» » მაისის თვის ასტროპროგნოზი
ასტროპროგნოზი / Slide

მაისის თვის ასტროპროგნოზი

2015 წლის მაისი უცაბედი ცვალებადობებით გამოირჩევა. ეს მერკურის დამსახურებაა, რომელიც მთელი თვის მანძილზე თავისივე სამფლობელოში ანუ ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს. სწორედ ეს ფაქტი მოიტანს ბევრ საინტერესო ინფორმაციას, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. მაისში მოვლენები დიდი სიჩქარით განვითარდება და საკმაოდ არაპროგნოზირებადი ხიასიათი ექნება , სწორედ ამიტომ უშედეგო იქნება ყველა მცდელობა წინასწარ გავთვალოთ ან გავაანალიზოთ რაიმე - გადადეთ შემდეგი თვისთვის სერიოზული და გრძელვადიანი ქმედებების დაგეგმვა.
ეს თვე კარგია მეგობრული ურთიერთობებისთვის, ძველი უთანხმოებების მოსაგვარებლად, შესარიგებლად და დიპლომატიური ურთიერთობების დასალაგებლად. ასევე მათთვის ვისი სამსახურიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ სფეროებთან, ურთიერთობებთან, კოტაქტებთან, მათ ექნებათ შანსი შემოქმედებით წარმატებას მიაღწიონ. ანუ საბოლოო ჯამში მაისი შესანიშავი და ხელსაყრელი პერიოდია კომუნიკაციისთვის, ახალი ურთიერთობებისთვის, პარტნიორობისთვის. ასევე დიდი ალბათობით რომანტიული ურთიერთობებიც მრავლად იქნება, მაგრამ ზოგად ტენდენციას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ისინი უფრო ხანმოკლე ხასიათის იქნებიან.
მაისი პირველ დეკადაში ვენერა იქნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში. პლანეტის ეს მდგომარეობა ხელს უფრო მეგობრულ ურთიერთობებს უწყობს, ვიდრე სასიყვარულოს. ძალიან კარგი პერიოდია ვაჭრობისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად. საკმაოდ დინამიური პერიოდია და მოვუწოდებ ყველას აქტიურობისკენ.
საქართველოში საზღვრებსშორისი პრობლემები იჩენს თავს. პრობლემატური იქნება ეს თვე არსებული ხელისუფლებისთვის, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ურთიერთობებში. ასტროლოგიურად საქართველოს შევაფასებდი როგორც სტაბილურად მძიმე. არის მდგომარეობის გაუარესების დიდი ალბათობა, რაც გამოიხატება ოპოზიციური ძალების გააქტიურებით და ხალხის უკმაყოფილებით არსებული ხელისუფლების მიმართ და ამ ხალხის რაოდენობა ყოვლდღიურად იზრდება.
მაისი კარგი პერიოდია ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. პლანეტა იუპიტერი, რომელიც მდებარეობს ლომის ზოდიაქოს ნიშანში დაასაჩუქრებს მათ ვისაც კარგად აქვს განვითარებული ორგანიზატორული და ორატორული ნიჭი. თითოეულ ჩვენგანს ექნება შანსი გაიუმჯობესოს მატერიალური მდგომარეობა. ეს ასევე ჩვენს სახლმწიფოსაც ეხება. მას აქვს შანსი გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც მარტივად შეიძლება აისახოს ლარის კურსზეც და ზოგადად მოსახლეობაზეც.
მაისის მესამე დეკადა გაივლის მარსის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს. პირადი წარმატება იქნება დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე გარშემომყოფებთან. თუ თქვენ სარგებლობთ ავტორიტეტით სამსახურში, გავქთ ლიდერული თვისებები, მაშინ შეგიძლიათ გქონდეთ უფროსობისგან წახალისების და დაწინაურების შანსი.
ამ პერიოდში რეკომენდირებული ფრთხილად და წინდახედულად მართოდ ფინანსური საქმეები, დაიცვათ ზომიერება. საქმეში კარგად ჩადებული ფინანსები, აიცილებლად მოიტანს შედეგს.
კარგი და მოსალოდნელი შედეგით დასრულდება მაისის თვის, განსაკუტრებით ბოლო პერდიოს, ყველა მივლინება და მოგზაურობა.
მაისის უმეტესი დრო კუროს პერიდია, მაგრამ წელს ეს თვე გამოხატულია ტყუპების აქტიურობით და დიდი ზეგავლენით, ასე რომ იაქტიურეთ, იკონტაქტეთ, მოიძიეთ ინფორმაცა და მოგეცემათ ყველა პასუხი, რათა უკეთესად დაგეგმოთ მომავალი.

ასტრო-ეზოთერული ცენტრი
მოამზადა თ. ბიძინაშვილმა
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

დეკემბრის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტრო-ეზოთერული ცენტრი მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.