ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?

რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?

რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?თეთრი ფერი - ეს სისუფთავის და სიმშვიდის ფერია. ის მიუთითებს თქვენს სურვილზე, დაიწყოთ რაღაც ახალი, ტყუილად არ არის ქორწინების კაბა თეთრი ფერის. ამ ფერის არჩევისას, თქვენ ეუბნებით სამყაროს, რომ ღია ხართ, გახსნილი და სუფთა თქვენი აზრებით. თეთრი ითვლება კლასიკურ ფერად, ის ყოველთვის მოდაშია.
თეთრი მინერალური ქვები: ბრილიანტი; მარგალიტი; მთავრის ქვა; ოპალი; საფირონი; ტოპაზი; ცირკონი და ა.შ.






რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?ცისფერი - ასოცირდება ცასთან და წყალთან. ეს დაფიქრების და ანალიზის ფერია. ის ხშირად გამოიყენება რელიგიური რიტუალების დროს. ეს არის სუფთა ცის სიმბოლო და დიმბოლურად ეხარება ღმერთთან საუბრის დროს ადამიანს.
ასევე ცისფერ ფერს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც უფრო ემოციურები არიან და ასევე ურთიერთობისთვის ღია.
ცისფერი მინერალური ქვები: აქვამარინი; აპატიტი; ფირუზი; იოლიტი; საფირონი; ტანზანიტი; ტოპაზი; ტურმალინი; ქალცედონი; ცირკონი; შპინელი და ა.შ.















რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?ყვითელი ფერი - ასოცირდება მზესთან და ოქროსთან. ეს ძალიან აქტიური ფერია. ყვითელი მოგვიწოდებს მოქმედებისკენ, გვავსებს ენერგიით, გვეხმარება მივიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება. ყვითელ ფერს ირჩევენ შემოქმედებითი, არტისტული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ყვითელი ენერგიით „დამუხტული“ ადამიანი ალღოს ადვილად უღებს ახალ იდეებს და წამოწყებებს. ეს არის ოპტიმიზმის და განვითარების ფერი. თუ თქვენ გინდათ ცვლილებები და სიახლეები, მაშინ თამამდ შეგიძლიათ ამოირჩიოთ ყვითელი ფერი. ის მოგეხმარებათ საქმის დაწყებაში.
ყვითელი მინერალური ქვები: ოქროს ბერილი; ციტრინი; ძოწი; საფირონი; ტურმალინილ შპინელი; ლიმნისფერი ტოპაზი; ყვითელი ტოპაზი; ცირკონი; ქრიზობერილი; ნეფრიტი, ქარვა და ა.შ.







რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?მწვანე ფერი - ბევრისთვის აღიქმევა, როგორც ბუნების ფერი. მწვანე იკავებს შუა ადგილს ფერთა სპექტრში, ის მდებარეობს აქტიური ყვითლისა და პასიურ ლურჯს შორის. ის აღიქმევა , როგორ ნეიტრალური და არ იწვევს გაღიზიანებს. მწვანე ფერი ბევრისთვის ასოცირდება განახლებასთან , იწვევს სიმშვიდეს. თუ თქვენ გიყვართ მწვანე ფერი, ეს ნიშნავს რომ თქვენ ფლობთ საკუთარ თავს, ხართ გულუხვი, კეთილი და შეგიძლიათ თანაგრძნობა.
მწვანე მინერალური ქვები: ბერილი; ზურმუხტი; ძოწი; ნეფრიტი; საფირონი; ტურმალინი; ქრიზობერილი; ქრიზოლიტი; ქრიზოპრაზი; ქრომდიობსიდი; ცავორიტი, მოლდოვიტი და ა.შ.








რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?ყავისფერი - ეს არის სიმშვიდი, სიწყნარის ფერი. არ აღაგზნებს , არ იწვევს აპათიას. ეს ფერი არის იმ ადამიანთათვის ვინც მყარად დგას ფეხზე, დარწმუნებულია საკუთარ თავში და იცის საკუთარი თავის ფასი. ეს არის მიწის ფერი, ის დაკავშირებულია ნაყოფიერებასთან და მოგებასთან. ყავისფერი დადებითად მოქმედებს გარშემომყოფებზე და მათ დადებითად განაწყობს მის მფლობელისადმი. თუ უპირატესობას ანიჭებთ ყავისფერს ე.ი. თქვენ უპირატეოსობას ანიჭებთ უბრალო მიწიერ სიამოვნებას, აფასებთ ცხოვრებას და სამყაროს.
ყავისფერი ინერალური ქვები: ონიქსი, აქატი, ვეფხვის თვარი, ხარის თვალი, რაუხტოპაზი და ა.შ.





რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?წითელი - ცეცხლი, სისხლი, ვნება, გული, აი რასთან ასოცირდება წითელი... ეს არის სიყვარულის და აზარტის, სიძლიერის და ძალაუფლების ფერი. ძნელია უგულველყო ეს ფერი, ის არ დაგტოვებს გულგრილს. თუ თქვენ გიყვართ წითელი ე.ი. საკუთარ თავში დაწმუნებული, სასიცოცხლო ენერგიით სავსე და ოპტიმისტი ხართ და არც ყურადღების ცენტრში ყოფნის გეშინიათ. წითელი ფერი დაკავშირებულია სასიყვარულო და სექსუალურ ენერგიასთან. ის დაგეხმარებათ გადალახოთ სასიცოცხლო ბარიერები, მოგცემთ თავდაჯერებულობას, განავითარებს და გააძლიერებს თქვენს ლიდერულ თვისებებს.
წითელი მინერალური ქვები: ლალი, ძოწი, ტურმალინი, შპინელი. მარჯანი. იასპი. ცირკონი, აქატი და ა.შ.





რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?ნარინჯისფერი - ეს ფერი გამოხატავს მკვეთრ ემოციებს, სიხარულს, ნათელ შთაბეჭდილებებს და იმედების ასრულებას. მას ადამიანის ენერგეტიკაში შემოაქვს სანდოობა და ეხმარება ურთიერთობაში. ნარინჯისფერი ეს არის ყვითელი და წითლი ფერის ნაზავი, შესაბამისად ითავსებს ამ ფერების თვისებებს. მასში ჩადებული წითლის ენერგია გაძლევთ მიზანსრაფვას, ყვითელი ფერი კი გვმუხტავს დადებითი სასიცოცხლო ენერგიით, გვაძლევს საკუთარი თავის განვითარების იმპულსს. ეს ბედნიერების, სიხარულის, შემოქმედებითი შთაგონების ფერია. თუ თქვენ გიზიდავთ ეს ფერი, ე.ი. თქვენ ხართ სიცოცხლით, ბედნიერებით სავსე, პოზიტიური, კონტაქტური, საზრიანი და ყოველთვის მზად ხარ გადალახოთ სირთულეები.
ნარინჯისფერი მინერალური ქვები: სერდოლიკი, სარდონიქსი, ქარვა, მარჯანი, იასპი, აქატი, ოპალი, ასევე შეიძლება იყოს ციტრინი, საფირონი, ტურმალინი და ა.შ.



რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?ვარდისფერი- ეს არის სინაზის, რომანტიკის და სიკეთის ფერი. ვარდის ფერი გვიღვიძებს კომფორტის შეგრძნებას, აწყნარებს ნერვულ სისტემას და გვაყენებს პოზიტიურ განწყობაზე. ამ ფერის გარემოცვაში კრიზისები ადვილად გადასატანი ხდება, ტყუილად არ მოუგონიათ გამოთქმა უყრეთ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით. თუ თქვენ გიყვართ ვარდისფერი ე.ი. თქვენ ხართ მეგობრული, კეთილი, ქალური და მგრძნობიარე, თქვენი გული ყოველთვის ღიაა რომანიტიული შეგრძნებებისთვის.
ვარდისფერი მინერალური ქვები: ვარდისფერი კვარცი, კუნციტი, ძოწი, საფირონი, ტურმალინი, შპინელი, ტოპაზი, მარჯანი, ოპალი, ნეფრიტი, რუბელიტი, მორგანიტი







რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?ლურჯი - ეს ფერი ასოცირდება ზღვასთან და საღამოს ცასთან. ის იწვევს ადამიანში სიმშვიდეს და სიწყნარის შეგრძნებას, რელაქსაციას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ლურჯი ერთერთი იმ ფერთაგანია, რომელიც არ იწვევს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანზე. თუ თქვენ ირჩევთ ლურჯ ფერს, ეს ნიშნავს იმას , რომ თქვენ ხართ საქმიანი, მიზანსრაფული და თავდაჯერებული. ლურჯი ფერი ხელს უწყობს საკუთარ თავში დარწმუნებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და გვეხმარება ვრეალიზდეთ ცხოვრებაში
ლურჯი მინერალური ქვები: იოლიტი, ლაზურიტი, საფირონი, ტანზანიტი, ტურმალინი, ამაზონიტი, ავანტიურინი და ა.შ.








რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?იისფერი იქმნება ლურჯის და წითლის სინთეზით. ის აერთიანებს თავისთავში გაწონასწორებულობას, ლურჯი ფერის და წითლის ენერგიას. ეს ძალიან წინააღმდეგობრივი ფერია, ფსიქოლოგები ხსნიან , როგორც ქალური და მამაკაცური საწყიდების სინთეზს. ამ ფერს არა აქვს გამოკვეთილი ენერგეტიკა, არც ინია და არც იანია. მას ხშირად ირჩევენ მოზარდები. იისფერი - ეს ინტუიციაა, გაღვიძება, საკითხის სიღრმეებში ჩაწვდომა. ტყუილად არაა ეს ფერი გავრცელებული კათოლიკურ ტაძრებში, მაგალითად სასულიერო პირები ატარებენ ამ ფერის ბეჭედს, რომელიც განასახიერებს აზრთა სიწმინდეს და მოთმინებას.
იისფერი მინერალური ქვები: ამეთვისტო, ძოწი, ჟადეიტი, მარგალიტი, ნეფრიტი, საფირონი, ტურმალინი, ქალცედონი, შპინელი და ა.შ.












რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?შავი - ეს ფერი ასოცირდება დემონსტრაციულობასთან, კონსერვატიულობასთან, იდუმალებასა და სიფაქიზესთან. შავი ფერი ძალიან ერთფეროვანია, მას ირჩევენ კლასიკური და კონსერვატული პირები. შავი ფერი კლასიკაა და მუდამ მოდაშია. თუ გააკეთებთ არჩევანს შავ ფერზე ე.ი. თქვენ ცდილობთ ჩაუღრმავდეთ თქვენს შინაგან სამყაროს, მიუშვათ ცხოვრების დინება, რათა გაიაზროთ ან მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
შავი მინერალური ქვები: საფირონი, ოპალი, ონიქსი, ნეფრიტი, ტურმალინი, ბილიანტი, შპინელი, მარგალიტი, გიშერი, ობსიდიანი და ა.შ.







რას გვეუბნება თქვენს მიერ არჩეული ქვის ფერი თქვენზე?მრავალფერი (ჭრელი) ქვები არიან უნივერსალურები. მათ აქვთ სხვადასხვა შეფერილობა. მათი ზეგავლენა ადამიანს ეხმარება დაარეგულიროს და გაანეიტრალოს სხვადასხვა ენერგიები. თქვენ თუ აირჩევთ ესეთ ქვას , ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ხართ მრავალმხრივი, მერყევი , ცვალებადი ადამიანი. თქვენ მზად ხართ შეიცვალოთ და ითამაშოთ შემოთავაზებული როლი. თქვენ ადვილად იღებთ ახალ ინფორმაციას და მზად ხართ მიიღოთ სხვისი აზრები და შეხედულობები.
მრავალფერი (ჭრელი) მინერალური ქვები: ამეტიტი, ოპალი, ნეფრიტი, ალექსანდრიტი, ქალცედონი, ტოპაზი, აქატი და ა.შ.

მოამზადა: თორნიკე ბიძინაშვილმა
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 5681
 

ASTRO TV LIVE