» » 2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)


თუ თქვენ სასწაულების არ გჯერათ, დამდეგი 2014 წელი უსათუოდ შეგაცვლევინებთ აზრს. ვარსკვლავები გვპირდებიან, რომ ეს წელი ირაციონალობით და წინააღმდეგობრიობის ნიშნით იქნება გამორჩეული და სასწაულების თუ არა, უჩვეულო მოვლენების მომსწრენი უსათუოდ გავხდებით!
წლის დასაწყისშივე მზის სისტემის 4 უმნიშვნელოვანესი პლანეტა (იუპიტერი, მარსი, პლუტონი და ურანი) შეუდგებიან ჯვრის გამოსახვას, ხოლო ჯვარი მუდამ სტიქიათა ურთიერთდაპირისპირების და მთელი რიგი წინააღმდეგობრიობების მომტანია. ასეთი მკაფიო და უჩვეულო კოსმიური მოვლენა წარმოუდგენელია, რომ ჩვენს ცხოვრებაზეც არ აისახოს. მართლაც, ამ პერიოდში ბევრი ადამიანის ლოგიკა დაპირისპირებაში მოვა ქვეცნობიერიდან ამოტივტივებულ პირველყოფილ ინსტინქტებთან, რომლებთანაც გამკლავება არც თუ ისე იოლი იქნება. ეს ყოველივე კი მოიტანს შეცდომებისა და წინააღმდეგობრივი ქმედებების დიდ ალბათობას. ჩვეული ცხოვრებისეული სქემები რღვევას დაიწყებენ, ამასთან სასწორში დატყვევებული მარსი პასიურია და შესაძლოა თქვენც უკანდახევისა და უბრძოლველად დათმობისაკენ გიბიძგოთ, რაც უსათუოდ დამღუპველი იქნება თქვენი გეგმებისათვის.
იუპიტერი ყველაფრის მიუხედავად, ძლიერ ნიშანში იქნება და დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ საღი გონება პრაქტიკული გამოსავლის მოსაძებნად. რაც შეეხება წლის მეორე ნახევარს, ვარსკვლავები გაცილებით უფრო კეთილგანწყობილნი იქნებიან. ზაფხულის შუა რიცხვებისათვის მორიელის ნიშნით გამხნევებული მარსი გააქტიურდება და სიტუაციაც გამოსწორებისაკენ წავა. შესანიშნავი პერიოდი დადგება ბიზნესისათვის, ახალი წამოწყებებისა და თვით ყველაზე ამბიციური იდეების რეალიზაციისათვის! ნუ დაიხევთ უკან, დაისახეთ მიზნები და ნურც ოცნებების შეგეშინდებათ! თქვენ შეძლებთ ისეთი ზრახვების სისრულეში მოყვანას, რომლებსაც სხვა დროს ვერც კი წარმოიდგენდით რომ შეეჭიდებოდით! მაგრამ ეს მხოლოდ იმათ შეეხებათ, ვინც ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით გაართვა თავი და პირნათლად მოვიდა აქამდე, რადგან დამსჯელი პლანეტა სატურნი, ჯერ ისევ მორიელის ნიშანში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი კომპანია, რომელსაც ვალები დაუგროვდა, გაბანკროტდება, ადგილი ექნება სამუშაო ვაკანსიების შემცირებას.
ნეპტუნი კვლავ საკუთარ სახლში თევზების პირველ გრადუსებშია. მისტიკა, ფანტაზია, ოცნება, ინტუიცია, ფსიქოლოგია - ეს ის სფეროებია, რომლებიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. შესაბამისად, გაუმართლებთ მათ, ვინც ფსიქოლოგიაში კვლევებს ატარებს. არაა გამორიცხული, რომ 2014 წელს შეიქმნას ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც პარანორმალური მოვლენების კვლევაში დაეხმარება მეცნიერებს. წარმატებული იქნება ეს წელი არატრადიციულ მედიცინაში მომუშავეთათვისაც, რომლებიც მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს იყენებენ. მეორეს მხრივ, ნეპტუნი თევზებში პასიურობისა და უმოქმედობისაკენ უბიძგებს ადამიანებს. ბევრს გაუჩნდება სურვილი თავის გასაკეთებელი საქმე სხვებს მიანდონ, ან სხვებმა მიიღონ მათ ნაცვლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მაგრამ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას უკვე ზემოთნახსენები სატურნის პოზიცია არ პატიობს.
2014 წლის 16 ივლისამდე იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში იმოძრავებს. ამიტომ ყველაფერი რაც სახლს, ოჯახს დედობრივ ზრუნვას შეეხება, კვლავაც აქტუალური იქნება. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში მოასწრებთ და განახორციელებთ თქვენს გეგმებს მიწის ნაკვეთის ან ახალი საცხოვრებლის შეძენის თაობაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს ცხოვრობენ, დასაბრუნებლად გამოუწევთ გული. ეს ასევე საუკეთესო პერიოდია დასაოჯახებლად, შვილების გასაჩენად. გაიზრდება ოჯახური კონფლიქტების დარეგულირების შანსებიც.
ახლა მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის 2014 წლის პროგნოზი. მართალია ეს ყველაფერი მთლიანი დატვირთვით არ იმუშავებს ერთი ნიშნის ყველა წარმომადგენელზე, რადგან უდიდესი მნიშვნელობა აქვს თქვენს პირად რუკას ამ შემთხვეავში, მაგრამ მაინც საინტერესოა ზოგადი ტენდენციები:

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)ვერძი
წლის პირველი ნახევარი ვერძებისთვის შეიძლება არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდეს. შეფერხებები და წინააღმდეგობები მრავლად შეხვდებათ. ვერძი მოთმინებით ისედაც არ გამოირჩევა, ამ პერიოდში კი დიდი ალბათობით შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი ყველფრის მიტოვების და მიგდების, ანდა იფიქრონ, რომ რაღაც მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ვარსკვლავები მათ მოთმინებას და ყველა მნიშვნელოვანი წამოწყების ივლისის შუა რიცხვებამდე გადატანას ურჩევენ. 16 ივლისიდან იუპიტერის ბრწყინვალე ტრინი ურანთან ვერძებისთვის შემობრუნების წერტილად იქცევა. ყველაფერი თავ-თავის ადგილას დალაგდება და ისინი შეძლებენ ყველას დაუმტკიცონ, თუ რაოდენ წარმატებულები შეუძლიათ იყვნენ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
სიყვარული: რამდენი ძალისხმევა იქნება საჭირო ვერძისათვის, რომ 2014 წლის დასაწყისს გაუმკლავდეს! ვენერა, მარსი, იუპიტერი და პლუტონი - ყველა ეს პლანეტა არც თუ ისე კარგ პოზიციაში აღმოჩნდება ვერძის მიმართ. ოჯახური კონფლიქტები, ჩხუბი საყვარელ ადამიანთან... ნუ დაკარგავთ ახლა თვითკონტროლს, რადგან ზაფხულში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება და საშუალება მოგეცემათ ახლობლებთან და პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შემოდგომაზე კი შესაძლოა ვერძთა დიდ ნაწილს უზარმაზარი ბედნიერებაც კი ეწვიოს ნამდვილი სიყვარულის სახით და არაა გამორიცხული, რომ ყოველივე ეს მენდელსონის მარშითაც კი დაგვირგვინდეს!
კარიერა და ფინანსები: შრომა, თავაუღებელი შრომა და ჯაფა! ვერძს 2014-ში სიზარმაცისათვის არ ეცლება. თავისით არაფერი მოდის, ამიტომ პროფესიულ ასპარეზზე ვერძებს მოუწევთ განსაზღვრონ თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, გააკეთონ არჩევანი და თავჩაღუნულებმა დაუღალავად იმუშავონ მათ განსახორციელებლად. იანვარსა და თებერვალში თხის რქაში მყოფი ვენერა ვერძებს ამბიციებს მატებს და კონკურენტებთან საბრძოლველად შემართავს. მაგრამ სიფრთხილე გმართებთ, რადგან მარსი ამავდროულად ფინანსური სპეკულაციებისა და შეცდომებისაკენ გიბიძგებთ. მით უმეტეს, რომ ურანი, რომელიც სწორედ ვერძის ზოდიაქოს სტუმრობს, მოულოდნელობისა და არასტაბილურობის ელემენტებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ვერძებს ყოველივე ეს მეტად საინტერესო თამაშად მოეჩვენებათ და გაართობს კიდეც, რადგან მათ უყვართ აქტიურობა, ბრძოლა. სტრესებსაც სხვა ნიშნებზე უკეთ უმკლავდებიან და კრიტიკულ მომენტებში თავიანთ საუკეთესო თვისებებს ავლენენ. წლის შუა მონაკვეთში და ასევე მეორე ნახევარშიც იუპიტერის მფარველობის ქვეშ მოქცეული ვერძები მთელ რიგ წარმატებულ ქმედებებს განახორციელებენ და საკუთარი თავით მეტად კმაყოფილებიც დარჩებიან როგორც ფინანსური, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.
ჯანმრთელობა: 2014 წელი მთლიანობაში ვერძთათვის სულაც არ არის ურიგო ჯანმრთელობის თვალსაზრისით. წლის პირველი ნახევარში ვერძი აღსავსე იქნება ენერგიითა და ჯანსაღი განწყობით იმისათვის, რომ ახალი წამოწყებები განახორციელოს. მაგრამ წლის მეორე ნახევარში ამ მხრივ მდგომარეობა ოდნავ გაუარესდება. კარგი იქნება, თუ წელს კვების ახალი რეჟიმითა და ვარჯიშების კომპლექსით დაიწყებთ. უარს იტყვით მავნე ჩვევებზეც, მათ შორის არაჯანსაღი კვების თვალსაზრისითაც. ცხოვრების სტილის ამგვარი კორექტირება მეტაბოლიზმის გაუმჯობესებაში შეგიწყობთ ხელს და დაგეხმარებათ ორგანიზმის ძალების სწორად მობილიზაციაში.

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)კურო
კუროსათვის ეს წელი იოლად დაიწყება. ისინი დატკბებიან სიყვარულით, კეთილდღეობით და პროექტების წარმატებული რეალიზაციით. ასე მიაღწევენ ივლისის ბოლომდე და თავს ჰარმონიულად იგრძნობენ, ყოველგვარი დაძაბულობის და შფოთვის გარეშე. თვითრწმენა და მიწიერი რეალიზმი, რაც მათ პედანტურობის ელფერს ანიჭებდა ხოლმე, ახლა საჭირო თვისებებად გარდაიქმნებიან და შეაძლებინებს სწრაფად წაიწიონ წინ. აგვისტო, ოქტომბერი და დეკემბერი რთული თვეებია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნას არ გირჩევთ. ოჯახში და პირად ცხოვრებაში შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოიშვას. დაახლოებით იმ ტიპის, რაც 2006 წელში უკვე გქონდათ.
სიყვარული: 2014 წელს თქვენი საყრდენი ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები არიან. სხვა ყველაფერი შესაძლოა ძალზე მერყევი აღმოჩნდეს. მოგიწევთ მოთმინებით დაელოდოთ ხელსაყრელ მომენტს. წლის დასაწყისი სიმშვიდესა და შთაგონებას მოგიტანთ, შემდეგ კი შესაძლოა ახლობლებთან კონფლიქტები დაგეწყოთ სიჯიუტის და ეჭვიანობის გამო, სინამდვილეში კი არც ერთისთვის არ გექნებათ რეალური მიზეზი, ყველაფერი თქვენს თავში და წარმოსახვაშია. გაზაფხულზე მდგომარეობა გაუმჯობესდება. ზაფხულის სეზონი კი მათთვის, ვინც ჯერ არ დაწყვილებულა, დიდი გრძნობებისა და ეიფორიის მომტანი იქნება. სასიამოვნო სურპრიზები ინტრიგის ელფერით, ვნება... ეს ყველაფერი დასოჯახებლებს ეხება. დაოჯახებულებმა კი სჯობს აქცენტი საკუთარ მეორე ნახევარზე გააკეთონ, როგორც ამას იუპიტერი ურჩევს, მცირედი ყურადღება და ჩვეული ოჯახური ერთფეროვნება ხელახლა აგიზგიზდება ნამდვილი რომანტიულობით.
კარიერა და ფინანსები: 2014 წელი არ იქნება იოლი, მოთმინებით აღიჭურვეთ და წლის ბოლომდე თანხების ხარჯვაში ზომიერება გამოიჩინეთ. ექსპერიმენტების დრო ნამდვილად არ არის, ეს წელი კუროსაგან ფინანსური საკითხების ბრძნულ გადაჭრას მოითხოვს. ინვესტიციების ჩადებას მხოლოდ უკვე არსებულ, მომუშავე და მომგებიან პროექტებში გირჩევთ. 23 დეკემბრამდე სატურნი ოპოზიციაში უდგას კუროს და ყველანაირად უფერხებს ყოველგვარი საკითხების გადაჭრას. ამის გამო შესაძლოა დაუფასებლობის შეგრძნება დაგეუფლოთ, ჩათვალოთ რომ თქვენს იდეებს საკმარის ყურადღებას არ აქცევენ; ზოგიერთ კუროს ამაზე შესაძლოა მკვეთრი რეაგირებაც ჰქონდეს, რაც უხეშობით და მკვახე სიტყვა-პასუხით გამოიხატოს. უსიამოვნებებისაგან თავის დასაზღვევად აჯობებს, თუ მეტ მოქნილობას და დიპლომატიას გამოიმუშავებთ. წლის პირველ ნახევარში უამრავი საქმისთვის მოგიწევთ თავის გართმევა. Aამიტომ აუცილებელია ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ და მერე დაიცავით საკუთარი გრაფიკი. ზაფხულის შუა რიცხვებამდე იუპიტერთან სექსტილი ინტლექტუალურ საქმეებში მკაფიო მხარდაჭერას გაგიწევთ. ის დაგეხმარებათ იპოვოთ სწორი გზები და საჭირო სიტყვები, როცა ეს აუცილებელი გახდება ვინმეს დასარწმუნებლად და მოლაპარაკებების წარმატებით დასაგვირგვინებლად. თუ თქვენ სამსახურს ეძებთ, საამისოდ სწორედ წლის პირველი ნახევარი გამოიყენეთ. მზის დაბნელებისას (23 ოქტომბერს) თქვენი სამყარო მოზაიკის თავსატეხს დაემსგავსება, რომელსაც ჯიუტად არ სურს აწყობა. თუმცა, ამავდროულად, რისი ასრულების საერთოდ არ გჯეროდათ, სწორედ ის საქმეები დაიწყებენ გამოსვლას და თქვენთვის სარგებელის მოტანას. მთლიანობაში, წლის შედეგებით უკმაყოფილო არ დარჩებით.
ჯანმრთელობა: 2014 წელს თქვენს ჯანმრთელობას უგულისყუროდ ნუ მოეკიდებით. ძალზე შესაფერისი დროა კვების საკითხების მოსაწესრიგებლად და ბალანსირებულ დიეტაზე გადასასვლელად. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს, რათა ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად არ აისახოს. ივარჯიშეთ, აიმაღლეთ კუნთების ტონუსი. ოღონდ გააკეთეთ ეს ნელ-ნელა და თანმიმდევრულად. წლის მეორე ნახევრიდან თქვენ უკვე დაინახავთ თქვენი შრომის განსაცვიფრებელ შედეგებს.

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)ტყუპები
უმშვენიერესი კომბინაცია მარსის ტრინის და ურანის სექსტილისა იუპიტერთან იქნება ტყუპების ძირითადი მხარდამჭერი და მცველი მომავალი 2014 წლის მანძილზე. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეძლებენ განთავისუფლდნენ ნეპტუნისაგან გამოწვეული ფარული ეჭვებისა და შიშებისაგან. ვენერა ტყუპებისათვის უდიდეს ემოციებსა და გრძნობებს გამოიმეტებს. 2014 წელს ყველაზე სექსუალურები სწორედ ტყუპები იქნებიან და მათი პირადი ცხოვრება ისეთი თავგადასავლებითა და რომანტიზმით აღივსება, რომ თავადაც სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩებიან. ტყუპებო, მიენდეთ თქვენს ინსტინქტებს, ძალით ხელს ნუ შეუშლით თქვენს ბუნებრივ კომუნიკაბელურობას და მომდევნო წლის განმავლობაში არაერთ სასიამოვნო მომენტს განიცდით. ოღონდ პოზიტივთან ერთად ნუ დაივიწყებთ, რომ მოვალეობებიც გაკისრიათ. მცირე შეზღუდვები, რომელთაც დროდადრო ექნებათ ადგილი, კიდევ უფრო გაგაძლიერებენ.
სიყვარული: ამ სფეროში ყველაფერი დადებითად წარიმართება. განსაკუთრებით ეს შეეხება გაზაფხულის პერიოდს. ისევე როგორც ზამთრის ძილისაგან გამონთავისუფლებულ ბუნებაში, ტყუპებშიც გაიღვიძებს გრძნობები და ემოციები. იმდენად დიდი იქნება პარტნიორობისკენ სწრაფვა, რომ მათ თავისუფლებისმოყვარულ სულებშიც მომწიფდება ცვლილებების წყურვილი. შესაძლებელია ეს უბრალოდ თანაცხოვრება იყოს, ან ქორწინება, ან შვილის გაჩენაც კი! ასევე დიდია ურთიერთობების განახლების შანსები, რაც უკვე არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მყარს და ბედნიერს გახდის. მათთვის, კი ვინც ჯერ კიდევ მარტოა, ახალი წელი საინტერესო შესაძლებლობებს გამოიმეტებს. აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით ტყუპებს პოპულარობის პიკი აღენიშნებათ. მათი ხიბლის წინაშე უძლური აღმოჩნდება ნებისმიერი, ვისკენაც ისინი თავიანთ კონცენტრირებულ აქტივობას მიმართავენ. მაგრამ საფრთხე თავადაც ელით, შესაძლებელია ცდუნებების წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით მაისსა და ოქტომბრის ბოლოს (ურანმა შესაძლოა ცხოვრების სტილის მკვეთრი შეცვლისაკენ გიბიძგოთ, ახალი თავგადასავლებისა და თავისუფლებისადმი ლტოლვისკენ). ასე რომ, თუ თქვენ თქვენს ამჟამინდელ რჩეულთან ბედნიერი ხართ, ნუ დააყენებთ ამ ურთიერთობას განსაცდელის წინაშე, რადგან ურანის ასპექტის გადვლის შემდეგ, შესაძლებელია იმედგაცრუებული დარჩეთ.
კარიერა და ფინანსები: გასულ წელს ტყუპებს უზარმაზარი გარჯა მოუწიათ, რამაც კინაღამ ნერვულ სტრესამდეც მიიყვანა. შედეგად 2014 წელს ეს ყველაფერი ბოლომდე დაფასდება და ანაზღაურდება. პლანეტებისაგან გარკვეული ჯილდოები შესაძლოა უკვე გასულ წელს მიიღეთ, მაგრამ მომავალი წელი ამ მხრივ ბევრად უფრო გულუხვი იქნება. ამ წელს შეძლებთ ამბიციებსა და დასვენებას შორის თანაბარი ბალანსი დაიცვათ და პროფესიული რეალიზება ისე მოახერხოთ, რომ აღარ `გადაიწვათ”. ივლისამდე იუპიტერი ფინანსურ ფრონტზე სრულ გამართლებას გპირდებათ. ეს შესანიშნავი დროა რისკზე წასასვლელად და თქვენი პოტენციური შემოსავლების გასაზრდელად. გარშემო უამრავი შესაძლებლობებია, გამოიყენეთ ისინი და განახორციელეთ თქვენი სანუკვარი ოცნებები.! წლის მეორე ნახევარში იუპიტერი ფინანსების სფეროს ტოვებს და გადადის განათლების, კომუნიკაციის და მოგზაურობის სფეროში. თქვენ შანსები მოგეცემათ აიმაღლოთ ცოდნა (განათლებაში ჩადებული ნებისმიერი ინვესტიციები წლის მეორე ნახევრიდან ძალზედ მომგებიანი იქნება). ყოველი ახალი დღე ახალი ინფორმაციის და ახალი გამოცდილების მომტანი იქნება. გამოიყენეთ ეს თქვენი წარმატებისათვის!
ჯანმრთელობა: 2014 წელს ტყუპების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი იქნება. ისინი კარგ ფორმაში იქნებიან. მომგებიანი პერიოდია იმიჯის შესაცვლელად, იქნება ეს უბრალოდ თმის ვარცხნილობა თუ პლასტიკური ოპერაცია. დროდადრო შესაძლებელია დაღლილობა დაგეუფლოთ. ასეთ შემთხვევაში მოიწყეთ მცირე დასვენება. იმოძრავეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. დაუთმეთ დრო შემოქმედებას.

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)კირჩხიბი
2014 წელს კირჩხიბებს იღბლიანი დრო დაუდგებათ და ისინი მიუხედავად მთელი მათი პესიმისტური მიდრეკილებებისა, შეძლებენ ცხოვრებით ტკბობას. ბედნიერების პლანეტა იუპიტერი ხომ 16 ივლისამდე სწორედ კირჩხიბის ნიშანში იმყოფება! ხოლო სატურნი (ღრიანკალში) და ნეპტუნი (თევზებში), რომლებიც მთელი წლის განმავლობაში წყლის ნიშნებში იქნებიან განთავსებულნი, ასევე შეიტანენ წვლილს კირჩხიბების ცხოვრების სრულყოფაში. ყველაფრის მიღწევას იოლად შეძლებთ, განსაკუთრებით უკვე დაგეგმილი საქმეების, რომლებიც დიდი ხნის მომწიფებულია და თქვენი გულწრფელი ოცნებების გამოხატულებაა.
სიყვარული: 2014 წელს კირჩხიბებისთვის პირადი ცხოვრება მეტად მნიშვნელოვანი იქნება. სცენაზე გამოვლენ კარმული პლანეტები - პლუტონი და სატურნი, რომლებიც კირჩხიბს მოსთხოვენ ერთგულებას, სიბრძნეს და აზრთა მთლიანობას. ეს არ იქნება იოლი ურთიერთობების დრო. თუ თქვენ ხანმოკლე და გრძელვადიან ურთიერთობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, 2014 წელს ვარსკვლავები ამ უკანასკნელისაკენ გიბიძგებენ. ამ რთულ გზაზე თქვენ შესაძლოა საკუთარი წარსულის ჩრდილს გადააწყდეთ - რადგან ყველაფერი, რაც პარტნიორში გაღიზიანებთ, ანარეკლია სარკეში თქვენივე საკუთარი გამოსახულებისა. მათ, ვისაც ჯერ არ უპოვნია გულისსწორი, მომავალი წელი მაღალ ემოციურ განწყობას მისცემს, განსაკუთრებით ეს იანვარ-თებერვალში იქნება შესამჩნევი. აღქმა ძალზე სუბიექტური იქნება, ურთიერთობა კი მყიფე და სენსიტიური (განსაკუთრებით იანვარში, ვენარას რეტროგრადულობის გამო). მიუხედავად ამისა, ეს განცდები, ესოდენ ღრმა და ძლიერი, ღირს იმად, რომ გაიაროთ ეს რომანტიული ქარტეხილები. მაგრამ თუ თქვენ რაიმე ფარული და ანგარებიანი ზრახვები გამოძრავებთ, ჯობს კომპრომისზე წახვიდეთ და დათმოთ, რადგან აპრილში ვენერას არცთუ სახარბიელო ასპექტი ნეპტუნთან ისედაც საკმაოდ გააფუჭებს რომანტიული საღამოების შანსებს. ურთიერთობის გამოსწორება მხოლოდ 24 ივლისის შემდგომღა იქნება შესაძლებელი, როდესაც მთვარეც, მერკურიცა და ვენერაც უკეთეს პოზიციებს დაიკავებენ.
კარიერა და ფინანსები: ფინანსური საკითხები წლის პირველ ნახევარში იუპიტერის წყალობით კირჩხიბებისთვის განსაკუთრებულად კარგი იქნება. ეს შესანიშნავი დროა ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, ან ძველის გასაფართოებლად. ნუ შეგეშინდებათ მასშტაბური პროექტების. ზოგი კირჩხიბი გააგრძელებს თავის მეცნიერულ კვლევებს, ზოგი იმოგზაურებს, ზოგი სულიერი განვითარებით დაკავდება. ოცნებები, იდეები, აზრები- მნიშვნელოვან ელფერს შეიძენენ მომავალ წელს, ზოგი ეს იდეა ძალზე ძლიერი იქნება, ზოგიც უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ არც ერთი არ მიივიწყოთ, მეგობრები მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. თუმცა, დიდებულ იუპიტერსაც აქვს უარყოფითი მხარეები - რესურსების არასწორი, ჭარბი შეფასება, რისკების იგნორირება, გადახარჯვები. ამ ფაქტორების გავლენით კირჩხიბთა ნაწილი შესაძლოა ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდეს, რომელთა კონტროლიც საკმაოდ გაუჭირდება. მარტის შუა რიცხვებში იუპიტერის პირდაპირი ტრანზიტი კირჩხიბს კიდევ უფრო გაუმახვილებს პროფესიულ ალღოს. ხოლო 27-28 სექტემბერს, როდესაც მერკური მორიელის ნიშანში იქნება, კიბოები შეძლებენ მოიპოვონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის შემწეობითაც სასურველი რეზულტატისაკენ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამენ. ამ შანსის გამოყენების შემთხვევაში, დეკემბრის ბოლოს კარიერული ჯილდოს მიღებაც აღარ იქნება შემთხვევითი. რაც შეეხება ფულად საკითხებს, წლის განმავლობაში რამოდენიმე შეფერხებას ექნება ადგილი, განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდება ეს აგვისტოს შუა რიცხვებში.
ჯანმრთელობა: სავარაუდოდ მომავალ წელს კირჩხიბთა უმეტესობას არასასურველ ჭარბ წონასთან მოუწევს ბრძოლა. უფრთხილდით საკვებით მოწამვლას. ზოგადად, 2014 წელი კირჩხიბთათვის ჯანმრთელობის მხრივ კარგი იქნება, მაგრამ მაინც შეეცადეთ საკმარისი დრო დაუთმოთ დასვენებასა და ძალების აღდგენას.

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)ლომი
სატურნისა და სწრაფი პლანეტების ნეგატიური ტრანზიტების ზეგავლებით (რომლებიც მორიელში არიან განლაგებული) ბევრი ლომი 2013 წლის ბოლოსკენ თავს დაღლილად და გამოფიტულად იგრძნობს. 2014 წლის პირველ ნახევარში სამეფო ნიშნის წარმომადგენლებისათვის სასარგებლო აღმოჩნდება მარსის სექსტილი მათ ნიშნის მიმართ. ენერგიის, სექსუალურობის, ბრძოლისა და ინიციატივის პლანეტა მათ ცხოვრებაში ახალ ინტერესებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შემოიყვანს. მნიშვნელოვნად კარგი პერიოდი ლომებისათვის 16 ივლისიდან დაიწყება, როდესაც იუპიტერი მათ ნიშანში შევა. ამ მომენტიდან წარმატება და იღბალი მრავალი თვეების მანძილზე ლომების გვერდით იქნება და უბიძგებს მათ ოპტიმიზმისა და გულღიაობისაკენ. მათ ტვინში გენიალური იდეები დაიბადება, ხოლო გული ჭეშმარიტ სიყვარულს იპოვის. 1 მარტიდან 20 მაისის ჩათვლით თავი აარიდეთ მანქანის შეძენას, რადგან რეტროგრადული მარსი ამ შენაძენთან დაკავშირებით უსიამოვნებებს მოგიტანთ.
სიყვარული: მომავალი წლის მანძილზე ლომებს არაერთი შანსი ექნებათ იპოვნონ თავიანთი სიყვარული. ურანი ვერძში მთელი წლის განმავლობაში შექმნის საინტერესო ჰარმონიულ ასპექტებს ცეცხლის ნიშანში მყოფ სხვა პლანეტებთან და ის გაკვეთილები, რომლებიც ლომებმა გაიარეს 2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, შედეგს გამოიღებს 2014-ში. სავარაუდოდ მათ უკვე გაიარეს სირთულეები ამ სფეროში და ახლა ისინი მზად არიან სერიოზული ურთიერთობისათვის. მათ უბრუნდებათ სიყვარულის სუფთა, ბავშვური აღქმა. თუკი თქვენ ზედმეტად სერიოზულად ეკიდებით თქვენს პირად ცხოვრებას, დროა გადახედოთ ამ შეხედულებას და დაბრუნდეთ თამაშის უზრუნველ სამყაროში. წლის პირველ ნახევარში ლომებს რომანტიკის ნაკლებობა შეაწუხებთ, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვლება 16 ივლისიდან, როდესაც იუპიტერი გამოვა ტყვეობიდან და სიყვარულის ორომტრიალში გადაგიშვებთ. ერთადერთი რაც მინუსად შეიძლება ჩაითვალოს არის ის, რომ ლომებს ასეთი სიტუაცია შესაძლოა ცოტა არ იყოს თავში აუვარდეთ და დაივიწყონ თავმდაბლობა და მადლიერება.
კარიერა და ფინანსები: სატურნ-იუპიტერ-ნეპტუნის შესანიშნავი სამკუთხედი ჩამოაყალიბებს 2014 წლის პირველი ნახევრის მოვლენებს, რომლებიც ფრიად მომგებიანი აღმოჩნდება ლომისათვის. ეს კონფიგურაცია ინვესტიციებისათვის, უძრავი ქონების საკითხებისათვის და შიდა ორგანიზაციული პრობლემების გადასაჭრელად ზედმიწევნით ხელსაყრელი დრო იქნება. არაა გამორიცხული მემკვიდრეობის მიღებაც. გამოიყენეთ ეს პერიოდი ბინის შეძენისათვის ან მშენებლობისათვის. თუ თქვენ წინა წლებში დაგიგროვდათ ბანკებთან და სადაზღვეო კომპანიებთან პრობლემები, ეს წელი მათ წარმატებით მოსაგვარებლად ხელსაყრელი იქნება. გასული 12 წლიანი ციკლის მანძილზე, ყოველივე, რაზედაც ასე თავდაუზოგავად შრომობდნენ ლომები, 2014 წელს თავის ბრწყინვალე შედეგებს მოიტანს და შესაძლებელია სოციალურ სტატუსში სერიოზული ნახტომიც კი გააკეთოთ. ყურადღებით მოეკიდეთ ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს, ვებ-საიტებს, ბლოგებს, სწორედ მათი ინფორმაციული დახმარების მეშვეობთ შეძლებთ ახალ პროფესიულ საფეხურზე გადასვლას. მოგზაურობები სჯობს წლის მეორე ნახევრისათვის დაგეგმოთ, რადგან წლის დასაწყისში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია წინა წლის დაძაბული ტენდენციები.
ჯანმრთელობა: მომავალ წელს ლომები თავიანთ ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას დაუთმობენ. დროულად იქონიეთ რეაგირება ორგანიზმისგან მოწოდებულ სიგნალებზე, თორემ წლის პირველ ნახევარში თავისა და სახსრების ტკივილები შეგაწუხებთ. მინერალებისა და ვიტანიმების მარაგის სწორად შევსებისათვის მოიმარაგეთ ფერად-ფერადი ხილი და ბოსტნეული. თავი აარიდეთ მაღალცილოვანი შემადგენლობის შემცველ პროდუქტებს. წლის ბოლოს ლომები ჯანმრთელები და ენერგიით აღსავსენი იქნებიან.

2014 პროგნოზი (I -IV ზოდიაქო)ქალწული
2014 წელში ვარსკვლავები ქალწულს კვლავ მფარველობას უწევენ. თუკი თქვენს ცხოვრებაში შეიქმნება შეფერხებები ან გართულებები იცოდეთ, რომ ისინი ხანმოკლე იქნება. 2014 წლის ჰოროსკოპი ქალწულებისთვის მათი შესაძლებლობების განხორციელების იდეალურ პირობებზე მიუთითებს და ეს ცხოვრების ყველა სფეროს თანაბრად შეეხება.
სიყვარული: ამ სფეროში ქალწულებს ვარსკვლავები მოუწოდებენ იყვნენ უფრო თამამები, რათა შექმნან თავიანთ გარშემო ახალი სიტუაცია, ან უბრალოდ თავიანთ პარტნიორთან ერთად დატკბნენ რაღაც უჩვეულო და ცოტათი ჯადოსნურითაც კი. 2008 წლიდან მოყოლებული ქალწულები იღებდნენ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სიყვარულის სფეროში, მაგრამ ფინიშამდე ჯერ კიდევ ადრეა, ჯერ ისევ ტრანსფორმაციის პერიოდი გრძელდება. განურჩევლად იმისა, რა სტადიაში იმყოფება თქვენი პირადი ცხოვრება, ცვლილებები გარდაუვალია და ამ ცვლილებებში მონაწილეობას მიიღებს ან თქვენი ამჟამინდელი პარტნიორი ან ვინმე ახალი. ქალწულები მზად იქნებიან გაიღონ მსხვერპლი, რათა სანაცვლოდ მიიღონ ურთიერთგაგება, მით უმეტეს, რომ პარტნიორობის ნიშანში მყოფი აღმავალი მთვარის კვანძი აძლიერებს მეორე ნახევრის ძებნის სურვილს და თუ მართლა ეძებთ სულიერ ერთობას, მაშინ თქვენ აუცილებლად იპოვით მას. 2014 წლის დეკემბრის ბოლომდე მორიელში მყოფი სატურნი წარმოქმნის სექსტილს თქვენს ნიშანთან და ქალწულს წარმოუდგენელ სექსუალურობას და ენერგიას ანიჭებს. თქვენ თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ და გადაწყვეტილებებს სიყვარულის სფეროში გაცილებით იოლად მიიღებთ. მარტოხელა ქალწულებისათვის ახალი ნაცნობების შესაძენად გასაკუთრებულად იღბლიანი პერიოდებია ივნისი, სექტემბერი და დეკემბრის მეორე ნახევარი, როდესაც მათ მფარველობას ვენერა გაუწევს.
კარიერა და ფინანსები: ასაკისა მიუხედავად, ინტელექტუალური ზრდის პროცესი ქალწულებისთვის გრძელდება. აზროვნება უფრო ღრმა და ნათელი, ხოლო ინტერესები უფრო სერიოზული ხდება. გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლების პოტენციალიც მნიშვნელოვნად იმატებს. წლის პირველი ნახევარი ფინანსურ სფეროში მცირეოდენ შემაშფოთებელია, ამიტომ ამ პერიოდში ჯობს კეთილგონიერება და ზომიერება გამოიჩინოთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. 29 აპრილს კუროს ნიშანში მზის დაბნელება ქალწულთა ცხოვრებაში ახალ გამოცდილებას და ცვლილებებს შეიტანს. მოგიწევთ ისწავლოთ გამკლავება იმასთან, რაც დაფარულია. გაანალიზეთ, შეუდარეთ, გამოთვალეთ... შეეცადეთ ზედმიწევნით ზუსტად გათვალოთ თქვენი ბიუჯეტი და იყოთ ყურადღებით ფულად გადარიცხვებსა და შენატანებზე. 1 მარტიდან 20 მაისამდე რეტროგრადული მარსის პერიოდში თავი შეიკავეთ კრედიტების აღებისაგან. წლის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება ფინანსების სფეროში. ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით თქვენი ძირითადი ორიენტირები მიმართული იქნება პროფესიონალური ცოდნის გაღრმავებაზე. სექტემბერ-ოქტომბერში გამოჩნდება დამატებითი შემოსავლის ან თქვენი აქტივების გაუმჯობესების შანსები.
ჯანმრთელობა: გასულ პერიოდთან შედარებით, 2014 წელში ქალწულების ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. ასევე იქნება ენერგიის მოზღვავებაც, რაც მათ ბევრ საქმის გაძღოლაში დაეხმარებათ. სიმშვიდე და ჰარმონია მისცემს შემოქმედებით იმპულსებს, რაც მომავალ წელს პირველხარისხოვანი იქნება ქალწულებისთვის. შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოწვეული საყოფაცხოვრებო ქიმიით და ბუნებრივი ალერგენებით. თუ თქვენ დაღლას იგრძნობთ, ნუ უგულვებელყოფთ თქვენი ორგანიზმის სიგნალებს, მიეცით საკუთარ თავს დასვენების და ცხოვრებით ტკბობის საშუალება. თუ თქვენს სამუშაოს ზედმეტად დროს დაუთმობთ, შესაძლოა არა მხოლოდ ორგანიზმი გამოიფიტოს, არამედ ასევე დაკარგოთ ინტერესი თქვენი პროფესიონალური სფეროს მიმართ. ყოველდღიურობისაგან საუკეთესო წამალი მოგზაურობაა ან სეირნობაა,скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

თორნიკე ბიძინაშვილი: როცა ასტროლოგიას ერჩიან, მათმა 100-მა პროცენტმა არაფერი იცის ასტროლოგიაზე!

ასტრო-ეზოთერული ცენტრი მსურველებს ასტროლოგიური სწავლების სამ წლიან პროგრამას სთავაზობს.

პლუტონი - პლუტონის კვადრატურა (ტრანზიტული პლუტონი → ნათალური პლუტონი)

Guide to cats and kittens