593 97 88 67
info@geoastro.ge
tornike299@gmail.com
საინტერესო გრძნობაა, როდესაც რაღაც იცი... რაღაც, რისი ახსნაც არ შეგიძლია, მაგრამ მას გრძნობ.
მთელი ცხოვრების მანძილზე გრძნობ, რომ რაღაც ისე არ არის სამყაროში...
ის მუდმივია, გარს გვაკრავს..ყველგან არის, თვით აქ, ამ მომენტშიც ხედავთ და ყველგან გრძნობთ მას.
სამწუხაროდ რთულია ვინმეს აუხსნა თუ რა არის ეს. ეს ყველამ თავად უნდა გამოსცადოს.
სინამდვილეში, ადამიანი სამგანზომილებიან, ხელოვნურად შექმნილ, თვითგანვითარებად მატრიცაში ცხოვრობს.
ჩვენ, როგორც ენერგია (სული), კოსმიური გონის ცნობიერებაში არსებული ინდივიდუალური ნაწილაკები ვართ. ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე აბსოლუტ გონის ერთიანობა. ისევე როგორც უჯრედები ქმნიან ადამიანის ორგანიზმის ერთიანობას, ცნობიერებების საერთო ძალებით და ერთიანობით იქმნება სამყაროები, გალაქტიკები, ვარსკვლავები, პლანეტები და ცოცხალი ორგანიზმები, როგორც მიკრო (ატომების დონეზე) ასევე მაკრო მასშტაბებით.
არსებობს უამრავი სხვადასხვა სახის რეალობა, რომლის მიკროსკოპულ ნაწილაკსაც ჩვენი სამგანზომილებიანი რეალობა წარმოადგენს. სხვა სამყაროები მისგან შესაძლებელია აგებულებით, კანონებით, ვიზუალური თვალსაზრისით და მასში არსებული ცოცხალი ორგანიზმებით განსხვავდებიან. ნატიფი სამყარო, რომელიც მატრიცის „ფარდის“ მეორე მხარეს იმყოფება, საგრძნობლად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი სამყაროსგან. მასში შესაძლოა არ არის მდგრადი ფორმები, არც ჩვენთვის ცნობილი ფიზიკის კანონები, დრო ბევრად შენელებულია ანდაც სულ არ არსებობს. ასევე შესაძლოა ინფორმაციის გადაცემა შუქის სისწრაფით ხდება. ადამიანის ტვინი წარმოადგენს ერთგვარ მიმღებს, რომელსაც გარკვეული სახის სიგნალი გადაეცემა კოსმოსიდან, რის შემდეგაც ადამიანი ახერხებს მოცემულ ილუზიურ თამაშში შესვლას და არსებობას.
ადამიანს აქვს პოტენციალი, გასცდეს მისთვის ცნობილ რეალობას და მატრიცის „ფარდის“ უკან არსებულ სამყაროს დაუკავშირდეს, რასაც ის სიზმრების, მედიტაციისა და ჰიპნოზის საშუალებით აკეთებს კიდეც. ეს სამყარო მიუწვდომელი და დამალულია ჩვეულებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის. როგორც სხვა მიმღებ ელექტრო ხელსაწყოებს, ტვინსაც ესაჭიროება გარკვეულ სიხშირეზე დაპროგრამება, რათა მაღალი ვიბრაციის სიგნალები მიიღოს. მსგავსი შესაძლებლობის მქონეებს იცნობთ მედიუმების და ნათელმხილველების სახელით. სინამდვილეში კი ეს შესაძლებლობები ნებისმიერი ადამიანის ბუნებაში დევს მიძინებული ნიჭის სახით.
სამწუხაროდ დღევანდელი დედამიწა არის სამყარო სადაც უდიდესი პროცენტი ადამიანებისა რეალობის მიღმა რჩება, ვერ აღიქვამს მას და არ არის ბუნებასთან ერთი. ყველაფერს სამყაროში, მოიცავს საერთო ცნობიერება, რომელსაც სინამდვილეში ევოლუციის ნებისმიერ პლატფორმაზე არსებობა შეუძლია. სინამდვილეში, დედამიწა ერთი დიდი საერთო ლაბორატორიის ნაწილია, რომელიც შეიქმნა როგორც ცნობიერების სხვადასხვა სახეობების შეჯვარების არეალი, სადაც ყოველ მოსულ რასას მოაქვს საკუთარი გამოცდილება და ცდილობს თავის გზაზე განვითარდეს.
ადამიანის სულის მატრიცა სინამდვილეში ინახავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მას ესაჭიროება და განვითარების გზაზე გამოადგება. ყველაფერი რაც არის გარეთ, დევს ადამიანში შიგნით, რათა არ დაირღვეს ერთიანობის კანონი.