Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » რა ხდება ჩვენს თავს?..

რა ხდება ჩვენს თავს?..

რა ხდება ჩვენს თავს?..მკურნალობის სფეროში უმთავრეს კომპონენტს დიაგნოსტიკა წარმოადგენს, სწორი დიაგნოზის გარეშე მკურნალობა შეუძლებელია...
ამიტომ, რეალობისა და ადამიანის, ადამიანთა სოციუმის შინაგანი ფსიქოემოციური მდგომარეობის სწორი განსაზღვრების შემდეგაა შესაძლებელი საფუძლიანი პოზიტიური ცვლილებების შეტანა ცხოვრების ყველა მიმართულებით...
გთავაზობთ ცნობილი ქართველი ოკულტისტისა და მეტაფიზიკოსის - მალხაზ გველუკაშვილის მოწოდება-პოზიციას საზოგადოებისადმი.


- უძველესი სწავლებების მიხედვით, იმისათვის, რომ ინდივიდი და გნებავთ - სოციუმი შედგეს, პირველი და უმთავრესი პირობა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა. სწორედ ამიტომ ბრძანა მაცხოვარმა - ორ უმთავრეს ცნებას გიტოვებთო: პირველი - გიყვარდეს ღმერთი შენი და მეორე - გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო.
მეორე პირობა ს ი ბ რ ძ ნ ე ა. სიბრძნე სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგომაა, რაც რეალობის სწორი აღქმის საფუძველია.
და მესამე, რომელიც პირველი ორის საფუძველზე ფორმირდება - გ ო ნ ი ე რ ე ბ ა ა, რაც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ წარსულის შეცდომები, რათა ერთხელ უკვე ტრავმირებულებმა გავლილ გზაზე ცხვირი კიდევ არ წავიტეხოთ; რაც გვაგრძნობინებს და გვაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია იყო ბედნიერი, თუ შენს გარშემო უმრავლესობა უბედურია, რადგან მიწაზე მარადიული არაფერია და ეს უბედურება, ადრე თუ გვიან შენს ოჯახშიც შემოაბიჯებს - მრავალის უბედურება, ბოლოს და ბოლოს, ჩაყლაპავს ამ შენს მარტოხელა ბედნიერებას...
რა ხდება დღეს?
ეს სამი პირობა სამმა მახასიათებელმა შეცვალა:
სიყვარული პ ა ტ ი ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა მ, სიბრძნე - ს ი ბ რ ი ყ ვ ე მ და გონიერება - ს ი ხ ა რ ბ ე მ ჩაანაცვლა. და ამ სამმა მახასიათებელმა, როგორც ინდივიდი, ასევე სოციუმი საკუთარი ნებელობის ნაჭუჭში მოიმწყვდია და გულგრილი და დაუნდობელი გახადა.
სამყაროში ბუმერანგის პრინციპი მუშაობს - პატივმოყვარეობას, სიბრიყვეს და სიხარბეს სიკეთე ვერ მოაქვს და... ჩვენივე დათესილს ვიმკით.
და ყოველივე ამის შემდეგ გვიკვირს, რატომ დავდივართ ჩაკეტილ წრეზე...
იმიტომ, რომ პატივმოყვარეობა გვახრჩობს - ჩვენ ხომ ყველაზე ღირსეულები ვართ, მე თუ არა, აბა სხვა ვინ...;
იმიტომ, რომ სიბრიყვის სენი შეგვყრია და არჩევანს ყოველთვის ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ...;
იმიტომ, რომ სიხარბე მოგვრევია და იმაზე მეტს ვთხოულობთ რაც უცილობლად გვჭირდება და რასაც ვიმსახურებთ...
და ყველაფერი ამის გამო ცხოვრება ვირთხების მარათონს დაემგვანა - ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვიბრძვით, რათა ვიარსებოთ - გავძღეთ და სიცოცხლე ისე მთავრდება, ვერ ვასწრებთ დავტკბეთ სივრცის უდიდესი ნეტარებით - სიყვარულით; ვერ ვასწრებთ გავაცნობიეროთ სამყაროს სიბრძნე, რომ სიკეთე პირველადია და ყველა იმ ბოროტების მშობელი, რაც ჩვენს თავს ტრიალებს, ჩვენი გაუუკუღმართებული სურვილებია.
ჰოდა, ნუღარავის დავაბრალებთ, თუ ყველაფერი ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს... ჩვენი ყოფა ჩვენი პატივმოყვარე სიბრიყვის შედეგია...

ოკულტისტი და მეტაფიზიკოსი -
მალხაზ გველუკაშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 5 066
 

ASTRO TV LIVE