» » აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი)
ასტროპროგნოზი / ჟურნალი ასტრო-news

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი)

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი)

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2014 წელი ხის მწვანე ცხენის წელია. როგორი იქნება ის ჰოროსკოპის სხვა წარმომადგენლებისთვის? რა არის მისთვის პრიორიტეტული და რას არ დაუშვებს? ცხენი ზოგადად ძალიან ენერგიულია, ამტანი, ხშირად მოუთმენელიც კი. აფასებს შრომას და თავისუფლების მოყვარულია. ვერ ეგუება არაპირდაპირობას და უსამართლობას. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მისი მოტყუება ადვილია, მაგრამ არ გირჩევთ, რადგან თუ მან ამის შესახებ ოდნავ მაინც იეჭვა, დაუნდობელად დაგსჯით. ზოგადად, წელს მისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა იმათ ელით, ვინც სამართლიანი და შრომისმოყვარეა.


აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი) ცხენი
(1966.1978.1990.2002)
2014 წლის მმართველი სწორედ ცხენია. წინ საკმაოდ აქტიური წელი ელოდებათ - საქმიდან საქმეზე სწრაფი გადასვლა ამ წლის ტენდენციაა. ცხენს პასუხისმგებლობა არ აკლია და შესაბამისად არ დაუშვებს რომელიმე საქმე ბოლოდე არ მიიყვანოს. წელს ცხენები წინა პლანზე წამოიწევენ და მთელი წლის განმავლობაში ნამდვილად შეძლებენ გარშემომყოფები გააოცონ საკუთარი შესაძლებლობებით.
ჯანმრთელობა
ნერვები - ეს მომავალი წლის განმავლობაში ცხენებისთვის ერთ-ერთ “აქილევსის ქუსლის” ზონაა. სხვა დანარჩენი ზონები მეტ-ნაკლებად წესრიგში იქნება. წელს ცხენი ყველაზე მძაფრად სეზონურ დეპრესიებს იგრძნობს. უამრავი საქმის ერთად კეთების გვერდითი მოვლენები კი უძილო ღამეები და მადის დაკარგვა იქნება. მათ არავითარ შემთხვევაში თვითდინებაზე არ უნდა მიუშვან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესები, რადგან წლის ბოლოს შესაძლოა სერიოზული ენერგეტიკული დარღვევები და გამოფიტვა იგრძნონ. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი თერაპია ცხენთათვის სწორად არჩეული დასასვენებელი ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უხმაურო და მშვიდი უნდა იყოს.
ფინანსები და კარიერა
ცხენებთან საქმიანი ურთიერთობის სურვილის მქონე ადამიანთა უმრავლესობა თაღლითი და მატყუარა აღმოჩნდება. დიდია ალბათობა, რომ ცხენის უსაზღვრო ენერგია მისთვის უსარგებლო საქმიანობისთვის გამოიყენონ, რაც არც თუ ისე სასიამოვნო შედეგით დასრულდება. ამიტომ ცხენებისთვის წელს მთავარია სიფრთხილით აირჩიონ საქმიანი პარტნიორები. წლის პირველ ნახევარში, უფროსობასთან ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში მოსალოდნელია ხელფასის მატება. ცხენებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი მოთხოვნები წელს დაკმაყოფილებული იქნება. გაზაფხულზე მოსალოდნელია ოჯახში ფინანსური დანახარჯების გაწევა (სახლის ან აგარაკის რემონტი). რაც შეეხება კარიერას, ყველაზე პროდუქტიულები წელს ის ცხენები იქნებიან, ვისაც საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ. მათ შეეძლებათ დამაჯერებლად განახორციელონ ყველა რთული პროექტი და წარმატებული ორგანიზება გაუწიონ ადამიანთა კოლექტიურ მუშაობას. ამას გარდა, ასევე წარმატება ელით ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცხენებს, შემოქმედებით საქმიანობაში მუზა ნამდვილად არ მიატოვებთ და ამიტომ თამამად შეუძლიათ ყველაზე ორიგინალური იდეების განხორციელებას მიჰყონ ხელი. პროფესიული მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოდგომის თვეებია, ამ პერიოდს ცხენები მაქსიმალურად ორგანიზებული და დისციპლინირებულნი უნდა შეხვდნენ.
ურთიერთობები
გაზაფხულზე ცხენების სამსახურეობრივმა აქტრივობამ შესაძლოა პირადი ურთიერთობები დააზარალოს. ზოგადად ამ წელს ცხენებისთვის მთავარი მიზანია. ის უზარმაზარი ენერგია, რაც მათ აქვთ, მარტო ერთ სფეროში არ გამოავლინონ და მუდამ ახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანების გარეშე არც ერთი კარიერული მიღწევა არაფრად ღირს. მარტოხელა ცხენებიც წელს საწინააღმდეგო სქესისთვის საკმაოდ პოპულარულები იქნებიან, სწორედ ამ მიზეზით მისცემენ თავს უფლებას ზემაღალი მოთხოვნები წამოუყენონ თავიანთ პარტნიორებს, რაც საბოლო ჯამში არაფერს კარგს არ მოუტანთ. ამიტომ ჯობს ზედმეტი პრეტენზიულობისგან თავი შეიკავონ და ამ წლის შესაძლებლობებით მაქსიმალურად დატკბნენ. ასევე, დაოჯახებულ ცხენებსაც დიდი ყურადღება მართებთ, რადგან დიდი ალბათობით ექნებათ ცდუნება ოჯახის მიღმა რომანტიკული ურთიერთობების გაბმისა, რაც წლის ბოლოს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს და მთელი წლის წარმატებებს ამ ტყუილებით ხაზი გადაესმევა.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი) თხა
(1967.1979.1991.2003)
თხები ბედნიერნი იქნებიან, თუ მათ გასაკეთებელ საქმეს ცხენი აიღებს თავის თავზე. მართალია ცხენი ამის წინააღმდეგი არც არის, მაგრამ გადაჭრის რა მის ერთ პრობლემას, წარმოიშვება მეორე, მესამე და ბოლოს იგი ჩათვლის, რომ თხის დამოკიდებულება ძალზედ ეგოისტურია და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ასე რომ, თხა მთელი წლის განმავლობაში იგრძნობს როგორც ცხენის მხარდაჭერას, ასევე იმასაც, რომ დროა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და დამოუკიდებლად, მარტო იმოქმედოს.
ჯანმრთელობა
2014 წელი ყველაზე კარგი დროა იმისთვის, რომ თხებმა კარდინალურად შეცვალონ დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და ბოლოს და ბოლოს დაიწყონ მასზე სათანადო ზრუნვა. უმჯობესია, თუ თითოეული თხა თვითონ გადაწყვეტს რით დაიწყოს, იქნება ეს ზედმეტი კილოგრამების მოშორება, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება თუ რაიმე სხვა. აპრილში და მაისში შესაძლოა ჯანმრთელობისადმი ძველმა უდიერმა მოპყრობამ თავი იჩინოს და ზოგიერთი მათგანი საოპერაციოც გახდეს. წლის ცივ თვეებში ვირუსული ინფექციების საშიშროებაა.
ფინანსები და კარიერა
თხებისთვის 2014 წლის შემოსავალ-გასავალს ქაოტური ხასიათი ექნება. ცხენებს პერიოდულად მნიშვნელოვანი საოჯახო დანახარჯების გაწევა მოუწევთ, პერიოდულად კი კარგ შემოსავალს მიიღებენ. საკმაოდ რეალურია წლის განმავლობაში რამდენიმე სარფიანი დაბანდების პერსპექტივაც. წამოჭრილი ფანანსური ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისთვის აუცილებელია თხებმა სწორად გადაანაწილიონ ენერგია და დრო, მარტო ერთ საქმეში არ “გადაიღალონ”. ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი დიდი შენაძენებისთვის ზაფხულის პირველი ნახევარია. ფინანსების დასაბანდებლად ოქტომბერიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. რაც შეეხება კარიერას, თხების უმრავლესობას კარიერაში მომავალ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება, საბოლოო ჯამში ბევრი შრომის და წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ სასურველ შედეგს მიიღებენ. წლის პირველ თვეებში თხებს შეიძლება მოუწიოთ სამსახურის დატოვება ან იმავე სამსახურში რაიმე სხვა პოზიციის დაკავება, ამის მიზეზები შეიძლება იყოს მასზე სამსახურში დაკისრებული ვალდებულებების არასამართლიანად აღქმა, ამიტომ უფროსობასთან კონფლიქტიც არ არის გამორიცხული. ასევე ახალი, უკეთესი სამსახურის პრესპექტივაც საკმაოდ დიდია.
ურთიერთობები
2014 წელს, დაოჯახებულ თხებს ოჯახურ ცხოვრებაში დაგროვილ კონფლიქტების სერიოზულად გადახედავა მოუწევთ, ზოგიერთი მათგანი შეძლებს მეუღლესთან მათი პრაქტიკულად ,,დანგრეული’’ ურთიერთობა გადაარჩინოს, სხვები კი პირიქით მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ძველმა კავშირმა თავი ამოწურა და მთელი ენერგიით მოინდომებენ განქორწინების პროცესის მალე დასრულებას. მარტოხელა თხებს ბედი მხოლოდ წლის ბოლოს გაუღიმებთ, მაგრამ შანსი იმისა, რომ ამ წელს იპოვონ ის ერთადერთი საკმაოდ მაღალია, ამიტომ თამამად ახალი ნაცნობობისკენ!

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი) მაიმუნი
(1968.1980.1992.2004)
მაიმუნისთვის დამახასიათებელმა ხასიათმა საეჭვოა, რომ ცხენში დიდი სიმპათიები გამოიწვიოს. სულ თავიდნ, გარკვეული დროის განმავლობაში, მისმა ხასიათის სიმსუბუქემ და ხასიათის ხშირმა ცვალებადობამ შესაძლოა ცხენში დადებითი ემოციები გამოიწვიოს, მაგრამ საკმაოდ სწრაფადვე მაიმუნის ცვალებადობას ცხენი არასერიოზულად აღიქვავს. მაიმუნში არ დევს ავტორიტეტების პატივისცემა და წლის მმართველსაც დიდი სერიოზულობით არ მოეკიდება, ხოლო ეპატიება თუ არა, ეს უკვე საკითხავია.
ჯანმრთელობა
2014 წელი მაიმუნებისთვის ჯანმრთელობის მხრივ კარგად დაიწყება. პირველი რამოდენიმე თვე მაიმუნებს არავითარ პრობლემას არ შეუქმნის. თუმცა ზოგადად მაიმუნები უყურადღებონი არიან და ხასიათის ეს შტრიხი უკვე მაისის თვიდან შეიძლება საკმაოდ ცუდად აისახოს მათ ჯანმრთელობაზე. ამ პერიოდში მაღალია მოწამვლის და ტრამვების ალბათობა.
ფინანსები და კარიერა
წლის პირველ ნახევარში მაიმუნებს ბევრი ცდუნება ექნებათ მთელი თავიანთი დანაზოგი დახარჯონ, რაც შეიძლება იქამდე გაგრძელდეს, სანამ ვალებში არ აღმოჩნდებიან, ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებთ. წლის მეორე ნახევარი გაცილებით სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას ჰპირდებათ, სექტემბრიდან ისინი თავიანთ საქმეს და ფინანსებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. თუ ეს ტენდენციები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება წლის ბოლოს შეჯამებისას, გამორიცხული არ არის 2014 წელი ფინანსების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდეს. რაც შეეხება კარიერას, უმუშევარი მაიმუნები მდგომარეობის შეცვლას აპრილ-მაისამდე არ უნდა ელოდონ. მაისის (მაქსიმუმ ივნისის) თვეში სასურველი სამსახურის დაწყების შანსი გაცილებით იზრდება. მაიმუნები, რომლებიც ისევ ძველ სამსახურში მუშაობენ, აქვთ შანსი გაიცნონ საინტერესო ადამიანი, რომელიც კარიერული ზრდის ახალ მოტივაციას მისცემთ, საბოლოო ჯამში კი მათი შრომა და მოტივაცია წელს აუცილებლად დაფასდება. მაღალია მაიმუნების საზღვარგარეთ მივლინებაში გაშვების შანსიც, ამგვარი ვიზიტები წელს მათთვის განსაკუთრებით მომგებიანი იქნება.
ურთიერთობები
მაიმუნების უმრავლესობას 2014 წლის დასაწყისში პირად ურთიერთობებში პრობლემები შეექმნებათ, ზოგი მათგანი პარტნიორის მიმართ შინაგანად გაცივდება და ზოგიც მის პარტნიორს დაადანაშაულებს სიცრუესა და ორპირობაში. მაღალია დაშორების გადაწყვეტილების მიღების შანსი. მარტოხელა მაიმუნებს კი საკმაოდ ბევრი ახალი ნაცნობობა ელით, ეს მათთვის საკმაოდ ახალი გამოცდილება იქნება, მსგავსი ტიპის ადამიანებთან ჯერ ბედს ისინი არ შეუხვედრებია. დაოჯახებული მაიმუნები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ წლის პირველი ნახევრის კრიზისს, მეორე ნახევარში ოჯახურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებენ.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი) მამლი
(1969.1981.1993.2005)
მამალი და ცხენი ხასიათით ერთმანეთს ძალიან გვანან. ორივე გამბედავია, გულწრფელი, მიზანსწრაფული. თუმცა მამალი უფრო თვითდაჯერებული და ამაყია. ამიტომ ცხენს აუცილებლად მოუწევს მისი მოთვინიერება და თუ მამალი დაემორჩილება და ჩათვლის ცხენის მოთხოვნებს სამართლიანად, აუცილებლად იგრძნობს ამ წელიწადის მართველის გვერდით დოგმას.
ჯანმრთელობა
მომავალ წელს დიდია ალაბათობა თავი იჩინოს ძველმა დაავადებებმა. კარგია თუ გაზაფხულზე მამალი სრულ სამედიცინო დიაგნოსტიკას ჩაიტარებს, რადგან ამ პერიოდში გამწვავებული დაავადებები შესაძლოა ქრონიკულ პროცესში გადაიზარდოს. განსაკუთრებული ყურადღება ღვიძლს უნდა მიაქციონ, ალკოჰოლმა და არასწორმა კვებამ შესაძლოა ეს ორგანო ადვილად გამოიყვანოს მწყობრიდან. ენერგეტიკულად ღვიძლი წელს მათვის ყველაზე სუსტი წერტილი იქნება. გაზაფხულზე კარგი იქნება, თუ მამლები სხეულის გასაკაჟებელ ვარჯიშებს ჩაიტარებენ.
ფინანსები და კარიერა
ცხენი წელს, როგორც ჩანს, არ აპირებს ძალზედ გულუხვი იყოს ფინანსების მხრივ, მამლებს მუდმივად მოუწევთ საკუთარი თავის კონტროლი ნებისმიერი შენაძენისას. მთავარი კითხვა, რომელიც მათ ამ წელს უნდა დასვან: მჭირდება კი რეალურად ეს? 2014 წელს დიდია არასაიმედო ფინანსურ წინადადებებზე დათანხმების ალბათობა მამლების მხრიდან, ამიტომ სანამ რაიმეს გადაწყვეტენ, აუცილებლად უნდა აწონონ ყველა მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მამლები არც თუ ისე კომპეტენტურნი იქნებიან შემოთავაზებული წინადადებების სფეროში. არც საკუთარი ბიზნესის წამოწყებაა რეკომენდებული. ნოემბერ-დეკემბრისთვის ფინანსური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდება. რაც შეეხება კარიერას, პერიოდულდ სამსახურისგან ხასითის ცვალებადობა და კოლეგებთან არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება მომავალი წლის პირველ ნახევარში მამლებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. შეეცადეთ უფროსობასთან მაინც შეიკავოთ თავის კონფლიქტური სიტუაციებისგან, რადგან ეს შეიძლება სამსახურის დაკარგვით დასრულდეს. საბოლოოდ სიტუაცია ოქტომბრისთვის დასტაბილურდება და მამლების ფსიქო-ემოციონალური მდგომარეობაც აშკარად გაუმჯობესდება. წლის ბოლო თვეებში კარგი იქნება, თუ მამლები შორეულ მომავალს დაგეგმავენ და ჩამოყალიბდებიან საკუთარ სურვილებში.
ურთიერთობები
ვარსკვლავები მამლებს ურჩევენ ბოლომდე ენდონ თავიანთ პარტნიორებს, ამას ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და კიდევ უფრო გაამყარებს კავშირს საყვარელ ადამიანთან. მარტოხელა მამლები წელს საკუთარ წარუმატებლობას ხან საწინააღმდეგო სქესს დააბრალებენ ხან რაიმე სხვა ფაქტორს, მოკლედ ყველაფერს, საკუთარი თავის გარდა. პრობლემები კი ისევ და ისევ მამალების გადამეტებული მოთოხვნილებებით იქნება გამოწვეული. გახსოვდეთ, იდეალური ადამიანები არ არსებობენ და თუ თქვენს იდეალიზმს გვერდით გადადებთ, უკვე შემოდგომაზე სერიოზული და ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობა გელოდებათ.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი) ძაღლი
(1958.1970.1982.1994.2006)
ცხენი ძაღლში ხასიათის არა ერთ მსგავსებას პოულობს. ძაღლი ძალიან მოწესრიგებულია და უყვარს ცხოვრების იდეალიზება. ის გამორჩეულად ერთგულია გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. Mმიუხედავად მცირედი განსხვავებებისა, ცხენს და ძაღლს არ უჭირთ საერთო ენის გამონახვა, ასე რომ, ამ წელიწადს ძაღლები მშვიდად უნდა იყვნენ, მათ ცხენის მფარველობა გარანტირებული აქვთ.
ჯანმრთელობა
ძაღლები ისე ენერგიულად დაიწყებენ ამ წელს, რომ ზაფხულის ბოლოს შესაძლოა საერთოდ გამოფიტულები დარჩნენ. მეტწილად იმიტომ, რომ სრულფასოვანი დასვენებისთვის მათ დრო არ ექნებათ. ენერგიის მოზღვავების მიუხედავად, ისინი თავდაუზოგავად იშრომებენ მთელი წელი, რამაც წლის ბოლოს ნევროზულობაც შეიძლება გამოიწვიოს. რადგან როგორც ყველაფერი, ეს დიდი ენერგიაც დროებითია და როდესაც ისინი აღმოაჩენენ, რომ აღებული ვალდებულებები უფრო მეტია ვიდრე მათ ამის რეალიზება შეუძლიათ, კეთილსინდისიერი ძაღლები შესაძლოა დეპრესიაშიც კი ჩავარდნენ. ამ გადატვირთულ წელიწადს კარგი იქნება თუ დაგეგმილი რეჟიმით ცხოვრებას აირჩევენ და დროს ისე გადაანაწილებენ, რომ ერთი საქმით ძალიან არ გადატვირთონ თავი.
ფინანსები და კარიერა
ძაღლები ზოგადად გულუხვნი არიან და ამ წელსაც არ დაიშურებენ თავიანთი ახლობლებისთვის სხვადასხვა საჩუქრების გაკეთებას. თუ წელს მათ მოჭარბებულ ენერგიას გავითვალისწინებთ, ზაფხულის პერიოდში დიდია ფინანსების ფლანგვის ცდუნება და თუ ამის ცნობიერი კონტროლი არ მოხდა, უკვე აგვისტოში ამ მხრივ პრობლემების წარმოქმნაა მოსალოდნელი. ცხენი არ დაუშვებს ძაღლი სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდეს და იგი ისევ მალე დაბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. კარგი იქნება, თუ ცხენის გულუხვობას ძაღლები გამოცდას არ მოუწყობენ. ზოგადად ეს წელი არც ისე კარგია მსხვილი კაპიტალდაბანდებისთვის, ბევრად აჯობებს ძაღლებმა თავიანთი დანაზოგი ისევ ბანკებში დატოვონ, თუმცა თუ მათი ყნოსვა წარმატებას გრძობს, გარისკვაც ნამდვილად ღირს. რაც შეეხება კარიერას, ამ წელს კარიერაში წინსვლისთვის ძაღლებს დიდი შრომა მოუწევთ. ეს გასაკვირი არც არის, თუ გავიხსენებთ ვინ არის ამ წლის მართველი, თუმცა ძაღლებს ეს ყველაზე ნაკლებად აფრთხობთ, რადგან შრომისმოყვარეობა მათი ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა. თუ ძაღლები მოახერხებენ სამსახურში ყველაფრის საქმის კურსში ყოფნას და არ შეუშინდებიან ლიდერის თვისებების გამოჩენას, მათ აუცილებლად ჩააბარებენ იმ საქმეს, რომლის მეშვეობითაც წლის მეორე ნახევარში კარიერულ საფეხურზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ.
ურთიერთობები
ყურადღება საწინააღმდეგო სქესის მხრიდან ძაღლების აქტიურობასთან ერთად აშკარად თვალშისაცემი იქნება. თუ მარტოხელა ძაღლებს ახალი კავშირები და ყურადღების ცენტრში ყოფნა სასიყვარულო პარტნიორის მოძებნაში დაეხმარება, განსხვავებული სიტუაციაა დაოჯახებულ ძაღლებთან მიმართებაში. ისინი სულ უფრო იგრძნობენ გაორებას გრძნონებში, მეუღლესა და წელს გაცნობილ პიროვნებებს შორის. თავისუფალი ძაღლები მათვის საინტერესო კონტაქტებს გაზაფხულზე დაამყარებენ. ხოლო უკვე შეუღლებული ძაღლები მათი მეორე ნახევრის მხრიდან აშკარა ეჭვიანობას იგრძნობენ და შესაძლოა მსგავსმა დაძაბულობამ მათი სულიერი ბალანსი მნიშვნელოვნად დაარღვიოს.

აღმოსავლური ჰოროსკოპი (2014-II ნაწილი) ტახი
(1959.1971.1983.1995.2007)
ცხენს აშკარა სიმპატიები გააჩნია ტახის მიმართ. წლის მართველს შეუძლია მშვიდად მიიღოს მისი ფეთქებადი ხასიათი და ეგოიზმიც კი. ცხენებს თავადაც ახასიათებთ ხასიათის ეს შტრიხები. როდესაც ტახი განსაკუთრებულ ზეწოლას გრძნობს, ყოველთვის მწყობრიდან გამოდის, თუმცა ცხენს უპრობლემოდ შეუძლია აღკვეთოს ტახის ეს აგრესიული იმპულსები, ამისთვის მან შესაძლოა ჩლიქებიც კი გამოიყენოს, მაგრამ საბოლო ჯამში ტახს ეს მხოლოდ წაადგება.
ჯანმრთელობა
წლის პირველ ნახევარში ტახის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა გაზაფხლზე და შემდეგ შემოდგომაზე მოსალოდნელია გახშირებული თავის და წელის ტკივილები. კარგი იქნება თუ ტახები არ დაიწყებენ თვითმკურნალობას და კვალიფიციური დახმარებისთვის ექიმს მიმართავენ. 2014 წელს ტახები მეტწილად შენობებში გაატარებენ და ამიტომაც არ არის გასაკვირი მათი ტკივილები წელის არეში. თუ სამსახურსა და დასვენებას შორის ბალანსს არ დაარღვევენ მათ ჯანმრთელობას სხვა მხრივ წელს არაფერი ემუქრება.
ფინანსები და კარიერა
2014 წელს ტახებისთვის რეკომენდებულია დანაზოგის გაკეთება, რადგან წლის მანძილზე ფინანსურად ორი რთული პერიოდი ელოდებათ: გაზაფხულზე აპრილ-მაისში და შემოდგომაზე სექტემბერ-ოქტომბერში. ამასთანავე ტახებმა საკუთარ თავს დახარჯვაში შეზღუდვები უნდა დაუწესონ, რადგან ძალიან ხშირად გაუჩნდებათ ისეთი ნივთებისადმი ლტოლვა, რომელიც აუცილებლობას არ წარმოადგენს. სერიოზული შენაძენებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ზაფხული. ნოემბერსა და დეკემბერში კი ტახების იღბალიანობა იმდენად მოიმატებს, რომ რამდენიმე ლატარეის ბილეთის ყიდვასაც კი ექნება აზრი. რაც შეეხება კარიერას, თუ საახალწლოდ გადამეტებულმა მოლხენამ სამუშაო რითმიდან არ ამოგაგდოთ, მაშინ არც სამახურში შეგექმენებათ პრობლემები და დაწინაურების შანსებიც გექნებათ. ცხენის წელს ბევრი ტახი მოიპოვებს კოლეგების და უფროსების დიდ სიმპატიას, რაც მას ისეთი დიდი ტვირთისგან გაანთავისუფლებს, როგორიც სამსახურში ზედმეტი დაძაბულობისგან გამოწვეული სტრესებია. მთავარია, რომ ამ მდგომარეობამ ტახებში არ გამოიწვიოს საკუთარი შესაძლებლობებში არაადექვატური თავდაჯერებულობა.
ურთიერთობები
ცხენის წელს ტახები განსაკუთრებულად კეთილები, ყურადღებიანი და მზრუნველნი იქნებიან. მათი მეორე ნახევრები ამას განსაკუთრებულად დააფასებენ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ შეუღლებული ტახები მთელ წელიწადს ოჯახურ იდილიაში გაატარებენ და მათთვის სახლი ყოველთვის მშვიდი ნავსაყუდელი იქნება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომაგენლები ასევე იგრძნობენ დადებით დინამიკას საკუთარ რჩეულებთან ურთიერთობისას, მოსალოდნელია დიდი ხნის სასიყვარულო ურთიერთობების შეუღლებით დასრულება. მარტოხელა ტახებმა საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა მათვის ჩვეული სტერეოტიპებისგან განსხვავებულად უნდა სცადონ. ამ შემთხვევაში ისინი გაექცევიან ძველ შეცდომებს, რომლებიც ამ მიმართულებით გამუდმებით აკარგვინებდნენ შანსებს.


GeoAstro
("ასტრო-News" #4)
скачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

"ასტროლოგიური პროგნოზები" სხვა რაკურსი სეზ.2 გადაცემა #10 ნაწ.2

ზედა ზოდიაქოები და მათი მოქმედება

...

სექტემბრის ასტროპროგნოზი

Guide to cats and kittens