Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
პლანეტა: მარსი, მზე.

ფერები: ხასხასაწითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, იასამნი-სფერი, მალინისფერიდაყველაბრჭვიალა (მელნისფერი _ უიღბლოა).

ქვები: ალმასი, ბადახში, ამეთვისტო, მთვარისქვა, აკვამარინი, ზურმუხტი,

ლითონი: რკინა, ფოლადი.

თილისმა: ურო, ოქროსსაწმისი.

იღბლიანირიცხვები: 4, 7, 9 (ყველარიცხვირომელიც 9-ზეიყოფა), 11.

იღბლიანიდღეები: სამშაბათი, კვირა.

უიღბლოდღეები: პარასკევი, შაბათი.



  • 21 მარტიდან 31 მარტამდე მარსის გავლენით – იბადებიან გაბედული, აგრესიული, ძლიერი, არადისციპლინირებული, ვაჟკაცური, სიყვარულში ვნებიანი ადამიანები.

  • 1-დან 11 აპრილამდე დაბადებულები მზის გავლენით – ამაყი, დიდსულოვანი, გაბედული, მბრძანებლობის უნარიანი, პატივმოყვარე ადამიანები არიან, მათ შეუძლიათ სიძნელეების გადალახვა. მათთვის სიყვარული დიდ გატაცებას წარმოადგენს.

  • 12-დან 20 აპრილამდე დაბადებულები ვენერას გავლენით – ვნებიანი და ნაზი, მოხერხებული და იმპულსური, მუსიკისა და დახვეწილი ხელოვნების მოყვარულნი არიან.



ტემპერამენტი და ხასიათი.

ვერძები უფრო გრძნობენ, ვიდრე ფიქრობენ. მათ შეუძლიათ უკიდურესი დიდსულოვნების გამოვლენა და ძალიან უყვართ საჩუქრების კეთება, ეხერხებათ ბრძანებების გაცემა.
ვაჟკაცური, ორიგინალური იდეებით და ყოველივე ახლისადმი უშრეტი ცნობიმოყვარეობით აღსავსენი არიან.
ქალ-ვერძებს უყვართ მოდის გასწრება, აქვთ მიდრეკილება ექსტრავაგანტულობისაკენ, უპირატესობას ანიჭებენ ნათელ ფერებს: ყვითელს, მწვანეს, ლიმნისფერს, ნარინჯისფერს.
ვერძი ქალებიც და მამაკაცებიც პოტენციური გიჟებია, ისინი გმირები, დამპყრობლები არიან. უხეში ძალის გავლენით შეიძლება ჩამოყალიბდეს სულსწრაფი პიროვნება, რომელიც არ უწევს ანგარიშს სხვა ადამიანების გრძნობებს და გააფთრებული ხდება თუ მას ხელს უშლიან, უსამართლო და აგრესიულია სადიზმამდე და ნგრევამდე (თვითნგრევამდეც კი). ვერძს გააჩნია საკუთარი მე-ს, თვითდამკვიდრების, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის, თვითდრამატიზების და თვითგარიყვის მომენტიც. ვერძთან არ ღირს კამათი.

პროფესიები

ვერძმა, ჩვეულებრივ, სკოლის მერხიდანვე იცის, თუ რა პროფესიას აირჩევს. მათგან გამყიდველები, კომივოიაჟერები, ლექტორები, დანტისტები, ვეტერინარები, ჯარისკაცები, პოლიციელები, ყასაბები, შესანიშნავი მექანიკოსები, ქირურგები, მოქანდაკეები გამოდიან. ისინი კარგად ეწყობიან ცეცხლს და ლითონს. ვერძის დაკუნთული სხეული სპორტულ კარიერას მოასწავებს. არჩეული პროფესიის მიუხედავად, ვერძს სურს იყოს საუკეთესო მებრძოლი, ის პირველობისკენ მიისწრაფის. ფულთან დამოკიდებულება – მარჯვეა ფულის შოვნაშიც და მის დახარჯვაშიც არა იმდენად გავლენის, რამდენადაც ძალაუფლების მოსაპოვებლად.


სიყვარული

მზად არის სიყვარულისა და სექსისათვის ადრეულ ასაკში, უფრო ადრე, ვიდრე ეს მიღებულია საზოგადოებაში, ამის გამო ვერძებს ახალგაზრდობაში ხშირად აქვთ ოჯახური კონფლიქტები. ზოგჯერ დიდი უსიამოვნება გადახვდებათ ხოლმე თავს, იმის გამო რომ ბიჭი-მამაკაცი ნებისმიერ წესებს არღვევს მისი პირველი სურვილების განსახორციელებლად. გოგო-ქალი კი შეგნებულად ჭირვეულობს და თავად გახდება მისი გაუპა-ტიურების მიზეზი. აქვთ ტენდენცია ყველა ასაკში ერთი შეხედვით შეყვარებისკენ. თუ შეუყვარდათ, ვერაფერი აღუდგება წინ მათ ვნებებს. მათ ხშირად იზიდავს აკრძალული ხილი, ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ მის მოპოვებას. სანაცვლოდ შეუძლიათ საკუთარი თავის გაღება. ისინი დიდსულოვანი, და ზოგჯერ ანგარიშიანები არიან. მამაკაცებში არის რაღაც მოჩვენებითი, თუმცა ქალებსაც უყვართ თავიანთი უპირატეს-ობების დემონსტრირება. შეუძლიათ იყონ ძალიან ერთგულნი, მაგრამ მხოლოდ დროებით, მანამ სანამ ურთიერთობებს გაარკვევენ. განმეორებადობის პირველი ნიშნისთანავე ისინი წყვეტენ ურთიერთობებს. ვერძი ვერ იტანს, როდესაც მას რამეში ზღუდავენ.скачать dle 11.3
ნახვები: 18 111
 

ASTRO TV LIVE