ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          

ლაზურიტი

ლაზურიტი














ლაზურიტი არ არის ერთი მინერალი, ის შედგება ლაზურიტისგან, კალციტისა და პირიტისგან (ხანდახან სპილენძისგანაც). ლაპის ლაზურიტი - ლათინური, არაბული და სპარსული პირდაპირი თარგმანიდან ნიშნავს ლურჯ ქვას. რაც უფრო დიდი რაოდენობის კალციტია ამ ქვაში, მით უფრო მოთეთრო მონაცრისფრო ფერს დაიკრავს.
ლაზურიტი ასოცირდება სიმართლესთან, შინაგან ძალასთან და ორგანიზებულობასთან. ის ერთგულების ტრადიციული ქვაა.
ლაზურიტი თქვენი ფიზიკური და სულიერი სხეულების ბალანსის შენარჩუნებაში გეხმარებათ. აძლიერებს თქვენს კავშირს მფარველ ანგელოზთან.
ეს ქვა გეხმარებათ ინტუიციის გაძლიერებასა და სიფრთხილეში.
კარგია მწერლებისთვის.
ლაზურიტილაზურიტი, აგრეთვე, დაგეხმარებათ გამოამჟღავნოთ პირადი სამყარო და ადამიანებისათვის დასამახსოვრებლები გახდეთ.
ლაზურიტი დაგიცავთ ფიზიკური და ფსიქიკური შეტევებისგან. ამ ქვის ტარება ენერგეტიკულ ვამპირებსაც აგარიდებთ. აგრეთვე, თუ მათ ოთახის ან სახლის კუთხეებში განათავსებთ, თქვენი საცხოვრებელი უფრო მეტად დაცული გახდება.
ლაზურიტი არის კომუნიკაციის ქვა, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიმართლესა და კონტაქტებს იზიდავს. გეხმარებათ სწორ დროს სწორი რამ თქვათ, რაც კარიერისა თუ პირადი ურთიერთობის გაღრმავებაში შეგიწყობთ ხელს.
ზოგადად, ლაზურიტი საკმაოდ დადებითი ქვაა, მისი ტარება ემოციურ და მენტალურ სიმწიფესა და გონების სიძლიერეს მოგიტანთ.
ის კრეატიულობის გასაძლიერებლად გამოიყენება.
მისი ენერგია როგორც ყოველდღიურობაში არსებული ამოცანების გადაჭრაში, ასევე, დატვირთული, გადაღლილი გონების ორგანიზებაში დაგეხმარებათ, აღგიდგენთ სულიერ წონასწორობასა და კონცენტრაციასაც გაგიძლიერებთ.
ლაზურიტის უძლიერესი ენერგია დაგაძლევინებთ პოსტ-ტრავმულ სტრესებს, როგორებიცაა: ავარიები, ფიზიკური ან ვერბალური ზეწოლის შედეგად გამოწვეული სტრესი, აგრეთვე, დეპრესია, მწუხარება და ნაღვლიანობა. მას იმედი და შინაგანი ენერგია მოაქვს.
ამ საოცარ ქვას შეუძლია გაგაძლიეროთ, გაგხადოთ უფრო მამაცი და მიზანმიმართული. განსაკუთრებით კარგია ზედმეტად მორცხვი ადამიანებისთვის.
ასოცირდება ყელისა და მესამე თვალის ჩაკრასთან (ვიშუდჰა, აჯნა).

ლაზურიტირაც შეეხება სამკურნალო თვისებებს:
ლაზურიტი აძლიერებს სხეულს, გონებას, ცნობიერებას და გამოიყენება მთელი ორგანიზმის მასტიმულირებელ ხელსაწყოდ. მას იყენებენ ძილის პრობლემების დროსაც. ის აბალანსებს არტერიულ წნევასა და ტემპერატურას. ლიტოთერაპევტები ლაზურიტით მკურნალობენ სხვადასხვა ანთებებს, თვალებისა და ნერვულ დაავადებებს, შაკიკს, ასთმასა და რადიკულიტს.
ლაზურიტი გარდა გარეგნული სილამაზისა, ენერგეტიკითაც საკმაოდ დადებითი და სასარგებლო ქვაა.

Keli Create
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 4996
 

ASTRO TV LIVE