» » ცეცხლისა და წყლის ნიშნების აგრესიის ტიპები
სტიქიები / Slide

ცეცხლისა და წყლის ნიშნების აგრესიის ტიპები

ცეცხლისა და წყლის ნიშნების აგრესიის ტიპებიპირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ცეცხლისა და წყლის ნიშნები ქმნიან ვექტორულ წყვილებს, სადაც დომინირებენ წყლის ნიშნები. წყვილები ნაწილდება შემდეგნაირად:
მორიელი - ვერძი
თევზები - ლომი
კირჩხიბი - მშვილდოსანი

ამ ორი სტიქიის ნიშნებს განსხვავებული ტიპის აგრესია ახასიათებთ; ცეცხლის ნიშნებს აქტიური, ხოლო წყლის ნიშნებს - პასიური აგრესია, ეს იგივეა, ავტომატით შეიარაღებული მოიერიშე და სნაიპერი რომ შევადაროთ, სხვადასხვა კლასი, დანიშნულება და ტაქტიკაა.
ცეცხლის ნიშნების აქტიური აგრესია მომენტალურად ვლინდება და გამოწვეულია მწამიერი იმპულსურობით, არის ქაოტური და მიმართულია ძალის დემონსტრირებისაკენ, თუმცა, როგორც მოერიშე, მიზანში ცუდად არტყავს, მისთვის მთავარია ინტენსივობა და არა სიზუსტე.
წყლის ნიშნების პასიური აგრესიის ტიპი, აქტიურისგან განსხვავებით, არ ხასიათდება იმპულსურობით და არც ძალის დემონსტრირებისკენაა მიდრეკილი. იგი აგრესიის დაფარვით, კუმულაციურობით (აგრესიის დაგროვებით) ხასიათდება და მოთმინების უნარი აქვს, რაც აუცილებელია - მათთვის საჭირო დროისა და ადგილის შესარჩევად, რათა სწორად შერჩეულ მომენტში შეძლონ მისი სრული კონცენტრირება მოწინააღმდეგის სუსტ წერტილზე (სუსტი წერტილების დაფიქსირება წყლის ნიშნებს უფრო მარტივად შეუძლიათ) და ერთიანად გამოათავისუფლონ აგრესია, რასაც დამანგრეველი ეფექტი მოაქვს: „ერთი გასროლა - ერთი სიკვდილი“, მათ არსენალში შეხვდებით ასევე კამუფლიაჟს, ინტუიციას და სხვებით მანიპულირების უნარს.

P.S. აგრესია დაბალი განვითარების დონის მაჩვენებელია, რომელ სტიქიასაც არ უნდა წარმოადგენდეთ; უმჯობესი, ამ აგრესიას სწორი მიმართულება მისცეთ და სასარგებლო საქმეს მოახმაროთ.

Tyr-Einherjar
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens