593 97 88 67
info@geoastro.ge
tornike299@gmail.com
1. მთელი ოკულტიზმი დგას სამ ძირითად საფუძველზე: წარმოსახვა, ემოცია და გრძნობა. თუ რომელიმე ამ სამიდან არასაკმარისია, შედეგი არ მიიღება. ყველაფერი სხვა - სიტყვები, ჟესტები, ინსტრუმენტები... მხოლოდ კონცენტრაციის გასაძლიერებლად გამოიყენება და თუ გაქვს გამოცდილება და უნარი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე მიიღებ შედეგს.
2. იმისათვის, რომ მოიპოვოთ ძალა, საჭიროა ორი რამ: გაათავისუფლო ნება მონობისაგან და ისწავლო ძალაუფლების ხელოვნება.
3. გინდოდეს ძალიან, ხანგძლივად და ყოველთვის, მაგრამ არასოდეს გინდოდეს წარსული რიცხვით - ესაა ძალის საიდუმლოება და ამაშია ოკულტიზმის გასაღები.
4, ჩვენს ნებაზე გავლენას ვერ უნდა ახდენდეს გარე ფაქტორები, ის მთლიანად უნდა ემორჩილებოდეს ჩვენს ცნობიერებას.
5. გწამდეს, ნიშნავს იცოდე, რომ ის რისიც გწამს, რეალურად მოხდება.
6. იბრძოლო ბუნების წინააღმდეგ, რათა მართო და დაიპყრო იგი, ესე იგი რისკავ გონებითა და სიცოცხლით.
7. იმისათვის, რომ სხვა მართო, ჯერ თავის მართვა უნდა ისწავლო.
8. ყველაზე საშიში და სახიფათო - სამართლიანი მძვინვარებაა.
9. ის, ვისაც არაფრის ეშინია და არაფერი სურს - მბრძანებელია.