» » მზის დაბნელება 2013 .10 მაისი .მიმოხილვა
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია / მზე

მზის დაბნელება 2013 .10 მაისი .მიმოხილვა

მზის დაბნელება 2013 .10 მაისი .მიმოხილვა

მზის დაბნელება ცივილიზაციის დასაბამიდან მუდამ იპყრობდა ადამიანების ყურადღებას.მის გავლენას ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდნენ და შეისწავლიდნენ .ითვლება,რომ მზის დაბნელება თანაბრად მოქმედებს როგორც სტიქიაზე, ისე ადამიანების ბედზე.თუმცა ზოგიერთი სტროლოგიურ სკოლის წარმომადგენლებს მიაჩნიათ ,რომ ის უფრო მკაფიო გავლენას გლობალურ პროცესებზე,მასების იდეოლოგიაზე,სახელმწიფოებზე და მათ მმართველებზე ახდენს.
ასტროლოგების დიდი ნაწილი პროგნოზირებს , რომ 2013 წლის გაზაფხულზე მსოფლიოს ფინანსური კრიზისის მეორე ტალღა გადაუვლის. ქვემოთ შევეცდები დაგანახოთ, თუ რას ემყარება მათი ვარაუდები.


დაბნელების გავლენის შესწავლისას რამოდენიმე საკვანძო გარემოებებს უნდა მიექცეს ყურადღება. კერძოდ ,გავარკვიოთ ზოდიაქოს რომელ ნიშანში ხდება დაბნელება, რა სტიქიას შეესაბამება(უფრო მეტი დეტალიზაციისას ვარკვევთ, რომელ დეკადაში და რომელ გრადუსში ხდება), აგრეთვე იმას, თუ რომელ სახლში მოხდება ეს მოვლენა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე , მოდით ვნახოთ, როგორი იქნება 2013წლის 10 მაისს მზის დაბნელება.

მზის დაბნელება 2013 .10 მაისი .მიმოხილვა


როგორც ვხედვთ, მზე ბნელდება კუროს ნიშანში, პირველ დეკადაში, 19გრადუსსა და 21მინუტზე. მეორე სახლში.სტიქია– მიწა.დაბნელება გაგრძელდება 6 წუთი და 3 სეკუნდი.
ჯერ კიდევ პტოლომეუსი თვლიდა, რომ ამ მოვლენის გავლენა შესაძლოა გაგრძელდეს იმდენი თვე,რამდენ წუთსაც მოიცავს დაბნელების პერიოდი.
რუკაზე ვხედავთ,რომ მზისა და მთვარის გარდა ,კუროში თავს იყრის დაღმავალი კვანძიც და მარსიც, ისინი ყველა ერთმანეთთან შეერთებაში არიან.
როგორც ვიცით, კურო და II სახლი ფინანსებს კურირებს,კუროს პირველი დეკადა ასევე წინასწარმეტყველებს ცუდ მოსავალს, აგრეთვე წარუმატებლობებს ბიზნესსა და ვაჭრობაში.კუროს 20გრადუსი– აგრესია, ინტრიგა, დიდი ამბიციები, პრეტენზიები, მაგრამ მცირე რეზულტატები.თავის მხრივ მიწის სტიქია მოასწავებს მიწისძვრებს, კატასტროფებს შახტებში, სოფლის მეურნეობის სფეროში დიდ ზარალს.
დაღმავალი კვანძის მდებარეობა , როგორც ვიცით ,მიუთითებს იმ სფეროზე,რომელიც მოცემულ მომენტში არასაჭირო/დათრგუნული ხდება. ანუ ფინანსებთან დაკავშირებით კვლავ ვიღებთ გაფრთხილებას კოსმოსიდან– ნუ შეეცდებით დაგროვებას, კონცენტრაცია გადაიტანეთ სხვა სფეროზე. ამ პერიოდში სახიფათოა კრედიტების აღება, ვალის გაცემა, მასშტაბურ პროექტებში ფულის ჩადება.
ზემოთ თქმულს აძლიერებს იქვე მყოფი მარსიც, რომელიც სიტუაციას არაკონტროლირებადს ხდის, იწვევს აგრესიის აფეთქებას.


მზის დაბნელება 2013 .10 მაისი .მიმოხილვა

მზის დაბნელების გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება მათ ჰოროსკოპებში, ვისაც მზე იმავე ნიშანში უდგათ,იქნებიან ეს უბრალო ადამიანები თუ თვით სახელწიფოები. როგორც ცნობილია კუროს ნიშანს მსოფლიოსი არაეღტი ქვეყანა ატარებს– შვედეთი, შვეიცარია, ბელგია, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვა, ეგ ვიპტე– ეს ის ქვეყვებია , სადაც მზის დაბნელება ყველაზე მეტად თვალსაჩინო გავლენას იქონიებს.
ზოგიერტი ასტროლოგი საქართველოსაც ზემოთჩამოთვლილ სახელწიფოებთნ ერთად განიხილავს, რადგან მიიჩნევს რომ ” გეორგია” უკვეთავისი სახელით უკავშირდება მიწის ნიშანს,რომ აღარაფერი ვთქვათ უძველეს ხარის კულტზე…
შესაბამისად , ალბათ საინტერესო იქნება როგორი გამოდგება აღნიშნული მოვლენისზეგავლენა საქართველოზე . ვნახოთ რუკა.
რუკა აგებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღის –1991წლის 9აპრილის 12.30საათის შესაბამისად.


როგორც ვხდევავთ, მზის დაბნელება ხდება 11 სახლში, რაც მუნდალური ასტროლოგიის მიხედვით ნიშნავს მნიშვნელოვან ცვლილებებს სამთავრობო ინსტიტუტში, ნაციონალური იმედების ზრდას.
აქვეა ტრანზიტული მარსის ნატალურ მარსთან შეერთება– ერის მოთხოვნილება ჰყავდეს მტერი, გამოამჟღავნოს აგრესია.
აგრეთვე განსაკუთებით გამოსაყოფია მზის დაბნელებასთან 180 გრადუსით დაპირისპირებული პლუტონი მე5 სახლში.როგორც ვიცით, პლუტონი წარმოადგენს ხალხის მასებს, აგრეთვე განასახიერებს როგორც აღორძინების პრინციპს, ისე სიკვდილის პრინციპსაც..მე5 სახლი კი შემოქმედების სახლია, თუმცა იგივე სახლი განსაზღვრავს სპეკულაციასაც.გამოდის რომ ხალხის მასების თვითშეგნების დონე იქნება გადამწყვეტი თუ რა გზით წავა ქვეყნის შემდგომი განვითარება იდეოლოგირი სპეკულაციის თუ შემოქმედებითი წინსვლის გზით.
ჩემის მხრივ, ყველას წარმატებულ მომავალს გისურვებთ.

ხათუნა Noelскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ტრანზიტული ლილითი მერწყულში და ტრანზიტები პირად ჰოროსკოპში

...

რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?

აზრებისა და გრძნობების მმართველები და მათგან გათავისუფლების საშუალებები

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი