» » 2018 ასტროპროგნოზი (ნაწილი I) -სატურნი და ურანის ტრანზიტები
ასტროპროგნოზი / პლანეტები / სატურნი / ურანი / Slide

2018 ასტროპროგნოზი (ნაწილი I) -სატურნი და ურანის ტრანზიტები

2018  ასტროპროგნოზი   (ნაწილი I) -სატურნი და ურანის ტრანზიტებიარ დავარღვევ ტრადიციას და დავიწყებ პროგნოზს ყველაზე ნელი ასტროლოგიური ფაქტორებით- უმაღლესი პლანეტების განხილვით.
ჩვენ გველოდება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა - ურანის გადასვლა კუროში. ურანი იცვლის ნიშანს 7 წელიწადში ერთხელ. ეს არის მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა 2018 წლის- რევოლუციების, ინოვაციების, ტექნიკური განვითარების. პლანეტა გადადის კუროში, რომელიც სიმბოლიზირებს სტაბილურობას, მატერიასთან ურთიერთობას. 15 მაისს ურანი გადავა კუროში, შემდეგ ნოემბერში ის დაბრუნდება ვერძში, და შემდეგ 2019 ის ისევ შევა კუროში და გააგრძელებს თავის გზას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ურანი დაბრუნდება ვერძში, ის იმოძრავებს კუროს სიახლოვეს და მას მაინც ექნება უშუალო გავლენა კუროს თემებზე.
ურანი, როგორც უკვე ავღნიშნე, არის რევოლუციური ცვლილებების, ტრადიციული ხედვების დანგრევის, საზღვრებიდან გასვლის პლანეტა. დივიაცია- ყველაზე შესაფერისი სიტყვაა ურანისთვის. ზოგჯერ იმისთვის რომ გავიდეთ საზღვრებიდან გვიწევს ამ საზღვრების დანგრევა, იმ სტრუქტურების დანგრევა, რომელიც „სამუდამოდ“ იყო აშენებული. მაგრამ ურანი ყოველთვის ანგრევს იმას, რაც უკვე მოძველდა, რაც არ არის სიცოცხლის უნარიანი, რაც ხელს უშლის პროგრესს, ანგრევს იმისთვის, რომ ამ ნანგრევებზე შემდეგ აიგოს ახალი, პროგრესული „შენობა“. ამიტომაც ურანი დაკავშირებულია განვითარებასთან, ინოვაციებთან. რა თქმა უნდა, ურანის პროგრესულობა არ გამორიცხავს იმ დესტაბილიზაციის პროცესებს, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ნებისმიერ ცვლილებებს.
საზოგადოებაში ურანი მართავს ისეთ სფეროებს, როგორიც არის ავიაცია, კოსმონავტიკა, ფიზიკა, ასტრონომია, ასტროლოგია, ელეკტრონიკა, კომპიუტერები, ინტერნეტ და სხვა ნებისმიერი კავშირები
ამ დროს კუროსთან დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების ყველაზე სტაბილური, უცვლელი ტენდენციები: საკუთრება და მატერიალური ფასეულობების შექმნა, მატერიალური და არამატერიალური რესურსები, ჩვენი ცხოვრების ყველაზე სტაბილური ნაწილი, რასაც ვქმნით უშუალოდ მატერიაში, და რა თქმა უნდა, ის ფინანსური სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ.
ურანის შესვლა ასეთ სტაბილურ და ნაყოფიერ ნიშანში ერთის მხრივ ნიშნავს იმას, რომ გახდება შესაძლებელი დავნერგოთ ყველაზე ნოვატორული იდეები. მეორეს მხრივ, ურანი რევოლუციური პლანეტაა, მისი მოქმედება ჰგავს დენის დარტყმას, ელვას და ის, რა თქმა უნდა, შეაზანზარებს კუროს, შეცვლის ჩვენს ფასეულობების სისტემას, შეცვლის ყველაფერს, რაც ეხება მატერიალურ საკითხებს, ფინანსებს, გვაიძულებს, რომ შევცვალოთ მიდგომები არა მარტო მატერიის მიმართ, არამედ ყველაფრის მიმართ, რაც გვეჩვენებოდა უცვლელად.
მაგრამ ურანი უმაღლესი პლანეტაა, და უმაღლესი პლანეტები პირად დონეზე არ მუშაობენ, უფრო სწორედ მათ ესაჭიროება განსაკუთრებული პირობები, რომ იმუშაონ პირად დონეზე. რაზეც ვსაუბრობდით ზემოდ ძირითადად ეხება გლობალურ, მსოფლიო პროცესებს: ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ბუნების რესურსების გამოყენებას. ზუსტად ეკოლოგია და რესურსები გახდება მთავარი საფიქრალი მსოფლიო საზოგადოების. შესაძლებელია, რომ გარემოს დაბინძურებამ, ეკოლოგიურმა კატასტროფებმა, რესურსების გამოფიტვამ (რაც უკვე მომხდარია) აიძულოს მსოფლიო საზოგადოება შეხედოს ამ საკითხებს არატრადიციულად და მიიღოს შესაბამისი ზომები. პოზიტიური ტენდენციებიდან - რეფორმები სოფლის მეურნეობის, გეოლოგიის, სასურსათო, ვაჭრობის, ფინანსური სტრუქტურების, ეკონომიკის სფეროებში. სავარაუდოთ ელექტრონული ვალუტის, ელექტრონული კომერციის განვითარება.
პირად დონეზე ურანის გადასვლა კუროში შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც კუროს, მორიელის, ლომის და მერწყულის პირველ 3-4 გრადუსში ყავს მნიშვნელოვანი ობიექტები. ურანს ხშირად მოაქვს ძველისგან განთავისუფლება, თავისუფლების სურვილი, ახალი ცოდნა, ახალი ინტერესები და ნუ შეეწინააღმდეგებით ამ ცვლილებებს. ძველ სიტუაციებს შეხედეთ ახლებურად.

2018  ასტროპროგნოზი   (ნაწილი I) -სატურნი და ურანის ტრანზიტები2017 წლის დეკემბრიდან სატურნი გადავიდა თხის რქაში და 3 წელი იქნება ამ ნიშანში. სატურნთან დაკავშირებულია ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევები სოციუმში, ყველაზე დიდი ამოცანები და პროექტები, ან ყველაზე დიდი დაბრკოლებები და შეზღუდვები. მე შევეცდები ავხსნა რა შემთხვევაში იმუშავებს სატურნი პოზიტიურად და რა შემთხვევაში ნეგატიურად.
სატურნი თხის რქაში ეხება ისეთ თემებს, როგორიც არის ჩვენი პროფესიული მიღწევები, ჩვენი სტატუსი, უძრავი ქონება, ჩვენი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, სტრუქტურებთან, უფროსებთან, უფროს ადამიანებთან და მშობლებთან. გვექნება ამ თემებში პრობლემები თუ არა?
სატურნს, ისევე როგორც ყველა პლანეტას გააჩნია თავის მოძრაობის დიდი და პატარა ციკლები. სატურნის დიდი ციკლი არის 29,5 წელი, ამ დროში ის შემოივლის მთელ ზოდიაქოს. მაგრამ ამას დღეს არ შევეხებით.
სატურნის წლიური ციკლი იწყება მზე-სატურნის შეერთებით. ზუსტად ეს შეერთება განსაზღვრავს სატურნის გავლენის ხასიათს მთელი წლის განმავლობაში. ეს შეერთება მოხდება 21.12.2017წ. თუ ამ თარიღის მიდამოებში (+- 1,2 კვირა) ჩვენ გვექნება ახალი გეგმები ჩვენი სოციალური რეალიზაციის, ახალი პროექტები, ასაკიდან გამომდინარე ეს შეიძლება პროფესიის შეძენის თემები იყოს, შეიძლება ბიზნესის, ან უძრავი ქონების და ასე შემდეგ- ეს ნიშნავს, რომ თქვენ პოზიტიურად იღებთ სატურნის პრინციპებს, სატურნის ენერგიებს. აქ არ არის აუცილებელი, რომ რამე იყოს დაწყებული, საკმარისია ჩანაფიქრის სახით, გეგმის სახით იყოს გამოხატული.
თუ ამ დროს ჩვენი ყურადღების ფოკუსში იქნება პრობლემები და შეზღუდვები, დეპრესია და არ გვექნება მინიმალური საქმიანი გეგმა, მაშინ ამ ციკლის კულმინაციაზე მივიღებთ შესაბამის შედეგებს. ციკლის კულმინაცია იქნება 25.06.2018. ეს ოფიციალური თარიღია, როცა მზე ჩაუდგება სატურნს ოპოზიციაში. სინამდვილეში კი შედეგების მიღებას დავიწყებთ უკვე 19 აპრილიდან 7 სექტემბრამდე, როცა სატურნი გახდება რეტროგრადული, ზუსტად ამ პერიოდში უნდა მივიღოთ წინა პერიოდის შრომის და მუშაობის შედეგები, უნდა მივიღოთ ცლილებები იმ საკითხებში, რომელიც ჩაისახა ციკლის დასაწყისში. და ეს ცვლილებები მოითხოვენ მაღალ პასუხისმგებლობას, თვითშეზღუდვას, თვითდისციპლინას.
შესაძლებელია თუ არა, რომ ცვლილებები იყოს ნეგატიური? იმ ადამიანებისთვის, ვინც იციკლება პრობლემებზე, ვინც ჩადო დესტრუქციული პროგრამები ციკლის დასაწყისში, ვისაც არ შეუძლია მიზანმიმართული სიარული- შესაძლებელია- კრიზიცები, დანაკარგები, იძულებითი შეზღუდვები. დანარჩენ შემთხვევებში, თუ სატურნის პრინციპები იყო აღქმული ისე, როგორც სატურნს შეეფერაბა, ცვლილებები არ უნდა იყოს ნეგატიური, თუმცა პერიოდი არის დამღლელი, ვინაიდან გიწევს ბევრი მუშაობა. მაგრამ იცი რისთვის მუშაობ- იმისთვის, რომ მიიღო კონკრეტული შედეგები.

ლია ბარათაშვილი
ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრი
20.12.2017
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ეზოთერია მე-8 გადაცემა 2 ნაწილად (სარეკლამო-საინფორმაციო ვერსია)

მერწყულის ეპოქა . კაცობრიობის ახალი ერა

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი