
რომ შევაჯამოთ: უშუალო მარსის კულმინაცია მოხდება მერწყულში, ამ პერიოდის ამოცანები მსგავსია ურანს და კვანძების თემების- განახლება და ინოვაცია ჩვენს საქმეებში, პოვნა ახალი სტრატეგიების. ამ ამოცანებს ან ჩვენ თვითონ ვასრულებთ, ან ამის რეალიზაცია ხდება ჩვენი ნების გარეშე, გარემოებები გვაიძულებენ.
ზემოთ ვახსენე, რომ მარსის რეტროგრადული მოძრაობა იქნება 27 ივნისიდან 28 აგვისტომდე. და უშუალო კულმინაცია, ანუ მზესთან დაპირისპირება მოხდება 27 ივლისს. ეს იქნება ყველაზე ენერგიული, აქტიური, კონცენტრირებული ძალის, დაძაბულობის პერიოდი. რა პასუხს მივიღებთ სამყაროსგან ასეთი ენერგიების მოხმარებისთვის დამოკიდებულია, როგორც უკვე ხვდებით, მანამდე რამდენად კონსტურქციულები იყავით თქვენ ქმედებებში.
საქმე ის არის, რომ მზე-მარსის დაპირისპირება ხდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ხოლო ასეთი დაპირისპირება, როცა მარსის მანძილი დედამიწამდე 60.000.000 კმ.-ზე ნაკლებია ხდება იშვიათად და ასეთ დაპირისპირებებს უძახიან დიდ ოპოზიციას. ბოლო ასეთი ოპოზიცია იყო 2003წ. ყველას კარგად გვახსოვს ის წელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მარსიანული ენერგიები და პრინციპები დედამიწისთვის იქნება ძალიან აქტუალური და გავლენიანი. და ყველაფერმა, რაზეც ვილაპარაკეთ ზემოთ, შესაძლებელია ზუსტად ამ პერიოდში, 27 ივნისიდან-28 აგვისტომდე, მიიღოს ყველაზე აქტიური ფორმა. აქ მომხდარი მოვლენები დატოვებენ სერიოზულ კვალს ჩვენს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისაც კურო, ლომი, მორიელსა და მერწყულის ნიშნების პირველ 5-6 გრადუსში ყავს მნიშვნელოვანი პლანეტები. ცვლილებების პერიოდი იქნება ყველასთვის, მაგრამ ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებით- ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების და განახლების დრო. ეს ცვლილებები შეიძლება იყოს იმდენად მასშტაბური და გავლენიანი, რომ აისახოს არა მარტო ამ წელზე, არამედ მთელ ცხოვრებაზე, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად, იქიდან გამომდინარე სად და როგორ იყო მიმართული მათი მარსიანული ენერგია.
აქტიური ადამიანებისთვის, ვინც მართავს თავის ცხოვრებას- ეს არის სუპერ შესაძლებლობის, ინოვაციების და პროგრესული იდეების დანერგვის დრო, ახალი პირობების აღმოჩენის დრო, სულ სხვა დონეზე გადასვლის დრო, როგორც ფინასურად, ასევე ურთიერთობებში.
პასიური ადამიანებისთვის ეს რა თქმა უნდა დისკომფორტული პერიოდია, რაცა ცვლილებები ხდება იძულებით, ან ინგრევა ის პირობები, რაზეც ადამიანი არის შეჩვეული.
და ყველასთვის, ამ პერიოდს აქვს შემდეგი თავისებურება- თუ გასცემ ნეგატიურ მარსიანულ ენერგიას, ანუ აგრესიას, ეგრევე მიიღებ საპასუხოდ კუბში აყვანილ აგრესიას. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყურადღებით იმის მიმართ რას ვაკეთებს, როგორ ვაკეთებთ, ჩვენი ქმედებები რამდენად დაკვირვებულია, რისკები რამდენად გამართლებულია, კონფლიქტები მანამდე რამდენად მოგვარებულია, იმიტომ რომ ნებისმიერმა კონფლიქტმა ამ პერიოდში შეიძლება მოგვიტანოს სავალალო შედეგები. მაგრამ,თუ მოქმედება იქნება დაფიქრებული, კონსტრუქციული, თუ უკონფლიქტოდ შეძლებთ მოგვარებას, მაშინ შედეგი იქნება არაჩვეულებრივი. განსაკუთრების ეს ეხება 27 ივლისის მიდამოებში პერიოდს. (პლუს-მინუს 2 კვირა). ყველა შემთხვევაში, ნებით თუ უნებლიეთ, დაბნელებების ფონზე, ძველი, ჩვეული პორობები ინგრევა და ცვლილებებს ვერ ავცდებით. ჯობს ჩვენი ნებით, ჩვენი აქტიურობით, კონსტრუქციულობით მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის.
როგორც მიხვდით ზაფხულის პერიოდი იქნება წლის ყველაზე კულმინაციური მომენტი. შემოდგომას შევხვდებით უკვე შეცვლილ პირობებში, ვიმედოვნებ რომ უმეტესობისთვის პოზიტიურად. რა თქმა უნდა წლის განმავლობაში მოხდება კიდე ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ ამის შესახებ დავწერ ცალკე და უკვე ახალი წლის შემდეგ.
ლია ბარათაშვილი
ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი
25.12.2017скачать dle 11.3