» » შეურაცხყოფისა და სნეულების ეზოთერული სტრუქტურა
ეზოთერიკა / Slide

შეურაცხყოფისა და სნეულების ეზოთერული სტრუქტურა

შეურაცხყოფისა და სნეულების ეზოთერული სტრუქტურაადამიანი, ზოგადად, ერთი დიდი მიმღები და გამცემია თავისი არსით, მოკლედ რომ ვთქვათ, გამტარი, მაგრამ თუ ამ გამტარის გამტარუნარიანობა რამენაირად დაქვეითებულია, მასში უამრავი ნეგატივი ილექება და, შესაბამისად, ღებულობს და ვეღარ გასცემს, ვერ ახერხებს გაატაროს ენერგოინფორმაცია, თუნდაც პოზიტიური, რადგანაც ნებისმიერი შეყოვნებული მასა, არარეალიზებული მუხტი, თუნდაც ეს ნატიფი ენერგიები იყოს, ცოცხლობს გარკვეული პერიოდით, დროის მანძილზე განიცდის ხრწნას და, საბოლოოდ, თუ დროზე არ გაიცა, კრისტალიზდება მყარი მატერიის დონეზე. ამ მდგომარეობაში, როცა ემოციური ტევადობა ივსება, მიღების რესურსიც იწურება და, რაც დრო გადის, მით ძნელი ხდება ადამიანის ამ ჭაობიდან ამოყვანა. ენერგოინფორმაციული ნეგატივის გამყარებას მედიცინა ხან მარილებს ეძახის, ხან ტოქსინებს, ხან რა დაავადების სახელს და, ხანაც რას... საერთო ჯამში, ყოველი სნეულება, სქემატურად ერთი და იგივე წარმომავლობისა და აგებულებისაა - შეყოვნებული, არარეალიზებული, ვერგაცემული რაღაც...
ადამიანის სამწევრიანი აგებულების შესაბამისად, პირველადი - იდეაა, მე-2 - გრძნობა, რომელსაც სიტყვა შეესაბამება, ხოლო მე-3 წევრი - სხეული, გამოვლინება, ფორმაცია იდეისა, რომელმაც გაიარა გრძბონობად-ემოციური ლაბირინთი და ჩამოყალიბდა მატერიად... ეს სისტემა უფრო ადვილად რომ გავიგოთ, მაგალითად ავიღოთ მშენებლობა: 1) სახლი მოიაზრება იდეის დონეზე პროექტის სახით, 2) ძალისხმევით, ანუ გრძნობითი იმპულსით, ინიციატივით, აღიძვრება 3) პროექტის შესაბამისი მოქმედება უკვე მყარ მატერიაში და იწყება ფუნდამენტის ჩაყრა, ხოლო საბოლოო ჯამში, შენდება სახლი, ანუ მყარი ფორმა იმ იდეისა, რაც პირველად გონებაში აღიძრა მუხტის სახით...
რაც ზემოთ მოგახსენეთ, მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ პირველადი ფორმა მატერიისა გახლავთ იდეა, ხოლო იდის რეალიზაციას გრძნობად-ემოციური მუხტი, სურვილი, ინიციატივა სჭირდება... შესაბამისად, ადამიანის არსი, როგორც ასეთი „გამტარი“, იდეის სრული რეალიზაციის შემთხვევაში ასრულებს თავის ფუნქციას, მისიას სამყაროში და მისთვის უკვე ქვეცნობიერის ენერგოინფორმაციული ბაზა არარეალიზებული იდეებით აღარ ივსება და, ამიტომ, მის ორგანიზმში გამყარებას აღარ განიცდის ენერგია...
ზუსტად ამ სქემის, ადამიანის ამ არსობრივი სტრუქტურის გამო გრძნობს ხოლმე ხალხი თავს შეურაცხყოფილად, როცა ურთიერთობაში შეურაცხმყოფელი შინაარსის სიტყვები ან მოქმედება მიემართება მის წინააღმდეგ... თუ კარგად გავაცნობიერებთ ამ ყველაფერს, უბრალოდ, გამორიცხულია, ვინმემ შეძლოს თქვენი შეურაცხყოფა, გამორიცხულია, თუნდაც ნებისმიერმა ნეგატივმა თქვენში გამოიწვიოს დისჰარმონიული ემოცია და ნეგატიური ფსიქიკური მდგომარეობა. თუ ადამიანი შეძლებს - იყოს უნივერსალური გამტარი, მისთვის სნეულებაც კი უცხო იქნება, რადგან ადამიანისთვის თვისებრივი მხოლოდ სიჯანსაღეა, ხოლო ავადმყოფობას და შეურაცხყოფილად თავის მიჩნევას ამ ჯანსაღი მდგომარეობის გაუცნობიერებლობა იწვევს...

შეურაცხყოფისა და სნეულების ეზოთერული სტრუქტურა









თუ დააკვირდებით და მიხვდებით ყველაფერს, რაც ზემოთ მოგახსენეთ, თქვენ თავად გაოცდებით, რომ ჯერ ერთი - აღარავის ექნება თქვენთვის შეურაცხყოფის მოყენების სურვილი და, მეორეც, თუ ვინმემ ეს სცადა, თქვენ ნამდვილად აირიდებთ შეურაცხყოფას თქვენს თავზე და „გაატარებთ“!.. კიდეც გაგიგიათ - 2 ყური რისთვისა გაქვსო? ერთიდან შეუშვი და მეორიდან გაუშვიო...
რა თქმა უნდა, მთლად „პრახადნოი დვორიც“ არ უნდა ბრძანდებოდეთ, ფეხბურთში, ერთი შეხებით პასის გადაცემა და გოლიც არსებობს და, მიღებული პასის დამუშავება და ადრესატისკენ გაგზავნაც!..
მიღება-გაცემის თვისება ერთადერთი ძირითადი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი სუბსტანციაა ადამიანისთვის, ასე რომ, დააკვირდით, გააცნობიერეთ და იცხოვრეთ ჰარმონიულად...

ლაშა ჩხენკელი
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"კომუნიკატორი"-ს სიუჟეტი ასტრლოგიის ისტორიაზე

როგორ მოვხსნათ ჯადო-უნიკალური სახელმძღვანელო.

Guide to cats and kittens