» » ციფრთა წარმატებული კომბინაციები ფენ-შუის მიხედვით
ნუმეროლოგია / ფენ-შუი / პრაქტიკული

ციფრთა წარმატებული კომბინაციები ფენ-შუის მიხედვით

ციფრთა წარმატებული კომბინაციები ფენ-შუის მიხედვითფენ-შუის პრაქტიკას ციფრებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. თვითოეულ მათგანში დაფარულია აღმოსავლური მეტაფიზიკის უდიდესი არსი. ფენ-შუის მიხედვით, ყველა ციფრი, პირობითად, იყოფა ინის (წყვილ) და იანის (კენტ) ციფრებად. უფრო ხელსაყრლად ითვლება იანის, ანუ კენტი ციფრები. თუმცა, აღმოსავლური სწავლებების მიხედვით, ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში სწორედ ინის და იანის ენერგიების ბალანსის დაცვაა აუცილებელი. ამიტომ სახლის, ბინის, ტელეფონის ან ავტომობილის ნომერი წარმატების მომტანი აღმოჩნდება, თუ მასში იქნება როგორც იანის (კენტი) ასევე ინის (წყვილი) ციფრები.
ჩინელები დიდი ყურადღებით ეკიდებიან მნიშვნელოვან ციფრებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ბიზნესს ან კარიერას. ხშირად ისინი გამომგონებლობის წარმოუდგენელ უნარს ავლენენ, რათა მიიღონ ერთერთ ბედნიერ ციფრზე „8“-ზე ან „9“-ზე დამთავრებული ტელეფონის ნომერი.
რიცხვების მიშვნელობები:
დასავლური ნუმეროლოგიისაგან განსხვავებით, ფენ-შუიში იმდენად ციფრების მნიშვნელობა არაა მთავარი, რამდენადაც მათი თანხვედრა და ნომერში ადგილმდებარეობა.
აუცილებელია ვიცოდეთ რომ ფენ-შუის პრაქტიკაში რიცხვებს აქვს რამოდენიმე განმარტება. ამავდროულად, კლასიკური აღმოსავლური ნუმეროლოგია განსხვავდება იმ განმარტებებისგან, რომლებიც გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც რიცხვთა მნიშვნელობას განსაზვრავს მათი ფონეტიკური ჟღერადობა. ჩვენ აქ სწორედ ამ ვარიანტს განვიხილავთ.

„1“ - ერთი
ერთი-ძალიან სასიკეთო და პატივსაცემი ციფრია, ნიშნავს რა ყველაფრის პირველწყაროს. სიმბოლო „1“ - შექმნა, ერთიანობა, შეუბღალავი რეპუტაცია და პატიოსანი სახელი. „1“ - ჟღერს როგორც “მოგება, ღირსება“. ის აძლიერებს და ავსებს სხვა ციფრების მნიშვნელობას.

„2“ - ორი
ჟღერს ისევე, როგორც სიტყვა „ადვილია“. ორიანი უზრუნველყოფს ინის და იანის ენერგიების ჰარმონიას, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის წარმოქმნისათვის. ითვლება, რომ „2“ აღნიშნავს განსაკუთრებულ გამართლებას, თუ ის დგას სხვა ბედნიერი ციფრის წინ. მაგ. 26- ნიშნავს „ ადვილ ფულს“.

„3“ - სამი
ასოცირდება სიცოცხლესთან, მშფოთვარე განვითარებასთან. ჟღერს როგორც სიტყვა „ზრდა“. შესაბამისად, ეს ციფრი განსაკუთრებით სასიკეთოა სხვა ციფრებთან კომბინაციაში. მაგ. „3-2-8“ შეიძლება განვიხილოთ , როგორც ბიზნესის ადვილად და სწრაფად განვითარება.

„4“ - ოთხი
კანტონურ დიალექტზე ბევრისთვის საყვარელი ეს ციფრი ჟღერს როგორც სიტყვა „სიკვდილი“. ამიტომ თავად ჩინელები ამ ციფრის გვერდის ავლას ამჯობინებენ. უფრო სწორად, არ წყალობენ ნებისმიერ კობინაციას ამ ციფრს გამოყენებით. მაგ. „2-4“ ნიშნავს „ადვილ სიკვდილს“, ხოლო „6-4“ ფინანსურ დანაკარგს. თუმცა, ამავდროულად კომბინაცია „44“ ითვლება სასიკეთოდ, რადგან ამ ორი ციფრის ჯამი ძალიან ბედნიერ ციფრს „8“-ს წარმოადგენს.

„5“ - ხუთი
ნიშნავს „არას, არაფერს“. ჯობია გვერდი ავუაროთ ისეთ კომბინაციას, რომელშიც გვხვდება „5“, რადგან მისი გამოჩენა იწვევს სხვა წარმატების მომტანი ციფრების ნიველირებას. მაგ. „56“ იშიფრება, როგორც „მოგება არ იქნება“.

„6“ - ექვსი
„სიმდიდრე, შემოსავალი“-ზუსტად ეს მნიშვნელობები აქვს ამ ციფრს ფენ-შუიში. ის ითვლება ძალიან კარგ, წარმატების მომტან ციფრად, რადგან მისი გამოჩენა მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავლებს.

„7“ - შვიდი
ყველა სახის კომბინაციაში ციფრი „7“-ის გამოჩენა განიხილება როგორც „დარწმუნებულობა, უეჭველობა“. ჩინელები შვიდიანს გამართლების ციფრად თვლიან. აქედან გამომდინარე „78“ შესაძლოა ნიშნავდეს „გარანტირებულ სიმდიდრეს“.

„8“ - რვა
კანტონურ დიალექტზე ის გამოითქმება როგორც სიტყვა „ძვირფასეულობა“. ამიტომაც ითვლება ერთერთ ყველაზე მომგებიან და ბედნიერ ციფრად. „8“ იზიდავს სიმდიდრეს, წინსვლასა და კეთილდღეობას. იგი მატერიალური კეთილდღეობის განვითარებასა და ზრდას გულისხმობს. კომბიაცია „8-8“ ნიშნავს უზარმაზარ სიმდიდრეს. ამჟამად, ჩინური კალენდარის მიხედვით (2004-2024წწ) ციფრი „8“-ს გავლენა რამოდენიმეჯერაა გაძლიერებული და სწორედ ეს ბედნიერი ციფრი მბრძანებლობს სადღეისოდ დედამიწაზე.

„9“ - ცხრა
ესაა კიდევ ერთი წარმატებული ციფრი ფენ-შუის მიხედვით. ნიშნავს ცისა და მიწის სრულქმნილებას. ამიტომ ფენ-შუის ზოგიერთი სპეციალისტები მას უფრო სასიკეთო ციფრადაც კი თვლიან, ვიდრე ჩინელების საყვარელ „8“-ს. ამავდროულად „9“ ასოცირდება ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლესთან.

„0“ - ნული
ამ ციფრის შესახებ შეხედულებები არაერთგვაროვანია. ზოგი სპეციალისტი მას თვლის არასასურველ ციფრად, რადგან ის სიცარიელის ამასახველია. სხვები კი მიიჩნევენ, რომ სწორედ „0“ ქმნის ბალანსსა და სტაბილურობას.

GeoAstro
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები
Guide to cats and kittens