პლანეტები / ასტროლოგია / ქირონი / Slide

ქირონი

ქირონიქირონი დაბადების ჰოროსკოპში - ეს არის სიმბოლო გაორების, ორმხრივობის, ორი ჰიპოსტასის, მედლის ორი მხრის, აგრეთვე ეს არის ძაფი, რომელიც აკავშირებს სულიერსა და მატერიალურს, ყოფიერების საიდუმლოს გასაღები.
ქირონის სიმბოლო - გასაღები.
თვისებები - გაორება, მატერიისა და სულიერის კავშირი.
ქირონის ენერგია: დენი, გაერთიანების საწყისი.
სიმბოლოს ძირითადი მნიშვნელობა: დიპლომატია, გონიერება, სიბრძნე, გააზრება, სიეშმაკე, აწონ-დაწონვა, გაწონასწორება, კანონი, იურისპრუდენცია, მატერიალურობა, ფული, ფულსა და მატერიალურობაზე მიჯაჭვულობა, გაორება და ორმხრივობა, ორპირობა, მსახიობობა, პოლიტიკა.
ქირონის სიმბოლური შესატყვისობა
ქირონის ფერი: ნაცრისფერი, ყვითელი, მწვანე.
ქირონის ქვები და მინერალები: იასპი, ფირუზი, სერპენტინიტი.
ლანდშაფტი: ხეობები, ველები, მდინარის ნაპირები, მინდვრები.
ქალაქის პეიზაჟი: სასამართლოები, საკანონმდებლო საბჭოები, სამთავრობო ორგანოები, საკანონმდებლო ორგანო, საელჩოები, საკონსულოები, სხვადასხვა წარმომადგენლობები, თეატრები, კაზინოები, ღამის კლუბები.


ქირონი ნათალურ რუკაში
ქირონი მატარებელია სიბრძნის გასაღების, გაცნობიერების და გაგების. თანაც, სამყაროს ბუნების, კოსმოსისა და ადამიანის სულის საიდუმლოებების გაცნობიერებისა და გაგების. ზუსტად ამაში მდგომარეობს ქირონის ჯილდო. მაგრამ ეს ჯილდო ყველას ვერ მიეცემა, ის გადაეცემათ მხოლოდ მათ, ვინც თამამად მიაბიჯებს ქირონის სიბრძნისა და ცოდნის გზაზე. ქირონის ამოცანაა, თავის თავში გააერთიანოს ორი დაპირისპირებული და ურთიერთგამომრიცხავი საწყისი, მაგალითად: ქალური და მამაკაცური ყოფით პირობებში, ან სიკეთისა და ბოროტების უფრო გლობალური მასშტაბით.
ნათალურ რუკაში, ზუსტად ქირონი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ისეთი ჭეშმარიტება, რომ “სიკეთე არსებობს ბოროტების წყალობით”. მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება ცუდი, განსაცდელი, ხიფათი და უბედურება, ის იწყებს იმის გაგებას, თუ რა არის კარგი, რა არის სინამდვილეში სიხარული, კეთილდღეობა და ბედნიერება. მხოლოდ განსაცდელში და უბედურებაში აფასებს ახლობლებისა და მეგობრებისაგან დახმარებასა და თანადგომას. მხოლოდ ღალატის შემდეგ უდგება სერიოზულად მეგობრებისა და ახლობლების არჩევის საკითხს და პოულობს ერთგულ და საიმედო ადამიანებს.
ქირონის გზა - ეს არის გზა სიბრძნისკენ, ყველაფრისა და ყოველივეს გაგებისკენ, ჭეშმარიტების არმოჩენის და ბუნების კანონების შესწავლისკენ. მაგრამ ქირონი ორმხრივია და ამაშია მისი ვერაგობა. ქირონის მთავარი ამოცანაა - სულიერი და მატერიალური სამყაროს კავშირი. მაგრამ ქირონი თავისი არსით არის თვით ეს შემაკავშირებელი ძაფი: ის მუდამ დაჰქრის ამ ორ სამყაროს შორის.
რადგან ქირონი მატერიალურ სამყაროსთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე ჰოროსკოპის დანარჩენი პლანეტები, ამიტომ თავისი მეურვეობის ქვეშ მყოფთ ის ხშირად აძლევს მატერიალურ სიკეთეს: მაღალ ანაზღაურებას, ასევე სხვა, მათ შორის არაკანონიერ შემოსავალს. ქირონს შეუძლია ხელი შეუწყოს განძის აღმოჩენას, მოგებას, სარფიან გარიგებას. და თუ ასეთი ადამიანი, ქირონის ნებიერა, იწყებს გატაცებას თავისი გამართლებით და გადაერთვება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე, მაშინ ის გადაუხვევს ქირონის გზას და როგორც კი ეს მოხდება, მას წარმატების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.
დიპლომატიური ქირონი მაინც არ აყენებს გამანადგურებელ დარტყმას ბედს, მასთან დაკავშირებული არ არის ტანჯვა, განსაცდელი და უბედურება. ბრძენი ქირონი იოლად გადის ამის გარეშეც. იმათ, ვინც გადადის სულიეების გზიდან, უბრალოდ ტოვებს იღბლის და წარმატების გარეშე, მაგრამ არასოდეს არ ართმევს მანამდე ბოძებულ მატერიალურ ფასეულობებს.
ბუნებისა და კოსმოსის საიდუმლოებების გაცნობიერება - ადამიანისათვის უკიდურესად მძიმე ამოცანაა, ამის შესახებ ქირონმა “იცის” და უქმნის ადამიანს პირობებს, პირველ რიგში, ინტელექტუალური და სულიერი ზრდისთვის, ეხმარება მატერიალური სირთულეების ჩამოცილებაში, რომ მათ ყურადღება არ გაუფანტონ ფიქრის დროს.
ყოველდღიურ ცხოვრებში ქირონი არის დიპლომატი, და ყველას, ვის ნათალურ რუკაშიც ის არის გამოხატული, საკმაოდ ძლიერად აქვს განვითარებული დიპლომატიის ნიჭი. ეს ადამიანები, როგორც წესი, ახდენენ სასიამოვნო შთაბეჭდილებას: ისინი არიან ტაქტიანი და გაწონასწორებული, კომუნიკაბელური და მხიარული განწყობის ადამიანები, იმსახურებენ მოწონებას. და რაც მთავარია, ადვილად იმსახურებენ ნდობას! რასაც კარგად იყენებენ. ამასთან ერთად, მათ გააჩნიათ ჭეშმარიტად პარანორმალური პოლიტიკური წინათგრძნობა: ყველა შემთხვევაში უცებ გრძნობენ წყალში ჩაძირულ ნებისმიერ ქვას, დაფარულ ინტრიგებს,ხედავენ ყველა ურთიერთდაპირისპირებულ ძალას და ზუსტად იციან, რით დამთავრდება ყველაფერი. ეს მათ საშუალებას აძლევს ყოველთვის დარჩნენ წყლის ზედაპირზე, თავი ააცილონ დარტყმებს, და იყვნენ ყველასათვის კარგები.
მათგან, ვის ნათალურ რუკაშიც ქირონს უკავია ძლიერი პოზიცია, არ შეიძლება ველოდოთ ერთგულებას და საიმედოობას. ქირონი მათ ანიჭებს გაორებას, და არასდროს არ იცი სად არის მათი სიცრუე, და სად სიმართლე, რას არ ამბობენ ბოლომდე, და რას მალავენ თავის გონებაში. მაგრამ ღალატი - ეს ნეპტუნის დამახასიათებელია და არა ქირონის.
ისინი, ვის ნათალურ რუკაშიც ძლიერი პოზიცია აქვს ქირონს, მოწოდებით მოღალატეები სულაც არ არიან! უბრალოდ მათ აქვთ საკუთარი, თავისებური ცხოვრების წესი და ღირებულებებისა და ეთიკის ნორმების თავისებური სისტემა. ქირონის მეურვეობის ქვეშ მყოფი (ის, ვის დაბადების ჰოროსკოპშიც ქირონს აქვს ძლიერი პოზიცია), ყოველთვის მხიარული და მომღიმარი, მშვიდი და გაწონასწორებულია, ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობაში, ტაქტიანი და დიპლომატიურია, საუბრობს ჭკვიანურად და იძლევა ღირებულ რჩევებს, კარგად განაწყობს თავისადმი.მაგრამ თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ მის შინაგან არსში ჩაწვდომა შეუძლებელია, მასში არის რაღაც არაგულწრფელი: ყოველთვის ამბობს იმას, რისი თქმაც უნდა, არასოდეს არ გადაშლის გულს. იგრძნობა მისი ეშმაკობა. მისგან არ იგრძნობა არც ერთგულება, არც თავდადება, არც საიმედობა, მაგრამ ამასთან ერთად იძულებულს ხდის პატივი სცენ მის მოვალეობას და პასუხისმგებლობას - რითაც სინამდვილეში მხოლოდ აბნევს.
მთელი საქმე იმაშია, რომ ის დიპლომატია. დახმარებას უწევს ყოველთვის და აქტიურად მაშინ, თუ დაინტერესებულია ადამიანით, ან მაშინ, როცა ეს დახმარება მასთვის ფაქტიურად სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ არ ღირს ველოდეთ მისგან მადლიერებას: ის არ არის დამხმარე, თუ უწევს თავის შეწუხება, ის ყოველთვის გამონახავს საპატიო მიზეზს, რათა უარი თქვას დახმარებაზე. შინაგანად ძალიან ცივია. ასეთი ადამიანი გამოირჩევა მხოლოდ გამომწვევი იღბლიანობით. დაბადებიდან მას თანდაყოლილი აქვს შესანიშნავი საქმოსნის თვისებები: სიბრძნე, დიპლომატია, გამჭრიახობა, ეშმაკობა, კომერციული წინათგრძნობა. მისი სასიამოვნო, მისდამი კარგად განმწყობი ზნე, ნდობის ადვილად მოპოვების უნარი ეხმარება მას ხელსაყრელი გარიგებების დადებაში და პარტნიორების მოზიდვაში.
ეს თვისებები ეხმარება მას ინფორმაციის მოგროვებაში და ამის წყალობით ახერხებს იყოს საჭირო დროს საჭირო ადგილას. ასევე ეხმარება საჭირო კავშირების დალაგებაში. ამის გამო მისი ფინანსური მდგომარეობა, რგორც წესი მდგრადია და დიდ შემოსავლიანი.
ქირონის თვისებები აუცილებელია მთელი რიგი პროფესიის ადამიანებისთვის. პირველ რიგში ესენი არიან იურისტები: ქირონი ანვითარებს მეხსიერებას, რაც იძლევა ინფორმაციის დიდი ნაკადის სწრაფად აღქმის, მისი ათვისების და დამუშვების, კანონებში, ნორმებსა და წესებში კარგად ორიენტირების საშუალებას; დიპლომატიურობა ადვოკატებს საშუალებას აძლევს სიტყვით გამოვიდნენ სასამართლოში, მოიგონ პროცესები; სიბრძნე მოსამართლეებს საშუალებას აძლევს მოიცვან განსახილველი საქმის ყველა ნიუანსი და გამოიტანონ კანონიერი გადაწყვეტილება. დიპლომატებს ქირონი ჩუქნის თვით დიპლომატიის უნარს. პილოტებს აძლევს სიტუაციის სწრაფად აღქმის და გააზრების შესაძლებლობას, რაც ხელს უწყობს კარგად ორიენტირებას არასტანდარტული და კრიტიკული სიტუაციების დროს, სწორი გადაწყვეტილების პოვნას და სიმშვიდის შენარჩუნებას.
ქირონის გაორების თვისება მნიშვნელოვანია მსახიობებისთვის, ის ეხმარება მათ მთლიანად შეიჭრან როლში. ეშმაკობის და ხალხზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენის უნარი კი აუცილებელია პოლიტიკოსებისთვის.

ქირონი ზოდიაქოს ნშნებში

ქირონი











ქირონი ვერძში
ეს არის თაობა დაბადებული 1919 - 1925 წლებში
ასეთ ხალხს უნდა რომ გამოჩნდეს იმაზე ძლიერი, ვიდრე სინამდვილეშია. მათ ხშირად ახასიათებთ აქტიურობის და ხასიათის ცვალებადობა, მათ ხშირად ვერ გაურკვევიათ იმოქმედონ აქტიურად, თუ სჯობს მიყუჩდნენ. რაც უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენენ, მით უფრო მეტად ღიზიანდებიან. ასეთი პიროვნებები ერთდროულად ეჭიდებიან რამოდენიმე საქმეს და შემდეგ ტოვებენ დაუმთავრებელს.
ყველაზე საუკეთესო ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ ნახტომის ფორმით, ე.ი. კეთდება, ეგრეთ წოდებული “კურდღლის მარყუჟი”, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით ვერძი ხომ კურდღელია.
ქირონი კუროში
ეს არის თაობა დაბადებული 1926 - 1933 წლებში
ასეთი ადამიანები შესანიშნავად გეგმავენ თავის ქმედებებს. ისინი ნიჭიერები არიან ტაქტიკასა და სტრატეგიაში. ამ ადამიანებს შეუძლიათ გათვალონ შესაძლო პრობლემების სხვადასხვა ვარიანტები და შეუძლიათ მოქნილად მანევრირება. ისინი მეცნიერებაში, საყოფაცხოვრებო საქმეებში და შემოქმედებაში აღწევენ დიდ წარმატებებს.
მაგრამ მათ შეიძლება გამოავლინონ სიხარბე და შური სხვისი წარმატების გამო. ხშირად ისინი წინ მიაბიჯებენ, შემდეგ კი უხვევენ გვერდზე.
ქირონი ტყუპებში
ეს არის თაობა დაბადებული 1933 - 1937 წლებში
ასეთი პირები ყველას ამეგობრებენ, აკავშირებენ, თავად კი რჩებიან მარტოსულები. ისინი ვერ იტანენ დისციპლინას. კარგად ეთვისებიან ყველანაირ პირობებს. ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერი იცოდნენ, ამიტომ ცოტ-ცოტა ვითარდებიან ყველა სფეროში.
ასეთ ადამიანებს შესაძლოა კარგად ჰქონდეთ განვითარებული ლიტერატურული ნიჭი. ისინი ობიექტურად აფასებენ სიტუაციას, მაგრამ ამასთან არ გამოხატავენ თავიანთ პირად აზრს. ისინი ექცევიან შეკრებილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ყვებიან სხვადასხვა ისტორიებს, თუმცა შეუძლიათ ამავე დროს იფიქრონ საკუთარზე.
ამ ხალხს შეუძლია გამოავლინოს ცრუ აქტიურობა, ანუ დაკავდნენ იმით რისი ინტერესიც არ გააჩნიათ. ასეთი ხალხის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, რადგან მათ შეუძლიათ აჩვენონ თავიანთი ქამელეონობა.
ქირონი კირჩხიბში
ეს არის თაობა დაბადებული 1937 - 1940 წლებში
ასეთი ხალხისთვის დამახასიათებელია მოხეტიალე ბუნება, ისინი ხშირად ხდებიან “გზააბნეული შვილები”. რაც უფრო კარგად ცხოვრობენ, მით უფრო ძლიერ უნდათ მოიპოვონ თავისუფლება. ხშირად ასეთი ხალხი ცხოვრობს ორმაგი ცხოვრებით და ჰყავთ ორი ოჯახი. ისინი შეიძლება იყვნენ ძალიან ჭირვეულები და ცვალებადები. ქირონის გაორების თვისება შეიძლება გამომჟღავნდეს ისე, რომ მას ერთდროულად იზიდავდეს ოჯახიც და თავისუფლებაც.
მაგრამ მათ აქვთ უნარი შინაგანად შეიცვალონ უკეთესობისაკენ. ხშირად ისინი ხდებიან არქეოლოგები და აცოცხლებენ უძველეს ტრადიციებს. ისინი კარგად ეცნობიან უცხო კულტურასა და ზნე-ჩვეულებებს.
უარეს შემთხვევაში მათში ვლინდება ვერაგობა, ცბიერება, ტყუილისკენ მიდრეკილება. შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობა ოჯახურ ცხოვრებაში. მათ ისიც კი შეუძლიათ, რომ ჰყავდეთ ორი ოჯახი და ჰქონდეთ რამდენიმე სახლი.
ქირონი ლომში
ეს არის თაობა დაბადებული 1940 - 1943 წლებში
ასეთი პირები აგებენ ილუზიებს და ცდუნდებიან გამარჯვებით. ხშირად ისინი არ არიან დარწმუნებულნი თავიანთ თავში და თვითდამკვიდრებისთვის თავის პოზიციას თავს ახვევენ ირგვლივ მყოფთ. ამ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ ორიენტაცია და გადაეწყონ ცხოვრების ახალ ნირზე. ზოგჯერ არ უნდათ იმის ჩვენება, რომ მათთვის ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ამით ისინი ფარავენ თავიანთ კომპლექსებს.
ასეთ ადამიანებს შეუძლიათ კარგად შეესისხლხორცონ ნებისმიერ შემოქმედებით სახეს. მათ ურჩევნიათ იცხოვრონ თავისუფალი ცხოვრებით. ისინი შესანიშნავად ებრძვიან თავიანთ ნაკლოვანებებს, რადგან შეუძლიათ თავიანთ თვს შეხედონ გვერდიდან. ეს ადამიანები ვერ იტანენ ღია პირფერობას, მათზე არ მოქმედებს შექება, პირიქით, შექებამ შეიძლება განუვითაროს კომპლექსები და თავის თავში დაურწმუნებლობა.
მისი ხასიათის უარყოფითი მხარე ვლინდება პოზიორობასა და თამაშში.
ქირონი ქალწულში
ეს არის თაობა დაბადებული 1943 - 1945 წლებში
მათ შეუძლიათ საკმაოდ ობიექტურად შეაფასონ განსხვავებული სიტუაციები. თუმცა ხშირად ეს არის მხოლოდ საქმიანი ხალხის მიბაძვა, რადგან ჩინური კალენდრის მიხედვით ქალწული - მაიმუნია. ისინი ეჭიდებიან წვრილმანებს და არ უდგებიან სიტუაციას გლობალურად. ეს ხდემა იმ წინააღმდეგობის გამო, რომელიც ჩნდება ნიშნის მიწიერებასა და პლანეტის სიდიადეს შორის.
მათ ხშირად შეიძლება გამოუვლინდეთ მაგიური შესაძლებლობები, რომელსაც ქირონიელები მოიხმარენ სიკეთისათვის ჯანმრთელობის და საზოგადოებრივ სფეროებში. მათ შეიძლება გამოუმჟღავნდეთ პუნქტუალურობის და მოვალეობის გრძნობის გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ არიან კარგი ტაქტიკოსები, მათ არასდროს არ იზიდავთ თამაში. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ კარგი სწავლულები, სამეცნიერო მოღვაწეები და პედაგოგები.
უარეს შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ ინტრიგანები და ანგარებიანი მაცდუნებლები. მათ ღლით ცხოვრება, რადგან წვრილმანების უკან ვერ ამჩნევენ უმაღლეს აზრს. თუ ისინი უზრუნველყოფილნი არიან მატერიალურად, შეიძლება მუშაობის სურვილი არც კი ჰქონდეთ.
ქირონი სასწორში
ეს არის თაობა დაბადებული 1945 - 1946 წლებში
ქირონი არის სასწორის მთავარი პლანეტა
ესენი არიან საკუთარი თავისადმი მომთხოვნი და მკაცრი პიროვნებები. ისინი ირჩევენ ისეთ პროფსიებს, როგორიცაა: ადვოკატი, იურისტი, ჟურნალისტი ან სახელმწიფო მოხელე. ისინი არიან ძალიან გულღიები და კარგად ალაგებენ ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან. ასეთი ადამიანები ამჟღავნებენ კარგ დიპლომატიურ უნარს და შეუძლიათ შეარიგონ მოდავე მხარეები. ისინი ისწრაფვიან სამართლიანობისაკენ.
უარეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები შეიძლება გახდნენ მერყევები და დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა. მათ შეიძლება არ გააჩნდეთ შინაგანი ღერძი და ხდებიან არადისციპლინირებულები. რაც უფრო მშვიდია მათი ცხოვრება, მით უფრო მეტად შეიძლება მოუნდეთ გაანადგურონ ყველაფერი თავიანთ გარშემო. ასეთი ადამიანები შეიძლება გახდნენ ძალიან ნერვიული და შარიანი. ასევე მათ ქცევაში შეიძლება გამოვლინდეს გაორება, მათ ენდომებათ ერთდროულად ორ სკამზე ჯდომა. ეს მიიყვანს ახლობლების ღალატამდე.
მათთვის უმჯობესია განავითარონ თავიანთ თავში სტაბილური პლანეტების, სატურნისა და ვენერას თვისებები, და უკვე სტაბილიზაციის შემდგომ - ქირონის საუკეთესო თვისებები.
ქირონი მორიელში
ეს არის თაობა დაბადებული 1946 - 1948 წლებში
მორიელის მფარველი პლანეტები არიან მარსი და ურანი. ეს რთული კავშირია, რადგან მარსი - ეს არის ბრძოლა და ვნება, ქირონი კი - თანხმობა და სიმშვიდე, ურანი - ეს არის რბევა და ქაოსი, ხოლო ქირონი- გაწონასწორებულობა.
ამ წინააღმდეგობების შდეგად ასეთ ადამიანებს ახასიათებთ შინაგანი კონფლიქტები და სულიერი შფოთვები. თვითმოტყუების მდგომარეობას მიყავთ იქამდე, რომ გარშემო მყოფნი მტრებად ეჩვენებათ.
უკეთეს შემთხვევაში ასეთი ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მატერიალურ კეთილდღეობას და ყურადღებას უთმობენ პრაქტიკულ ოკულტურ საქმიანობას. მაშინ ისინი მთლიანად გარდაიქმნებიან და თითქოს თავიდან იბადებიან. ასეთი პიროვნებები დაჯილდოვებულნი არიან ფსიქოლოგიური ნიჭით, ისინი საუკეთესოდ ერკვევიან ადამიანებში და მუდმივად აუმჯობესებენ თავის შინაგან სამყაროს. მაგრამ თუ ეს ადამიანები ვერ გადალახავან პლანეტების წინააღმდეგობრივ გავლენას, მაშინ მათ ეწყებათ სულიერი დაავადებების განვითარება. ისინი ესწრაფვიან ცხოვრებაში ცვლილებებს. რაც უფრო მეტი აქვთ, მით უფრო მეტად იწყებენ ფლანგვას, ან საერთოდ არაფერს ხარჯავენ. მათთვის ძალიან ძნელია შინაგანი კონფლიქტის დაძლევა.
ქირონი მშვილდოსანში
ეს არის თაობა დაბადებული 1948 - 1951 წლებში
ასეთი პიროვნებების ხასიათში კარგად ერწყმის ერთმანეთს შმაგი ავანტიურიზმი სიფრთხილეს. ისინი ჰგვანან აისბერგს - გვაჯადოებენ თავისი სიმშვიდით და სიდიადით, სიღრმეში კი ფარავენ თავის არსს. მათ უმჟღავნდებათ გონების ფილოსოფიური წყობა, ისინი არ ახვევენ ხალხს თავის აზრს, მაგრამ თავისუფლად შეუძლიათ გავლენა იქონიონ მათზე. ისინი ძალიან მოწიფული ადამიანები არიან, რომლებიც ადვილად აღწევენ დასახულ მიზნებს. მათ შეუძლიათ ადვილად იგრძნონ საუკუნის იდეები, გააკეთონ აღმოჩენები, რომლებიც უკვე მწიფდება.
მშვილდოსნის მფარველები არიან იუპიტერი და ნეპტუნი. ნეპტუნი - შემოქმედებითი ნიშანია, ამის წყალობით მშვილდოსნებს შეუძლიათ გათვალონ საყოველთაო საინფორმაციო ველი. იუპიტერის წყალობით მშვილდოსნების ყელანაირი საქმიანობა იძენს კანონიერ სტატუსს.
მაგრამ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ გამოავლინონ გაორება თავიანთ ხასიათში. მიზნის მისაღწევად შეუძლიათ დაჩაგრონ სუსტი, ანუ შეუძლიათ გადაიარონ თავებზე. ისინი ჯერ მოქმედებენ ცბიერებით, შემდეგ კი ძალითაც. მიზნის მისაღწევად თავიანთ გზაზე სჩადიან უამრავ გადაცდომებს და უაზრო ქმედებებს.
ქირონი თხის რქაში
ეს არის თაობა დაბადებული 1901 - 1905, ასევე 1951 - 1955 წლებში
ისინი ფლობენ საუკეთესო ტაქტიკურ უნარებს. ისინი ფარულად აწარმოებენ თავიანთ საქმეს, ამასთან ერთად ჭკვიანურად ცვლიან თავიანთ სტრატეგიას. რადგან თხის რქა მიწის ნიშანია, მას მიზნის მისაღწევად დიდი შრომა სჭირდება.
ძლიერი ქირონის მქონე ადამიანები ყველა საქმეში იჩენენ ოსტატობას და პროფესიონალიზმს. შრომისმოყვარეობის გამო ასეთი პიროვნებები აღწევენ ნებისმიერ სიმაღლეებს. მათ შეუძლიათ გონება მოიკრიბონ გადამწყვეტი ნახტომის წინ და დაიპყრონ საჭირო სიმაღლე. ისინი ძალიან იოლად აღწევენ მიზანს, ეს ყველაფერი ხდება მარსის წნეხის და ქირონის სიფრთხილის წყალობით.
მათ ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ შეიცნონ სიახლეები. ისინი არიან კარგი სტრატეგები, ფხიზელი და ცივი ანალიზის უნარით. თუ მათ სურთ, რომ მიაღწიონ თავისას, მოქმედებენ მოულოდნელად და წამიერად. ამასთან ისინი არ ექვემდებარებიან ფანატიზმს.
მაგრამ შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ეს ადამიანები ზედმეტად გადაჰყვნენ თამაშს, მაშინ თავიანთი მიზნისკენ მიდიან ნებისმიერი გზით. მათ შეუძლიათ ჩაიდინონ ისეთი ქმედებები, რომლებსაც მათგან არ ელიან. მაგრამ ასეთ მდგომარეობას მათთვის სიხარული არ მოაქვს, აღწევენ რა თავიანთ მიზნებს, მათ ეუფლებათ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.
ქირონი მერწყულში
ეს არიან ადამიანები, დაბადებულნი 1905 - 1910 და 1955 - 1960 წლებში
მათთვის უბრალოდ აუცილებელია თავისუფლება. ასეთი პირები ეძებენ ალტერნატივას, რადგან მათ უნდათ ერთმანეთს შეუთავსონ დაპირისპირებულობები. მერწყულებზე ურანის გავლენის გამო, როგორც წესი, ისინი არიან სულიერად განვითარებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შეიცნონ აბსოლიტური სრულყოფილება.
ყოფით სიტუაციებში მათ ყოველთვის არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. სერიოზულ სიტუაციებში მათ შუძლიათ გამოავლინონ მასხრობა. ამ ხალხს შეუძლია ერთდროულად იცხოვროს აწმყოში, იფიქროს მომავალზე და არ დაივიწყოს წარსული. ეს მათ საშუალებას აძლევს არ დაკარგონ ნიადაგი ფეხქვეშ. ესენი არიან მოგზაურები დროსა და სივრცეში.
მაგრამ სიტუაცია შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს: თავისუფლების მოთხოვნილებამ მიიყვანოს ცხოვრების მიმართ უშაბაშო დამოკიდებულებამდე. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები შიძლება გახდნენ სრულიად უმართავნი, დაიწყონ დაუფიქრებელი მოქმედება. ისინი ჩაიდენენ ცუდ საქციელს და შემდეგ ეცდებიან მის დავიწყებას.
ქირონი თევზებში
ეს არიან ადამიანები, დაბადებულნი 1911 - 1916 და 1960 - 1968 წლებში
ამ დროს ქირონი მეტად საიდუმლოებით მოცული ვლინდება. ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ იმდენად მგრძნობიარენი, რომ იგრძნონ კოსმიური ვიბრაციები. მათ შეუძლიათ გახდნენ მედიუმები და ექსტრასენსები იდუმალი ოკულტური შესაძლებლობებით. მათ შუძლიათ ჩავარდნენ მედიტაციაში და გაიშალონ დროში. ამას გარდა ისინი ხდებიან საუკეთესო ფსიქოლოგები, მათ შეუძლიათ ჩაწვდნენ და შეიცნონ ადამიანის სულის ნებისმიერი წვრილმანი.
ყოფიერებაში ისინი შიძლება გახდნენ ნიჭიერი მსახიობები ან მოდის დამფუძნებლები, რადგან მათ გააჩნიათ კარგი პლასტიკა და სილამაზის გრძნობა. მაგრამ ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ არადამოუკიდებელნი და უჭირდეთ გონების მოკრება. სერიოზულ საქმეებში ისინი იჩენენ თავქარიანობას. მათ აგრეთვე შეუძლიათ ახლობელ ადამიანს “სულში ჩააფურთხონ”. ისინი ხშირად იხლართებიან თავიანთ გრძნობებსა და მსოფლმხედველობაში.

ქირონიქირონი ჰოროსკოპის სახლებში
ქირონის კონფიგურაციები პლანეტებთან განსაზღვრავს ფულის შოვნის ხერხს
ქირონი I სახლში
ქირონი, რომელიც მდებარეობს პირველ სახლში, ჩუქნის გაორების და შეგუების ტალანტს. ხშირად ხელს უწყობს ორი პროფესიის შეთავსებას: ძირითადი და ჰობი, რომელიც აგრეთვე აღწევს პროფესიონალიზმის დონეს. ხდება ისეც, რომ პატივცემული ადამიანი ხდება დამნაშავე. მიუხედავად ამისა, ყოველთვის თან სდევს დიპლომატიის უნარი. ეს არის ტიპიური, ქირონის მეურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანი.
ქირონი II სახლში
II სახლში მდებარე ქირონი, ეს არის უნიკალური მდებარეობა - აქ ადამიანს ეძლევა თავისი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ფულის შოვნის უნიკალური შანსი. და თუ ქირონი არის კვადრატურაში ან ოპოზიციაში სხვა პლანეტასთან, მაშინ მოსალოდნელია, რომ შემოსავალი მოტყუების ან თაღლითობის, ქრთამის აღების ან ქურდობის გზით იქნეს ნაშოვნი.
ქირონი III სახლში
მესამე სახლში მდებარე ქირონი აფრთხილებს, რომ აუცილებლად მოერიდონ ცბიერ ნათესავებს, მეზობლებს და კოლეგებს. სასურველია მოერიდონ უაზრო მგზავრობებს და გადაადგილებებს, ან უბრალოდ ხეტიალს. არ შეიძლება, რომ გადამოწმების გარეშე ყველა ინფორმაცია აღვიქვას, როგორც ჭეშმარიტი ან თვითონ იყოს ჭორების და მონაჩმახის წყარო.
ქირონი IV სახლში
ქირონი, რომელიც მდებარეეობს მეოთხე სახლში, მოასწავებს სახლის, ბინის ხშირ ცვლას. უკეთეს შემთხვევაში კი, თუ მას არ აქვს კვადრატურა და ოპოზიცია, მოასწავებს ერთდროულად რამდენიმე ბინის და სახლის ქონას. ხშირია არეული და საკმაოდ უცნაური ურთიერთობები მშობლებთან. ხშირად ასეთი პოზიცია გვხვდება ბროკერებში.
ქირონი V სახლში
ქირონი, რომელიც მდებარეობს მეხუთე სახლში, აცხადებს, რომ მოცემულ ინდივიდუმს ფენომენალურად გაუმართლებს აზარტულ თამაშებში. ეს აგრეთვე მიუთითებს იმაზე, რომ ქირონის ასეთი დეტერმინაციის მფლობელს ერთდროულად ექნება შეხვედრები რამოდენიმე ბიჭთან ან გოგოსთან, ამასთანავე ის ყველას შეჰფიცავს სიყვარულსა და ერთგულებას. ოჯახის შექმნის შემდეგაც იგი აგრძელებს სხვებთან სექსუალურ ურთიერთობებს. მაგრამ ქირონის ასეთი მდგომარეობა ასევე იძლევა გაფრთხილებას, რომ ხანდახან მოუწევს გაგლეჯვა შვილებსა და ახალ საყვარელს შორის.
ქირონი VI სახლში
ქირონი, რომელიც მდებარეობს ჰოროსკოპის მეექვსე სახლში, მოასწავებს ორ სამუშაო ადგილის ან სამუშაოს შეთავსებით. ან ნიშნავს მეორე პროფესიის შეძენას, იმ მიზნით, რომ დაიმკვიდროს თავი სხვა საწარმოს კოლექტივში, მონაცემთა და ინფორმაციის მოგროვების მიზნით. სხვა პლანეტებთან კვადრატურის და ოპოზიციის დროს, მიუთითებს მეორე დაავადების შესახებ, რომელიც თან ერთვის ძირითადს.
ქირონი VII სახლში
ქირონი, განლაგებული ჰოროსკოპის მეშვიდე სახლში, ნიშნავს მიდრეკილებას იმისკენ, რომ გააჩნდეს ჰარამხანა, თაყვანისმცემელთა მთელი ამალა. შესაძლებელი ორცოლიანობა თუ არა, მაშინ მეორე ოჯახი მაინც, და აუცილებლობა მუდმივად იგლიჯებოდეს მათ შორის. ქირონის მდებარეობა ამ ველში უწინასწარმეტყველებს დიდ პოპულარობას, ნერგავს ტიპიური, ქირონის მეურვეობის ქვეშ მყოფის ხასიათის თვისებებს და თავისებურებებს. კვადრატურის და ოპოზიციის ქონა მიუთითებს სხვისი იდეების გამოყენებასა და სხვისი ჯილდოების მითვისებაზე. უწინასწარმეტყველებს სასამართლო პროცესებს.
ქირონი VIII სახლში
პირადი შიშები და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა უბიძგებს იქითკენ, რომ მოძებნოს გზები საკუთარი თვის დასაცავად. აღენიშნება ძლიერი ლტოლვა გამდიდრებისკენ, იმ კონტექსტში, რომ ფული ნიშნავს ძალაუფლებას და დაცვას. თუმცა კრიმინალურ ელემენტებთან კავშირი არ მოიტანს პრობლემის სასურველ გადაწყვეტილებას, ან სამაგიეროდ მოითხოვს საკმაოდ დიდ ფასს. აქ, ისე როგორც არც ერთ პოზიციაში, საჭიროა თავი მიუძღვნას სულიერ ამაღლებას.
ქირონი IX სახლში
მეცხრე სახლში მდებარე ქირონი, არც თუ ისე ხშირად აიძულებს ადამიანს დაადგეს მისიონერის, მქადაგებლის, მოგზაურის გზას. თავისი ცხოვრების მანძინლე ადამიანი ბევრს იხეტიალებს, იწანწალებს, მოიძიებს ჭეშმარიტებას ყველაფერ ახალსა და პროგრესულში.
ქირონი X სახლში
აქ ქირონი იმყოფება თავის ყველაზე კაშკაშა პოზიციაზე. ჰოროსკოპის მეათე სახლში ყველაზე გამოკვეთილად ვლინდება თვისებები და ხასიათი, და ასევე ქირონის ტიპიური სამეურვეოსათვის დამახასიათებელი ბედის ცვალებადობა. ცხოვრებისეული პოზიციის გაორება აღწევს აპოგეას. როგორც წესი, მსახურება „ჩვენებისთვისაც და თქვენებისთვისაც“. უნარი მოიპოვოს ნდობა ამა ქვეყნის ძლიერებთან მას ხელთ აძლევს ძალაუფლებას იბატონოს ხალხზე: კოლექტივზე მოქალაქეებზე და საზოგადოებაზეც კი. ყოველთვის ნახულობს საერთო ენას უფროსობასთან. აქვს დიპლომატის და პოლიტიკოსის ნიჭი: საუბარობს კარგად, შეუძლია დაიმსახუროს მოწონება, მოიპოვოს ნდობა. თითქმის ყოველთვის გამოსდის ორ ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფს შორის დაამყაროს მშვიდობა. ასეთი ადამიანები არც თუ ისე იშვიათად აღწევენ უმაღლეს თანამდებობებს ხელისუფლებაში.
ქირონი XI სახლში
ამ პოზიციაში ქირონი ხელს უწყობს მეგობრებსა და თანამოაზრეებს შორის კარგი ურთიერთობების დამყარებას. მოასწავებს გავლენიანი მფარველებისა და მდიდარი სპონსორების ყოლას. გაორება კი ეხმარება ყველა პროფესიულ და ცხოვრებისეულ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა მომენტალურად ორიენტირება და საუკეთესო გადაწყვეტილების მოძებნა. ამავე დროს ინარჩუნებს სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას, მაგრამ დიდი რაოდენობის კვადრატურის და ოპოზიციის დროს ხშირად ნიშნავს მეგობრების და ნაცნობების ხარჯზე გამდიდრებას. მიუთითებს იმაზე, რომ ინდივიდუმი შეძლებს დაგეგმოს და გაჩარხოს სხვადასხვა თაღლითური აფიორები.
ქირონი XII სახლში
ჰოროსკოპის მეთორმეტე სახლში მდებარე ქირონი იჩენს ინტერესს საიდუმლოებების მიმართ. მისდევს საკმაოდ პარადოქსალური ცხოვრების წესს. ეს ადამიანები გამოირჩევიან არაჩვეულებრივი აზროვნებით და მსჯელობით, გადაწყვეტილებით და მოულოდნელი ქმედებით, საქციელით, უნარით ჩაუსაფრდეს და დაელოდოს აუცილებელ და საჭირო მომენტს, რათა მიაღწიოს მზანს. ფარულ მტერთან ბრძოლაში ავლენს არნახულ სისასტიკესა და სიმკაცრეს, ბრძოლაში ერთვება ყველა აკრძალული საშუალებით.скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

სიუჟეტი მინერალურ ქვებზე - GOGAGGG TV

Guide to cats and kittens