„ეგო“ - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მე“-ს. „მე“ კი გარსამყაროს აღქმისა და მასში თვითიდენტიფიცირების საკითხია... ინდურ ვედებში ნამდვილი „მე“ და ცრუ „მე“ (ეგო) ერთმანეთისგან გაყოფილია და თითუეული მათგანი შესაბამისადაა აღწერილი, მაგრამ აქ დეტალურად ამის განხილვას არ დავიწყებთ. ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს ცრუ ეგოზე, რომელიც არ არის გაჟღენთილი ნამდვილი „მე“-ს არსით და, მოქმედებს ფსიქოსტატიკური ტიპის კანონზომიერებით. წინა სტატიებში, დეტალურად აღვწერეთ ასტროსოფიული 3 ფსიქოტიპი, რომელთაგანაც, ფსიქოსტატიკური გახლავთ ინსტინქტებით მოქმედი და ინერციას დაქვემდებარებული ფსიქოტიპი ადამიანისა. სწორედ ამ ფსიქოტიპის დამახასიათებელია ეგოიზმიც და კონფლიქტურობაც!
ადამიანთა შორის ურთიერთობებში წარმოქმნილი უთანხმოებებისა და კონფლიქტის მიზეზიც, სწორედ ადამინთა ეგოიზმი ხდება ხოლმე, კერძოდ, ცრუ „მე“ ცდილობს, რომ „გაიტანოს თავისი“, რადგან მას ასე სურს. ცრუ ეგო მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის არის მართალი და იგი სამართლიანობის მეტრია, ეგოისტური მდგომარეობისთვის უცხოა სხვისი სურვილებისა და „სიმართლის“ მიმართ ტოლერანტულობა და დაშვება იმისა, რომ შესაძლოა სხვას სხვანაირად სურდეს, მიაჩნდეს, ან თუნდაც, დაუშვას, რომ მათი სურვილებისა და გაგების შესაბამისად მოქმედება არაა ზნეობრივად გამართლებული. ზნეობრივად გამართლებულობაში კი, რა თქმა უნდა, ეგოს დამახასიათებელი სუბიექტივიზმის საწინააღმდეგო მდგომარეობას, ობიექტურობას ვგულისხმობთ. ობიექტურობა კი, პირდაპირ კავშირშია სიბრძნესთან, სიბრძნე კი, როგორც კიდევ ერთ-ერთ სხვა სტატიაში მოგახსენეთ, წინააღმდეგობათა ერთობლიობაშა, ანუ დაშვება იმისა, რომ საწინააღმდეგო არსებობს და ეს წინააღმდეგობრიობაც არსობრივია დაპირისპირებული მეორე მხარისთვის და, ამ დაპირისპირებულის მიმართ არა კონფლიქტი, არამედ ჰარმონია გახლავთ ევოლუციის კანონის შესაბამისი, ანუ ზნეობრივი, როცა ორი ხდება ერთი და ქმნის მესამეს, ანუ მეორეს, თავის მსგავსს... ეს უნივერსალური პრინციპი ყოფიერების ყოველ კონტექსტში არსებობს, იქნება ეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა თუ ურთიერთგამომრიცხავ პოზიციათა კავშირი.
ეგოიზმის დამახასიათებელი საუკეთესო ახსნა ვეფხისტყაოსანშია:
„მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;
განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,
მაგრა იტყვის: „ჩემი სჯობსო“, უცილობლობს ვითა ჯორი.“სწორედ ეს ხდება ხოლმე ზოგადად კონფლიქტის მიზეზიც და, ამ თემას ხალხური გამოთქმითაც შევავსებთ:
„ცა ქუდად არ მიაჩნია და, დედამიწა - ქალამნადო“...ეგოიზმი გახლავთ მთლიანად კაცობრიობის მტერი და გლობალური ომებისა და სისხლისღვრის მიზეზი, ეგოიზმი გახლავთ სწორედ მიზეზი ყოველგვარი რეგრესისა, ეგოიზმი გახლავთ სწორედ ნგრევა და დაცემა, ეგოიზმი გახლავთ სწორედ თვითგანადგურების რეჟიმში ნელი მოქმედების ნაღმი დედამიწიდან კაცობრიობის გაქრობის გვირგვინით!..
ახალი, მერწყულის ეპოქისთვის კი, ეს ეგოიზმი სრულიად მიუღებელია და, შესაბამისად, ეგოიზმით მოქმედი სახელმწიფო მმათელობითი სისტემები თუ ელემენტარული ადამიანთაშორისი ურთიერთობები ექვემდებარება სრულ უტილიზაციას, ხოლო თუ ადამიანთა რასები, საზოგადოება, სოციუმი ამ ეგოიზმისგან არ გათავისუფლდებიან, მერწყულის ეპოქა ავტომატურ რეჟიმში განაპირობებს ასეთი შეუსაბამო სოციუმისა და მდგომარეობის ლიკვიდაციას, თუ ადამიანთა ცნობიერების ტრანსმუტაცია არ მოხდა, ეგოიზმი, საბოლოო ჯამში, კაცობრიობის ან გაქრობას, ან ქირურგიული წესით ტოტალურ და მტკივნეულ ტრანსფორმაციას მოასწავებს პლანეტაზე!
ამიტომ, როცა ატყობთ, რომ ურთიერთობა კონფლიქტში იზრდება, გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტის მხარე ორია და, თითოეული მათგანი განაპირობებს ამას თავისი ეგოიზმით მხოლოდ. ეცადეთ, გააცნობიეროთ ეს და თავი აარიდოთ კონფლიქტს და თქვენ უმტკივნეულოდ ევოლუციონირდებით.ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3