ეზოთერიკა / Slide

ვინ ვარ მე?

ვინ ვარ მე?ეს კითხვა ყოველთვის აინტერესებდათ მისტიკით დაინტერესებულ ხალხს - ადამიანებს, რომელბიც სულიერი განვითარების გზით მიდიან, ფილოსოფოსებსა და სწავლულებსაც. მას შემდეგ, ამ კითხვას დღემდე უამრავი პასუხი გასცეს. შინაარსით, ეს პასუხები იმ დინების გაგრძელება იყო, რისიც ადამიანს სჯეროდა.
მოკლედ რომ ვთქვათ, რელიგიაში „მე“ - სულია, მეცნიერებაში - ტვინის ფუნქციონირება, ხოლო მაგიაში - სული, პირველადი ძალა, სულის ჩასახვა სხეულში.
თუმცა, სხვადასხვა პრაქტიკის ღრმა კვლევამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მე საერთოდ არ არსებობს.
მოდით, გავერკვეთ ზემოთ აღნიშნულში. თუ მივყვებით ტვინის ფუნქციონირებას, დავინახავთ, რომ „მე“-ს შინაარსი მხოლოდ ჩვენს ცნობიერებაშია. ინვენტარების სია, როგორც კასტანედა წერდა, არის ემოციების, გრძნობებისა და სიტყვების ნაკრები. მაგალითად, როდესაც წყენას ვგრძნობთ, იმ მომენტში ჩვენ ეს გრძნობა ვხდებით. ანუ „მე“-ს წყინს. ის მთლიანადაა ამ ემოციით გარემოცული, ეს გრძნობა შთანთქავს ადამიანს. მაგრამ შემდეგ ემოცია ცხრება და მის ნაცვლად მოდის რაღაც აზრი. ახლა კი „მე“ უკვე აზრად იქცევა.
ჩვენი „მე“ მხოლოდ შიგთავსია. ის აღწერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. არ ვიცი, ეს შეინიშნება თუ არა, მაგრამ ასეა. „მე“ მხოლოდ და მხოლოდ იმიჯია.
წარმოდგენა საკუთარ თავზე მხოლოდ აზრია, უბრალოდ გრძნობა. მე არ ვარ ჩემ ინვენტარულ სიაში. მე შემიძლია ვიფიქრო, ვიგრძნო, განვიცადო ის რაც ვიცი. მართალია ზოგჯერ ძალგვიძს ვიგრძნოთ რაღაც შეუცნობელი, მაგრამ ამას ან ჰალუცინაციას ვეძახით ან სულიერ გამოცდილებას, თუმცა, შემდეგ ის კიდევ ერთი პუნქტი იქნება „ნაცნობ საგანთა“ სიაში.
თუ ადამიანს შევხედავთ, როგორც პირობითი რეფლექსების ჩამონათვალს, მაშინ გასაგები გახდება, რომ ჩვენში არის რაღაც, რაც ამ რეფლექსებს რთავს. ერთგვარი ჩამრთველი, რომელიც ერთ მდგომარეობაში იწვევს სიბრაზეს, მეორეში - მწუხარებას, მესამეში - სიყვარულს, მეოთხეში კი შიშს.
ამ „ჩამრთველს“ შეცდომით აღიქვამენ როგროც „მე“-ს, მაგრამ თუ გავთიშავთ ყველა რეფლექსს, შევწყვეტთ აზროვნებას, რეაგირების განცდას, ნახავთ, რომ ის რაც დაგრჩებათ, ვერ შეძლებს თვითიდენტიფიცირებას. მას არ შეუძლია თავის ამოცნობა ან განსაზღვრა. თავის თავს ვერც კი შეიგრძნობს. ბუდამ ამ მდგომარეობას უწოდა „დიადი მდუმარება“.
ასე რომ, ჩვენი „მე“ - ეს მხოლოდ შინაგანი ძალაა, რომელიც ენერგიას აძლევს ჩვენი არსების ხან ერთ ნაწილს, ხან მეორეს. ელექტრულ დენს გავს, რომელიც ხან ერთ ნათურას ანთებს, ხან - მეორეს მანამ, სანამ სქემაშია.
აქედან გამომდინარებოს, რომ მაგიის არსი ამ ძალის დაგროვებაშია. ეს ძალა გამონთავისუფლდება და გროვდება. მაგი ცდილობს გახდეს ზემო აღნიშნული ძალა. რადგანაც ეს ყველაფერია, რაც თავდაპირველად ვართ. უბრალოდ, ძალა - ენერგეტიკა, აბსტრაქტული, უპიროვნო, დიადი მდუმარება. ასე რომ, ზედმეტად სერიოზულად ნუ მიუდგებით თქვენ აზრებს, განცდებს, გრძნობებს. მათ თან ვერ წაიღებთ როცა დრო მოვა.

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

GD პედია - ენერგია (06.02.16)

ასტრო-ეზოთერული ცენტრი მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.

Guide to cats and kittens