» » უძრავი ვარსკვლავები - დეკემბრის პროგნოზი
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია

უძრავი ვარსკვლავები - დეკემბრის პროგნოზი

უძრავი ვარსკვლავები - დეკემბრის პროგნოზი























წინა თვეებთან შედარებით 2013 წლის დეკემბერი გაცილებით მშვიდი და კეთილგანწყობილი ჩანს. მზე 21 დეკემბრამდე მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება. ბევრი ადამიანის ოცნებები და იმედები ილუზორულობის ეტაპიდან გამოვლენ და რეალურ შეფერილობას შეიძენენ. ამ პერიოდში ადამიანებში აქტივობის სურვილი გაიღვიძებს. არა ერთ ჩვენგანს მოუნდება რაიმე გამორჩეული გააკეთოს! გამბედავ აზრებს დეკემბერში სრული უფლება აქვთ არსებობისა. თვის ბოლო გამოირჩევა მზისა და მერკურის პოზიტიური ასპექტებით ნეპტუნთან. ამ დროს შეიძლება გადავერთოთ ჩვენთვის სასურველ საქმეებზე. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისათვის, მით უმეტეს თუ უცხოეთში აპირებთ გამგზავრებას. 21 დეკემბერი ფრიად მნიშვნელოვანი თარიღია - ზამთრის დღემედეგობის დღეა, ასევე მზე თხის რქის ზოდიაქოში გადადის. პლანეტების ასპექტები ცუდს არაფერს გვიქადიან-სამყარო ემზადება შობა-ახალი წლისთვის. დგება დრო სურვილების ჩაფიქრებისა,მით უმეტეს, რომ ნეპტუნის დადებითი ასპექტი ხელს შეუწყობს მათი მეტი წილის ახდენას. დეკემბერი ძალზე ემოციური თვე იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის, თუმცა შესაძლოა ერთგვარი გაღიზიანებულობაც გაჩნდეს...საქმე და საზრუნავი არ გამოგელევათ. თუ მოულოდნელად, ემოციურად ვინმეზე დამოკიდებული აღმოჩნდებით, შესაძლოა მოგიწიოთ მოზრდილი თანხის გაღება, ან ისეთი ვალდებულების აღება, რომელსაც დიდი ალბათობით, ვერ შეასრულებთ. რეტროგრადული იუპიტერის პირიოდში, სასურველია ყველა ნიშანმა თავი აარიდოს საქმის გაფართოვებას, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადებას, განსაკუთრებით, თუ ეს მიწის ნაკვეთის შეძენას და მასზე მშენებლობის დაწყებას შეეხება. ჯობს, წლის ეს ბოლო თვე მაქსიმალურად წყნარ ვითარებაში გაატაროთ, არ გამოავლინოთ სიჯიუტე და აგრესია, აკეთოთ თქვენი საქმე წყნარად. არავითარ შემთხვევაში არ მიეცეთ სასოწარკვეთას, საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ და პრობლემებს არ დანებდეთ!
1 დეკემბერს მერკური შეერთებაშია უძრავ ვარსკვლავ აგენასთან. მოასწარით ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საქმეები. ამ დღეს მაღალი იქნება ინტელექტუალური აქტივობაც. მსგავსი აქტივობა ძლიერდება 4-5 დეკემბერსაც, როდესაც მერკური ტალიმანს შეუერთდება, თუმცა ყოყმანი და არამდგრადობა წარმატებებს შეაფერხებს. 11 დეკემბერს მერკური ანტარესს მიუახლოვდება, რაც სავარაუდოდ ნეგატიურად აისახება სოციალურ ქსელებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც- იმატებს ჭორები, დეზინფორმაცია, სხვათა აზრებით მანიპულირება. 19 დეკემბერს კი რას ალგხაგთან შეერთება ადამიანებში პერფექციონიზმისაკენ მიდრეკილებებს გამოავლენს. 21 დეკემბერს აკულეუსთან შეერთებული მეკური კვლავ არასახარბიელო გავლენას იძლევა - ბევრი ჩვენთაგანი, როგორც იტყვიან, შეეცდება დაინახოს “კატა ბნელ ოთახში”, რომელიც იქ არ იმყოფება. იგივე ტენდენციაა 23 დეკემბერსაც.
8 დეკემბრიდან მარსი ტყუპების ნიშანში გადადის.საქმიანობაში ცვლილებების გატარება და შეწყობილი კოლექტიური მუშაობა ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ამას გარდა, მარსი მოითხოვს თითოეული მუშაკის მიმართ მეტ სამართლიანობას და გულისხმიერ დამოკიდებულებას. კარგი პერიოდია რეკლამისა და პროპაგანდისათვის. სექსუალური აქცენტების გამოყენება რეკლამაში მეტად ეფექტური იქნება. პირად ურთიერთობებს კი, სამწუხაროდ, ტყუპებში მყოფი მარსი ერთგვარ პრიმიტიულობას შესძენს. შესაძლოა გაჩნდეს სურვილი ახალი, პარალელური კონტაქტების ძებნისა. 26-27 დეკემბერს მარსი უძრავ ვარსკვლავ დიადემასთან იმყოფება შეერთებაში, რაც საკუთარი იმიჯისა და სტილის აქცენტირების სურვილს წამოსწევს წინ, საპირისპირო სქესისგან უფრო მეტად გალანტური მამაკაცები დაიმსახურებენ მოწონებას.
16 ნოემბრიდან-3 დეკემბრამდე იქნება ვენერას სექსტილი სატურნთან, ტრინი მარსთან. მოგეცემათ შანსი შერყეული ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის, თუკი მოუხმობთ პასუხისმგებლობის გრძნობას, რომანტიულ აქტივობას და სულიერებას. შესაძლოა ქორწინებაც.
15-დან 22 დეკემბრამდე ვენერა რეტროგრადულია. გრძნობები, ასე ვთქვათ, შიგნით ჩაბრუნდებიან, მათი გამოხატვა გართულდება. შეიძლება ძველი კავშირების გამო ნოსტალგიური სევდა მოგაწვეთ. ამ პერიოდში სასურველი არ არის რაიმე ახლის წამოწყება, რადგან მალევე დაშორება თითქმის გარდაუვალია. რაც შეეხება ძველ ურთიერთობებს, მათი აღდგენის შანსები მატულობს.
1-2 დეკემბერს მზე შეერთებაშია უძრავ ვარსკვლავ ანტარესთან, რაც ზრდის ინფექციური დაავადებების საშიშროებას. ასევე იმატებს მიდრეკილება ძალადობისაკენ, ისევე როგორც ფარისევლობისა და არაგულწრფელი დამოკიდებულების შემთხვევები. 14-15 დეკემბერს მზის შეერთება რას ალხაგთან კეთილ გავლენას იქონიებს იმ ტიპის საქმიანობაზე, რომელიც სერიოზულ მიდგომას და კონცენტრაციას, ასევე მარტო ყოფნას მოითხოვს. კარგი პერიოდი ვარჯიშისათვის და სხეულის კარგ ფიზიკურ ფორმაში მოყვანისათვის. მით უმეტეს, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში მზის შეერთება არც თუ დადებითი ხასიათის იქნება- გაიზრდება მიდრეკილება ყოველივეს ბნელ ფერებში აღქმისა. გარდა ამისა, შესაძლოა იმოქმედოს მხედველობაზეც. იგივე განმეორდება 20-21 რიცხვებშიც.სამაგიეროდ, თვის ბოლოს, 29-30 დეკემბერს ფაციესთან მზის შეერთებისას იმატებს საკუთარი თავის რწმენა, მიზანდასახულობა და ოპტიმიზმი, რაც სულაც არაა გასაკვირი - კარზე ხომ ახალი წელია მომდგარი! მაშ გამოიყენეთ ვარსკვლავების კეთილგანწყობა! თქვენ ყველაფერი გამოგივათ!

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

სიზმრის სამყაროში

...

წყვილი ციფრები საათზე - ნუმეროლოგია

Guide to cats and kittens