Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » ნასამ შავი ხვრელიდან გამომავალი უცნაური სინათლე შეამჩნია

ნასამ შავი ხვრელიდან გამომავალი უცნაური სინათლე შეამჩნია

ნასამ შავი ხვრელიდან გამომავალი უცნაური სინათლე შეამჩნიანასამ შავი ხვრელიდან გამომავალი უცნაური სინათლე შეამჩნიააუცილებელი არ არის ერკვეოდე მეცნიერებაში რომ იცოდე – შავი ხვრელი ყველაფერს ისრუტავს და გარეთ არაფერს არ უშვებს. მაგრამ ახლახან ნასამ შეამჩნია რაღაც უზარმაზარი, უცნაური ობიექტი შავ ხვრელ Markarian 335-თან. ნასას ორმა ტელესკოპმა, მათ შორის ბირთვულმა სპექტროსკოპულმა ტელესკოპმა (NuSTAR) შეამჩნია შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი ენერგიის მასა. სინამდვილეში რა მოხდა? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს მეცნიერები ეძებენ. “ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ შავი ხვრელის გვირგვინიდან გამომავალი კაშკაშა სინათლე ე. წ. დენ ვილკინსის წმინდა მერის სამყაროს. ეს მოვლენა დაგვეხმარება გავერკვიოთ იმაში თუ როგორ აძლიერებს სუპერმასიური შავი ხვრელი ზოგიერთ კაშკაშა ობიექტს სამყაროში,“ – განაცხადა Nustar-ის გენერალურმა მკვლევარმა ფიონა ჰარისონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ენერგეტიკული წყაროს ბუნება არის “მისტიკური” , ასევე დაამატა, რომ ამ უცნაური მოვლენის ფირზე ჩაწერამ შესაძლებელი გახადა მიგვანიშნოს შავი ხვრელის ზომასა და სტრუქტურაზე და ასევე იმაზე თუ როგორ ფუნქციონირებენ შავი ხვრელები. ჩვენდა საბედნიეროდ შავი ხვრელი დედამიწიდან 324 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ასე რომ ამ უცნაურ რაღაცას არანაირი ზეგავლენა არ ექნება მზის სისტემაზე.

თორნიკე ბიძინაშვილი


წყაროскачать dle 11.3
ნახვები: 2 810
 

ASTRO TV LIVE