Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი31.10 - 6.11 - კვირა ჩაივლის ახალმთვარობის ეგიდის ქვეშ. მორიელი კი დაკავშირებულია ტრანსფორმაციასთან. ამიტომ, ამ კვირაში შესაძლებელია დავინახოთ ახალი გზა ცვლილებებისაკენ, როგორც შინაგან, ასევე გარეგან ცხოვრებაში. ეს შესაძლოა შეეხოს ფინანსურ საკითხებს, ასევე ერთობლივ ბიზნესს, სექსუალურ ცხოვრებას, ასევე, ზოგადად, ადამიანებს შორის ენერგიის გაცვლას. მოკლედ, სპექტრი ძალიან ფართოა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ახალმთვარობა მერკურისა და ნეპტუნის მონაცილეობას დაემთხვა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტუიცია დაგვეხმარება და ძალიან ბევრი საკითხის გაცნობიერებას შევძლებთ. ხელსაყრელი დროა (სამშაბათიდანდაწყებული) შეთანხმებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მედიცინასთან, მედიკამენტების, ქიმიის, სითხეების, ვირტუალური სივრცის სფეროებთან. ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც შემოქმედებით საქმიანობასთან არიან დაკავშირებული. მაგრამ, ვინაიდან ახალმთვარობა მორიელშია, მორიელი კი არ არის მარტივი ნიშანი, ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ სიყვარულში და ურთიერთობებში ეჭვიანობის შემოტევების დიდი ალბათობა არსებობს, ასევე ძალაუფლების მოპოვების მცდელობის ტენდენციებიცაა, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით.
მერკურის მონაწილეობა ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვებს, რათა ერთმანეთს მეტად გავუგოთ. ზოგადად, მორიელი ყოველთვის გვთავაზობს მატერიალური ინტერესების დაბალანსებას სულიერით და, ამიტომ, მორიელის პერიოდში წამოსული გამოცდები ყოველთვის ძნელი ჩასაბარებელია.
მორიელი წყლის ნიშანია, მას ახასიათებს ემოციები და სამყაროს შემეცნების უნარი ინტუიტიურ დონეზე. ამიტომ, ზოგიერთებისთვის ეს კვირა იქნება ძალიან საინტერესო მოულოდნელი გამონათებებისა და გაზრდილი ინტუიციის თვალსაზრისთ. ამ კვირის მნიშვნელიბის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მორიელები და კუროები. მორიელები მიიღებენ ტრანფორმაციის იმპულს შიგნიდან და კუროები კი გარედან. ამასთან, მინდა აღვნიშნო ძალიან სასიამოვნო ასპექტი - ვენერა-ურანის ტრინი, რომელმაც უნდა გაგვახაროს ამ კვირაში. ჯერ ერთი, ეს ასპექტი გვპირდება ძალიან სასიამოვნო ურთიერთობებს, მხიარულებას, ახალ მეგობრობას. შესაძლოა ახალი, ხანმოკლე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ურთიერთობები. განცდა ამ ურთიერთობებისგან იქნება დაახლოებით ასეთი: „სიცოცხლე მშვენიერია - სიყვარული, ფრენა და ბრძოლა! ისე კარგად ვართ ერთად, ალბათ ეს ბედისწერაა!“... ეს ასპექტი არის მათთვის, ვისც არ ეშინია თავგადასავლებისა და ავანტურების - ურანის გავლენის სტაბილურობას არ უნდა ვენდოთ, მაგრამ ვიმხიარულოთ. ჩაკეტილმა ადამიანებმა, შესაძლებელია, საერთოდ ვერ შეამჩნიოს ამ ასპექტის მხიარულობა.
ამ კვირის ფავორიტები კვლავ მერწულები არიან, მეორე დეკადის მშვილდოსნები, პირველი დეკადის კირჩხიბები, პირველი დეკადის მორიელები, პირველი დეკადის თევზები, მეორე დეკადის სასწორები, მეორე დეკადის ლომები. დასუსტებილები ან დაძაბულები - პირველი დეკადის კუროები, მეორე დეკადის ტყუპები. მესამე დეკადის კირჩხიბები, მესამე დეკადის სასწორები.
ახლა გადავიდეთ მთვარის ციკლზე და უკურსო მთვარის საათებზე. შეგახსენებთ, რომ უკურსობის პერიოდში მთვარე „ისვენებს“. ამის გამო, ყველა საქმე, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობას გულისხმობს, როგორ წესი, არ გამოდის. ასევე, ამ პერიოდში გაფანტულია ყურადღება, ამის გამო ხდება ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, ადამიანები სამსახურებში ყველაფერს მიედ-მოედებიან, გარდა საქმისა. ამ პერიოდში მიღებული ნებისმიერი წინადადება არის ან უპერსპექტივო, ან ნაადრევი და მოუმზადებელი. არ არის სასურველი ქირურგიული ოპერაციების დანიშვნა. კვირის ყველაზე პოზიტიური დღეები არის 2 ნოემბერი და 3 ნოემბერი 14:35 სთ-მდე. ემოციურად დაძაბული დღეები - 5 და 6 ნოემბერი. კარგი პერიოდია კითხვის, სეირნობის, დამოუკიდებელი მუშაობის, სულიერი განვითარების, ძველი საქმის დამთავრებისა და მომავალი საქმეებისთვის მზადებიასთვის, თუ ამას სიმარტოვეში აკეთებთ.

ამ კვირაში უკურსო მთვარის პერიოდებია:
1.11. 6:44 - 1.11 18:43
3.11. 14:35 - 4.11. 7:05


სამედიცინო რეკომენდაციები
31.10 - გაივლის თავისთვის არაკომფორტულ ნიშანს და, ამიტომ, ეს დღეები ემოციურად ცოტა დაძაბულია. ამ დღეებში, როცა მთვარეა მორიელში, მოსალოდნელია გამწვავება ბუასილის, კუჭის შეკრულობის. ამ შემთხვევაში, სასურველია მკურნალობა მხოლოდ დიეტით და არა მედიკამენტებით. ასევე დარტყმის ქვეშ არის სასქესო ორგანოები. სექსუალური გადატვირთვები დაუშვებელია. აკრძალულია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევა სასქესო ორგანოების სისტემაში, საზარდულის არეში, ენდოკრინულ და გამოყოფის სისტმემაში, ნაღვლის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის, საკვერცხეების, საშვილოსნოს, გარეთა სასქესო ორგანოების, საშარდე არხების, თირკმლის, მენჯის, შარდის ბუშტის არეებში. 1.11 – 18:43 სთ-მდე საერთოდ არ არის რეკომენდებული არავითარი ქირურგიული ჩარევა.
1.11 (16:43 სთ) - 2.11.- 3.11. (14:35 სთ) - მთვარე მშვილდოსანში. დარტმის ქვეშ არის ღვიძლი. ამ დღეებში აკრძალულია ღვიძლისა და სისხლის მკურნალობა. აკრძალულია ოპერაციები ნაღვლის ბუშტის, მენჯიდან მუხლის ჩათვლით ზონებში. აკრძალულია ყველა დონორული პროცედურები, პირველ რიგში, სისხლის გადასხმა. სისხლის ანალიზიც კი არ არის სასურველი. რადგან ღვიძლია დარტყმის ქვეშ. სასურველია, არ მიიღოთ ცხიმიანი და ცხარე საკვები. კარგ ეფექტს იძლევა სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვების მკურნალობა. საუკეთესოა სიარული, ველოსიპედი და სირბილი. 3.11 (14:35 სთ) - არ არის რეკომენდებული ქირურგიული ჩარევა.
4.11 (07:05 სთ) - 6.11 - არ არის რეკომენდებული პროცედურები და ოპერაციები დაკავშირებული ნაღვლის ბუშტთან, ნივთიერებათა ცვლასთან, კანთან. დარტყმის ქვეშ არის ძლოვანი სისტემაც, მოტეხილობის საშიშროებაა. ასევე სუსტი ადგილია - ხერხემალი. არ ამოიღოთ კბილი და, საერთოდ, ამ დღეებში არ მიხვიდეთ კბილის ექიმთან, თუ გაუსაძლისი მდგომარეობა არ არის. კარგად მუშობს კუჭ-ნაწლავი. ეფექტურია გასტრიტების და წლულების მკურნალობა.
ბედნიერ კვირას გისურვებთ.

ლია ბარათაშვილი
скачать dle 11.3
ნახვები: 1 804
 

ASTRO TV LIVE