» » ასტროლოგია „ვეფხისტყაოსანში“
ასტროლოგია / ეზოთერიკა / Slide

ასტროლოგია „ვეფხისტყაოსანში“

ასტროლოგია „ვეფხისტყაოსანში“



















ეს რომ ქართველმა სასულიერო პირებმაც კარგად იცოდნენ და არ აგოიმებდნენ მრევლს ეშმაკის ხელოვნებააო კარგი იქნებოდა... რა მნიშვნელობა ენიჭებოდა თავად განსაზღვრეთ, სამეფო კარის უხუცესისა და სასულიერო პირის დაწერილია ეს პოემა.

„მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,
შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
და მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“.

„ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
და მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?”

„მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,
შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,
მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,
და რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.“

„მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;
შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,
და ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გახდი ცნობითა შმაგითა.“

„ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;
დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
და კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვითა თმასა.“

„მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები,
და მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.“

„აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან.
და მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან“

მოამზადა Tyr Einherjar-მა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens