» » ოსირისი, პირველი უკვდავი
ეზოთერიკა / Slide / მითოლოგია

ოსირისი, პირველი უკვდავი

ჯერ კიდევ უძველეს ეგვიპტემდე, ატლანტიდის პერიოდში, არსებობდა მისტიური სკოლა ნააკალი, რომელსაც ა ი და თ ი ი ა და მათთან ერთად ლემურიული ცივილიზაციის ათასი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. სკოლა, სადაც ცდილობდნენ ატლანტებისთვის უკვდავების საიდუმლო ესწავლებინათ, ძირითადი მატერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ უნდალზე მდებარეობდა. მაგრამ შესაძლოა ისინი ვერ გამოდგნენ კარგი მასწავლებლები ანდაც ატლანტებს უჭირდათ ტექნიკის ათვისება, რადგან 20-30 ათასი წელი გავიდა იქამდე ვიდრე ერთი მათგანი მაინც მიაღწევდა უკვდავის სტატუსს. პირველი უკვდავი იყო ოსირისი, არა ეგვიპტელი, არამედ – ატლანტი. მიუხედავად იმისა, რომ ოსირისის ისტორიაში მდინარე ნილოსია ნახსენები, მოქმედება არა ეგვიპტეში, არამედ ატლანტიდაზე ხდებოდა. უმეტესობისთვის ცნობილია ოსირისის ისტორია, მაგრამ ყოველი შემთხვევისვის, შევეცდები ის მოკლედ გადმოგცეთ.

ცხოვრობდა ორი ძმა და ორი და, სახელად ისიდა, ოსირისი, ნეფტისი (იგივე ნეფუსი) და სეთი. ისიდა ცოლად მოიყვანა ოსირისმა, ხოლო ნეფტისი – სეთმა. ისტორიის დასაწყისში, ოსირისი მოკლა სეთმა, ჩადო მისი სხეული ყუთში და ჩააგდო მდინარე ნილოსში, რომელიც სინამდვილეში ატლანტიდის მდინარე იგულისხმება. ამ მკვლელობამ ძალიან განარისხა ისიდა და დასთან ერთად ოსირისის ცხედრის მოსაძებნად წავიდა. დებმა იპოვეს სხეული და გადაწყვიტეს მკვდრეთით აღედგინათ. სეთმა, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ოსირისის ცხედარი თოთხმეტ ნაწილად დაჭრა და სხვადასხვა მხარეში გადამალა. დებმა ნაწილების პოვნა და კვლავ შეერთება გადაწყვიტეს. ცამეტი ნაწილის მოძებნა მოახერხეს, მაგრამ ვერ ნახეს მეთოთხმეტე – ფალოსი. მეთოთხმეტე ნაწილი, მაგიის საშუალებით თოთმა აღადგინა. ამგვარად წარმოიშვა შემოქმედებითი ენერგიის ნაკადი, რომელმაც ოსირისი მკვდრეთით აღადგინა და მას უკვდავება აჩუქა.

ეგვიპტური თვალთახედვით, უკვდავების მიღწევა სწორედ სექსუალური ენერგიის მეშვეობით მოხდა (არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ სექსუალური ენერგიით, ტანტრით, მოხდა ლემურიულ ცივილიზაციაში უკვდავების ფესვების გადგმა)…

ოსირისი იყო პირველი ადამიანი, რომელიც ადამიანის სხეულით, ცნობიერების პირველ საფეხურზე არსებობდა. შემდეგ ის მოკლულ იქნა და მისი სხეული – დანაწილებული. ოსირისი საკუთარი თავისგან იქნა განცალკევებული – ეს იყო ცნობიერების მეორე, ჩვენი საფეხური. მისი ნაწილების კვლავ შეერთების შემდეგ, მოხდა ოსირისის მესამე, უკვდავების საფეხურზე გადასვლა. მან ცნობიერების სამი საფეხური გაიარა. პირველი – ერთიანობის, მეორე – საკუთარი თავისგან განცალკლევებული, რის შემდეგადაც, მესამე საფეხურზე, მოხდა ყველა კომპონენტის კვლავ შეკრება. ამ პროცესმა აღადგინა მისი ერთიანობა და საბოლოო ჯამში უკვდავებამდე მიიყვანა, რის შემდეგაც აღარ გარდაცვლილა. ყველა საფეხურის გავლის შემდეგ, ოსირისი დაბრუნდა უკან, როგორც კვლავ აღმდგარი ატლანტიდის უკვდავი ოსტატი. მოგვიანებით, ოსირისის მაგალითი მატრიცის სახით იქნა გამოყენებული, რათა სხვებსაც შეძლებოდათ მისი ცნობიერებისთვის მიღწევა. რამაც მომავალში ატლანტიდისა და მოგვიანებით ეგვიპტის რელიგიას ჩაუყარა საფუძველი.

ცნობიერების პირველი საფეხურის ტრანსპერსონალური ჰოლოგრაფიული მახსოვრობა

ტვინის განსაკუთრებული სახის მოქმედების გამო ატლანტები სრულ მახსოვრობას ფლობდნენ. მათ ახსოვდათ ყველაფერი, რაც კი ოდესმე თავს გადახდენიათ. მახსოვრობა იყო ტრანსპერსონალური, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ერთ ერთ მათგანს რაიმე მომენტი ახსოვდა, იმავე რასის ყველა წარმომადგენლის თავში ინახებოდა ანალოგიური ინფორმაცია…საქმე იმაშია, რომ ცნობიერების პირველ საფეხურზე ისინი არ იყვნენ საკუთარი თავისგან განცალკევებულნი. ანალოგიური ხდება ავსტრალიის აბორიგენებთანაც, ატლანტების მსგავსად არც ისინი ფლობენ ჩვენს მსგავს ბუნდოვან მახსოვრობას, არამედ გააჩნდათ სრულმასშტაბიანი სამგანზომილებიანი ჰოლოგრაფიული მახსოვრობა. ისინი შეძლებდნენ ამ ოთახის სრული სურათის აღდგენას, მომენტიდან მომენტამდე, მთელი სემინარის მანძილზე, ხოლო დანარჩენები უბრალოდ აქვე იქნებოდნენ და შეძლებდნენ მის მიერ აღდგენილი სურათის დანახვას, აზრობრივად მოუახლოვდებოდნენ თქვენ მაგიდას და ჩაგხედავდნენ თვალებში, მაგრამ ეს რეალური დრო არ იქნებოდა. ისინი ამ მომენტს სიზმრის დროს უწოდებდნენ. ეს იგივეა რაც სიზმარი, იმ განსხვავებით, რომ ის რეალობის სრულად აღდგენილ სურათს წარმოაგენს. მათი მახსოვრობა სრულყოფილი იყო. ატლანტები არ უშვებდნენ არანაირ შეცდომას და არასოდეს არაფერი ეპარებოდათ. გამომდინარე აქედან, მსგავსი კულტურის მქონდე ატლანტებს, დამწერლობის შექმნის არანაირი მიზეზი არ ქონიათ. რა მიზეზით დაწერთ რაიმე ისტორიას, როდესაც თვით რეალური მოვლენის აღდგენაა შესაძლებელი? დამწერლობა მათ არ სჭირდებოდათ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მარსის ასპექტს ეს მაინც ესაჭიროებოდა, გარკვეული სახის დამწერლობითი ენა მაინც იყო განვითარებული. თვით „დაცემის“ შემდეგაც კი, ეგვიპტელები (და სხვებიც) სასწაულ მახსოვრობას ფლობდნენ. ამ დროისთვის მათ ნელ ნელა გაეფანტათ ჰოლოგრაფიული ტრანსპერსონალური მახსოვრობა, მაგრამ ფოტოგრაფიულს მაინც ფლობდნენ. როდესაც მისტიური სკოლის მოსწავლეები ურთულეს სავარჯიშოებს ასრულებდნენ…მათ ამ ყველაფრის გაკეთება გონებაში შეეძლოთ. ჩვენთვის ეს შეუძლებელია. თვით სახელების დამახსოვრებისას აუცილებელია გონება დავძაბოთ, ხოლო გამოსასულებების დამახსოვრება ჩვენთვის შეუძლებელია, ძველები კი ამას სრულად ახერხებდნენ გონებაში….

ცნობიერების მეორე საფეხურის წარმომქმნელი დამწერლობის გაჩენა

„თოთის ორმოცდაორი წიგნი“ მიგვანიშნებს, რომ ატლანტები, ეგვიპტის მიწაზე მოსვლისას, აღარ ფლობდნენ სრულყოფილ მახსოვრობას. სწორედ ამის გამო შეიქმნა დამწერლობა. სინამდვილეში, პირდაპირ ეგვიპტური წყაროები გვატყობინებენ, რომ დამწერლობა ეგვიპტეში თოთმა შეიტანა. ამით წარმოიქმნა მეორე საფეხურის ცნობიერება და შეიცვალა მახსოვრობისადმი დამოკიდებულება. ამ სახით იქნა ჩვენი ბედი შეცვლილი.

დამწერლობის კულტურასთან ერთად, თავის ქალის ზედა ნაწილის (შუბლის მაღლა) განვითარება მოხდა. დამწერლობამ ადამიანის მიერ რეალობის აღქმის ფაქტორში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. საკუთარ მახსოვრობაში შეღწევა და გარკვეული ინფორმაციის ამოღება, დღესღეობით კოდის საშუალებით ხდება. მახსოვრობის სასურველი სურათის აღსადგენად გონებაში შევდივართ გარკვეული სიტყვით ან ცნებით. სინამდვილეში ჩვენ ვერაფერს გავიხსენებთ თუ თვალებით გარკვეულ მოძრაობას არ შევასრულებთ. მხოლოდ მათი გარკვეული სახის მოძრაობისას არის შესძლებელი მოგონების ამოტივტივება. ეგვიპტური მახსოვრობის სისტემა ბევრად განსხვავდებოდა დაცემამდე არსებული მისი წინამორბედისგან. თუ ჩვენ ამ სისტემურ ცვლილებას ოსირისის მითს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ეგვიპტელები ნაწილებად დაქუცმაცებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სადაც საკუთარ სხეულებში იმყოფებოდნენ, მაგრამ ფიქრობდნენ რომ სხვა დანარჩენი რეალობისგან განცალკევვებულ მდგომარეობაში არსებობდნენ. განცალკევების ამ შეგრძნებამ, რა თქმა უნდა ადამიანების ცხოვრების მრავალ ასპექტზე მოახდინა მომავალში გავლენა.

დ. მელქისედეკი – „სიცოცხლის ყვავილის უძველესი საიდუმლო“


წყარო

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

ასტროლოგი ლია ბარათაშვილი გადაცემაში „3-დან 5-მდე“ (იბერია TV, 11.01.2017)

Kavkasiatv "თქვენი დრო"

ზედა ზოდიაქოები და მათი მოქმედება

Guide to cats and kittens