ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » სანთლები ფენ-შუის მიხედვით

სანთლები ფენ-შუის მიხედვით

სანთლები ფენ-შუის მიხედვითროგორც უკვე ვიცით, ფენ-შუის სწავლება ეყრდნობა ოთხი სტიქიის თვისებებს და ყველა ეს სტიქია ერთნაირად მნიშვნელოვანია. მაგრამ ახლა, გვინდა ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ კი ცეცხლის სტიქიაზე ვისაუბროთ. ცხოვრებაში სანთლები კარგი დამხმარეები არიან, რომელთაც ჩვენთვის მხოლოდ ინტერიერის გალამაზება კი არ ევალებათ, არამედ ცეცხლის შექმნაც. სანთლების მეშვეობით შესაძლებელია შენობის გაწმენდა ნეგატიური ენერგიისგან და მისი კუთხეებიდან, ძნელად მისაწვდომი ადგილებიდან ჩაბუდებული ენერგიის განდევნა. არომატული სანთლები არა მხოლოდ შენობის გასაწმენდად გამოიყენება, არამედ სასიამოვნო სურნელის დასაყენებლადაც, მოცურავე სანთლები კი კარგია მედიტაციისათვის და სხეულის მოსადუნებლად.


სანთლების ფერები და მათი მნიშვნელობა ფენ-შუის მიხედვით


ფენ-შუიში სანთლის ფორმას და, განსაკუთრებით, ფერს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფენ-შუის წესებიდან გამომდინარე, ფერებს სხვადასხვანაირი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანებზე, ამიტომ, სანთლების არჩევისას ზუსტად უნდა დადგინდეს, თუ რა დანიშნულებისთვისაა საჭირო ისინი და კონკრეტულად რისი მოზიდვა გინდათ ცხოვრებაში.
მოდით, თანმიმდევრულად განვიხილოთ, თუ რისი სიმბოლოა თვითოეული ფერი.
ყვითელი ფერის სანთლები მიწის სტიქიის სიმბოლოა და გამოიყენება ცოლქმრული და სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. და, თუ თქვენ გინდათ, რომ პარტნიორთან ურთიერთობისას გქონდეთ ჰარმონია და ურთიერთგაგება, მაშინ შიგადაშიგ დაანთეთ ყვითელი სანთელი, რითაც სწრაფად მიიღებთ სასურველ შედეგს. ასევე, ყვითელი სანთელი სახლს და მასში მცხოვრებ ადამიანებს ოპტიმიზმითა და სიხარულითაც აღავსებს. ასეთი სანთლების დანთება განსაკუთრებით კარგია მაშინ, როცა თქვენთან სტუმრები იკრიბებიან.
მწვანე სანთლები ჯანმრთელობის, ჰარმონიისა და მშვიდობის სიმბოლოა. თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენს სახლში იყოს ბარაქა, მაშინ სწორედ ეს სანთელი დაანთეთ.
წითელი სანთლები ცეცხლის სიმბოლოა. მას ძალუძს აღიარების მოტანა და კარიერულ კიბეზე თქვენი სწრაფი აღმასვლა. მაგრამ იყავით ფრთხილად, არ ღირს მისი ძალიან ხშირად დანთება და ასევე საძინებელ ოთახში შენახვა. სხვა შემთხვევაში, თქვენ მუდამ დაძაბული იქნებით და მოდუნებას ვერ მოახერხებთ, რადგან წითელი ფერი მუდამ დაგძაბავთ. ის იქნება სტიმული აქტიურობისა და ვნებებისა, რაც არ მოგცემთ მოდუნებისა და დასვენების საშუალებას.
აი, თეთრი სანთელი ძალიან საინტერესოა იმით, რომ ის ერთდროულად ორ სრულიად საწინააღმდეგო რამეზე მეტყველებს. ერთის მხრივ - თეთრი სანთელი ცის სიმბოლოა, ეხმარება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, განსაკუთრებით კი მასწავლებლებს. ის ხელს უწყობს დასახული მიზნის მიღწევას. მეორეს მხრივ - ეს სანთელი ტბის სიმბოლოა და გარშემომყოფებს სიყვარულს ჩუქნის. თუ უშვილო ქალი ხშირად აანთებს ასეთ სანთელს, მაშინ ამ სანთლის ალი მას დააჯილდოვებს დედობის სიხარულით.
თავისი არსით არანაკლებ საინტერესოა სტაფილოსფერი სანთლები, რადგან მას ერთდროულად სამი სიმბოლო აქვს. პირველ რიგში, ის მთებს სიმბოლიზირებს და მფლობელს სიბრძნითა და სიშვიდით აჯილდოვებს. შემდეგ, ის სახლში იზიდავს სიმდიდრესა და კარიერულ ზრდას, წარმოადგენს რა მზის სიმბოლოს. ბოლო მნიშვნელობით კი, არის კარიერული წინსვლის დამხმარე. სტაფილოსფერი სანთელი დაგეხმარებათ ცხოვრების ყველა ასპექტის გაუმჯობესებაში. ასევე, მათი დანთება საღამოს წვეულებაზეა მიზანშეწონილი. ის ამ ატმოსფეროში შემოიტანს გართობის, მხიარულებისა და ენთუზიაზმის მარცვალს.
იისფერი სანთლები მოუხდება მედიტაციას და თვითშემეცნებას. მათ შეუძლიათ ჩასწვდნენ თქვენი სულის ყველაზე დაფარულ კუნჭულებს.
ვარდისფერი სანთლები დაგეხმარებიან სიყვარულისა და რომანტიკული ურთიერთობების დროს. ისინი თქვენთვის მოიზიდავენ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას და საჭირო ადამიანებთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობას.
თუ თქვენ დაგღალათ რუტინულმა საქმემ და აურზაურმა და, გინდათ, სახლში სიმშვიდისა და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა, მაშინ, ამ საქმისათვის ლურჯი სანლები გამოგადგებათ.


ზონები, სადაც უმჯობესია სანთლების დანთება


ასე და ამგვარად, ალბათ თქვენ უკვე ჩამოყალიბდით სანთლის ფერების არჩევანში. ახლა კი განვიხილოთ, თუ რომელ ზონებშია მათი დანთება რეკომენდირებული თქვენთვის საჭირო ენერგიის აქტივირებისათვის.
ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ თქვენ სანთლებს „ბა-გუას“ რუქის მიხედვით დაანთებთ, ეს შესანიშნავად გააუმჯობესებს ყველა ზონის ჰარმონიას. მაგრამ თუ თქვენ სანთლის დანთებას რაიმე კონკრეტულ ზონაში გეგმავთ, მაშინ იგი ასევე დააბალანსებს ინისა და იანის ენერგიებს და გააუმჯობესებს ცხოვრების საერთო ხარისხს.
თუ გრძნობთ რომ თქვენს პარტნიორთან ურთიერთდამოკიდებულება არცთუ ისე კარგად ვითარდება, ან ბავშვები ხელიდან მიდიან, მაშინ ოთახის სამხრეთ-დასავლეთით დანთებული სანთელი თქვენი ცხოვრების ამ ასპექტებს დაარეგულირებს.
თუ თქვენ წარმატების მიღწევა გსურთ კარიერაში, ამისათვის დაგეხმარებათ სამხრეთით დანთებული იისფერი, ცისფერი ან წითელი სანთლები, რომლებიც მოგიტანთ დიდებასა და წარმატებას.
დამდგარი „ცი“ ენერგიის განსამუხტად კვირაში ორჯერ მაინც დაანთეთ სანთლები ძნელად მისაწვდომ ადგილებში, მაგ. როგორებიცაა შენობის კუთხეები. იმისათვის, რომ გააძლიეროთ თქვენს სახლში მიწის ენერგია, რეკომენდირებულია სანთლის დანთება სახლის ან ოთახის ჩრდილო-დასავლეთით არაუმეტეს კვირაში ორჯერ.
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სიცივემ დაისადგურა, ამ შემთხვევაში ფენ-შუის სპეციალისტები გვირჩევენ წითელი სანთლის დანთებას საძინებელი ოთახის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, მაგრამ ძალიანაც არ გადააჭარბოთ.
თეთრი სანთლების დანთება შესაძლებელია იმ ნაგებობათა ყველა ზონაში, სადაც თქვენ გსურთ სიახლისა და სისუფთავის ატმოსფეროს შექმნა.
მაგრამ იმისათვის, რომ მთელი სახლი გაიწმინდოს ნეგატივისაგან, ცოტაა მხოლოდ სანთლების დანთება. აქ უკვე სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო სანთლების მეშვეობით.


გარემოს გაწმენდა სანთლების დახმარებით


სახლის გაწმენდა სანთლების მეშვეობით, ჯობია დავიწყოთ შემოსასვლელი კარიდან. თქვენ ამ დროს უნდა იყოთ სრულიად მოდუნებულ მდგომარეობაში. უნდა გრძნობდეთ საკუთარ სხეულს, ხელებს, ფეხებს, სუნთქვას. მიაყურადეთ საკუთარ შეგრძნებებს. დარჩით ასეთ მდგომარეობაში მანამ, სანამ ამას საკუთარი ინტუიცია გიკარნახებთ. როცა იგრძნობთ რომ „მიფრინავთ“, ამ დროს თქვენს ქვეცნობიერში ზუსტად ჩამოაყალიბეთ თუ რისი მიღება გინდათ. მაგ: „დაე ჩემს სახლში ყოველთვის იყოს სიყვარული, სიხარული და სიკეთე“, ამის შემდეგ დაანთეთ სანთელი და მზერა მიაპყარით სანთლის ალის ცენტრს, თან წარმოიდგინეთ რომ ცეცხლის ალი ფართოვდება და მოგიცავთ თქვენ თავის თავში. სანთელი უნდა გეჭიროთ მკერდთან ახლოს, ამით თქვენ აერთიანებთ თქვენს შინაგან ძალას ცეცხლის ძალასთან. შემდეგ ნელნელა ავწიოთ სანთელი თავს ზემოთ და ვთხოვოთ სინათლეს თქვენს სახლში შემოსვლა და მისი განათება. ამის შემდგომ სანთელი ისევ მკერდის სიმაღლეზე ჩამოსწიეთ, შემდეგ გაანათეთ სანთლით მარჯვენა და მარცხენა მხარეები. ამ ქმედებით თქვენ გამოსახავთ ჯვარს, რომელიც დაიცავს და მფარველობას გაუწევს თქვენს სახლს. ასეთი სახით შემოიარეთ ყველა ის ადგილი, რომელსაც, თქვენი აზრით, გაწმენდა ჭირდება.
კარგია, თუ დაეყრდნობით საკუთარ ინტუიციას და ყველაფერს სპონტანურად მოიმოქმედებთ. თქვენი მოძრაობები უნდა იყოს ნელი და რბილი, ის უნდა გავდეს ცეკვას სანთლებით.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: ყოველთვის, როცა ანთებთ სანთელს, რამოდენიმე წუთი იჯექით სიჩუმეში და უყურეთ ცეცხლს. ეს დაგეხმარებათ საკუთარი აზრებისა და სულის ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდაში.

GeoAstro
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 678
 

ASTRO TV LIVE