» » აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი)
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი)

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი)


აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2014 წელი ხის მწვანე ცხენის წელია. როგორი იქნება ის ჰოროსკოპის სხვა წარმომადგენლებისთვის? რა არის მისთვის პრიორიტეტული და რას არ დაუშვებს? ცხენი ზოგადად ძალიან ენერგიულია, ამტანი, ხშირად მოუთმენელიც კი. აფასებს შრომას და თავისუფლების მოყვარულია. ვერ ეგუება არაპირდაპირობას და უსამართლობას. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი მოტყუება ადვილია, მაგრამ არ გირჩევთ, რადგან თუ მან ამის შესახებ ოდნავ მაინც იეჭვა, დაუნდობელად დაგსჯით. ზოგადად, წელს მისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა იმათ ელით, ვინც სამართლიანი და შრომისმოყვარეა.


აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი) ვირთხა
(1960.1972.1984.1996.2008)
ცხენი ვირთხას გადამეტებულ რაციონალისტად თვლის. მისი მისწრაფება და მზადყოფნა გულის კარნახით იმოქმედოს, არც ისე კარგად შეესაბამება ვირთხის წინადახედულობას და ერთგვარ შინაგან სიცივეს. თუმცა როდესაც ვირთხას ხელს უშლიან რაიმე საქმიანობაში, ან როცა ის შეყვარებულია მათ შორის მსგავსება აშკარა ხდება, ამ დროს ვირთხის ხასიათის უბრალოდ ბობოქრობს და ეს ხშირად აგრესიული ელემენტებითაც არის გაჯერებული. როგორც ჩანს, ეს წელიწადი ვირთხებისათვის არც ისე იოლი იქნება, თუმცა ამავდროულად სასიამოვნო მომენტებსაც უნდა ელოდონ.
ჯანმრთელობა
ვირთხების ჯანმრთელობა სექტემბრამდე მეტ-ნაკლებად სტაბილური იქნება, ამ დროის განმავლობაში მათ შეეძლებათ როგორც ინტენსიურად იმუშაონ, ასევე დაისვენონ-განწყობის შესაბამისად. სექტემბრიდან კი მათი ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება და იმატებს გადაღლილობის შეგრძნება. კარგი იქნება, თუ ისინი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ნაადრევად დაიწყებენ, მით უმეტეს, რომ ამისთვის მათ დიდი ძალისხმევა არ დაჭირდებათ. კარგი იქნება თუ პერიოდულად მიიღებენ პოლივიტამინების კომპლექს და ალკოჰოლისგან მაქსიმალურად შეიკავენ თავს.
ფინანსები და კარიერა
2014 წელი ფინანსების მხრივ წარმატებული იქნება მხოლოდ იმ ვირთხებისათვის, რომლებიც მზად იქნებიან მუხლჩაუხრელად იშრომონ. მათი დივიდენდები პირდაპირპროპორციული იქნება მათ მიერ წლის განმავლობაში გაღებული ენერგიისა. ამიტომ ვირთხებს შემოსავლების მოულოდნელი წყაროებიდან (როგორიც არის ლატარეა და სხვა აზარტული თამაშები) მიღების იმედი არ უნდა ქონდეთ, თუმცა ხელფასის ზრდა, დამსახურებული პრემიები და კეთილსინდისიერად გამომუშავებული ფინანსური მოგებები აუცილებლად იქნება. რაც შეეხება კარიერას, კარგი იქნება თუ ვირთხები მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებიც მანამდე წამოიწყეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათობა იმისა, რომ მათ მოუწიოთ სადღესასწაულო დღეებში წარსულიდან მოტოვებული საქმეების მოგვარება, დიდია. ცხენის წლის დასაწყისი ვირთხებისათვის შესაძლოა ახალი პერსპექტიული პროექტების დასაწყისად იქცეს. მათგან თავის არიდება, რა თქმა უნდა, არ ღირს, მხოლოდ უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც შეუდგებიან მათ რეალიზებას, აღარ ექნებათ ჩვეულებრივი სამუშაო დღეების ნაცნობი რითმი. ეს დაძაბული პეროდი კი ივნის-ივლისამდე გაგრძელდება. ივნისში და ივლისის თვეში კი კარიერული წინსვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
ურთიერთობები
მარტოხელა ვირთხებს გაზაფხულზე კარგი შანსი ეძლევათ საინტერესო ურთიერთობის დაწყებისთვის. ამის ყველაზე დიდიYალბათობა კი მარტის და აპრილის თვეშია. მეოჯახე ვირთხებს მოუწევთ სამსახურსა და პირად ურთიერთობებს შორის ბალანსის გამონახვა, რადგან მათმა გადამეტებულმა ყურადღებამ საქმეების მიმართ შესაძლოა საყვარელი ადამიანების გულისწყრომა გამოიწვიოს და ამ ყველაფრის გამოსასწორებლად შეიძლება კარგი შემოსავლებიც კი არ იყოს საკმარისი. Pპირად ურთიერთობებში სიტუაციის დასტაბილურება შემოდგომაზე უფროა სავარაუდო, რადგან ამ პერიოდში ვირთხებისათვის საქმიან სფეროში შედარებითი სიმშვიდე დაისადგურებს. ქალბატონ ვირთხებს კი რომლებსაც უკვე ყავთ პარტნიორი, საქორწინო შეთავაზებას უნდა ელოდნენ და რაც უფრო ხანგრძლივია მათი ურთიერთობა, მით უფრო მეტია მათი შეუღლების შანსი.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი) ხარი
(1961.1973.1985.1997.2009)
ცხენისთვის ხარი აღიქმება როგორც გამოუსწორებელი ეგოისტი. გარდა ამისა, ის ცოტათი აბრაზებს კიდეც წლის მმართველს თავისი სიზანტით და მოუქნელობით. თუმცა, რადგან ხარი მომთმენია და გამოირჩევა კეთილი ნებით, იგი შეძლებს მოიპოვოს კეთილშობილი და დიდსულოვანი ცხენის კეთილგანწყობა. ხარებს ისღა დარჩენიათ, რომ ამ წელიწადს ცოტათი უფრო გახსნილები იყვნენ, რადგან შესაძლოა მათი თავშეკავებულობა ცხენმა მის მიმართ სიცივედ აღიქვას და აი, მაშინ, მისგან არაფერ კარგს არ უნდა ელოდნენ.
ჯანმრთელობა
მიუხედავად ხარების მოჩვენებითი სიმშვიდისა სტრესულ სიტუაციებში, ისინი ხშირად შინაგანად ,,იწვიან’’, სწორედ ამ შინაგანი განცდებით შექმნილი სტრესული მდგომარეობა იქნება 2014 წელს მათი მთავარი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. ამ წელს მათთვის ფეხით სეირნობა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვები აუცილებელი მოთხოვნებია და რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ ღირს სტრესებთან ალკოჰოლით გამკლავება.
ფინანსები და კარიერა
ხარისთვის იდეალური იქნება თუ მომავალ წელს საკუთარი საქმიანობისთვის სპონსორის ძებნას დაიწყებს, რადგან მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით სასურველი ფინანსური მდგომარეობის მიღწევა უფრო რთული იქნება. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხარები 2014 წელს ცუდად გამოიმუშავებენ, უბრალოდ დროდადრო აღმოჩნდებიან სიტუაციაში, როდესაც მოუწევთ გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა. ფინანსების მხრივ, განსაკუთრებით რთული მათთვის ოქტომბრის და დეკემბერის თვეებია. მაისიდან აგვისტომდე პერიოდი კი ხარებს მისცემს საშუალებას სერიოზული შენაძენები გააკეთონ და ეს შესაძლოა მათთვის ახალი სახლიც კი აღმოჩნდეს. წლის ბოლოსკენ ხარს შესაძლებლობა ექნება დაიწყოს საკუთარი ბიზნესი, რაც პერსპექტივაში ახალი სიმაღლეების დაპყრობას ჰპირდება. რაც შეეხება კარიერას, საინტერესო ცვლილებები კარიერული ზრდისთვის ხარებს თებერვალ-აპრილში ელით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეჭვი შეეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, ახალ ვალდებულებებზე უარის თქმა ნამდვილად არ შეიძლება, რადგან მსგავსი შანსი შესაძლოა წლის განმავლობაში აღარც კი ქონდეთ. სექტემბრამდე დასვენების საშუალება არ იქნება, მაგრამ სანამ ხარები შვებულებაში გავლენ, აუცილებელია ყველა დაწყებული საქმის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, რადგან მოუგვარებელი საკითხების გამო კონკურენტებისგან დარტყმების ალბათობა დიდია. შემოდგომის მეორე ნახევარი ზოგი ხარისთვის შესაძლოა კრიტიკული გახდეს. მოსალოდნელია სამსახურის მოულოდნელი დაკარგვა, თუმცა საქმეში დეტალებზე ყურადღების გამახვილებით, ამის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება.
ურთიერთობები
ცხენის წელს საწინააღმდეგო სქესისთვის ხარები უჩვეულოდ მიმზიდველები არიან. ამ სფეროში ისინი ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობას შეძლებენ, თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხშირად ასეთ სუტუაციებში მათთვის დამახასიათებელი თავქარიანობა ცოტა უნდა აკონტროლონ, თორემ პარტნიორებმა შესაძლოა სერიოზულად აღარ აღიქვან. იმ ხარებს, რომელთაც უკვე ნაპოვნი ყავთ სიყვარული, ყურადღება ურთიერთობის დასტაბილიზებაზე უნდა გაამახვილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორების მხრიდან მათდამი პრეტენზიები გაიზრდება.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი) ვეფხვი
(1962.1974.1986.1998.2010)
ვეფხვი აღმოსავლურ ასტროლოგიაში სიძლიერის და არაორდინალურობის სიმბოლოა. ამიტომ პროგნოზის დროს, არა მხოლოდ ის უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ცხენს მისადმი, არამედ ისიც, თუ რას ფიქრობს თავად ვეფხვი ცხენზე. ცხენის განწყობა ვეფხვის მიმართ საკმაოდ დადებითია, მით უფრო, თუ ვეფხვი თავს არ არიდებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და თან მოაზროვნეცაა. თავად ვეფხვს კი ცხენი ცოტა უცნაურ არსებად მიაჩნია. ასეა თუ ისე, ვეფხვს წლის მმართველისთვის მაინც მოუწევს ანგარიშის გაწევა.
ჯანმრთელობა
2014 წელს ვეფხვის ჯანმრთელობას ყველაზე მეტ პრობლემას კუჭ-ნაწლავის სისტემა შეუქმნის, დევიზი ,,რასაც მიირთმევ ისე გამოიყურები’’ მათთვის ძალზე აქტუალური იქნება, ამიტომ ვეფხვებმა ჯანსაღ კვებას შესაბამისი ყურადღება უნდა დაუთმონ. ვეფხვებისთვის ასევე დამახასიათებელი იქნება ნერვული აშლილობები და ზოგ შემთხვევაში ეს საკმაოდ სერიოზულ სახეს მიიღებს, რასაც გავლენა რა თქმა უნდა, გულზეც ექნება. მომავალი წლის მთავარი ამოცანა მათთვის სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება იქნება.
ფინანსები და კარიერა
ცხენის წელიწადი ვეფხვს ფინანსური მდგომარეობით სიამაყის და საკუთარი თავით კმაყოფილების საშუალებას მისცმს. 2014 წელს არსებობს რისკებიც და ეს პირველ რიგში აპრილს და მაისს უკავშირდება. ამ პერიოდში უმჯობესი იქნება ტაიმაუტის აღება და ფულის დაბანდებისგან თავის შეკავება. თუმცა ოქტომბერ-დეკემბრიდან მათთვის ისევ მშვენიერი საქმიანი დინამიკაა მოსალოდნელი. დიდი შენაძენების დროც სწორედ ეს პერიოდია. რაც შეეხება კარიერას,L ვეფხვებისთვის დამახასიათებელია საკუთარი თავის ლიდერად აღქმა. ეს წელი ამ მხრივ მათთვის შეიძლება ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდეს, რადგან სულ ექნებათ იმის განცდა, თითქოს ყველა ცდილობს მათ დაჯაბნას და ეს პირველ რიგში, კარიერის სფეროში გამოვლინდება. ერთადერთი გამოსავალი დაგეგმვა და დასახული მიზნისკენ უბრალოდ სვლაა. კარიერული წინსვლისთვის ვეფხვებს შესაძლოა დამატებითი ტრენინგების გავლაც მოუხდეთ და ეს სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მოხდება. თებერვალში და მარტში კი საზღვარგარეთ მუშაობის პერსპექტივის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ.
ურთიერთობები
2014 წელი ვეფხვებისათვის გამორჩეული იქნება წვრილმანი კინკლაობებით და ურთიერთობის გარკვევებით. ამ ყველაფრისგან კი შესაძლოა სერიოზული კონფლიქტებიც კი წარმოიშვას. ნეგატიური ემოციების მოზღვავებისას მთავარია ურთიერთობის გაწყვეტა არ გადაწყვიტოთ, თორემ წლის ბოლოდე დიდი ალბათობით მარტო დარჩებით. ბედნიერები იქნებიან ის ვეფხვები, რომელებიც შეძლებენ სამსახურში მიღებული ნეგატიური ემოციები ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს არ მოახვიონ თავს. მარტოხელა ვეფხვები კი დიდი ალბათობით სასიყვარულო სამკუთხედის წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ, რადგან მათდამი სიმპატიები საწინააღმდეგო სქესის მხრიდან აშკარად გაიზრდება. შესაძლოა დროული არჩევნის გაკეთება მათთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი) კატა/კურდღლი
(1963.1975.1987.1999.2011)
ცხენი აშკარად სიმპატიით არის განწყობილი კატის მიმართ და მზადაც არის წელს მის მიმართ იყოს საკმაოდ გულუხვი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხასიათცვალებადმა ცხენმა შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში კატა მარტოც დატოვოს, ის საბოლოო ჯამში მაინც დაბრუნდება მასთან და როდესაც აღმოაჩენს, რომ კატა ისევ გულმოდგინედ განაგრძობს იმ საქმეს, რასაც მანამდე აკეთებდა. მისადმი სიმპათიებიც ერთი-ორად გაიზრდება. კატა საკმაოდ ჭკვიანია და მას ყოველთვის შესწევს უნარი ცვლილებების დროს სტაბილურობა შეინარჩუნოს.
ჯანმრთელობა
ცხენის წელიწადში კატების ჯანმრთელობა საკმაოდ სტაბილურია. მათ შეეძლებათ ამ წელს მშვიდად იცხოვრონ და განახორციელონ ის გეგმები, რასაც ისახავენ.
ფინანსები და კარიერა
2014 წელს კატებისთვის მაღალი რისკი არსებობს, რომ თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ. სხვები შეეცდებიან ისინი საეჭვო პროექტებში და უმიზნო კაპიტალდაბანდებებში ჩაითრიონ. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე კარგი პერიოდი კაპიტალ დაბანდებისთვის გაზაფხულის პირველი ნახევარია, ხოლო ყველაზე არასასურველი ნოემბრის თვე. სერიოზული შენაძენებისთვის სექტემბერ-ოქტომბრერს დაელოდეთ. რაც შეეხება ფულის გამომუშავებას, მომავალი საკმაოდ სტაბილური იქნება თუ რუტინულად და შინაგანი მოტივაციის გარეშე არ იმუშავებენ. რაც შეეხება კარიერას, კატების უმრავლესობისთვის მიმდინარე სამსახური აღარ იქნება დამაკმაყოფილებელი. სამსახურის შეცვლაზე ხშირად მოუწევთ ფიქრი. Kკატებს, რომლებიც ხელოვნების სფეროში არიან დასაქმებულნი, ამ წელს შემოქმედებითი ძალების განსაკუთრებული მოჭარბება გარანტირებული აქვთ. საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებას გაზაფხულზე უნდა ელოდონ.
ურთიერთობები
მარტოხელა კატებს ცხენის წელიწადში გამბედაობა მოეთხოვებათ, რათა არ შეუშინდნენ გრძნობების ორიგინალურად გამოხატვას. ეს ყველაზე მარტივად მიიქცევს საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ახალი ურთიერთობების დასაწყებად, ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ზაფხულში შვებულების მოსაპოვებლად ბრძოლა. შეუღლებული კატებისთვისაც ასევე რეკომენდებულია მეორე ნახევართან ერთად ზაფხულში გრძელვადიანი შვებულების აღება, ეს ძველ ურთერთობებში ახალ რომანტიკულ ნაპერწკალს გააღვივებს. აპრილ-მაისში კატების უმრავლესობას სახლის ახალი ინტერიერით გაფორმების სურვილი გაუჩნდება და ამის გაკეთებას ვარსკვლავებიც ურჩევენ, განსაკუთრებით კი მარტოხელა კატებს. მათი განახლებული ,,ბუდე’’ ახალი პარტნიორებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდება.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი) დრაკონი
(1964.1976.1988.2000.2012)
ცხენს შესანიშნავად ესმის დრაკონის, მათ ბევრი რამ აერთიანებთ, ამიტომ კარგად შეუძლია გაიგოს დრაკონის საქციელი და მოთხოვნები. დრაკონს არ უყვარს მისი თავისუფლების შეზღუდვა და ყოველთვის მზადაა სხვის დასახმარებლად. ცხენის თვალში კი ეს მნიშვნელოვანი თვისებაა. ასე რომ, დრაკონი ცხენის წლის ერთ-ერთი ფავორიტია.
ჯანმრთელობა
მიუხედავად იმისა, რომ დრაკონის ჯანმრთელობას 2014 წელს არაფერი სერიოზული არ ემუქრება, მისადმი ზერელე დამოკიდებულება კარგს არაფერს მოუტანს. ზაფხული დრაკონთათვის ტრამვული პერიოდია და კარგი იქნება თუ ლაშქრობებში წასვლის შემთხვევაში განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენენ. ამ წელს ძალიან კარგი ეფექტი ექნება სხეულის გასაკაჟებელ ვარჯიშებს, რა თქმა უნდა, უკიდურესობებში გადავარდნის გარეშე, მით უფრო მათთვის, ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს.
ფინანსები და კარიერა
ცხენის წელი დრაკონთათვის ერთგვარად ,,ქვების შეგროვების’’ პერიოდად უნდა იქცეს. მათ უნდა დაამთავრონ ძველი, ხანგრძლივი პროექტები და მოითხოვონ ის ფული უკან, რომელიც სესხად აქვთ გაცემული, რადგან დიდი ალბათობით ყველა ფინანსური რესურსი მომგებიანი ინვესტიციებისთვის დასჭირდებათ. მომავალ წელს დრაკონის ფინანსურ ცხოვრებაში მეგობრებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ, ისინი როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე გამოსადეგ რჩევებსაც არ დაიშურებენ. თუმცა აქაც ცოტა სიფრთხილე გმართებთ და გვერდით მხოლოდ ძველი და გამოცდილი მეგობრებია საჭირო. რაც შეეხება კარიერას, პირველი სამი დრაკონთათვის საკმაოდ მშვიდად ჩაივლის, აქ მათი მთავარი ვალდებულება დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება იქნება. სექტემბერ-ოქრომბერშიახალი გეგმებია მოსალოდნელი და სწორედაც რომ ამ გეგმებს უნდა დაუთმონ განსაკუთრებული ყურადღება, რადგან პერსპექტივაში ისინი ძალზე წარმატებულად დაგვირგვინდება. ამ წელს დრაკონებს კოლეგების მიმართ გარკვეული სიფრთხილე მართებთ, თითქმის გარდუვალია სამსახურში მათ ხარჯზე წარმატების მოპოვების მსურველი ადამიანის გამოჩენა და სწორედ ამიტომ კარგი იქნება თუ დრაკონი მის იდეებზე, გეგმებზე ყველასთან ხმამაღლა არ ისაუბრებს.
ურთიერთობები
მარტოხელა დრაკონები ცხენის წელიწადში საკმაოდ პოპულარულები იქნებიან. ახალი ურთიერთობების გაბმა საკმოდ მარტივი იქნება, თუმცა აქ სიფრთხილეა საჭირო, რომ არჩევანში არ შეცდეთ. საქმე ისაა, რომ ფლირტი და ურთიერთობები მრავლად იქნება და მთავარია ამ მრავალფეროვნებაში ის ერთადერთია არ გამოგეპაროთ, ვისთან შემდეგ მთელი ცხოვრების გატარებას მოისურვებთ. რადგან ამის გამოსწორება შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. დრაკონებს რომლებიც უკვე დაოჯახებულნი არიან, ან აქვთ ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა, საკმაოდ რთული წელი ელით, გადამეტებული ყურადღება და პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ძველ ურთიერთობებს საფრთხეს უქმნიას. ამას გარდა, პარტნიორების მხრიდან მოსალოდნელია ძველი წყენების და კონფლიქტების გახსენება. პირად ურთიერთობებში ყველაზე არასასიამოვნო პერიოდი მათ აგვისტო-სექტემბერში ელით.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-I ნაწილი) გველი
(1965.1977.1989.2001)
გველი ჭკვიანი და ცბიერია, მას ხშირ შემთხვევაში უპრობლემოდ შეუძლია მოიპოვოს ცხენის კეთილგანწყობა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხენმა შეიძლება არ მოიწონოს მისი გადამეტებულად ცბიერი ქმედებები და ეს ყველაფერი უპრინციპობად აღიქვას. ამ შემთხვევაში გველის დასჯა გარდაუვალია, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს და ვნახოთ ამ წელიწადს რა მოხდება.
ჯანმრთელობა
2014 წელს გველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. მათ პატარა წვრილმანზეც კი არ უნდა დაეზაროთ ექიმთან კონსულტაციაზე ჩაწერა. იდეალური იქნება, თუ ისინი წელს სრულ დიაგნოსტიკას ჩაიატარებენ, რადგან მაღალია ფარულად მიმდინარე დაავადებების ალბათობა. ნოემბერი და დეკემბერი გამორჩეული იქნება მაღალი ტრამვატულობის ალბათობით, ამავე პერიოდში მოსალოდნელია გველების ფსიქო-ემოციონალური გადაღლა, რაც გამოწვეული იქნება სამსახურში დამღლელი გრაფიკით და ოჯახში პატარ-პატარა კონფლიქტების მომრავლებით. გველებმა ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება ძილის რეჟიმს უნდა დაუთმონ და არ დაუშვან მისი დარღვევა.
ფინანსები და კარიერა
გველების წლევანდელი შემოსავლი საკმარისი იქნება, რათა ფინანსური პრობლემები არ შეექმნას. წელს ასევე შესაძლოა რემონტის გაკეთება, ან დიდი ხნის წინ დაწყებული მშენებლობის დასრულება. ფულის დაბანდების სურვილი, რომელიც მთელი წელი არ მოასვენებთ მათ ჯობს კარგად აწონ-დაწონონ, რადგან დიდი ალბათობით თაღლითობის მსხვერპლი გახდებიან. სწორედ ამიტომ, თუ ოდნავ მაინც შეეპარებათ ეჭვი შეთანხმების სამართლიანობაში, ან მათი იდეის რეალიზების შესაძლებლობაში, დროულად უნდა შეწყვიტონ მისი განხორციელება (განსაკუთრებით სექტემბერი და დეკემბრის თვეები). დიდი და ძვირფასი შენაძენებისთვის კარგი პერიოდი ზაფხულია, ისიც თუ კრედიტის გამოყენების გარეშე. რაც შეეხება კარიერას, წლის დასაწყისიდან გველები აქტიურად ჩაებმებიან სამსახურის ფერხულში, მართალია უფროსობის მხრიდან ყურადღება და დაფასება ზაფხულის ბოლოდე არ იქნება, მაგრამ, სექტემბრიდან მონდომება და შრომა სათანადოდ დაფასდება.
ურთიერთობები
აპრილიდან ივნისამდე პერიოდი არც ისე მარტივი იქნება როგორც მარტოხელა, ისე ურთიერთობაში მყოფი გველებისთვის. საკმაოდ რთული იქნება ამ შუალედში ახალი ურთიერთობების გაბმა, თუმცა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თავად გველებზეა დამოკიდებული, მათ მთავარი აქცენტი მეგობრობაზე უნდა გააკეთონ და სხვა ფიქრები დროებით გვერდზე გადადონ. მსგავსი პრობლემები მხოლოდ მცირე დროით გაგრძელდება და წლის დასასრული ურთიერთობების მხრივ გაცილებით კარგად წარიმართება.

GeoAstro
("ასტრო-News" #4)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"ასტროლოგიური პროგნოზები" სხვა რაკურსი სეზ.2 გადაცემა #10 ნაწ.2

მერწყულის ეპოქა . კაცობრიობის ახალი ერა

Guide to cats and kittens