ეზოთერიკა / Slide

დამცავი ამულეტი

დამცავი ამულეტითითოეული ადამიანის ბუნება მიილტვის ბედნიერებისაკენ და ეძებს გზას წარმატებისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად. ზოგიერთი მათგანი ცდილობს მაგიური ნივთების ტექნიკის გამოყენებას, და ზოგი უბრალოდ იყენებს თილისმას, ამულეტს. ამ სტატიაში მინდა გიამბოთ ამულეტის შესახებ.
ამულეტს თილისმისმისგან განსხვავებით არ მოაქვს წარმატება, მას მხოლოდ ნეგატივისგან (ჯადოს ან ბოროტი თვალი) და უსიამოვნებისგან (ქურდობა, დაკარგვა, ავადმყოფობა) დამაცვ ფუნქციას მიაწერენ. ამულეტად შეიძლება გამოვიყენოთ ნივთი ან ძვირფასეულობა: ბეჭედი, სამაჯური და ა.შ.. სიტყვა „ამულეტი“ არაბულიდან ითარგმნება როგორც „შეჩერება“. ეს ნივთი კარგია ვატაროთ შეუმჩნევლად და, მისი დამცველობითი უნარის აქტივაციისთვის მასზე უნდა ჩატარდეს შელოცვის მაგიური რიტუალი.
ამულეტმა შესაძლოა გააძლიეროს დამცავი ძალა თუ მას დააგროვებს, ეს კი ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს გულით სწამს მისი სიძლიერის. ძველ დროში ამულეტი შთამომავლობით გადაეცემოდა თაობიდან - თაობას და, რაც უფრო დიდი ხნის იყო ამულეტი, მით უფრო ძლიერ დამცავად თვლიდნენ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამულეტი შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი. მთავარი პირობა იმისა, რომ დაგიცვათ უსიამოვნებებისგან, არის ის რომ მუდმივად იყოს თქვენთან ერთად და ასევე აივსოს დამცავი ძალებით.

მოამზადა AquaRius-მა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"კომუნიკატორი"-ს სიუჟეტი ასტრლოგიის ისტორიაზე

Guide to cats and kittens