» » კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ასტროპროგნოზი / Slide

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზინოემბრის მეორე ნახევარი ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს, ვინაიდან იუპიტერი-ურანის ოპოზიცია იწყებს თავის გავლენას - ესაა განახლების, გარღვევის, თავისუფლების ასპექტი. ნოემბრის მეორე ნახევარში ის უკვე პოზიტიური ცვლილებებისთვის საჭირო ენერგიების შემოტანას დაიწყებს. რეალურ ძალას ეს ასპექტი მიაღწევს 2017 წელს და გაგრძელდება გაზაფხულამდე. მაგრამ უკვე დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ადამიანის გონებაში ის შემოიტანს განახლების პოზიტიურ ტენდენციას.
ეს არის დემოკრატების, მოწინავე ადამიანების ასპექტი და მათ, ვისაც გსურთ პოზიტიური ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში - სწორედ ახლაა დრო, როცა ცნობიერებაში შემოდის პროგრესისა და განახლების თემები. განსაკუთრებით ეს ეხება განათლებასა და მეცნიერებას, ასტროლოგიას, ავიაციას, მეგობრობას და, ზოგადად, ახალი გზების ძიებას.
თუმცა, ამ ასპექტის ბოლომდე სასიკეთოდ მიჩნევაში ხელს გვიშლის იუპიტერისა და პლუტონის კვადრატურა. პირად დონეზე მაინც რჩება შიში იმისა, რომ ვაითუ, ვერ გავაკეთო, ვერ შევცვალო, ხელი შემეშალოს. მაგრამ იუპიტერიც, ურანიც და პლუტონიც - მასშტაბური პლანეტებია და, შესაძლებელია, რომ ზუსტად ეს პერიოდი გახდეს თქვენთვის მასშტაბური ცვლილებების პერიოდი.
ახლა კონკრეტულად ამ კვირაზე.
ეს კვირა (14 ნოემბრიდან) იწყება სავსემთვარეობით, რომელიც იქნება 15:52 სთ თბილისის დროით. ამჯერად, მთვარე იქნება დედამიწასთან უჩვეულოდ ახლო მანძლზე 356,536 კმ. იმედია, კარგი სანახაობა იქნება.
სავსემთვარობა მოხდება მორიელსა და კუროს ღერძზე და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საკუთრებისა და ფინანსური საკითხების მიმართ. მორიელი და კურო - ორივე ფინანსური ნიშნებია. ამ მიზეზით, 2 კვირის განმავლობაში, სავსემთვარობის შემდეგ, შესაძლებელია შეგვაწუხოს ვალებთან, კრედიტებთან, ბანკებთან, ყიდვებთან და გაყიდვებთან დაკავშირებულმა საკითხებმა.
ასევე შესაძლებელია გააქტიურდეს პირადი და საქმიანი ურთიერთობები, მაგრამ ისევ ფინანსური და მატერიალური თემების კონტექსტში. სავსემთვარობისა და მომავალი ორი კვირის იდეალური გადაწყვეტა არის მოლაპარაკება, პარტნიორობის სხვადასხვა ვარიანტების განხილვა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.
14-15 ნოემბერი - ბიზნესში აქტიური წინსვლის დღეებია. კარგია ინტელექტუალური მუშაობისთვის, საინტერესო შეხვედრებისა და საერთაშორისო თემებისთვის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ უკურსო მთვარის პერიოდი - 14.11.16:52 - 15.11. 4:23 - გარე საქმიანობა ამ დროს დაბრკოლებულია.
17-18 ნოემბერი - შესაძლებელია დაძაბულობა ოჯახურ ცხოვრებასა და მშობლებთან ურთიერთობებში. ამ დროს შესაძლებელია გაიგოთ არასასიამოვნო ამბები, გასცეთ ვალები, დაალაგოთ სახლი, გაწმინდოთ კომპიუტერი, გაიტანოთ ნაგავი. ამ დღეებში, ჯობია არ მიიღოთ მნიშვნელოვანი ოჯახური გადაწყვეტილებები.
19-20 ნოემბერი - მერკური ჰარმონიაშია იუპიტერთან და სატურნთან - კარგია გადაადგილებისთვის, საერთაშორისო კონტაქტებისთვის, იურიდიული საკითხებისთვის, გამომცემლობისთვის და სასწავლო პროცესებისთვის.

უკურსო მთვარე
შეგახსენებთ, რომ უკურსობის პერიოდში მთვარე „ისვენებს“. ამის გამო, ყველა საქმე, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობას გულისხმობს, როგორ წესი, არ გამოდის. ასევე, ამ პერიოდში გაფანტულია ყურადღება, ამის გამო ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, ადამიანები სამსახურებში ყველაფერს მიედ-მოედებიან, გარდა საქმისა. ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი წინადადება არის ან უპერსპექტივო ან ნაადრევი და მოუმზადებელი. არ არის სასურველი ქირურგიული ოპერაციების დანიშვნა.
კარგი პერიოდია კითხვის, სეირნობის, დამოუკიდებელი მუშაობის, სულიერი განვითარების, ძველი საქმის დამთავრებისა და მომავალი საქმეებისთვის მზადებიასთვის, თუ ამას სიმარტოვეში აკეთებთ.

ამ კვირაში უკურსო მთვარის პერიოდებია:
14.11. 16:52 - 15.11. 4:23
16.11. 13:57 - 17.11. 3:57
19.11. 1:02 - 19.11. 6:14


მთვარე და ჯანმრთელობა
14 ნოემბერი - მთვარე კუროში
საერთოდ არ არის რეკომენდებული არანაირი ოპერაცია. დასუსტებულია ქვედა ყბის, კისრისა და ყელის ზონები. შესაძლებელია ყელის ანთება, ტონზილიტი, ფარინგიტი, ტრაქეიტი, ისევე გამწვავებები ფარისებრ ჯირკვალსა და საყლაპავზე. დასუსტებულია ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეებში ადამიანები ხდებიან მგრძნობიარენი საკვების მიმართ. მაგრამ შიმშილობა არ შეიძლება. მიირთვით, მაგრამ ეცადეთ, რომ საკვები იყოს დიეტური.

15.11. 4:23 - 17.11. 3:57 - მთვარე ტყუპებში
ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პროცედურების განხორციელება ფილტვებზე, ასევე სუნთქვითი ვარჯიშები. ამ დღეებში სუნთქვა გართულებულია, შესაძლებელია ქოშინი. გაბოლილი და დახუთილი ოთახები განსაკუთრებით მავნე ხდება ამ დროს.
აკრძალულია ოპერაციები ფილტვებზე, ტრაქეაზე, ბრონქებზე, ენაზე, ნერვულ სისტემასა და ზედა კიდურებზე - თითებიდან მხარამდე.
ზოგადად, ხელები და მხრები ხდება სუსტი ადგილი და ხელებით მძიმე მუშაობისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ.
კარგია ყველა პროცედურა, რომელიც სისხლის გაწმენდა-ამოძრავებასთანაა დაკავშირებული, ასევე კარგია ორთქლის აბანოც, კანის გაწმენდა. რეკომენდებულია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მკურნალობა ან პროფილაქტიკა-გაწმენდა. ასევე შესაძლებელია შიმშილობა და კუჭ-ნაწლავის გაწმენდა.
წყლის ყველა პროცედურა.
ზაგადად, ამ დღეებში, ბევრია დამოკიდებული ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა ყველაზე კარგად იხსნება ჰაერზე გასეირნებით და სუნთქვითი ვარჯიშებით.

17.11. 3:57 - 19.11. 6:14 - მთვარე კირჩხიბში
სუსტი ადგილია - კუჭი. არაა რეკომენდებული ალკოჰოლი, ქიმიური პრეპარატები. გარდა ამისა, ამ დღეებში მოერიდეთ ექსტრასენსორულ ჩარევასაც.
უკიდურესად ნეგატიური პერიოდია ენდოსკოპიური გამოკვლევებისა და ოპერაციებისთვის კუჭისა და დიაფრაგმის, ლიმფური სისტემის, გულმკერდის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მკერდის, პლევრის, ლორწოვანი გარსის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტისა და საშვილოსნოს არეებში.
რეკომენდირებულია კვებასთან, ასევე, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყვანასთან დაკავშირებული პროცედურები. დაშვებულია ოპერაციები ფეხებზე, მუხლებზე, მყესებზე ხელსაყრელი დროა კბილის ამოსაღებად.

19.11. 6:14 - 20.11 - მთვარე ლომში
ამ დღეებში მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთვარის ქალწულში შესვლის შემდეგ, შესაძლებელია ჯანმრთელობის გაუარესება. მკვეთრად იზრდება სიცოცხლისუნარიანობა, სექსუალური პოტენციალი, უმჯობესდება ფსიქო-ემოციური ფონი. მძიმე სამუშაოს უნდა ჩაენაცვლოს დასვენება. განსაკუთრებით, საჭიროა სრულყოფილი ძილი. დასვენებისა და აღდგენის საუკეთესო საშუალებაა დინამიური ვარჯიში, ჰაერის აბაზანები, სეირნობა.
მინდა შეგახსენოთ, რომ ამ რეკომენდაციებს აქვს ზოგადი ხასიათი და ისინი ვერ შეცვლიან პროფესიონალი ასტროლოგის კონსულტაციას.
ბედნიერ კვირას გისურვებთ...

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

...

დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

...

ვოლფ მესინგი (დოკუმენტური ფილმი)

...

ვარდისფერი კვარცი

პირველუ ასტროლოგირუ ვებ გვერდი