» » ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში
ასტროლოგია / Slide / ასტროისტორია

ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში

ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში „ეტლთაგან მოეცემის ქვეყანასა წყალობა, მშვიდობა, სიმართლე და ნაყოფიერება“...
სულხან-საბა ორბელიანი.

ქართულ მართლმადიდებელ ჰიმნოგრაფიაში დამაჯერებლადა არის ასახული ქართველი კაცის გულისხმიერება ქრისტეს 12 მოწაფე-მოციქულის მიმართ, რაც მრავალ სასულიერო თხზულებათა შორის, განსაკუთრებული მიმზიდველობითაა აღწერილი მიქაელ მოდრეკილის საგალობელში, სადაც ჩამოთვლილია თორმოეტივე მოწაფე-მოციქული: „ფილიპე, მათე, თომა, ბართლომე, იაკობ ზებედესი, იოანე ღვთისმეტყველი, პეტრე, პავლე, ანდრია, იაკობ ძმა უფლისა, თადეოზი და სვიმეონი“.
ქართველი ერის გამოჩენილი მოძღვარი, საზოგადო მოღვაწე, ლექსიკოგრაფი, სულხან-საბა ორბელიანი თავის სასულიერო თხზულების - „სწავლანის“ ერთ-ერთ ქადაგებაში „სწავლა წმინდათა მოციქულთა დღესასწაულისა“, იზიარებს რა ქრისტიანული მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციით მიღებულ თორმეტი მწაფე-მოციქულის კავშირს 12 ეტლთან (ამ მოციქულებუის თანავარსკვლავედებთან ანუ ეტლებთან გაიგივების საშუალებით), რაც სახარებაშიც არის დამოწმებული (ი. 21: 2), დასძენს, რომ ეს ის თანავარსკვლავედებია ანუ ეტლებია (ზოდიაქოები), რომელთაგანაც „მოეცემის ქვეყანასა წყალობა, მშვიდობა, სიმართლე და ნაყოფიერება 12 მოციქულთან ერთად“ (საქართველოს საეკლესიო კალენდარი, 1981, გვ. 99-100).

ასტროლოგია ქართულ მართლმადიდებელ საქრისტიანოში














სახარებაში დამოწმებულ მოციქულ თომას ზეწოდება: - „თომა, რომელსაც ერქვა მარჩბივი“ (ი. 212), იმაზე მიგვითითებს, რომ მაცხოვარს თავისი თორმეტი მოწაფე-მოციქული ეტლთა (ზოდიაქოთა) ნიშნის მიხედვით ჰყავდა შერჩეული.
ეს მეტად საინტერესო თავი დაიწერა საქართველოს კათოლიკოს-პატრტიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცემულ საქართველოს ეკლესიის 1981 წლის კალენდრის 99-100 გვეერდებზე განთავსებული მასალის საფუძველზე. ბოლოს წერია: „სწორედ მათი მსგავსებით, მამა-ღმერთმა... „ეგრევე სახენი ათორმეტნი მათ მოციქულთანი დასხნა, რამეთუ: ვერძი, პირველი ეტლი (წერია „ზოდიაქო“), ემსგავსების მშვიდსა თავსა მოწაფეთასა - პეტრეს; ხოლო კურო - ლუკას“ და ა. შ. ჩამოთვლილია მოციქულთა და ეტლების დაკავშირებები“. დაშვებულია შეცდომები, როგორც დაკავშირებებში, ისე მოციქულების - იაკობ ძმა უფლისა და თადეოზის ნაცვლად აქ მოყვანილია ლუკა და მარკოზი მახარობლები.скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

რას ნიშნავს „ღმერთი“ და როგორ გავხდეთ საკუთარი ბედის გემოვნებიანი შემოქმედნი

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი