» » ლილითი, როგორც მტრის ხატი და მისი ნამდვილი პოზიცია ასტროლოგიაში
ასტროლოგია / ეზოთერიკა / Slide

ლილითი, როგორც მტრის ხატი და მისი ნამდვილი პოზიცია ასტროლოგიაში

ლილითი, როგორც მტრის ხატი და მისი ნამდვილი პოზიცია ასტროლოგიაშიჩემო ძვირფასებო, დღეს მე მსურს ვისაუბრო იმ ფიქტიურ წერტილზე, რომელზეც მუდმივად მსჯელობენ და, რაც მთავარია, „პანიკური მიდგომაა“ აღნიშნულისადმი. სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც, არ მივესალმები ასეთ პოზიციას, ამიტომ, უფრო ცივილიზებულად, ფართოდ და გაგებით სჯობს მოვეკიდოთ ამ საკითხს. საქმე ეხება კონკრეტულად ლილიტის მდებარეობას ნათალურ რუკებში, მაგრამ ამ სტატიაში არ ვისაუბრებ მხოლოდ მასზე, არამედ მის ბიბლიურ ამბავზე და, ამავდროულად, ზოგად ეზოთერულ ცნებებზე სულის შესახებ, რადგან ლილიტი ახლოსაა ჩვენი პიროვნების უარყოფით გამოვლინებებთან.
როგორც აღვნიშნე, მსურს ამ ყველაფერს ეზოთერულად მივუდგეთ არა მარტო მე, არამედ, თქვენც. დავიწყოთ იქიდან, რომ მთლიანი რუკაა კარმული, ნებისმიერი ასპექტი, პლანეტის მდებარეობა, მათი მთლიანი განლაგება, „კოსმოგრამა“ - ეს კარმულია, კარმა კი დაკავშირებულია ადამიანის რეინკარნაციულ პერიოდებთან, განსხეულებებთან, მის მრავალჯერ დაბადებასთან. ჩემო კარგებო, როგორც ბავშვს, რომელიც პირველ კლასშია, ვერ ვეტყვით წლის ბოლოს, რომ წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში, ზუსტად ასე ვერ ვეტყვით ადამიანზე, რომელსაც არ აქვს შესაბამისი სულიერი განვითარება, რომ წავიდეს უზენაეს ძალებთან, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ეს შეუძლებელია. ადამიანს ყველაფრის შესაძლებლობა აქვს, ზოგი ეტაპობრივად გადის ამ ყველაფერს, ზოგიც კი, თუ ზედმიწევნით შეასრულებს თავის მისიას, რა თქმა უნდა, სულიერად უფრო ამაღლდება. ეს უშუალოდ ინდივიდის ნებასა და მის ქმედებაზეა დამოკიდებული. ახლა რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას - ეს გახლავთ ინდივიდის შესაძლებლობები, გზა, თუ რა მიმართულებით ივლის, ინდივიდუმი შედარებით მდაბიო ადამიანთა მსგავსი იქნება თუ - განვითარებული, რომელიც ემპირიულად მართავს საკუთარ თავს. ამას განაპირობებს შესაბამისი სფეროს საგანმანათლებლო ინფორმაციული ბაზაც, მაგრამ უაღრესად დიდი მნიშნელობა აქვს, რომ სპეციალური ინფორმაციული ბაზა გაცნობიერებულად იქნეს ათვისებული ადეპტის მიერ, რასაც წიკითხავთ, ცოდნა გამოიყენეთ კეთილი საქმისთვის, სულის განვითარებისთვის და, რაც მთავარია, წაკითხულის შესაბამის ადამიანად იქეცით. ბევრია „განათლებული“, რომელიც ვერ იყენებს ცოდნას ისე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუმცა, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...
ასევე ყურადსაღებია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - როცა ადამიანი იბადება და გადის ცხოვრებისეულ ეტაპებს, ყველას აქვს ჩავარდნა, დაღმასვლა, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ნუ შეხედავთ ამ ყველაფერს ისე, როგორც სასჯელს... ყველაფერი, რაც ხდება, ეს ჩვენი სულის ნებაა, ზებუნებრივი ძალების ნებაა, ვერ მოხდება ტრანსფორმაცია სიამოვნების ხარჯზე, ტანჯვით სული იწრთობა, ვითარდება და ჩვენ - ვიწმიდნებით, მაგრამ აღნიშნულში ნუ შეერევა სიძულვილი, ასე ინდივიდი დეგრადირდება. ვარსკვლავები ჩვენზე ზრუნავენ ყოველთვის, მაღალი ძალებიც კი ჩვენკენ არიან, ჩვენი სულისკენ.როდესაც ადამიანი უშვებს მეტად ბევრ შეცდომას და, რომ იტყვიან, შეცდომების დაშვების ლიმიტი ამოეწურება, კარმულ წლებში განსაკუთრებთ, სწორედ ასეთ დროს მიდის ამ ქვეყნიდან, ტოვებს სხეულს. რატომ? იმიტომ, რომ სულმა, რომ იტვყიან, თავს უშველა, რადგან ზედმეტი არასწორი საქციელით უკვე მას საფრთხე ექმნებოდა, ეს კი ყოველთვის შიდა „მე-ს“ ხარისხის დაქვეითებას იწვევს და, შესაძლოა, არაერთი საფეხურით დაბალ სამყაროში გადასვლას ან სხვა დიდი პრობლემებით მოსვლას განაპირობებდეს მომდევნო ცხოვრებაში. ამიტომ ყველაფერი, რაც ხდება, ხდება ისევ ჩვენს სასიკეთოდ, საწრთობად, განსავითარებლად და ამ ყველაფერს არა პანიკით და აპათიით, არამედ დირექტულად, სიხარულითაც კი უნდა შევხვდეთ. მესმის, რომ ყველაფერს ასე ვერ მივიღებთ და ვერ შევეგებებით, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას, ვარჯიშით ყველაფერია შესაძლებელი. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აუცილებელია ვისწავლოთ ჰუმანური ნიშანთვისებების გამომუშავება, „თვითკონტროლი“, რომლის მეშვებოთაც ევოლუციონირდებით.
რაც შეეხება ჩვენს თემას: ლილიტი, ანუ შავი მთვარე, რელიგიურად მე-9 მოციქული სატანისა, რუქის ფიქტიური წერტილი, რომელიც ეხება ადამიანის წინა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ავადგასახსნებელ გზას, როდესაც აღნიშნული ხვდება ამა თუ იმ ნიშანსა და სახლში, აქედან ვიგებთ, თუ რა სტილით ცხოვრობდა ეს უკანასკნელი, სად დაუშვა შეცდომები, თუ რას ავლენდა უარყოფითად წინა ცხოვრებაში, ამიტომ, ახლა მოუწევს გარკვეული სახის გამოცდების ჩაბარება, მიიღებს განცდებს და გამოცდებს, რათა მიხვდეს, თუ რაში მდებარეობდა მისი არასწორი ხედვა და ქმედება ამა თუ იმ საკითხისადმი. ლილიტს, როგორც ასტროლოგთა უმარვლესობა მიიჩნევს, სამი დონე აქვს: პირველ დონეზე, ადამიანი იმეორებს იმავეს, რასაც ადრე აკეთებდა, ფაქტობრივად, ვერ ვითარდება, მეორე დონეზე კი ესაა ცოდვების გამოსყიდვის გზა, მესამე დონეზე კი მას აღნიშნული დათრგუნული ჰყავს, ანუ დამარცხებულია ბნელი ძალა. რელიგიურად კი, ის იყო ადამის პირველი ცოლი, მაგრამ ადამს და ლილიტს მალევე მოუვიდათ კამათი, ადამი ურთიერთობაში დომინირებას ითხოვდა, ლილიტი ამბობდა, რომ ისინი თანასწორნი იყვნენ, ამიტომ, ვერ შეთანხმდნენ და ლილიტი გაფრინდა, უფალმა კი მას სამი ანგელოზი დაადევნა და სთხოვა მათ, რომ დაებრუნებინათ იგი, ხოლო თუ არ წამოვიდოდა დაწყევლილი იქნებოდა, ანგელოზები კი მას ყოვლისშემძლე ზღვასთან დაეწივნენ და გადასცეს უფლის სიტყვები, მან კი არ გაიგონა და დარჩენა გადაწყვიტა, მან თქვა, რომ იყო იმისთვის, რათა ახალშობილებისთვის ავადმოყოფობა შეეყარა, მაგრამ ეს მუქარა რომ მოისმინეს ანგელოზებმა, მაშინ დაიდო მათ შორის შეთანხმება, რომ ის ვერაფერს გააწყობდა ახალშობილებთან, მას შთამომავლობაც არ მიეცემოდა, როდესაც ლილიტი ხედავს ავგაროზზე ანგელოზის გამოსახულებას, ამ დროს ბავშვი ჯანმრთელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მერე ლილიტი გახდა ანგელოზ სამაელის მეუღლე, რომელიც სიკვდილის ანგელოზი გახლდათ.
ასევე, უძველეს ასტროლოგიაში მას უწოდებენდენ „ასტრალურ პლანეტასაც“, მისი ბრუნვის პერიოდი დედამიწის გარშემო 126 წელს მოიცავდა. მისი ბრუნვის სრული ციკლი კი 9 წელს შეადგენს. იუდველები კი, აღნიშნულს „ავ სულს“ უწოდებენ, ის ძალადობს მამაკაცებზე, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი შვან, იუდაიზმში კი ეს უკანასკნელი სწორედ ბავშვების მოძულეა. ივრითულ ენაზე მას უწოდბენ „ლაილას“, ღამის დემონს, მათი სიტყვით, ღმერთმა იგი შექმნა, რათა ადამთან ერთად თანასწორი ყოფილიყო, თუმცა მან მორჩილობა არ მოისურვა და, როგორც იტყვიან, საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება. თუ მშვიდადა მივუდგებით ჩვენს პირად ნათალურ ასტროლოგიურ რუკაში არსებულ დაძაბულობებს, თავადვე შეგვწევს იმის ძალა, რომ თვითონ ვუშველოთ საკუთარ თავს, სულს და ავმაღლდეთ. ეს ყველას შეუძლია! მთავარი მოდნომება და სწორი ცხოვრებაა. მთლიანი რუკით უნდა გაიგოთ თქვენი კოსმიური დანიშნულება, ჯერ ეს მისია შეასრულეთ, რომელიც მოგცათ უფალმა და შემდგომ მიდით უფრო მაღლა, შედარებით ცივილიზებულ და წინწასულ ერებთან, პლანეტებთან, მოგზაურობა ძალიან საინტერესო და მიმზიდევლია. მჯერა, რომ შეძლებთ ყველაფერს და რაც მთავარია, არ სიტუაცია, რომელსაც გამოსავალი არ გააჩნია, ყველაფერი დროებითია, აღმასვლას - დაღმასვლა მოჰყვება ისევე, როგორც პირიქით... ამიტომ, გაეცით მეტი სიყვარული ისე, რომ ნუ ელით სანაცვლოდ ნურაფერს, ის თავისით მოვა, არ იკარგება არაფერი.
ზემოთთქმულის რეზუმედ, შეიძლება ეს დევიზიც კი გავაჟღეროთ: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!

პატისიცემით -
გიორგი ლობჯანიძე!
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა

2018 წლის 11 აგვისტოს მზის დაბნელების შესახებ

რას ნიშნავს „ღმერთი“ და როგორ გავხდეთ საკუთარი ბედის გემოვნებიანი შემოქმედნი

რუნები - ისტორია

Guide to cats and kittens