» » რას ნიშნავს „ღმერთი“ და როგორ გავხდეთ საკუთარი ბედის გემოვნებიანი შემოქმედნი
ეზოთერიკა / რელიგია / Slide

რას ნიშნავს „ღმერთი“ და როგორ გავხდეთ საკუთარი ბედის გემოვნებიანი შემოქმედნი

ქრისტიანული წმინდა სამების ერთიანობის შესახებ ბევრი სასულიერო მოღვაწე, უამრავი თეოლოგი თუ, უბრალოდ, მორწმუნე საუბრობს... ღმერთის ამ სამი ჰიპოსტასის მთლიანობის შესახებ, ცოტას ჩვენც ვისაუბრებთ, რათა მეტად გასაგები გახდეს, საერთოდ, რა ფენომენთან გვაქვს საქმე.

უწინარესად, მინდა გავიხსენო მსოფლიოში აღიარებულ ცნობილ ქართველ მეტაფიზიკოსთან, მალხაზ გველუკაშვილთან საუბარი, როცა ცნება „ღმერთის“ შესახებ ჩემთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა და, შეიძლება ითქვას, მომცა უამრავი კანონზომიერი პროცესის ახსნის გასაღები...

ბევრისთვის, ღმერთი, ეს უმაღლესი პიროვნებაა და მართალიცაა... ბევრისთვის, ის უზენაესი გონია და მართალიცაა... ბევრისთვის ღმერთი, უბრალოდ, მამაა და მართალიცაა... ბევრისთვის, ის კეთილია, მკაცრია და კიდევ უამრავი სხვა თვისების მატარებელია და მართლიცაა... მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთზე უამრავი წარმოდგენა არსებობს და ყველა თავისი აღქმის დიაპაზონის მიხედვით ფიქრობს და საუბრობს მასზე, რაშიც ყველა მართალია და აქ არავისი მოსაზრება მასზე მცდარი არაა... საქმე ისაა, ყველაზე მთავარს, სიტყვა „ღმერთს“ რომ გავყვეთ, თუ საიდან წარმოიშვა ეს ცნება, გაგიკვირდებათ და ნუმეროლოგიურ აბრევიატურას ასახავს, რომლის მიხედვითაც, „ღ“ არის 700, „მ“ არის 40, ხოლო სიტყვით გამოთქმული ერთი არის 1... საერთო ჯამში, ვღებულობთ რიცხვს 741... ახლა მოდით, ავხსნათ, თუ რა არის ეს 741:

ბუნებაში, 9 ციფრზე მეტი, მოგეხსენებათ, ციფრი სხვა არ არსებობს (ნულის გარდა, რომელიც არაფერია და ყველაფერი მისგან გამოდის და ყოველივე მასში ქრება... ასე ვთქვათ, „არარა“, როგორც ლაო ძი აბობს). 9-ზე მეტი ნებისმიერი ნომინალი არის მხოლოდ რიცხვი, რომლებიც ორი ან მეტი ციფრით იწერება. აქ ჩვენ ვეხებით მსოფლიოში აღიარებულ უზუსტეს მეცნიერებას - მათემატიკას და, რაოდენ მრავალრიცხვიანი ანგარიშის სისტემებიც არ უნდა არსებობდეს, მაგალითად, თექსვმეტობითი სისტემა, სადაც 16 არის 1, მაინც, ბუნებაში ციფრების რაოდენობა ისევ 9 რჩება, რადგან ეს თექსვმეტობითი სისტემაც ერთიანით და ექვსიანით არის ფიქსირებული. ეს კანონზომიერება მიგვანიშნებს ზუსტად მთლიანად სამყაროში არსებულ სისტემაზე, რომელიც 9-ანის პრინციპზეა ყველა, ყველაფერი, ყველგან და ყოველთვის - მატერიაში გამოვლენილი... ეს 9, ბუნებრივია, იყოფა 3-ზე და თითოეული სამდანაყოფიანი მოცემულობა, ჩვენი საუბრის თემაში, წარმოადგენს ზუსტად სამების პრინციპს. მამა, ძე და სულიწმინდა - ეს მშობლიური განცდისმიერი ემოციური აღწერაა, სადაც მამა - არის გონი, ძე - არის ემოცია (სიტყვა), ხოლო სული წმინდა - არის დედა ისევე, როგორც აღმოსავლურ სწავლებებში „იან“, „დინ“ და „ინ“ ენერგოსუბსტანციები, როგორც ერთი მთელი. დავუბრუნდეთ ცნება „ღმერთს“, ანუ 741-ს და მოკლედ ვთქვათ, რას ნიშნავს ამ ცხრიან სისტემაში 7-ანი, 4-ანი და 1-ანი: 3-ზე გაყოფილი 9-ანის 3 ერთეული გახლავთ 7, 8 და 9, შემდეგი 3 ერთეული - 4, 5 და 6, ბოლოს კი 1, 2 და 3...

• 7-ანში არის ზედა 3 განზომილების იდეა, გონი, რომელიც მამრობითია და მენტალურ, გონებისმიერ სივრცეებს წარმოადგენს;
• 4-ანში არის შუა, ემოციური 3 განზომილების იდეა, რომელიც აბსოლუტურ ემოციას, როგორც ძე ღმერთზე ითქმება ხოლმე, რომ ქრისტე სიყვარულია, აბსოლუტური სიყვარულის იდეას გადმოსცემს;
• ხოლო ერთიანში არის მყარი მატერიის, ფორმის, განსხეულების იდეა, რომელიც გულისხმობს მამის იდეის რეალიზაციის არეალს, განსხეულების იდეას, რომელიც დედის ფუნქციურ დატვირთვას ნიშნავს.

ასე, ჩვენ უკვე მივედით აზრამდე, რომ „ღ“, „მ“ და „ერთი“ არის გონი (7 - იდეა მენტალურობის), ემოცია (4 - იდეა ემოციურობის) და სხეული (1 - იდეა განსხეულების, იდეის ხორცშესხმის), ანუ გონება, ემოცია და სხეულის მთლიანობა...

აქვე გავიხსენოთ (რათა ერთმანეთთან დავაკავშიროთ და მთლიანი სურათი უფრო აღქმადი გახდეს), რომ არსებობს 7 ნატიფი სხეული, ენერგეტიკული ცენტრი, ე. წ. 7 ჩაკრა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ 9-დან შვიდ ერთეულთან და, როგორც ძველები იტყოდნენ, არსებობს 9 ცა, მეცნიერულად თუ ვიტყვით, 9 განზომილება, 9 ენერგეტიკული პრიზმა, სიხშირული დიაპაზონი... კიდეც გექნებათ გაგონილი ბედნიერების გამომხატველი გამოთქმა „მეშვიდე ცაზე ვარო“, ან „მეცხრე ცაზე ვარო“ (აქვე გავიხსენოთ ლოცვა „მამაო ჩვენოში“ ცების მრავლობითობაც)... ამ რომელიმე „ცაზე ყოფნაში“, სქემატურად იგულისხმება ინდივიდუალური ცნობიერების (კუნდალინის) მდგომარეობა, თუ რამდენ განზომილებაში აზროვნებს, აღიქვამს და არსებობს ადამიანი. თუ მაგალითად, ცნობიერება ვიბრირებს მე-7 განზომილოებაში, ის მოიცავს მის ქვემოთ დანარჩენ ექვსაც და, აქედან გამომდინარე, მე-9 განზომილება კიდე მოიცავს მის ქვემოთ დანარჩენ 8-საც, ხოლო დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის ფორმის რესურსს მხოლოდ 7 ჩაკრა, 7 განზომილება, 7 სიხშირული დიაპაზონი წარმოადგენს... ესე იგი, ჩვენს ინდივიდუალურ ცნობიერებას აქვს შესაძლებლობა, მოიცვას და იმოქმედოს, რეალიზდეს 7 განზომილებაში დედამიწაზე, კუნდალინის ჩაკრებში ეტაპობრივი განვითარების შემთხვევაში... ერთ-ერთ სტატიაში, საუბარი გვაქვს ზუსტად ამაზე, სადაც განხილულია ქრისტეს ცნობიერების განვითარების 7 საფეხური ზუსტად კუნდალინის 7 ჩაკრაში რეალიზაციის მიხედვით, სადაც ბოლო ეტაპი, ფერისცვალება, არის ცნობიერების მომცველობითობა 7 განზომილებაში, როცა ის კონტაქტზე თავისუფლად გადის, სწორედ მე-7 განზომილებიდან რომ იწყება მათი ყოფიერება, იმ უმაღლეს ნათელ იერარქიულ წარმომადგენლებთან - ელიასთან და ენუქთან, რაც მისმა მოწაფეებმაც იხილეს... ზოგადად, ამ საფეხურზე მთავრდება ადამიანის სულიერი განვითარებაც დედამიწაზე...რაზეც ჩვენ ახლა ზემოთ ვისაუბრეთ, უკვე ვიცით, რომ როგორც მაკროკოსმიური უმაღლესი პიროვნება არის სამჰიპოსტასიანი (მამა, ძე და სული წმინდა), ასევე მიკროკოსმიური, უმაღლესი პიროვნების მსგავსი სიცოცხლის ფორმა - ადამიანიც გახლავთ 3-ჰიპოსტასიანი, რომელ ერთარსსაც გონების, ემოციის და ფიზიკური ქმედების მთლიანობის, სინქრონში მოყვანის უნარი და მეტიც, მისია, ვალდებულება აქვს, რათა ადამიანი ჩაითვალოს, რომ არსებობს... აი, ჩათვალეთ, რომ, თუ გსურთ, ავტომობილმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, პედლები, საჭე და ბორბლები - სამივე სინქრონში უნდა მუშაობდნენ. აქედან, რომელიმე რომ გამოირიცხოს, მანქანა ტრანსპორტის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და მის გადაადგილებაზე გარეშე ფაქტორები იმოქმედებს - ევაკუატორი და ბუქსირი... ასევეა ადამიანი, რომელსაც ამ 3 ჰიპოსტასთაგან რომელიმე ერთი სინქრონში არ აქვს დანარჩენ ორთან... ჩათვალეთ, რომ პედლები გონებაა, საჭე ემოცია, ხოლო ბორბლები - ხორცშესხმა, მოძრაობა, მოქმედება...

ახლა მივადექით როგორც მაკროსამყაროს შემოქმედებითობის პრინციპს, ასევე ადამიანის მიკროსამყაროს შემოქმედებთობის პრინციპსაც... ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა ადამიანი მთლიანდება და ერთმანეთთან აკავშირებს აზრს, ემოციას (სიტყვას) და ქმედებას, ის ქმნის რეალობას. რეალობის ქმნადობის პრინციპი კი შემდეგში მდგოარეობს:
1) გონება შობს მოვლენის, კონკრეტული რეალობის ვიზუალურ სქემას (ამას წარმოსახვას ეძახიან);
2) ემოცია (ნებასურვილი, ან ნებასურვილით წარმოთქული ბგერითრეზოანსული ვიბრაცია - სიტყვა) აცოცხლებს წარმოსახულ სქემას და გადასცემს სააღმსრულებლოს, რათა ხორცი შეესხას იდეას მატერიაში;
3) სააღმსრულებლო - მდედრობითი საწყისის მატერიალური ხილული სამყარო იდეას ემოციისგან ღებულობს, როგორც სპერმატოზოიდს კვერცუჯრედი და იწყება იდეის რეალიზაციის, განსხეულების პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში შედეგს შობს...

ახლა ისიც ვთქვათ, ასინქრონული ჰიპოსტასიური მდგომარეობა როგორ ვლინდება:
თუ მაგალითად, გონებაში წარმოისახა სქემა, ხოლო ემოციამ ის ვერ ასაზრდოა და სააღმსრულებლომდე ვერ მიიტანა, ის სქემა, როგორც ენერგოინფორმაციული ტალღა, ისე გაიტყორცნება სამყაროში. ვინაიდან ადამიანის თვისება ინფორმაციის მიღება, დამუშავება და გაცემაა, თუ სამყაროს გლობალურ საინფორმაციო ველში გატყორცნილი იდეა სრულიად „შემთხვევით“ დაიჭირა ადამიანმა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, არ უფიქრია ამ სხვისგან გატყორცნილ კონკრეტულ იდეაზე, მაგრამ ემოციური მზაობა ჰქონდა მას, იზიდავს ამ იდეას, სწრაფად იჭერს და სხვისი ნაფიქრი აბსოლუტურად სხვას უხდება, სხვას, რომლის ემოციური წყობა სიხშირულად შეესაბამებოდა იდეას...

მოკლედ რომ ვთქვათ, მეგობრებო, იმისათვის, რომ ჩვენი რეალობა სპონტანურად, ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების მიღმა, ქაოტური გარეშე ფაქტორების ზემოქმედებით არ დაპროგრამდეს, იმისათვის, რომ ავტომატურები და ინერტულები არ ვიყოთ ცხოვრებაში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ - რა გვინდა ცხოვრებაში, რა არის მიზანი, რათა გონებაში შევქმნათ ვიზუალური სქემა და ნებასურვილით გავაცოცხლოთ ის, რაც აუცილებლად მატერიალიზდება...

გაიხსენეთ ქრისტეს სიტყვები - თუ გაიფიქრეთ ცოდვა, ჩათვალეთ, რომ ჩაიდინეთ ის... რადგან როგორც ზემოთ აღვწერეთ, გაფიქრებული სქემა აუცილებლად ვინმეს ემოციური მუხტით სადღაც ცოცხლდება და მატერიალიზდება...აქვე ისიც ვთქვათ, რომ იდეის რეალიზაციაში უმთავრეს როლს შუალედური რგოლი ასრულებს, ეს რგოლი კი ემოციაა!.. ემოციური წყობა, განცდა, თუნდაც გაუცნობიერებელი, უკვე თავის თავში ატარებს თუნდაც ვიღაცისგან წარმოდგენილი სქემის მოზიდვისა და თავის ცხოვრებაში გაცოცხლების, რეალიზაციის პოტენციალს და, ეს, აუცილებლად მოხდება ადრე თუ გვიან ხოლმე... ამიტომ დააკვირდით, რას ფიქრობთ, რას განიცდით ემოციურად და ვისზე, ან რაზე გაქვთ ემოციური მიჯაჭვულობა. შესაძლოა, ახლა დაფიქრდეთ და თქვათ, რომ კაცო, მე ხომ ჩემთვის სულ კარგი მსურს, რატომ მიხდება ყოველთვის ცუდი? და დააკვირდით - რომელი ჰიპოსტასით გსურთ, გონებით ხომ არა? იქნებ მოგიწევთ, ისწავლოთ, თუ რა არის სურვილი და როგორ უნდა გამოვიმუშაოთ სურვილის უნარი? დააკვირდით ხოლმე, როცა რაიმე გსურთ, შედეგში ეჭვი ხომ არ გეპარებათ ხოლმე შემთხვევით? რადგან აბსოლუტურად სუფთა აზრისა და ნებასურვილის სინქრონული ენერგეტიკული პროგრამა გამორიცხავს მატერიაში იდეის არარეალიზებულობას. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ გონებით - რა არის მიზანი, ზუსტად უნდა შეძლოთ, ურყევი ნება და სურვილი შეაგებოთ ამ მიზანს, რომ მიღოთ შედეგი...
იმისათვის, რომ ვაცნობიერებდეთ, თუ რა არის ჩვენში წარმოქმნილი მიზანი, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ჩვენია თუ არა აზრები, რადგან ჩვენ ყოველდღიურად სამყაროს სხვადასხვა საინფორმაციო სივრცეებიდან ვღებულობთ მენტალურ აზრფორმებს და ჩვენი გვგონია; იმისათვის, რომ ვაცნობიერებდეთ, ჩვენი ბუნებრივი ემოციაა, რომელიც გაგვაჩნია თუ გარეშე ფაქტორების ზეგავლენით ხელოვნურად შექმნილი განწყობა, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, თუ რამ გამოიწვია ესა თუ ის ემოცია ჩვენში და არის თუ არა ეს და ის, ჩვენს პირად სივრცეში არსებული ბუნებრივი ზნეობრივი ფილტრიდან, კრიტერიუმებიდან, ფასეულობათა სისტემებიდან გამომდინარე, რადგან ჩვენს ერთ-ერთ წინა სტატიაში ამაზე უკვე ვისაუბრეთ, თუ საიდან შეიძლება ფორმირდებოდეს როგორც აზრები, ასევე ემოციები, კრიტერიუმები, მენტალურ-ემოციური ფილტრები, ჩვენთვის არაბუნებრივი ფასეულობათა სისტემები...

რეზუმეს სახით:
ფიქრის, ემოციის (სიტყვის) და მოქმედების მთლიანობა - ესაა მაგიური შემოქმედებითობა, რომელი პრინციპითაც შექმნა უმაღლესმა პიროვნებამ ეს სამყარო და რომელი პრინციპითაც, ადამიანი თავის რეალობას ქმნის შეგნებულად თუ შეუგნებლად...
• აზრები მატერიალურია!
• ემოციები მატერიალურია!
• მატერია კი ისედაც მატერიალურია!
აქ ჩვენ მატერიის კონკრეტულ სიმკვრივეებზე გვაქვს საუბარი, თორე ყველაზე მცირე ელექტრომაგნიტური ტალღაც, რომელიც უხილავია, სრულიად მატერიალურია და გაივალისწინეთ, რომ ნებისმიერი რხევა, ფიქრისგანაა ეს აღძრული, ემოციისგან თუ ავტომატური მოქმედებისგან, ატარებს ნატიფ, ან უხეშ ელექტრომაგნიტურ სტუქტურას და გააჩნია ეთერული გარსი, რომელი ეთერიც, თავის თავში გულისხმობს მყარი მატერიის საწყის მდგომარეობას... სწორედ ეთერი გახლავთ ის სუბსტანცია, რომელიც აფორმირებს, ენერგიებს და ქიმიურ ელემენტებს კრავს და იდეის სტრუქტურულ გამოვლინებას ახდენს, რომელი გამოვლინების ბოლო კონდენციაც, ყველაზე უხეში მკვრივი მატერიაც შეიძლება იყოს...

ლაშა ჩხენკელი

ოკულტური სალონი

скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

2018 წლის 11 აგვისტოს მზის დაბნელების შესახებ

Guide to cats and kittens