ნიშნების ცვლილება ამ თვეში:მერკური სასწორის ნიშანში შევა 2016 წლის 7 ოქტომბერს, ხოლო მორიელის ნიშანში 2016 წლის 24 ოქტომბერს. ვენერა მშვილდოსანში შევა 2016 წლის 18 ოქტომბერს.
მთელი თვის განმავლობაში მარსი იმოძრავებს მისთვის ძლიერ ნიშანში, თხის რქაში. იმისდა მიუხედავად რომ მას ამ გზაზე შეხვდება საკმაოდ დაძაბული ასპექტები, ეს პერიოდი მაინც საკმაოდ პროდუქტიული იქნება მათთვის, ვისაც რაიმე კონკრეტული, მნიშვნელოვანი და გლობალური საქმის გაკეთება სურს. ახლა მნიშვნელოვანია ჩამოყალიბებული, გააზრებული მიზნით სიარული და ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა, მიუხედავად წინააღმდეგობებისა. ადამიანები, როგორც არასდროს, არიან შრომისუნარიანები, შეუძლიათ შეასრულონ ბევრი და მძიმე სამუშაო, გამოფიტვამდე. იმოძრაონ მიზნისკენ დისკომფორტისა და შეზღუდვების მიუხედავად.
2016 წლის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენებიაღსანიშნავია, რომ 2016 წლის ოტომბერში გველოდება ორი ახალმთვარეობა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ გექნებათ მთვარის პირველი დღის მაგიური საათის ორჯერ გამოყენების შესაძლებლობა, რათა მოიზიდოთ თქვენი სურვილების ასრულება. შეეცადეთ ამ დროს იფიქროთ თუ რისი მიღება გსურთ და წარმოიდგინოთ თუ რა განცდა გექნებათ მაშინ, როცა თქვენი სურვილი ბოლოსდაბოლოს ასრულდება. აი ესაა მაგიური დრო: 1ოქტომბერს 03:15- დან 06:40-მდე და 30 ოქტომბრის 20:40-დან 31 ოქტომბრის 8:00-მდე.
მზე და მერკური თვის უმეტეს ნაწილს გაატარებენ სასწორის ნიშანში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მოგეცემათ ახალი ნაცნობობის, ასევე კონფლიქტებისა და კამათების დარეგულირების კარგი საშუალება. ამ პერიოდში კარგია საკუთარი ავტორიტეტის გამყარება, თვითრეკლამა. სიტყვების, ტაქტის, დიპლომატიური უნარების მეშვეობით, ყურადღების მიქცევა საკუთარი პერსონისადმი.
თუ თქვენ გეგმავთ მნიშვნელოვან საქმეს, დარწმუნდით რომ ჩამოყალიბებული გაქვთ ზუსტი მიზანი და ასევე გათვალისწინებული გაქვთ ყველა დეტალი. მაგალითად, ეს თვე არაა ცუდი სარემონტო სამუშაოებისათვის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამისათვის კარგად ხართ მომზადებული.
27 ოქტომბერს მოხდება მერკურისა და მზის შეერთება, რამაც შეიძლება მისცეს პატარა მინიშნებები წვრილმანების მოყვარულებს. მაგალითად, ამ დღეს მნიშვნელოვანია ყველანაირი ინფორმაციის თვალყურის დევნება, რომელიც თქვენამდე მოვა ახალი წიგნების, პროგრამების, ნაცნობობების, საუბრების და ა. შ. სახით. ეცადეთ დააფიქსიროთ და დაიმახსოვროთ ყველა იდეა, რომელიც გეწვევათ. შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან გამოგადგეთ ახლო მომავალში.
თვის დიდი ნაწილის განმავლობაში, ადამიანები იქნებიან საკმაოდ კომუნიკაბელურები, ექნებათ სწრაფვა სასიამოვნო და შინაურული სიტუაციებისკენ, დაიწყებენ შეხვედრებისა და ურთიერთობების ძებნას, გამოავლენენ მეტ ზრდილობასა და ტაქტს. 7-დან 24 ოქტომბრამდე პერიოდი საუკეთესო დროა პარტნიორებთან სასაუბროდ, ახალი და თქვენი ინტერესების შესაბამისი ნაცნობობის დასამყარებლად, სიახლეების შესასწავლად, მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ პერიოდში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია ტაქტის, კარგი მანერებისა და ზრდილობის გამოვლენა.
კლებადი მთვარის დროს, თვის მეორე ნაწილში პლანეტებს შორის მოსალოდნელია მეტი დაძაბულობა, რაც შესაძლებელია ხელისშემშლელად აისახოს თქვენს გეგმებზე. (უფრო დაწვრილებით 2016 წლის ოქტომბრის პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოსათვის შეგიძლიათ წაიკითხოთ სატატაიში: „ზოდიაქოს ნიშნების 2016 წლის ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი.“)
თვის ასტროლოგიური პროგნოზისაქმიანი საკითხებიეს თვე წარმატებით ჩაივლის სხვადასხვა ტიპის, განსაკუთრებით კი ძნელი, ერთფეროვანი და რუტინული საქმეების გადასაჭრელად. თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული მიზანი, მარსი თხის რქაში მოგანიჭებთ საკუთარ ძალებში რწმენას. თუ მიზანი ჯერ არ გაქვთ, იპოვეთ ის და დაიწყეთ მისკენ ჯიუტად სვლა. თქვენ საღად შეაფასებთ საკუთარ ქმედებებს და ზედმიწევნით ზუსტად გააანალიზებთ მათ. არ ღირს ბედისწერაზე მინდობა. ყველა საქმეში დაეყრდენით საკუთარ თავს. თქვენ, დიდი ალბათობით, იქნებით ძალიან მიზანსწრაფულები და შეძლებთ იმის მიღწევას, რასაც სავარაუდოდ ადრე ვერ ახერხებდით.
თუმცა, თქვენ მოგიწევთ, ასევე, არცთუ ისე სასიამოვნო ასპექტების გათვალისწინებაც, რასაც გამოიწვევს მარსი თავის ტრაექტორიაზე. ესაა ის წინააღმდეგობები, რომელთაგანაც თავის არიდება მოგიწევთ, ამიტომ ჯობია ამ დღეებში არ ჩანიშნოთ მნიშვნელოვანი საქმეები, თუ გინდათ მათი წარმატებით დასრულება.
ამ პერიოდში ბევრს დააინტერესებს პროფესიული დონის ამაღლება, ამიტომ ეს წარმატებული პერიოდია სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების გასავლელად, ასევე რაიმე თემის დამოუკიდებლად შესასწავლად. შესაძლოა მიღებული ინფორმაცია დაგეხმაროთ კარიერულ კიბეზე გადასაადგილებლად ან შემოსავლის გასაზრდელად.
თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ბიზნესი ან გიჭირავთ მმართველის თანამდებობა, ამ თვეში ეცადეთ ხელქვეითებს მისცეთ ზუსტი დავალებები, დასახოთ კონკრეტული მიზნები და შექმნათ ჯანსაღი მოტივაცია, რაც მიზანთან დაგაახლოვებთ. შედეგი არ დააყოვნებს. თუკი თქვენ თვითონ ხართ ხელქვეითი, საჭიროა გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში ხელმძღვანელობა შეიძლება უფრო მკაცრი, კრიტიკული და უხეში იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ. ამიტომ ხელფასის მომატების ან სასწრაფოდ შვებულებაში გაშვების თხოვნა ცრემლებისა და სამოტივაციო ისტორიების თანხლებით, არამც თუ ძნელი ამოცანა იქნება თქვენთვის, არამედ თითქმის შეუძლებელიც.
განსაკუთრებული დღეები:2016 წლის 1-6 ოქტომბრის დღეები აღინიშნება ენერგიების მოჭარბებითა და ქმედების სურვილით, მაგრამ აქვე იმალება მცირე საფრთხე: თქვენი ენერგია შიძლება არ იყოს მიმართული საჭირო მხარეს. შესაძლოა ეპოტინებოდეთ რამოდენიმე საქმეს ერთდროულად და გიჭირდეთ მათი დასრულება. ამ დღეებში შეცდომები, გადაცდომები და სიტუაციის არასწორად შეფასება არ იქნება იშვიათი მოვლენაა. არ ღირს ყველაფრის ერთდროულად მიღება დაისახოთ მიზნად. იყავით მომთმენნი, არ მოინდომოთ ახტეთ საკუთარ თავზე მაღლა და ეს არც სხვებს მოსთხოვოთ.
ამ დღეებში შეიძლება მოგიწიოთ სახელმწიფო მოხელეებთან შეტაკება. შესაძლოა ვინმესთან მოგივიდეთ რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე კამათიც.
თვის პირველი კვირა წარუმატებელია მსხვილი პროექტების დასაწყებად, ქირურგიული ჩარევისთვის, სასამართლოსთან ან იურისტთან ურთიერთთობისთვის, საცხოვრებელი ადგილის გამოსაცვლელად და ქორწინებისთვის.
2016 წლის 7-11 ოქტომბრის დღეებში თქვენ იმოქმედებთ და იხელმძღვანელებთ გრძნობებითა და ემოციებით მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ამ პერიოდში გაივლის თხის რქისა და მერწყულის ნაკლებად ემოციურ ნიშნებ. აქ მნიშვნელოვანია დავეყრდნოთ ინტუიციას. არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს მოხდეს სხვადასხვა სახის აფიორები და საიდუმლო გარიგებები. საერთოდ, ამ დღეებში მოგინდებათ რაიმეს დამალვა, შეიძლება გაგიჩნდეთ საიდუმლოებები. ამ პერიოდში რეკომენდირებულია ტაძრების მონახულება, ნათლობა და სხვა რელიგიური რიტუალები. ასევე, შეხება მუსიკასთან და უცხოეთიდან ჩამოსულ ხალხთან კონტაქტი.
2016 წლის 12-13 რიცხვები წარუმატებელია კომერციული საქმიანობისათვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოსაწერად. ამ დღეებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ინფორმაციის მიღების შეყოვნებას, კომუნიკაციის მოშლას, ტექნიკისა და სხვადასხვა სახის ინსტრუმენტების გაფუჭებას. ახლა მთავარია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და ყოველი ნაბიჯი კარგად აწონდაწონოთ. ამ დღეებში მწერლებს, ჟურნალისტებს, მთარგმნელებს, შესაძლოა შეექმნათ სამსახურეობრივი სიძნელეები.
2016 წლის 17-19 რიცხვებში თქვენ გელით ენერგიისა და ძალების ძლიერი მოზღვავება. ხოლო, ცვლილებების სურვილი იქნება იმდენად ძლიერი, რომ ვერ შეძლებთ ერთ ადგილზე გაჩერებას. ამ დღეებში იგრძნობთ, რომ მთების გადადგმაც კი შეგიძლიათ, მთავარია გქონდეთ ზუსტი მიზანი და მისი მიღწევის გეგმა.
2016 წლის 25-29 ოქტომბრის დღეები - თვის ბოლო, შესაძლოა აღმოჩნდეს საკმაოდ დაძაბული. მარსი ხომ ამ დროს ნეგატიურ ასპექტებს უახლოვდება ურანთან ერთად. ეს პერიოდი სავსეა შფოთითა და გაურკვევლობით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა ზუსტად იცოდეთ თუ რისკენ ისწრაფვით, შეიძლება შეგაწუხოთ ეჭვებმა, რაც სულაც არ გჭირდებათ.
ბევრი ადამიაის ქცევა გახდება არაპროგნოზირებადი, იმპულსური. ეცადეთ არ აყვეთ წუთიერ ემოციებს, არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე და არ დაკარგოთ თვითკონტროლი.
2016 წლის ასტროლოგიური პროგნოზიტურები და მოგზაურობაამ თვეში სხვადასხვა სახის მოგზაურობის, განსაკუთრებით კი საქმიანი ვიზიტების დიდი ალბათობაა, თუმცა, ყველა მათგანი ვერ იქნება დიდად სასიამოვნო. თვის პირველ კვირას თქვენ შეგიძლიათ დასასვენებლად გამგზავრება, მაგრამ საჭიროა ამ მოგზაურობისთვის ყურადღებით მომზადება. ლაშქრობები და შორ მთებში მოგზაურობა ჯობია არ დაგეგმოთ 4-6 ოქტომბრის დღეებში, რადგან ეს პერიოდი საფრთხის შემცველია.
ჯანმრთელობა და თვის საფრთხეები
ეს თვე ბევრი ჩვენგანისთვის შეიძლება საკმაოდ ხიფათიანი გამოდგეს. იზრდება სხვადასხვა სახის ავარიებისა და კატასტროფების, უბედური შემთხვევების ალბათობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კომუნიკაციის მოშლით. გამორიცხული არაა ხანძრები და აფეთქებები, იარაღის გამოყენება. ამ კუთხით ყველაზე საშიშია თვის ბოლო კვირა ახალმთვარეობამდე (2016 წლის 25-29 ოქტომბერი).
შესაძლოა, ამ პერიოდში, ადამიანებში აღინიშნებოდეს სასიშროების შეგრძნების მოდუნება, გაუფრთხილებლობა, გამოვლინდეს გულგრილობა. ახლა მთავარია ზედმეტად არ გარისკოთ, განსაკუთრებით საკუთარი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობით.
თორნიკე ბიძინაშვილი
скачать dle 11.3