ასტრონომიულად, „ხო“ (ერთიანი) გახლავთ გაფართოებადი სამყარო, ხოლო „არა“ (ნული) - შეკუმშვადი სამყარო, რომელიც არარაში შთაინთქმება, საიდანაც ყველაფერი ღებულობს სათავეს, ხოლო თავად კი - არაფერია...
ახლა ისიც ვთქვათ, რა სუბსტანცია განაპირობებს პლუსის და მინუსის ურთიერთქმედებას, მიზიდულობას და შერწყმის შედეგად ენერგიის წარმოქმნას, ენერგიის, რომელიც თავის მხრივ, ისიც პოლარიზდება და შემდგომ ეცოლუვიურ ჯაჭვს განაპირობებს გაფართოებად სამყაროში წარმოქმნისა და გამრავლების გზით - ეს გახლავთ გრავიტაციული ცენტრი... დიახ, სრულიად უხილავი, მაგრამ მოქმედებაში აღქმადი გრავიტაციული ცენტრი... ეს ცენტრი იზომება მხოლოდ პლუსისა და მინუსის სიმძლავრის მიხედვით და თავად მას, საზომი ერთეული, შეიძლება ითქვას, არცერთ მეცნიერებაში არ შეესაბამება ცალკე აღებულად... პლუსი და მინუსი, დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები სანამ არ დაიწყებენ ურთიერთქმედებას, ეს ცენტრი, ცალკე არსად ჩანს...
თუ კარგად დავფიქრდებით, გრავიტაციული ცენტრის არსით არის გაჯერებული ყოველი ნაწილაკი, რადგან დადებითი და უარყოფითი ერთეულები გრძნობენ ერთმანეთს და პოულობენ, რათა მათი თანხვედრა მოხდეს... მაშ რა არის ეს გრავიტაციული ცენტრი, რის გარშემოც მთელი სამყაროები, გალაქტიკები, ვარსკვლავები და პლანეტები ბრუნავენ და წარმოქმნიან ენერგიასა და სივრცეს, მრავალფეროვანი სიმკვრივის მატერიებს?
მეგობრებო, თუ ლოგიკურად გავუყვებით აზროვნებას, მივდივართ დასკვნამდე, რომ გრავიტაციული ცენტრი გახლავთ სწორედ სიყვარული, რომლის მარტივი ფორმულა, შეიძლება ითქვას, ნაწილის ჰარმონიაა მთელთან, რომლის ფორმულა, შეიძლება ითქვას, ყოფიერებისა და არარის, ალფასი და ომეგას მთლიანობაა, მშობლების (დედის და მამის) შერწყმის აღმძრავი სუბსტანციაა, მიზიდულობაა გამთლიანებისაკენ, რომელმა მთელმაც ისევ უნდა წარმოქმნას დადებითი და უარყოფითი მუხტები, პოლარიზდეს, რათა ისევ გამთლიანდეს და ასე უსასრულოდ წარმოშვას და გამრავლეს უსასრულო განფენილობაში, მერე ისევ შეიკუმშოს და თავიდან დაიწყოს გაფართოება, როგორც გული მუშაობს, პულსირებს... მეგობრებო, გრავიტაციული ცენტრი ეს ის სიყვარულია, რომელიც აბსოლუტურად მთელ სამყაროსა და სამყაროებს მართავს, გრავიტაციული ცენტრი ის სიყვარულია, რომელიც ამ ცალკეულ პოლუსებს მიღმაც დგას და მათშიცაა... გრავიტაციული ცენტრი - ეს ის სიყვარულია, რომელსაც წინაპირობა, წარმოქმნის მიზეზი არ გააჩნია და შესაბამისად, შედეგსაც არ ელის, რადგან თავისი არსით, აბსოლუტურად უპირობოა...
მაშ რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ გავაცნობიეროთ ეს ყოველივე და გავხდეთ შემოქმედნი სწორედ სიყვარულის სუბსტანციით, რომელიც თავადაა ყოველივეს მიზეზიც და შედეგიც, ხოლო წარმოქმნის წინაპირობა და შედეგის მოლოდინი არ გააჩნია...
ლაშა ჩხენკელი