» » 2014 წლის თებერვლის პროგნოზი
ასტროპროგნოზი

2014 წლის თებერვლის პროგნოზი

2014 წლის თებერვლის პროგნოზი

2014 წლის თებერვალი მოძველებული და ცხოვრებაში ხელისშემშლელ ფაქტორებად ქცეული იდეალებისა და შეხედულებების გადახედვის პერიოდად იქცევა მრავალი ჩვენთაგანისათვის.პლუტონისა და იუპიტერის ოპოზიცია არასტაბილურობის გრძნობას გამოიწვევს, რაც აიძულებს ადამიანებს დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად ახალი გზები ეძიონ.ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შესაძლოა დაიწყოს დინამიური ცვლილებების კასკადი.ამიტომ უნდა ვეცადოთ შევძლოთ რთულ სიტუაციებში სწარაფი რეაგირება და რეორიენტაცია.შესაძლოა, მოვლენებმა, რომელთაც თებერვალში ექნებათ ადგილი, საკმაოდ დიდი ფიზიკური და სულიერი რესურსი წაგვართვას.თუმცა სანაცვლოდ უკეთესი მომავლის იმედს მოგვიტანს.
პირველი დეკადა ვენერას ჯერ ისევ თხისრქაში მსვლელობით იქნება აღბეჭდილი, ასე რომ პირადი ურთიერთობებისაგან მაინცდამაინც ბევრს ნურაფერს ელით.განსაკუთრებით რაიმე მოულოდნელსდა სწრაფად განვითარებადს, პირიქით, ყველაფერი წარიმართება სტაბილურობის და სერიოზულობის ნიშნით.არარომანტიულობის მიუხედავად , ამ პერიოდში ჩამოყალიბებული ურთიერთობები ხანგრძლინი იქნებიან და არაა გამორიცხული ქორწინებითაც კი დასრულდნენ.
თუკი თქვენს ურთიერთობებს სწორედ ამ პერიოდში შეეპარება ბზარი, ან საერთოდაც დაშორდებით, მინდა გითხრათ, რომ ესეიგი ეს ურთირთობა არასაკმარისად ღრმა ყოფილა და თავად კოსმოსს უზრუნია, რათა შემდგომი უსიამოვნებები აეცილებინა თქვენთვის. ზოგადად, ამ თვეში არაფერში იჩქაროთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად, რაც მეტს აწონ–დაწონით, მით უკეთ შეძლებთ უკვე მოპოვებული პოზიციების შენარჩუნებასაც და ახალ საფეხურზე გადასასლელად მომზადებასაც. უფროსებთან მოერიდეთ ფამილარობის ნებისმიერ გამოვლინებას, იყავით მეტად და მეტად თავშეკავებულნი, დაიცავით სუბორდინაცია.
მერე დეკადაში, როდესაც მარსი სასწორის ზოდიაქოში გადავა, ათასგვარი ფორიაქის და გაგეგნული პომპეზურობის მომსწრენი (და ეგებ მომაწილენიც) შევიქმნებით. ამიტომ პირველ შთაბეჭდილებას ნუ ენდობით, შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ. ყველაფერს დააკვირდით, ყველაფერი გააანალიზეთ.
სამსახურში წარმატების მისაღწევად , თებერვლის მეორე დეკადაში, თქვენგან საჭირო გახდება ინიციატივის გამოვლენა, შემოქმედებითი მიდგომები. მაგრამ ზედმეტად ნოვატორული გამოსვლებიც არ იქნება მისასალმებელი, სჯობს ძველი გამოცდილი მეთოდებით გაიტანოთ თავი.
პირად ცხოვრებაში ამ პერიოდში ერიდეთ ურთირთობის მეტისმეტად ემოციურ გამორკვევებსმ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები შეგექმნათ.
18 თებერვლიდან მთვარის კვანებიც იცვლიან ზოდიაქოს ნიშნებს – აღმავალი სასწორში, დაღმავალი კი ვერძში გადადის. ნუ შეეცდებით სხვებზე წინ გაჭრას, ზედმეტ აქტიობას. შეეცადეთ შეინარჩუნოთ წონასწორობა, ჰარმონია. აქცენტი აიღეთ პარტნიორულ ურთიერთობებზე.
15 თებერვლიდან იუპიტერი ურანის – არასტბილურობის გამომწვევი კვადრატურა ჩაირთვება, რომელიც საკმაოდ დიდხანს, აპრილის ბოლომდე გასტანს. ამ პერიოდში სჯობს, თავი შიკავოთ ნებისმიერი ახალი წამოწყებისაგან.

მესამე დეკადა კარიერულ წინსვლას ჰპირდება იმ ადამიანებს, ვინც მასობრივვი კომუნიკაციის სფეროში საქმიანობს.აგრეთვე შემოქმედ ხალხს და სამეცნიერო კვლევებით დაკავებულ პიროვნებებს.ნებისმიერი თამამი და ახალი იდეა შესაძლებელია გახდეს თქვენთვის ტრამპლინი, რადგან ახლა მერკური მერწყულის ზოდიაქოში იმოძრავებს.
ფინანსების სფერო ცოტა არასტაბილური გახდება, ამიტომ ეცადეთ შემოსავალ– გასავლებს კონტროლი გაუწიოთ.
სასიყვარულო სფეროშიც მეტ დათმობებზე წასვლა გახდება აუცილებელი. შესაძლოა ბევრმა წყვილმა ამ გამოცდას ვერ გაუძლოს და დაიშალოს. ბოლო დეკადა ბედნიერებას მოუტანს მხოლოდ მათ, ვინც მატერიალურზე მეტად ურთიერთობებში სულირ მხარეს აფასებს.
მთლიანობაში, თებერვლის თვე არც თუ იოლი იქნება. ის წარმატებებს მოუტანს მხოლოდ მათ, ვინც მზად აღმოჩნდება
სირთულეებს პირისპირ შეეგებოს და იბრძოლოს ბოლომდე საკუთარი ბედნიერების დასაცავად...


ასტრო-ეზოთერული ცენტრი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

მზის ქვა - ოლიკოგლაზი

დეკემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

Guide to cats and kittens