2017 წლის ივნისი, მართლაც რომ, გიჟური თვე იქნება. ვნებების ვულკანი, ქმედებების დინამიკა და საყოველთაო არასამუშაო განწყობა, ალბათ, ამ ზაფხულის განმსაზღვრელი თვისებები გახდებიან. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა ის, რომ ზღვის სეზონისა და შვებულებების პერიოდის დადგომის დროს ცოტა ვინმე თუ ფიქრობს სამსახურზე. მაგრამ თავისი არასამუშაო განწყობით, ეს ივნისი აჯობებს ყველა სხვა ივნისებს! თუ თქვენ ხართ ჭეშმარიტი „ტრუდოგოლიკი“, ისეთი, ვინც მუდმივად სამაგალითოა და თითქმის ცხოვრობს სამსახურში, იყავით მზად იმისათვის, რომ 2017 წლის ივნისში საკუთარ კარიერაზე და მსგავს თემებზე ფიქრს მხოლოდ მუდმივი გართობების შუალედებში თუ მოახერხებთ. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი ცხოვრება -პრობლემების მუდმივი ზეწოლის გარეშე, რომლებიც მაინც არასოდეს არ დასრულდებიან -თქვენ ძალიან მოგეწონებათ. მაგრამ არ ინერვიულოთ, ეს „გიჟი ივნისი“ ვერ გახდება თქვენი სამუდამოდ უსაქმურად გადაქცევის მიზეზი.
ეს მხოლოდ მოკლე ეტაპია და მისი გავლა, სწორედ რომ, ასეა მართებული: მხიარულად, მსუბუქად და დინამიურად. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ სრულიად თავისუფლები არიან ბედნიერი საქორწინო კავშირებისგან. დაიჭირეთ წამი! დაკავდით ფლირტით, ურთიერთობებით, მეგობრობით, სიყვარულით! საეჭვოა, დაგღალოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა მხრიდან თქვენთან დაახლოების მცდელობებმა (ივნისში საგრძნობლად იზრდება საწინააღმდეგო სქესთა მიზიდულობა, რაც გახდება ამ თვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათბელი). მთლიანობაში, ამ ზაფხულის დასაწყისში, თქვენ ვერენაირად ვერ მოიწყენთ მარტოობით ტანჯვისგან. დაუვიწყარი რომანი გარანტირებული გაქვთ. მაგრამ, სანამ ამ ფლირტს სერიოზულად მიიღებთ, საკუთარ თავს მოუწყვეთ პატარა გასაუბრება. თქვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზროთ, რომ ურთიერთობა დაწყებული იმ დროს, როცა თქვენ და თქვენი პარტნიორი არც თუ ისე სერიოზულად უდგებოდით ცხოვრებას, ალბათ, ვერ იქნება გრძელვადიანი. თუ თქვენ გინდათ, რომ ის დასრულდეს ქორწინებით, საჭიროა ამ რომანის განვითარება მასში არამარტო ერთობლივი მოგზაურობებისა და გართობების დანერგვით, არამედ რაღაც უფრო ბანალური ქმედებებითაც (მაგ. საყოფაცხოვრებო საზრუნავებით, რომლებისთვისაც, უნდა ითქვას რომ, არც თქვენ იქნებით მზად და არც თქვენი „ივნისის პარტნიორი“).
მათ, ვინც უკვე შექმნა ოჯახი, 2017 წლის ივნისი დააჯილდოვებს ბევრი დასამახსოვრებელი წუთით. მოგზაურობა და გართობა, რითაც დაკავდებით თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად, უპრიანია დააფიქსიროთ მრავალრიცხოვან ფოტოებზე. როდესღაც დადგება დრო და, თქვენ, ოჯახთან ერთად, სევდამორეულნი შეხვდებით ზამთრის სიცივეებს, გონებით მოემზადებით რა სახლში, ტელევიზორის კომპანიაში გრძელი საღამოების გასატარებლად. ამ წუთებს კი, სწორედ ის ფოტოალბომი გაგილამაზებთ, რომელშიც შენახული იქნება თქვენი ივნისის მოგონებები.
მაგრამ ზაფხულის დანიშნულება მარტო ეს როდია! თქვენ შეგიძლიათ (ვალდებულიც კი ხართ!), ამ მოკლე თვის განმავლობაში მოიშოროთ ყველაფერი, რამაც ხელი შეუშალა თქვენს ოჯახურ წყვილს - თავი ეგრძნო ბედნიერად და ჰარმონიულად. ბოლოს და ბოლოს, როდის, თუ არა ახლა, როცა თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთად ატარებთ დროის უმეტეს ნაწილს, შეგიძლიათ შეცუროთ იმ გიჟურ ვნებებში, რომელიც ასე ახასითებს ივნისის შეყვარებულებს. მრავალწლიანი ქორწინებიდან „მტვრის ფენის“ გადმოფერთხვის შემდეგ, თქვენ შეძლებთ დიდი ხნით დააზღვიოთ ის ოჯახური კონფლიქტებისგან.
ივნისი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს დააჯილდოვებს დიდი პოზიტივით, მაგრამ არ ღირს იმის დავიწყება, რომ ყველა ადამიანის შვებულება არ ემთხვევა ამ სასიკეთო პერიოდს! სწორედ მათთვისაა ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები, ვინც ამ ზაფხულის პირველი პერიოდის გადანაწილებას დასვენებასა და საქმეს შორის აპირებს! დასვენება დასვენებად, მაგრამ არ ღირს იმის დავიწყება, რომ სამსახურიც ითხოვს თქვენგან გარკვეულ კონცენტრაციას (იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი „ბოსი“ რომელიღაც ტროპიკულ კუნზულზე ზღვითა და მზით ტკბობას მიეცემა მთელი თვის მანძილზე და, ამის გამო, არ იქნება სამსახურში). 2017 წლის ივნისი ყველაზე სასიკეთო დროა მიმდინარე საქმეების დასალაგებლად და გადადებული საქმეების დასასრულებლად. რა თქმა უნდა, ამ „ქარაფშუტა“ ივნისის განმავლობაში, თქვენ ვერ მიაღწევთ ახალ პროფესიონალურ წარმატებებს (ამ ჯილდოს მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ჭეშმარიტ „ტრუდოგოლიკებს“ წარმოადგენენ და მზად არიან სამსახურის გამო უარი თქვან ზაფხულის დაუვიწყარ დასვენებაზე). სამაგიეროდ, დროის ამ მცირე მონაკვეთში თქვენ მოახერხებთ პატარა სტრატეგიული გეგმის შედგენას, თუ რომელი მიმართულებით განავითაროთ შემდგომში თქვენი პროფესიული მომავალი. ეს ჯერ მხოლოდ პროექტი იქნება, რომლის განხორციელებასაც თქვენ მოგვიანებით დაიწყებთ. ჯერჯერობით კი, ივნისთან დამშვიდობებისას, თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური საზრუნავები (დაუვიწყარი არდადეგები მტკივნეულად ურტყამს ჯიბეს, ამიტომ, ჯერ კიდევ, თვის დასაწყისშივე დაგეგმეთ, თუ რისთვის და რა რაოდენობით დახარჯავთ საკუთარ ნაოფლარს).
თორნიკე ბიძინაშვილი
скачать dle 11.3