Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ასტროლოგია როგორც ასეთი

ასტროლოგია როგორც ასეთი

ასტროლოგია როგორც ასეთიჩემი მეგობრებო, დღეს მსურს, რომ ყურადღება ამ მეცნიერებაზე გავამახვილო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასტროლოგიას დღეს მეცნიერულ დარგად არ მიიჩნევენ. ბუნებრივია, დაგებადებათ კითხვა, თუ რატომ არ აღარიარებენ მას, რატომაა, რომ ეს უკანასკნელი ზოგისთვის გამოცანად რჩება, ზოგისთვის თამაშია, ბევრსაც მიაჩნია, რომ ცრუ რწმენაა და ინდივიდი მსგავსი სახის აზრებისგან უნდა გათავისფულდეს.
შევეხოთ, მაგალითად, მათემატიკას, ანალიტიკურ დარგებს, როგორც ფიზიკაში, აგრეთვე, ქიმია-მათემატიკაში, გვაქვს სხვადასხვა სახის ფორმულები, საიდანაც მტკიცდება, რომ ეს უკანასკნელი ზუსტი მეცნიერებაა, შესაბამისად, მას ამის სტატუსიც მინიჭებული აქვს, ასტროლოგიაში კი ჩვენ არ გვაქვს ფორმულები, არ გვაქვს გამოთვლის წესები და კანონები, ვჯერდებით და ვმოქმედებთ მისი, სამყაროს წესებით, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის ასპექტები, მდებარეობები, კონიუქცია, ოპოზიცია და სხვა... გვაქვს მათი შესწავლის, გაშიფვრის წესი, ვიცით, თუ რას იწვევს თითოეული მდებარეობა, რა ხდება ცის კაბადონზე და, ამ დროს, როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, აღნიშნული ინორმაცია მეცნიერებს არ აკმაყოფილებთ, რის გამოც, ასტროლოგია, ბევრისთვის, დღემდე მიუღებელია. მოდით, ორიოდ სიტყვით ვთქვათ ისიც, თუ სად წარმოიქმნა ეს უკანასკნელი და რამდენ საუკუნეს მოითვლის იგი. ასტროლოგია უძველეს დროში, მესოპოტამიაში დამუშავდა, რაც მთავარია, მან არ შეწყვიტა განვითარება და განაგრძო სვლა, განვითარდა შემდგომ ისეთ დიდ ქალაქ/სახელმწიფოებში, როგორებიცაა: ბაბილონი, ასურეთი, ინდოეთი, რომი, საბერძნეთი და მოვიდა ჩვენამდეც, ფაქტობრივად, რაც ვიცით ისაა, რომ დაახლოებით 40 საუკუნეა, იგი ფეხზე დგას და ადამიანები მის შესწავლას ცდილობენ, ჩვენც კი, ქართველ ერს საამაყოდ გვაქვს საქმე, რადგან გვყავდა ისეთი დიდი ასტროლოგი ავტორიტეტები, მეფეები, როგორებიც იყვნენ: ვახტანგ მე-6, დავით აღმაშენებელი, სულხან-საბა ორბელიანი, ასტროლოგიის შესახებ საუბარია „ვეფხისტყაოსანშიც“, სადაც აღწერილია მნათობნი, ეტლნი და სხვა... დიდი ხნის მანძილზე, დედამიწაზე გაბატონებული იყო ზოდიაქოს რიგით მე-12 ნიშნის, თევზების ეპოქა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ნიშანი განასახიერებს რელიგიას, მას აქვს მეტად მკაფიო მიდრეკილება მისტიციზმისადმი, რაც ადამიანებსაც დაეტყოთ, გახშირებული იყო რელიგიური ჭიდილი, ბრძოლები, აზრთა სხვადასხვაობა, ამ ყველაფერით კი, ასტროლოგიის სახელიც დაკნინდა და, ბევრმა დაივიწყა კიდეც. თევზები მეტად დასაფასებელი ნიშანია, აღსანიშნავია მათი ჰუმანურობა, რბილი, დამთმობი, თანამგრძნობი ხასიათი, საოცარი შიდა ბუნებითა და მიმტევებლობით გამოირჩევიან, მაგრამ მატერიალურ სამყაროში, კაცობრიობისთვის ამ კუთხით გარკვეული ქაოსი შექმნა, რამაც სოციუმი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ ასტროლოგია და რელიგია ჩამოშორდნენ ერთმანეთს, მღვდლებისთვის ეს ცრუ რწმენაა, ამიტომ, მათთვის ყოველად მიუღებელი დარგი აღმოჩნდა. ამის შემდეგ გავიდა დრო და, ვხედავთ, რომ ასტროლოგიით ხალხი მაინც ინტერსდება, თუ რამ გამოიწვია ეს, ამაზეც დაბლა ვისაუბრებ, მანამდე კი მოდით კიდევ უფრო ღრმად შევიდეთ მის საფუძვლებში. ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი - ეს ახალი თემა ნამდვილად არ გახლავთ, ფსიქოლოგიაც ასტროლოგიის შემადგენელი ნაწილია, იყო დრო, ასტროლოგია და ფსიქოლოგია ერთ მთლიან დარგს წარმოადგენდნენ, შემდეგ გამოეყვნენ ერთმანეთს და ფსიქოლოგებმა ადამიანები, აქტიურ, პასიურ და სხვადასხვა სახის შიდა ბუნების ინდივიდებად დაყვეს, მაგრამ სიღრმისეულად, თუ ვისთან რა და როგორ ვლინდება - ფსიქოლოგს უჭირს ამის დადგენა, მას სჭირდება გონების დაძაბვა, ტესტირებების ჩატარება, დასკვენბის გამოტანა, მაგრამ თავადაც ეპარება ეჭვი ადამიანის ზუსტი დახასაითების დროს, რადგან დიდი სიზუსტე, შესაძლოა, ამას არც ჰქონდეს. ამ დროს, ასტროლოგს შეუძლია, პირადი რუკით გაიგოს ამ ადამიანის მთლიანი დანიშნულება, თუ რისთვისაა მოსული ამ ქვეყნად, რა დანიშნულება აქვს მას და როგორ უნდა განვითარდეს, ყველა ადამიანს თავის გზა აქვს, ყველაფერი კანონზომიერია, ინდივიდი თავად იქმნის მომავალს და განაგებს მის ბედს. ჩვენ რელიგიასთან არანაირი გაუგებრობა არ გვაქვს, თუმცა დღემდე მღვდლები კრძალავენ ასტროლოგიას და ძირითადი მიზეზი, მაინც რეინკარნაციაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის სულისთვის!.. ძვირფასო მეგობრებო, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი პლანეტაა, რამდენი ვარსკვლავია, ჩვენი მზის სისტემის გარდა კიდევ რამდენი ასეთი სისტემაა, ალბათ, მიხვდებით, რომ არც ადამიანს აქვს ერთი განსხეულება და იგი ეტაპობრივად ვითარდება, იხვეწება და მიდის მაღალი სამყაროსკენ. თუნდაც რელიგიურად რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, ჩვენ გვაქს ბევრი ეკლესია-მონასტერი, მაგალითად, სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ეკლესია, გვაქვს ასევე ქალაქგარეთ ბევრი სალოცავი, თუ დაკვირვებიხართ, ეს ტაძრები მაღალ ადგილას არის აგებული, ან ეკლესიამდე რომ მივიდეთ, უნდა ავიდეთ რამდენიმე საფეხურით მაღლა... ზუსტად ეს საფეხურები კი, იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი ეტაპორბრივად უნდა ეზიაროს იმ ზეციურ იერარქიას, რასაც სულის ევოლუცია, განღმრთობა ჰქვია, ამ დონემდე მისვლაა საჭირო, შესაბამისი გამოცდილების მიღება და ცნობიერების დახვეწაა აუცილებელი. ეს ყველაფერი კი, ინდოელ ბერებს, იოგებს მეტად კარგად აქვთ გააზრებული, მათ, ფაქტობრივად, ფილოსოფიაზე აგებული რელიგია გააჩნიათ და ცნობიერებითაც წინ არიან. რადგანაც ასტროლოგიას გამოეყო ფსიქოლოგია, ორიოდ სიტყვა მასზეც ვთქვათ: დღევანდელ დღეს, ყველა ფსიქოლოგს ვურჩევ ასტროლოგიის შესწავლას, მხოლოდ და მხოლოდ ტესტირების გავლა და საუბარი არ უნდა იყოს ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდი, ეს არა საკმარისი არაა, რათა ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობა წორად შეფასდეს და დახმარება გაეწიოს. ხოლო შურით სავსეებს, ცინიზმით, ბოღმით, შურისძიების წყურვილით შეპყრობილთ, ადამიანის დამცირებისა და გადაგდების მოყვარულებს, ასტროლოგიაში არაფერი არ ესაქმებათ, უფრო სწორედ, შესაძლოა, მათ იცოდნენ, თუ რა არის ეს უკანასკნელი, მაგრამ ბოროტად იყენებდნენ ამ ცოდნას და არასწორად ვითარდებოდნენ, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ასტროლოგიას შეხედეთ, როგორც თქვენი ცხოვრების გასაღებს და არა როგორც სათამაშოსა და ბოროტად გამოსაყენებელ ადამიანთ სამართავ ინსტრუმენტს!.. სასიხარულოა, რომ უკვე დაახლოებით, 2003 წლიდან, დედამიწა მერწყულის ნიშანში შევიდა, რომელიც მართავს ასტროლოგიას, ამიტომ, უკვე შეატყობთ, წლიდან წლამდე თუ რამდენი ადამიანი შეემატება ამ დარგით დაინტერესებულთა რიგებს, რამდენი დაიწყებს მის საფუძვლიანად შესწავლას და გამოყენებას, დამუშავებას, გამოცდის პირად მაგალითზე, ბევრი მოუსმენს, თუ რას ეუბნება სამყარო და ბევრი დადგება სწორი განვითარების გზაზე. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, საჭიროა ყველას ჰქონდეს საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია, რათა ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდეს და ადამიანი მეტად წარმატებული იყოს, შესაბამისად, დაფასებულიც.

გიორგი ლობჯანიძე
скачать dle 11.3
ნახვები: 2 078
 

ASTRO TV LIVE