593 97 88 67
info@geoastro.ge
tornike299@gmail.com
ყველას გინხავთ პატარა მინერალური ქვისგან დამზადებული პირამიდები. რისთვისაა საჭირო ისინი და რა დანიშნულება აქვთ? რისგან გვიცავენ და როგორ გვიძლიერებენ ენერგეტიკას?
უამრავი მეცნიერის და ექიმის ექსპერემენტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა ნატურალური ქვისგან პირამიდების, როგორც სამკურნალო, ასევე დაცვითი ფუნქციები. გამოკვლევებმა აჩვენა , რომ მათი ფუნქციონალური დატვირთვა შეესაბამება არა მხოლოდ პირამიდის პროპორციებს და ზომებს, არამედ იმ მატერიალის თვისებებს , რომლისგანაც დამზადებულია ის (აქ საუბარია ქვის ენერგეტიკაზე, მის ფერზე, ნახატზე, ოპტიკურ განსაკუთრებულობებზე და ა.შ).
ასევე პირამიდის დატვირთვა იცვლება , მისი სივრცეში ორიენტაციის ცვალებადობასთან ერთად. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა მოვახდინოთ მისი ორიენტაცია ჩრდილოეთზე და სამხრეთზე. არასასურველია პირამიდის დადება სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებთან და ეკრანებთან (ტელევიზორი, მონიტორები...) ასევე რკინის ნაკეთობასთან, რომლებიც არღვევენ დედამიწის მაგნიტურ ველს.
მთლიანობაში (სახლში ან ოფისში) დადებული ქვის პირამიდა ხსნის დაღლილობას, ავსებს ადამიანს ენერგიით, ამაღლებს შრომიუნარიანობას, ჰარმონიაში მოყავს ენერგეტიკული ცენტრები (ჩაკრები ).
პირამიდის დაცვითი ფუნქციების შესამოწმებლად, ჩაატარეს შემდეგი ექსპერიმენტი: ისინი მოათავსეს „ნეგტიურ ენერგეტიკულ ადგილებში“ ტელევიზორის , კომპიუტერი, მაცივრის და ა.შ . წინ , პირამიდებმა აჩვენეს დადებითი ეფექტი, მათ გაანეიტრალეს მავნე გამოსხივებები . ანუ ამ შემთხვევაში პირამიდა მუშაობს არა ადამინზე , არამედ ტექნიკური საგნების მავნე გამოსხივებებზე .
გამოვლინდა რამოდენიმე საინტერესო ფაქტიც:
დამტკიცდა , რომ პირამიდის ზომის გადიდებასთან ერთად პროპორციულად იცვლება მისი ენერგეტიკული ზეგავლენა. პირამიდის მოქმედების რადიუსი, პირდაპირაა დაკავშირებული მის ზომასთან. მაგალითად, საშუალო ზომის პირამიდისგან (5Х5 სმ.) იქმნება დაახლოებით 1,5 ნახევარი მეტრის ენერგეტიკული ველი. ენერგეტიკული ველის სიდიდე პროპორციულად იზრდება პირამიდის სიდიდესთან ერთად.
ზოგადად ყველანაირი ზომის თუ წარმოშობის პირამიდის ქვა თვლება ფიზიკური დონის უმაღლეს ფორმად, რომელიც ჩვენ გვაეთიეანებს კოსმოსთან.
რაც უფრო მაღლა ავწევთ პირამიდას მიწის ზედაპირისგან, მით უფრო მცირდება მისი ენერგეტიკული ველის რადიუსი. თუ ოთახის იატაკს ჩავთვლით ათვლის წერტილად და პირამიდას 3 მეტრი სიმაღლეზე ავწევთ მისი ენერგეტიკული ველის რადიუსი 1,5 მეტრიდან 20-30 სმ-მდე შემცირდება. იქმნება შთაბეჭბეჭდილება , რომ პირამიდის ტორსიულ ველს აქვს კონუსისებური ფორმა, რომელიც სიმაღლის აწევასთან ერთად უერთდება თავის წვერს, რომელიც მიმართულია კოსმოსისკენ. შესაძლოა, ეს სწორედ ის სხივია რომელიც პირველად აღმოაჩინა , ეგვიპტოლოგმა ენელმა , რომელიც ამტკიცებდა , რომ ამ სხივის ზეგავლენის ქვეშ ნადგურდება სიმსივნური უჯრედები და მიკრო ორგანიზმები.
პირამიდის კვლევის პრაქტიკაში არის ისეთი ფაქტებიც , როდესაც ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები პირამიდის გარშემო ხედავენ და გრძნობენ მის ვიბრაციებს და იმპულსებს .
პირამიდებს აქვთ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც ზეგავლენას ახდენს მის დატვირთვასა და ფუნქციონალობაზე - მინერალის ქვის ფერი. ყოველ ფერს აქვს თავისი გამოსხივების სპექტრი, რომელიც სხვადასხვანაირად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე . ფერის სამკურნალო თვისება ერთიანდება გეომეტრიული ფორმასთან, რაც აძლიერებს პირამიდის ჯამურ ზეგავლენას.
პირამიდების სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღებად უნდა შეირჩეს ქვის ჯიში , ფერი და ზომა ინდივიდუალურად. ამგვარად შერჩეულ პირამიდას აქვს ორმაგი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და დაცვაზე.