Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვით

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვით

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითთავდაპირველად, ავხსნით, კლასიკური განმარტებების გარდა თუ კიდევ რა სხვა ფუნქციები და თვისებები გააჩნია ჩაკრებს. აგრეთვე მოგახსენებთ, რომ კუნდალინი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ინდივიდუალური ცნობიერების არსთან, გახლავთ პირველსაწყისი, დასაბამისეული სუბსტანცია, რომელიც, ფორმით სპერმატოზოიდს ჰგავს, მას გველსაც ამსგავსებენ და, სანამ ადამიანი სულიერი განვითარების გზას დაადგება, ეს ენერგია დახვეულია კუდუსუნის დაბოლოებასთან ახლოს, ნატიფი ენერგეტიკული ფორმით.
ადამიანის ამ 7 ჩაკრის ვიბრაცია სინქრონიზებულია, მეცნიეცნიერული ტერმინით თუ ვიტყვით, დედამიწის 7 განზომილებასთან, თითო ჩაკრა პლანეტის თითოეულ შესაბამის სიხშრესთანაა გაიგივებული. აზროვნების დიაპაზონებს რაც შეეხება, ეს პირდაპირპროპორციულია კუნდალინის გაშლა-რეალიზაციისა ამ 7 ენერგეტიკულ ცენტრში, 7 ჩაკრაში, იგივე 7 განზომილებაში. ახლა მოგახსენებთ კუნდალინის თითოეულ ჩაკრაში განვითარების შესაბამის თავისებურებებს და, სულიერი განვითარების დონეებს დავყოფთ 7 საფეხურად, 7 დიაპაზონად:

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითI ჩაკრა - ამ ვიბრაციის დიაპაზონი აზროვნებაში გულისხმობს ფიზიკურ სხეულთან თვითიდენტიფიცირებას. ცნობიერების განვითარების ამ საფეხურზე კუნდალინი სრულადაა რეალიზებული პირველ ჩაკრაში და, ადამიანი ორიენტირებულია ფიზიკური სხეულის მოვლაზე და ფიზიკურ გარემოში თავისი საარსებო სივრცის კომფორზე, დაინტერესებულია სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმატი კი პრიორიტეტულია სოციუმში მისი ფიზიკურად ძლიერი სტატუსის განხრით. მისი აღქმის დიაპაზონი გულისხმობს გარესამყაროს იმ ნაწილის აღქმასა და მასზე ზემოქმედების მცდელობას, რასაც ანატომიაში ცნობილი 5 გრძნობით აღიქვამს და ზემოქმედებს მასზე ადამიანი.

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითII ჩაკრა - ამ დიაპაზონში ცნობიერება უკვე გრძნობს, რომ ის მხოლოდ ფიზიკური სხეული არაა და, უჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხების ძიებას იწყებს უკეთ თვითშემეცნებისათვის, ინტერესდება ისეთი სფეროებით, როგორებიცაა ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ასტროლოგია, ეზოთერიკა, მაგია-ოკულტიზმი და უამრავი კიდევ სხვა ტერმინით აღნიშნული სიღრმისეული დარგებით. ამ დროს, აზროვნების ე. წ. დაფარვის ზონა, გაცილებით მეტია, ვიდრე კუნდალინის მხოლოდ პირველ ჩაკრაში რეალიზაციისას. ადეპტი უკვე 2 უკიდურესობაში ვარდება და, ცდილობს, აზროვნებაში მოიპოვოს საყრდენი, რაზეც გონებაში ააგებს საკუთარი თავისა და გარესამყაროს შესახებ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხების ლოგიკას. მიღწეული ცოდნითა და მიღებული გამოცდილებით მანიპულატორი ხდება, ცდილობს პრაქტიკაში გამოიყენოს თავისი განვითარების დონე.

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითIII ჩაკრა - კუნდალინის განვითარების ამ დიაპაზონში, ცნობიერება ტოვებს 2 უკიდორესობის შესახებ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მდგომარეობას და, ამ დონეზე უკვე ამთლიანებს 2 ურთიერთგამომრიცხავ მდგომარეობას, პოზიციას, პოლუსს. მე-3 დიაპაზონში ცნობიერება უკვე სრულყოფილად ფლობს 3-განზომილებიანი სამყაროს კანონზომიერებათა შესახებ ცოდნას და, შეუძლია ნებისმიერ საკითხზე იქონიოს უკვე არგუმენტირებული აზრი, პოზიცია. ამ დიაპაზონის აზროვნებისთვის უკვე უცხოა კოფლიქტური სიტუაციები, საზოგადოების კონკრეტულ წევრთა მისამართით მისი პროტესტი (და არა კონფლიქტი) შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ „ჭეშმარიტების“ დაცვის მიზეზს როგორც აზრობრივ-პოზიციურში, ასევე ჩვეულებრივ ყოფით გარემოებებში. ამ სიხშირეზე მოაზროვნე პიროვნებები არიან ლიდერები, მმართველები, მოსამართლეები და მენეჯერები. ლოგიკურ საუბარში მათი ჩაჭრა, თითქმის შეუძლებელია, ისინი უკვე ბრძენისა და ფილოსოფოსის დონეზე აზროვნებენ.

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითIV ჩაკრა - ამ განვითარების დონეს, საწყის ეტაპზე ახასიათებს სოციუმისგან განმარტოვება, ერთგვარი ასკეზი. ამ დროს, ცნობიერება ტოვებს ხილული, 3-განზომილებიანი სამყაროს ფარგლებს და, აზროვნება გადადის მე-4 განზომილებაში, გონების მიერ აღქმადი ხდება სრულიად სხვა რეალობის სიცოცხლე სამყაროში, შესაბამისად ფორმირდება ლოგიკაც - მანამდე თუ ადეპტი მოურიდებლად და სიხარულით ავლენდა და გამოხატავდა მიღწეული ცოდნითა და გამოცდილებით თავის „მე“-ს და თავისუფლად ლავირებდა სოციუმში, ამ მდგომარეობისთვის მისი არსებობა აქ უკვე მოკვდა, დამთავრდა მისი ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა და, იწყებს მე-4 განზომილების რეალობის შემეცნებას, თავიდან იბადება. განვითარების სწორედ ამ საფეხურზე ბრძანებს ქრისტე - „მოკვდით ხორცისთვის, რათა დაიბადოთ სულში“-ო. მე-4 განზომილება ცნობიერებისთვის წყალგამყოფია სულიერსა და მატერიალურს შორის, ამ დროს, პარალელურად, შემაერთებელიცაა სულიერისა და მატერიალურისა. გრძნობად-ემოციურ დონეზე იწყებს აბსოლუტურად ყველასი და ყველაფრის სიყვარულის სწავლას და, მისი მოქმედებები განპირობებულია სხვა ადამიანთათვის სრულიად გაუგებარი კანონზომიერებით, იგი არაპროგნოზირებადი ხდება ძლიერი ფსიქოლოგებისთვისაც კი. აზროვნების მე-4 დიაპაზონში ადამიანის ცნობიერება უკვე მოიცავს ადამიანურ ყველა ცოდო-მადლსა და, სხვას აღიქვამს და შეიგრძნობს ისე, როგორც საკუთარ თავს, შესაბამისად, სხვებს ზუსტად ისევე ეპყრობა, როგორც თავად სურს, რომ მოეპყრან. მე-4 დონე გახლავთ ზუსტად ე. წ. გასხივოსნების ეტაპი, ცნობიერების ტრანსმუტაცია...

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითV ჩაკრა - მე-5 განზომილების დიაპაზონში მოაზროვნე ცნობიერება უკვე გადადის ტოტალური პასუხისმგებლობის რეჟიში, მისი მოქმედების სფერო მოიცავს უკვე ერის კოლექტიურ ცნობიერებას, იმ სოციუმის პასუხისმგებლობათა საკუთარ თავზე აღებას, რომელშიც იგი იშვა და ვითარდება. შესაბამისად, ასეთი ადამიანის ინტერესის სფეროს წარმოადგენს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სხვათათვის გადაცემა. ეს პროცესი ურთიერთქმედითია და, მე-5 დონის ცნობიერება საკუთარი განვითარების დონის წინწასაწევად, ავტომატურად საჭიროებს უკვე ერის წინაშე მისიონერული ფუნქციის შესრულებას. სწორედ ამ დიაპაზონის აზროვნების მქონე პიროვნებას აქვს ერის, სახელმწიფოს ლიდერის, მმართველის ფუნქციის საკუთარ თავზე აღების ზნეობრივ-მორალური უფლება სამყაროს წინაშე, სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოს მმათველობითი სისტემა ფორმირებულია ქაოსის პრინციპით და რეგრესირდება. ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოებრიობას თითზე ჩამოსათვლელი ასეთი ლიდერები ახსოვს, მეფე დავით მე-4 აღმაშენებელია მათ შორის.

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითVI ჩაკრა - აქ საქმე გვაქვს უკვე ცნობილ რელიგიურ მისტერიასთან - ამ დონის ცნობიერება თავის თავზე ღებულობს პლანეტაზე მყოფი ყველა სიცოცხლის ფორმის პასუხისმგებლობას და, წმენდს ე. წ. ცოდვებისგან, სინამდვილეში, დაგროვილი ნეგატიური ენერგეტიკისგან! ამ დროს ინდივიდი განმუხტავს ნეგატივისგან გავსებულ გლობალურ სფერულ-ენერგეტიკულ ბირთვს და, კაცობრიობას აძლევს შანსს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, ასეთი ადამიანის მისია მსოფლიო სულიერი ლიდერის მისიაა, ისეთივე, როგორიც ცნობილი ე. წ. ავატარები არიან - ბუდა, კრშნა, ქრისტე... ასეთი ადამიანების აზროვნების დიაპაზონი, დღევანდელი საზოგადოებისთვის რადიკალურად გაუგებარი და, ხშირ შემთხვევაში, მკაცრად მიუღებელია, თუმცა, ნორმალური საზოგადოების პირობებში ასეთი ხალხი პირიქით - დაფასებული და პატივგებულია.

ცნობიერებისა და აზროვნების 7 დიაპაზონი 7 ჩაკრის მიხედვითVII ჩაკრა - კუნდალინის მე-7 ჩაკრაში, ანუ ცნობიერების მე-7 განზომილებაში გადასვლა გულისხმობს პლანეტარული ცნობიერების უკვე მზის სისტემის დიაპაზონში გადასვლას და, ასეთი ცნობიერება სინქრონიზებულია და პირდაპირ კავშირშია უმაღლესი ცნობიერების მაღალიერარქიულ გამტარებთან, ე. წ. მთავარანგელოზებთან. ქრისტიანულ მისტერიაში ეს მდგომარეობა აღწერილია და დღესდღეობით ცნობილია, როგორც ფერისცვალება. ამ ეტაპზე, ცნობიერების მაღალვიბრაციული სიხშირის გამო, ინდივიდუალური სიცოცხლის სტრუქტურა, ანუ სამშვინველი, მყარ მატერიალურ ბიოლოგიურ სხეულში ყოფნას უკვე ვეღარ ეგუება და, არაა გამორიცხული, „სული“ სხეულიდან მაღალი წნევის გამო წარმოქმნილი სიხლჩაქცევებით გავიდეს, მაგრამ ბიოლოგიურ სიცოცხლის ამ ფორმას გააჩნია ცნობიერების ამ მაღალვიბრაციული სიხშრის გაძლების რესურსი გარკვეულ დონემდე. განვითარების შემდგომი ეტაპი კი, უკვე მყარი ფიზიკური სხეულის მაღალსიხშირული პლაზმით აალებას გულისხმობს, ამ დროს ქრება ბიოლოგიური ორგანიზმი, იწვის და, ცნობიერება სრულად ფლობს ეთერულ სხეულს, ეთერი კი გახლავთ მყარი მატერიაულური სამყაროს საწყისი მდგომარეობა, გარდამავალი თვისებებით - გამყარება-გაპლაზმურების უნარით, ეთერული სხეულის ფლობა გულისხმობს უკვე ისეთ უნარებს, როგორებიცაა ერთდროულად მრავალ ადგილას ყოფნა ჩვეულებრივი ცოცხალი ადამიანივით მყარი სხეულით, აგრეთვე გამჭოლ ენერგეტიკულ სხეულად გარდაქმნა და, ასე და ამგვარად, მრავალი სიმკვრივის შრეებში გამოვლინებით 1 ცნობიერების არსებობა... სხეულის აალების შემდგომი დონე, უკვე მე-8 განზომილებაში ცნობიერების განვითარებაა, ეს იგივე ქრისტიანული აღდგომაა...

P.S. ზემოთ აღწერილი ყველა ეს მდგომარეობა გახლავთ ცნობიერების დიაპაზონთა გამოვლინებები სამყაროში, რომელი გამოვლინება და დონეც მოიცავს მის ქვემოთ არსებულ ყოველ დიაპაზონს და, შეუძლია ყველა მის ქვემოთ არსებულ სიმკვრივეში ტიპიური მოქმედება, ანუ, ყოველი ზემოთა საფეხური ქვემოთას მოიცავს. დააკვირდით თქვენს თავს, რა ინტერესები, რა მისწრაფებები და რა განცდები გაგაჩნიათ, არაა გამორიცხული, თქვენი ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების დონე ზუსტად შეესაბამებოდეს ზემოთაღნიშნულთაგან რომელიმეს, ეს საფეხურები ხომ, რადიკალურად ცვლის ადამიანს მსოფლმხედველობრივად, ეტაპიდა ეტაპზე გადასვლისას აბსოლუტურად იცვლება ადამიანის მთლიანი შინაგანი სამყარო, ენერგეტიკა და ზოგადად, ადამიანის მთლიანი გამოვლინება...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3
ნახვები: 6 248
 

ASTRO TV LIVE