ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ფენ შუის რჩევები 2014 წლისთვის

ფენ შუის რჩევები 2014 წლისთვის

ფენ შუის რჩევები 2014 წლისთვის

ფენ შუის მიხედვით, 2014 წელს წითელი ფერია აქტუალური, ამიტომ სასურველია ახალ წელს შეხვდეთ წითელი სამოსით. ახლობლებისთვის დასარიგებელი საჩუქრებიც შესაბამისად შეფუთული უნდა იყოს წითელ ქაღალდში, ან წითელი აქსესუარებით იყოს გაფორმებული.

სუფთა სახლი - სუფთა აზრები
პირველ რიგში, რომ არ გავაჩეროთ და უმოქმედობის შედეგად სახლის "ცი ენერგია” არ დაბინძურდეს, ყველა ძველი და გამოუსადეგარი ნივთი ყოველგვარი სინანულის გარეშე უნდა მოვიშოროთ თავიდან. აქ მარტო გაფუჭებულ და გამოუსადეგარ ნივთებზე არ არის საუბარი, სახლში ყოველთვის არის ნივთები, რომლებიც ფუნქციურად გამოსადეგია, მაგრამ ისე გადის წლები, რომ არც კი გვახსენდება მათი არსებობა. სწორედ ასეთ ნივთებზეა საუბარი. ისინი აუცილებლად უნდა გააჩუქოთ, გაასხვისოთ. თან უკეთესია ამ დროს ნივთის თავიდან მოშორების განწყობის ნაცვლად თუ მისადმი მადლიერების გრძნობა გვექნება, რადგან ამდენი ხანი გვემსახურა. რასაც არ გადაყრით და გააჩუქებთ, აქაც მთავარია გულით გააჩუქოთ, რომ მომავალ პატრონს ამ ნივთმა კარგი განწყობა მოუტანოს. ძველი ნივთებისგან განთავისუფლება სახლს “ამოსუნთქებს” და საშუალებას მისცემს აივსოს ახალი სასიცოცხლო ენერგიით.
სახლის სასიცოცხლო ენერგიის ბალანსისა და სტაბილურობისთვის, ასევე მნიშვნელოვანია გონების “გასუფთავებაც”. გამოემშვიდობეთ ყველა ძველ წყენას, ყველა ნეგატიურ ემოციას და წარსულში დატოვეთ ისინი, მადლიერებით გაუშვით თქვენგან, რადგან თითოეულმა მათგანმა ცხოვრებისეული გაკვეთილი მოგვცა. აზრების სისუფთავე ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენს ხელში, რომელიც ადამინის გარემოს ქმნის.

ნაძვის ხის მორთვა - “ადგილს მნიშვნელობა აქვს”
საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის სწორად შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილის შერჩევა კი იმის მიხედვით უნდა მოვახდინოთ, თუ რა მიზანი გვამოძრავებს და რას ველით მომავალი წლისგან:
• თუ კარიერაში წარმატებები გსურთ, ნაძვის ხე კარის პირდაპირ დადგით. თუ სერიოზული საქმიანობით ხართ დაკავებული, მაშინ უმჯობესია ის სადად და კონსერვატორულად მორთოთ. ხოლო, თუ პირიქით, შემოქმედებითი სამსახური გსურთ, ფანტაზიას ნუ დაიშურებთ;
• ოჯახში მატება გსურთ? მაშინ თქვენთვის სასურველი იქნება ნაძვის ხე საერთო ხედის შესაბამისად ახლო მარჯვენა მხარეს დადგათ და მისი მორთვის საშუალება ბავშვებს მიანდოთ, თან შეეცადეთ არ ჩაერიოთ;
• ხელფასის მომატება გსურთ? ან მემკვიდრებას ელით? მაშინ ნაძვის ხეს შორეულ მარცხენა მხარეს მიუჩინეთ ადგილი და ის მაქსიმალურად დაგხმარებათ თქვენი ოცნებების რეალიზებაში. რაც შეეხება მორთვას, კარგი იქნება ნაძვის ხის ქვემოთ ფული ან ფულის დეკორაციები იყოს, ასევე ოქროსფერი აქსესუარები და ზოგადად, მორთულობა რაც უფრო მდიდრული იქნება, მით უკეთესი;
• და ბოლოს, ყველაზე უნივერსალური და საუკეთესო ვარიანტი: თუ თქვენი სახლის ფართი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაძვის ხე ოთახის შუა გულში დადგათ, მაშინ მისი ეს მდებარეობა ცხოვრების ყველა სფეროზე თანაბრად დადებითად იმოქმედებს.
ფენ შუის რჩევები 2014 წლისთვისწლის სიმბოლო ცხენი და მთავარი აქსესუარი ნალი
ფენ შუის მიხედვით, ყველაზე მთავარი ნივთი, რომელიც ამ ახალ წელს სახლში უნდა გვქონდეს, ეს ცხენის ფიგურაა. ცხენი შესაძლოა ვიყიდოთ, დავხატოთ და გამოვჭრათ ან მოვქსოვოთ, მაგრამ მთავარი ამ პროცესის შესრულებისას მადლიერების გრძნობა და პოზიტიური ემოციებია.
თუმცა ცხენის გარდა, კიდევ ერთი საინტერესო სიმბოლო არსებობს –ეს ნალია. გარდა იმისა, რომ წლის მმართველის შესაბამისად ძალიან აქტუალურია ამ პერიოდში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის დამოუკიდებლადაც ძლიერი სიმბოლო და თილისმაა. მისი ქონა სახლში ისედაც შედის ფენ შუის რეკომენდაციებში. ნალი ძალიან ლამაზი და მარტივი სიმბოლოა. მისი დამზადება შეგიძლიათ ახალ წლამდე ცოტა ადრეც. კარგი იქნება თუ მას ოჯახის უფროსი დაამზადებს და ბავშვები გააფორმებენ. მორთვა შეიძლება ნებისმიერი აქსესუარით, იქნება ეს კანფეტები, ნახატები, ფერადი და ბრჭყვიალა ქაღალდები თუ ნაჭრები, მოკლედ ფანტაზიას გასაქანი მიეცით. მთავარია, უბრალოდ ეს ყველაფერი ფენ შუის წესების დაცვით გააკეთოთ:
1) ნუ გამოიყენებთ მკვდარ ყვავილებს;
2) ნუ გამოყენებთ შავ ფერს;
3) ნუ გამოიყენებთ გადასაგდებ ან დიდი ხნის უხმარ ნივთს, ისინი თილისმაში ნეგატივს შეიტანენ.
ნალი ისე უნდა დავკიდოთ, რომ ღიმილს გვაგონებდეს, მისი ასეთი მდგომარეობა ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს და ასტიმულირებს. პირიქით, დაკიდული ნალი სახლს და ადამიანს იცავს ნეგატიური ზემოქმედებისგან და ენერგიებისგან. როგორ გირჩევნიათ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა რაც მეტი იქნება სიხარული და ბედნიერება, ნეგატივი თავისთავად შემცირდება და ახალ წელს უფრო შეგროვებაზე კონცეტრირება ჯობია. ნალი ახალი წლის დადგომისას თვალსაჩინო ადგილზე უნდა ჩამოვკიდოთ და მთელი წელი ხელშეუხებლად დავტოვოთ, მაშინ ის თავის დანიშნულებას დანარჩენი თორმეტი თვის განმავლობაშიც შეასრულებს.

საახალწლო საჩუქრები
ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც რაღაცით მაინც იქნება ცხენთან ასოცირებული, წარმატებას მოიტანს. სასურველია ყველა საჩუქარი ცხენთან ასოცირდებოდეს. თუ ეს მოუხერხებელია, მაშინ პატარა სუვენირად მაინც მიაყოლეთ წლის მთავარი სიმბოლო. ყველაზე კარგი საჩუქრები წელს იქნება: ცხენის ნაქარგიანი ჯემპრი, ხის და მეტალის ფიგურიანი სამაჯური, ნახატი, პოსტერი, მწეველ ადამიანს ცხენის გამოსახულებიანი საფერფლე ან სხვა ნივთი. კარგი იქნება ბავშვებს დაამზადებინოთ მისალოცი ბარათები მშობლების, მასწავლებლების, ბებიის და ბაბუებისთვის, სადაც მათი ხელით დახატული ცხენი იქნება. ახალ წელს საათის ჩუქება კარგ ტონად არ ითვლება.
ახალ წელს საჩუქრები არა მხოლოდ ახლობლებს და მეგობრებს, არამედ სახლსაც უნდა გაუკეთოთ. ეს საჩუქარი აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს სინათლესა და ენერგიასთან, მაგალითად კარგი იქნება ტოშერი, სანათი, სასანთლე ან უბრალოდ ნათურაც კი. ასევე ძალიან კარგი იქნება ოთახის მცენარე შეიძინოთ.

საახალწლო სურვილი
ახალი წლის ღამეს (და ეს უკეთესი იქნება თუ ნამდვილად ჩინური კალენდრის ახალი წლის ღამეს დაამთხვევთ, რომელიც 2014 წლის 31 იანვარს იქნება წელს) სანამ თქვენს სურვილს სამყაროს გაუგზავნით, ფენ შუი გირჩევთ, მანამდე კარგად ჩამოყალიბდეთ რეალურად გსურთ თუ არა ის რასაც ნატრობთ, თუ ეს უბრალოდ ახირებაა?! დარწმუნდით, რომ თქვენი სურვილით სხვას არ ვნებთ ან სხვის ხარჯზე არ იკმაყოფილებთ მოთხოვნილებას. ამასთანავე სურვილში ნუ გამოიყენებთ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა `არ”, `ნუ” და ა.შ. მაგალითად, იმის მაგივრად რომ ვისურვოთ `სამსახურში პრობლემები არ მქონდეს”, ფორმა შეცვალეთ და ჩაუთქვით `დაე, სამსახურში ყოველმხრივ წარმატებული ვიყო”. ასევე აუცილებელია სურვილის დაკონკრეტება და განვრცობა, თუ როგორ უნდა ახდეს ის. მაგალითად, ნაცვლად `მსურს ცხოვრების თანამგზავრი ვიპოვო” ჯობს უფრო დავკონკრეტდეთ (რადგან თანამგზავრი ბევრნაირი შეიძლება იყოს) და ვთქვათ `მე მსურს შევხვდე ჩემს მეორე ნახევარს, სულიერ მეგობარს, რომელთანაც ბედნიერად სიხარულით ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება” – აქ უფრო ნათლად ჩანს თქვენი სურვილი და შედეგიც დროში აღარ გაიწელება, თუ ამის გულით გწამთ.
მოკლედ, ახალი წლის ღამეს აუცილებლად დაანთეთ სანთლები, მიულოცეთ ახლობლებს, ბედნიერება და სიხარული უსურვეთ, ითხოვეთ პატიება წარსული შედომებისთვის, თავადაც გულით აპატიეთ ყველას, ჩაიფიქრეთ სურვილები და მომავალ წელს ყველაფერი კეთილად წარიმართება, რადგან ახალი წლის ღამე მართლაც რომ ჯადოსნურია.
ჩემის მხრივ ბედნიერ, მშვიდ და წარმატებულ მომავალ წელს გისურვებთ!

ანა თოფურიძე
("ასტრო News" - 2014 წლის იანვარი)
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 4371
 

ASTRO TV LIVE