» » სატურნი – დეკორაციები და ფუნქციები
პლანეტები / სატურნი

სატურნი – დეკორაციები და ფუნქციები




სატურნი (ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი[7]) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი, სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში (იუპიტერის შემდეგ).
* პლანეტას რომაული ღმერთის სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია – ♄.
* ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით.
* ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ სატურნს ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
* სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ ზე ( 10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ ( 9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ ( 9.58201720 ა. ე. ). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრი 120 540 კმ, პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
____________________________________________

ადამიანი ცხოვრების პირველ ნაწილს ატარებს სატურნიალური კარმული ვალების დასდაბრუნებლად. თუ მან სწორედ იცხოვრა 27-28 წლამდე 29-30 წლამდან უკვე საკმაოდ იცვლება მისი ცხოვრება . მერე იწყება სატურნის სხვა ციკლი და იღებს ახალ ვალებს, ამ ვალების გასტუმრება ძველად ადამიანს უხდებოდა შემდეგ ცხოვრებაში, დღეს კი დრო ისეა აჩქარებული რომ ამ ცხოვრებაშივე იჩეხება სატურნიალურ ბარიერებში.

სატურნი მართავს დროს… და ასტროლოგია ესაა დროის მეცნიერება .
იმას თუ როგორ გაივლის ადამიანი სატურნისეულ გამოცდებს, ეს გამოჩნდება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ + – 2 წელი . ანუ 14, 21,28.35 და ა.შ.
იყო დრო ძველ რომში როდესაც რომაელები ეთაყვანებოდნენ სატურნს, რომელიც იმ დროს მართავდა დროს ტარებას, ქეიფს, სმას , ოღრაშობას და აღვირახსნილობას.
ხოლო როცა მოხდა მზის სისტემის შეცვლა, სატურნმა დაიკავა მცველის და მესაზღვრის ფუნქცია ცის კაბადონზე და იცვალა სტატუსი. გახდა შემბოჭველი, ის ჩარჩოებში აქცევს ყველაფერს და უწესებს ლიმიტს მავნე ჩვევებს. სწორედ მას შემდეგ გახდა ის მკაცრი ცხოვრებისეული მასწავლებელი .

სადაცაა სატურნი ადამიანის ჰოროსკოპში, იქ არის გამოცდები, სირთულეები , ბარიერები ,შეზღუდვები . ესაა ადამიანის ზრდის , განვითარების წერტილი.
ის მიზნები რომელსაც ადამიანი აღწევს ადვილად , ერთი ხელისმოსმით ესაა ცრუ მიზნები, ხოლო მიზნები რომელიც საჭიროებს ძალისხმევას , სირთულეების გადალახვას , ეს არის უკვე ის სატურნიალური ბარიერი რომელიც უნდა გადალახო და განვითარდე .

თუ სატურნი არის ჰარმონიული მაშინ ეს არის დიდი მადლი და საჩუქარი განგებისგან. ადამიანს სჭირდება ნაკლები ძალისხმევა, უფრო ადვილად გამოსდის სულის განვითარება, პასუხუსმგებლობის გრძნობა, შეუძლია კონცენტრაცია სამიზნე საკითხებზე.
თუ დაზიანებულია, მწვავედ ავლენს თავის თვისებებს, ადამიანი იმყოფება ერთგვარ წნეხში, სირთულეებში რომლებიც უნდა გაიაროს . აქ შეიძლება ადამიანის ბედიღბალში იყოს სირთულეები და უბედური შემთხვევებიც, ქრონიკული დაავადებები, სხვადასხვა სახის სირთულეები. ამიტომ სატურნი ითხოვს რომ მუდმივად იმუშაო იმ სფეროში სადაც გყავთ სატურნი .საჭიროა სისტემური მუშაობა.
თუ სატურნის დავალებები სწორად და მიზანმიმართულად სრულდება, ის საბოლოო ჯამში აუცილებლად დაგაჯილდოვებს.


სატურნის დეკორაციები პირად რუკაში:
სიმკაცრე
კონკრეტულობა
მეთოდურობა
დისციპლინა
მუდმივობა.
დრო
გრავიტაცია
ფორმა
სიმკაცრე
სიცივე
ერთგულება
აუცილებლობა
პასუხისმგებლობა
სირთულეები
შეზღუდვები
ფუნქცია
შეკავებულობა
შეზღუდვა
დამუხრუჭება
შენახვა
გამოცდა
გაყინვა
სტრეილიზაცია
გაფორმება
პარსვა
ნელნელა ამაღლება (ესაა სატურნიალური როცა ნელნელა, სირთულეებით და გაჭირვებით მიიწევ წინ, მაგრამ შედეგს აღწევ და მწვერვალზე ადიხარ)

სატურნის როლები პირად რუკაში:
ესაა პაპა, მამა, დედა, დედინაცვალი, უფროსი, ციხის უფროსი, მოსამართლე.
კონსერვატორი, სახელმწიფო პირი,
ბიუროკრატი, მესაზღვრე,შახტიორი (ყველა ის საქმე რომელიც დიდი შრომას მოითხოვს ესაა სატურნიალური სამსახური)
კასკადიორი (100 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი) .
ტექნოლოგი, ლაფშატნური დიზაინი ესეც სატურნიალურია .
კარიერისტი.

სადაცაა სატურნი ესაა მიზნის წერტილი.


GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens