593 97 88 67
info@geoastro.ge
tornike299@gmail.com
თავდაპირველად, სახლიდან უნდა გადაყაროთ ძველი, გამოუსადეგარი ნივთები, გატეხილი აპარატურა. შემდგომ სახლში ჩაატაროთ გენერალური დასუფთავება - გარეცხოთ, გაწმინდოთ, შეამშრალოთ კარადები, გამოწიოთ ავეჯი და ანალოგიურად გამოასუფთაოთ. ამ ამის შემდეგ კი ჩაატარეთ ენერგეტიკული წმენდა. ამისათვის კი, საჭიროა, რომ იატაკი მოწმინდოთ მარილიანი წყლის ხსნარით. სამჯერ შემოუარეთ მთელს სახლს ეკლესიის სანთლით. იმ ადგილას, სადაც სანთელი დაიწყებს შავად ბოლვას, იქ დავდგეთ დიდხანს. შემდგომ სახლს ვაპკუროთ ნაკურთხი წყალი. დავრეკოთ ზარი (მეტალის ნაკეთობა) სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში. და ბოლოს, დაწვით აბზინდა (полыни) და მისი ბოლი მოატარეთ. ეს მცენარე გარეთაც კი შეგხვდებათ. არ დაგავიწყდეთ, აივანზეც იგივე გააკეთოთ. აუცილებლად გაწმინდეთ სახლი ზაფხულში, ახალი წლის წინ და, მაშინ, როდესაც ოჯახში უსიამოვნება და ავადმყოფობა იჩენს თავს.