ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლად

მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლად

მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლადმინერალურ ქვებს შეუძლიათ თავისი უნიკალური შესაძლებლობებით მოახდინონ ბედ-იღბალის კორექტირება. მრავალწლიანი გამოცდილება ანახებს, რომ ქვებს შეუძლიათ ძლიერი ეფექტის მოხდენა. ქვების სწორად გამოყენების საიდუმლო ისაა, რომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ადამიანის პირადი ჰოროსკოპი. მინერალები მსგავსია წამლის. ყველაზე ეფექტურ და ძლიერ პრეპარატსაც შეუძლია ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას თუ ის არაწორადაა დანიშნული.
ახლა მე მინდა განახოთ , როგორ ტარდება ნათალურ რუქის დახმარებით და მინერალური ქვებით კომპლექსური კორექცია. ქვემოთ მოცემულია ახალგაზრდა გოგოს რუქა (რექთიფიცირებული)
მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლად


























სურათი№1

ძირითადი პრობლემა - არაწარმატებული პირადი ცხოვრებაა. პროფესიული მხრივ კი ყველაფერი საპირისპიროდაა. მან 30 წლის ასაკში მიაღწია დიდ წარმატებებს საბანკო სფეროში, დაიკავა მაღალი პოსტი. სასიყვარულო სფეროში კი ყველაფერი რთულად იყო. ქორწინება არ ჰქონია, მამაკაცები მის ცხოვრებაში დიდხანს არ ჩერდებოდნენ. ასევე რამოდენიმე წლის წინ ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა , რომ გაეჩინა ბავშვი , მაგრამ მუცელი მოეშალა. ჯანმრთელობის მხრივ იყო პრობლემები , განსაკუთრებით გამოკვეთილი იყო გინეკოლოგია.
ჩვენი ამოცანაა არა მარტო იმაში მდგომარებს, რომ გავაკეთოთ ზუსტი პროგნოზირება, არამედ მაქსიმალურად გამოვასწოროთ სიტუაცია, რაშიც ქვებს გამოვიყენებთ.
პირველ რიგში ვიწყებთ ფსიქოლოგიური დისბალანსის გამოსწორებას, რომელიც გამოწვეულია 1 სახლის დაძაბული ასპექტებით. თქვენ ხედავთ , რომ კუსპიდი თხის რქაშია, სატურნი დაზიანებულია პლუტონით, კვადრატურა მარსი 1 სახლში. გოგონა გამოირჩევა ძალიან უხეში ხასიათით, აქვს მიდრეკილება მართავდეს მამაკაცებს, არ უყვართ კონპრომისზე წასვლა, მაღალია კონფლიქტურობის მაჩვენებელი. ყველაფერი ეს ხელს უშლის ურთიერთობის ჰარმონიზაციას. ამ დროს უნდა შეირჩეს ისეთი ქვები , რომლებსაც შეეძლება ადეკვატურად გამოავლინოს ქალურობა, დაარბილოს ხასიათი.
მეორე ამოცანაა - გავააქტიუროთ მე-7 სახლი, ქორწინების სფერო. სახლი ცარიელია, მთვარე - მთავარი მმართველია, რომელიც დაზიანებულია ნეპტუნით და მზით (მზე-პლუტონის შეერთება), ასევე პრობლემურია მე-12 სახლიც. აღენიშნება ბევრი ილუზიური მომენტები, ბურუსით მოცული პირადი ცხოვრება. ეს დაადასტურა ამ რუქის მეპატრონემ და აღნიშნა ისიც, რომ იზიდავს უცნაურ მამაკაცებს. ამისთვის უნდა შეირჩეს ისეთი ქვები, რომლებიც გააუმჯობესებენ მე-7 სახლს და მოვლენათა განვითარების დონეზე მიიზიდავენ ნორმალურ მამაკაცებს.

კორექციას საჭიროებს ასევე ჯანმრთელობის სფერო - კონკრეტულად კი გინეკოლოგიური მხარე.
- სამსახურს და ფინანსებს ხელს არ ვახლებთ რადგან იქ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
- პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვარჩევთ ქვებს პლანეტების მიხედვით.
- მზე მე-12 სახლში - არ შეიძლება მისი გამოყენება (იგულისხმება მზის შესაბამისი ქვა)
- მთვარე - შეიძლება
- მერკური - მმართველი მე-8 სახლის - არ შეიძლება
- ვენერა - მმართველი მე - 8 სახლის - არ შეიძლება
- მარსი -დაზიანებული სატურნით - არ შეიძლება
- იუპიტერი - მმართველი მე 12 სახლის - არ შეიძლება
- სატურნი - დაზიანებული მარსით - არ შეიძლება
გამოდის , რომ ამ დონეზე შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოთ მთვარის ქვები. ეს არაა ცუდი რადგან ეს ქვები მოეხმარებიან დაფეხმძიმებაში, მოიმატებს ქალურობა, სიმშვიდე. მთვარე-მმართველია მე-7 სახლის და აქ გაგვიმართლა, რადგან აქ მოგვარდება, როგორც ჯამრთელობის პრობლემა, ასევე გაუმჯობესდება პირადი ცხოვრების ტენდენციები.
მთვარის ქვებად ითვლება - მთვარის ქვა, ნეფრიტი,სელენიტი, მარგალიტი, თეთრი მარჯანი, კალციტი,რძისფერი კვარცი.
ასევე მთვარის თემას ეხება პირველ რიგში ვერცხლი, ამიტომ ყვლა ქვა უნდა იყოს ჩასმული ამ მეტალში.
მზის ქვების ჩასმა ვერცხლში არაა რეკომენდირებული , ამან შეიძლება ნათალურ რუქაში არსებული კვადრატურა აამოქმედოს.
მოცემულ შემთხვევაში ოქროს ტარება არ შეიძლება! რადგან მზეა სუსტი, დაზიანებულია, მე -12 სახლში. ოქროს ტარება მოახდენს დეპრესიული დაავადებების და გარიყულობის , მარტოობის პროვოცირებას.

მეორე ეტაპზე უნდა შევარჩიოთ ქვები წერტილოვანი აქტივიზაციისთვის პირად რუქაში არსებული პრობლემატური სფეროებისთვის. და ესაა უნიკაალური. მოკლედ რომ ვქთვათ , ყოველი ქვა ენერგეტიკულ კავშირშია შესაბამის ვარსკვლავთან. მათი გამოყენებით , სიმბოლურად შეიძლება ჩავრთოთ ან გამოვრთოთ ჰოროსკოპის გარკვეული სფეროები. როგორც წესი მსგავსი ენერგეტიკული ჩარეცა მომენტალურად აისახება ცხოვრებისეული სიტუაციებზე და იწყება მათი კორექტირება.

რას ვურჩევთ:
1) პირადი ცხოვრებისთვის უნდა მოვახდინოთ მე-7 სახლის, აქტივირება, იქ არაა პლანეტა.
ჰემატიტი (ააქტიურებს კირჩხიბის 26-ე გრადუსს)
ხავსისებრი აგატი (ააქტიურებს კირჩხიბის 27-ე გრადუსს )
ცისფერი ოპალი (ააქტიურებს კირჩხიბის 29 -ე გარდუსს)
საჭირო გრადუსის აქტივაციით ჩვენ ვღებულობთ ახალ ჰოროსკოპს. იხილეთ ქვემოთ სურათი №2
მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლად

























აღნიშნული ქვები მოგვეხმარებიან მოვხსნათ ზედმეტი დაძაბულობა მთვარის ნეგატიური ასპექტებისგან (მთვარე მმართველი მე-7 სახლის) შექმნილი ახალი დადებითი (ტრიგონი) ასპექტის წყალობით. აქ კიდევ გვხვდება ერთი სასიამოვნო ბონუსი. იქმნება ახალი კონფიგურაცია ტრიგონის სახით იუპიტერთან 29-ე გრადუსსზე მორიელში. იქმნება დაკეტილი ფიგურა -დიდი ტრინი - წარმატებები და იღბლიანობა, მფარველი ანგელოზის ძლიერი თანადგომა. ჩვენ ამით ვიღებთ რამდენიმე ახალ დადებით ასპექტს .

- წარმატებით ვააქტიურებთ მე-7 სახლს- ვიზიდავთ მამაკაცებს და სერიოზულს ურთიერთობებს
- ვაუმჯობესებთ მთვარის მოქმედებას, რომელიც დაკავშირებაულია სიყვარულთან, ქორწინებასთან, ბავშვის ჩასახვის და გაჩენის თემასთან და ჯანმრთელობასთან.
- ვააქტიურებთ იუპიტერს, რომელიც ზრდის წარმატებას სამსახურში და ფინანსებში.
- და ბოლოს ვქმნით სასიკეთო კონფიგურაციას - დიდ ტრიგონს.

ამ ქვების დამატებითი ბონუსები:
ჰემატიტი დაეხმარება და გააუმჯობესებს ჯანმრთელობას, მოიმატებს ენერგია და ძალა, უძლიერებს იმუნიტეტს, ასევე ეს ქვა ეხმარება ორგანიზმს ჰემოგლობინის გამომუშავებაში, ეხმარება ფრიგიდულობის დაძლევაში. აძლიერებს სექსუალურობას, მოეხმარება რომ მიიზიდოს ძლიერი მამაკაცები თავის ცხოვრებაში. ეხმარება კარიერულ წინსვლაში. იცავს უბედური შემთხვევებისგან.

ცისფერი ოპალი - შეაქვს ჰარმონია ტვინის ორივე ნახევარსფეროში. აწყნარებს ფსიქიკას, ეხმარება მშვიდად გამოხატოს ემოციები, აძლიერებს ქალურობას, მატებს სინაზეს, აძლიერებს ქალურობას და რომანტიზმს. კურნავს უნაყოფობას, ეხმარება დაიცვას ნაყოფი და დაბადოს ბავშვი გართულებების გარეშე.

ხავსისებრი აგატი - ხელს უწყობს სასიამოვნო ურთიერთობებს, კომუნიკაციებს, აუმჯობესებს მის მანერებს. უზრუნველყოფს სტაბილურობას სასიყვარულო სფეროში. მოაქვს სიხარული სახლში. ეხმარება ბიზნესში. იცავს ავი თვალიგანს და ენერგეტიკული ვამპირიზმისგან.



2) მე -7 სახლის გააქტიურების გარდა ჩვენ შევეცადეთ შეგვემსუბუქებინა სატურნი მარსის ნეგატიური (კვადრატურა) ასპექტი , რომელიც პირდაპირ მოქმედებენ პირველ სახლზე რაც ძალაინ ცუდად აისახება , როგორც ჯანმრთელობაზე ასევე მის ხასიათზე.
აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ 2 ქვა.
ძოწი პიროპი (ააქტიურებს კირჩხიბის მე -3 გრადუსს)
სტავროლიტი (ააქტიურებს თევზების მე -2 გრადუს)
ამ 2 ქვის მეშვეობით ჩვენ ისევ ვიღებთ პირადი რუქის უძლიერეს კორექციას - დიდი ტრინი.
მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლად


























ქვები მოხსნიან დაძაბულობას სატურნისგან, რომელიც მმართველობს პირველ სახლს. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჯანმრთელობას და ხასიათს. სტავროლიტი შექმნის ასევე სექსტილს მზესთან მე-12 სახლში- რაც კიდევ უფრო სასიკეთოა. პრაქტიკულად ყველა ძირითადი სირთულე შემსუბუქდა და მოიხსნა რუქიდან.

რას გვაძლევენ ეს ქვები .
ძოწი პიროპი - ეს ძალიან სასარგებლო ქვაა .ის განსაკუთრებით ეხმარება ისეთ ადამიანებს ვინც ჩაფლულია თავის საქმეში, მას შეუძლია გადართოს ენერგია ერთი სფეროდან მეორეზე რადგან ყველაფერი დაბალანსებული გახდეს. ამის გარდა ეს ქვა სერიოზული მცველია. ასევე მატებს მომხიბვლელობას, სექსუალურობას , აძლიერებს მაგნეტიზმს.

სტავროლიტი - იშვიათი და ძალიან ძლიერი ქვაა. მას ბუნებრივადა აქვს ჯვრის ფორმა. უძლიერესი მცველი ყველანაირი ნეგატივისგან. მისი ტარების დროს მუდმივად მაღალი ძალების მფარველობის ქვეში იქნებით.
მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლად














ახლა როდესაც შევარჩიეთ ქვები, საჭიროა შევარჩიოთ საჭირო დრო მათი აქტივაციისთვის. ბვერი არ აქცევს ამას ყურადღებას. სწორედ შერჩეული ქვები იმუშავებენ ყველა შემთხვევაში, მაგრამ ადამიანის ენერგეტიკასთან შეერთება საჭირო დროს, ეფექტს საკმაოდ აძლიერებს.

ქვების შერჩევა ივლისის ბოლოს დავიწყეთ და შერჩეულ იქნა შემდეგი თარიღები:
2 ივლისი 21:00 - ჰემატიტი , ხვასისებრი აგატის
2 ივლისი 23:00აქტივაცია ცისფერი ოპალის
28 ივლისი 11:00 - აქტივაცია ძოწის
28 ივლისი 13:00 აქტივაცია სტავროლიტის

ამ პროცედურაში არაფერია რთული. ქვები წინასწარ უნდა გავასუფთავოთ, 24 საათი ვაჩერებთ მარილიან წყალში, შემდეგ, ჩავდებთ გამდინარე წყალში. ეს საკმარისია ქვების გასაწმენდად. მხოლოდ შერჩეულ დღესა და საათზე მისი ტარების დაწყებაა საჭირო.. მთავარია სამკაული ისე გაიკეთოთ, რომ კანს ეხებოდეს და დღისით ხვდებოდეს მზის სინათლე. ქვის მოხსნა პირველი 24 საათი არ შეიძლება.
ნათალური რუქისა გარდა შესაძლებელია ქვების შერჩევის ეს მეთოდი გამოყენებული იქნას პროგრესული რუქის ნეგატიურ ასპექტებზეც, როდესაც მაგალითად საჭიროა კონკრეტული პრობლემის ან სიტუაციის მოგვარება და ესეც საინტერესო ტექნიკაა.
მაგალითად, თავიდან ვუყურებთ დირექციებს. უახლოესი დირექციებიდან გვაქვს შემდეგი ასპექტები

2012
MC -Mon 10.01.2012- 90
IV -Mon 10.01.2012- 90
Jup-Plt 09.08.2012- 60
XI -Ven 09.09.2012- 0
Mon-VI 24.09.2012- 60
Mon-XII 24.09.2012-120
Mon-Nep 19.11.2012-120

2012 წელს აუცილებელი იყო კორექტირება. იყო კვადრატურა მე-4 და მე 10 სახლების მთვარესთან. ეს ნეგატიურად აისახებოდა პირად ცხოვრებაზე და შეიძლება მოეტანა პრობლემები დახემძიმება-ორსულობის ასპექტში. აქ ჩვენ უკვე გვაქვს შერჩეული ქვა , რომელიც მოხსნის პრობლემების სიმწვავეს ხვასისებრი აგატის სახით . ის ქმნის ტრიგონს მთვარესთან და ხსნის მის ნეგატიურ ზეგავლენას დირექციულ რუქაში.
შემდეგ ვუყურებთ ნელ პროგრესიებს. ქვემოთ მოცემულია უახლოესი წლები

ყურადღება უნდა მიექცეს მზე-სატურნის კვადრატს, რომელიც დაიწყებს მოქმედებას 2012 წლის აგვისტოში. ამ დაძაბულობის გასანეიტრალებლად შევარჩიეთ სტავროლიტის ქვა.რომელიც ქმნის სექსტილს სატურნთან და ტრიგონს მზესთან. უბრალოდ კლიენტმა აუცილებლად უნდა ატაროს 1 წლის მანძილზე ეს ქვა.
ნეგატიურ პროგრესიები მთვარის როგორც წესი არ კორექტირდება, რადგან არ მოაქვს დიდი სირთულეები. არის გამონაკლისები , თუ საქმეს აფუჭებენ სატურნი და მარსი მხოლოდ მაგ შემთხვევაში ან ტრანსატურნიალური პლანეტები.

საყურადღებოა აქცენტი გავამახვილოთ ტრანზიტებზე. ვუწერთ ნეგატიურ ასპექტებს ტრანზიტულს და ქვები, რომლებიც განმუხტავენ უარყოფით ზეგავლენას. ქვები უნდა ვატაროთ მხოლოდ ტრანზიტული ასპექტების პერიოდში.

სულ ესაა ქვების შერჩევის მეთოდი. ჩვენ შევარჩიეთ კორექტორები ნათალური რუქისთვის. მათი ტარება შეიძლება მუდმივად , ასევე განვიხილეთ პროგნოზული ზეგავლენა პლანეტების და შევარჩიეთ დამცავი ქვები ცუდი დირექციული კონფიგურაციისგან და ტრანზიტებისგან. ამ ქვების ტარება შეიძლება მხოლოდ ნეგატიური ასპექტის პერიოდში.

როგორ იყო პროგნოზირებული, ჩვენი მთავარი გმირი დააწინაურეს შემოდგომაზე, ამ პოსტისთვის იბრძოდნენ სხვა პირებიცმ მაგრამ აირჩიეს მარტო ეს. გაიზარდა შემოსავალი, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დაიწყო ცვლილებები პირად ცხოვრებაში რაც მთვარი მიზანი იყო). ქორწინებაზე ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა აგვისტოს თვის ბოლოს გამოჩნდა ახალგაზრდა ბიჭი , რომელთანაც ურთიერთობები საკმაოდ ჰარმონიული და სტაბილურია.
საინტერესოდ იმუშავეს ქვებმა „მცველებმა“ - ნეგატიური ტრანზიტებისგან თავდასაცავად გოგონა აპირებდა შვებულების აღებას სექტემბერში, მაგრამ გარემოებებმა
მოითხოვეს რომ აგვისტოში გადმოეტანა. აგვისტოში კი სამკაოდ დაძაბული ასპექტები ქონდა:
ნეპტუნის კვადრატურა იუპიტერთან
სატურნის კვადრატურა ვენერასთან
მერე აღმოჩნდა, რომ სამსახურში ამ დროს დიდი ქაოსი იყო, ბევრი მოხსნეს სამსახურიდან. ჩვენი კლიენტი კი მშვიდად ატარებდა შვებულებას ზღვაზე.
მინერალური ქვები ნათალური რუქის გასააქტიურებლად











ამ მეთოდით ბევრი პრობლემის მოგვარება შეიძლება. მთავარია ზუსტად შეირჩეს ქვები, პერიოდები, გრადუსები საათები.
თუ წყვილი შორდება ერთმანეთს შეიძლება გადარჩენა ურთიერთობის. შეიძლება ქვების შერჩევა და შეერთება წყვილების. ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ბიზნესის ჩვენს სასიკეთოდ შემოტრილება და ა.შ.


მოამზადა თორნიკე ბიძინაშილმა
(გამოყენებულია ნადეჟდა რომანოვას მასალები)
скачать dle 10.4фильмы бесплатно
ნახვები: 7306
 

ASTRO TV LIVE