» » 2013 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი / ასტროლოგია

2013 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

2013 წლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
2013 წელი კონტრასტული, ურთიერთსაწინააღმდეგო, მოულოდნელი და დასამახსოვრებელი მოვლენებით აღსავსე იქნება, რაზედაც მეტყველებენ ის პლანეტარული ასპექტები , რომლებიც ამ წლის განმავლობაში იქონიებენ ზეგავლენას საზოგადოებაზე.

ამ წელს,უპირველესყოვლისა,აღსანიშნავი იქნება სატუნისა და პლუტონის სექსტილი,რომელიც გაგრძელდება იანვრიდან მარტის თვემდე, და აგრეთვე სექტემბერშიც.ის გვიბიძგებს მოთმინებისაკენ , თვითდისციპლინისაკენ, სიფრთხილისაკენ, რაც ბევრი ჩვენთაგანისათვის არც თუ მცირე წარმატების მომცემი იქნება.გეოპოლიტიკური თვალსაზრისით,შესაძლოა მოხდეს სახელისუფლებო სტრუქტურების გამყარება, კანონების მეტად მკაცრი განხორციელება, ბრძოლა კორუფციასთან.სავარაუდოა ადგილი ქონდეს დიდ რეფორმებსა და საკადრო ცვლილებებს, რომლებიც საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. იანვრის ბოლოდან ჩაირთვება და მთელი თებერვალი გასტანს იუპიტერისა და ურანის საქსტილი, რაც გამოიწვევს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფროში პროგრესული შეხედულებების ზრდას, არაა გამორიცხული არაორდინალური მოვლენები, თუმცა პოზიტიური ხასიათისა.

2013წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს განაპირობებს კვარატურა ურანსა და პლუტონს შორის, რომელიც გაგრძელდება აპრილის თვიდან დეკემბრის ჩათვლით.ეს პლანეტები გვიბიძგებენ ძვრებისაკენ, გვაიძულებენ ახლებურად, არასტანდარტულად აზროვნებას, ცვლილებების განხორციელებას.საზოგადოება შეიძლება გაადააწყდეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს და მათი რადიკალური გზით გადაჭრის აუცილებლობას. თუმცაღა ცვლილებანი საკმაოდ მტკივნეული იქნება და არც თუ ყველა იქნება მისთვის მზად.ეს დაძაბული ასპექტი მუითითებს თავისუფლების მოპოვების აგრესიულ და ძალისმიერ მეთოდებზე.მას შეუძლია გამოიწვიოს რადიკალური ცვლილებები , რევოლუციებია და არაა გამორიცხული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც კი.განსაკუთრებული მკვეთრი გამოვლინება ურანი პლუტონის კვადრატურისა შესამჩნევი იქნება მაისში და ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდე.ამ პერიოდებში გაიზრდება როგორც სოციალურ–ეკონომიკური კრიზისის ალბათობა, ისე სტიქიური მოვლენები.გაიზრდება კონფრონტაციები სხვადასხვა სფეროებში, მოიმატებს საზოგადოებრივ– პოლიტიკური მღელვარება,საპროტესტო აქციები და ხალხის გამოსვლები მთავრობის წინააღმდეგ. ადამიანურ ურთიერთობებშიც მოიმატებს ემოციურობა, და არმოთმენა, მიუტევებლობა.რაც თავის მხრივ გაართულებს მოვლენათა მოწესრიგების, რეგულაციის პროცესს. მნიშვნელოვანი იქნება აგრეთვე ჰარმონიული ასპექტი სატურნსა და ნეპტუნს შორის, რომელიც ივნის–ივლისსის თვეებში მკაფიო გამოხატულებას შეიძენს.ის მისცემს ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის,იდეების ცხოვრებაში განხორციელების საშუალებას.

ჰარმონიული ასპექტი იუპიტერსა და სატურნს შორის(ტრინი)იმოქმედებს ივლისის თვეში და დეკემბერში.მათი ურთიერთზემოქმედება გაადვილებს ბევრი პრობლემის გადაჭრას, კონფლიქტების შერბილებას,განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ახალ, სერიოზულ საქმეთა წამოწყებას, გათვლილს ხანგრძლივ დროზე .

აგვისტოში იუპიტერი პლუტონს დაუპირისპირდება, ხოლო ურანთან კვადრატურას შექმნის.ეს იქნებასოციალურ–პოლიტიკურად და ეკონომიკურად ფეთქებადსაშიში პერიოდი. ამავე დროს გაიზრდება ტექნოგენური ავარიების, ბუნებრივი კატაკლიზმებისდა კატასტროფების ალბათობა.
ასეთი იქნება 2013წლის ასტროპროგნოზი პლანეტების ასპექტაციის მიხედვით.

პატივისცემით საიტისთვის ხათუნა Noelскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

რა უწინასწარმეტყველა ვანგამ ექიმ თინათინ მაჩაიძეს და როგორ გახდა ის მსოფლიოში ცნობილი მკურნალი

თორნიკე ბიძინაშვილი: როცა ასტროლოგიას ერჩიან, მათმა 100-მა პროცენტმა არაფერი იცის ასტროლოგიაზე!

Guide to cats and kittens