» » ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)
ეზოთერიკა / Slide

ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)

ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)



მიგელ რუისი
ნაწილი I


ოთხი შეთანხმება

1. თქვენი სიტყვა უნდა იყოს უნაკლო

აზრი პირდაპირ და პატიოსნად გამოთქვით. თქვით მხოლოდ ის, რასაც სინამდვილეში გულისხმობთ. ერიდეთ ილაპარაკოთ იმაზე, რაც თქვენივე წინააღმდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული. ნუ გაავრცელებთ ჭორებს სხვებზე. გამოიყენეთ სიტყვის ძალა, რათა მიაღწიოთ ჭეშმარიტებას და სიყვარულს.

2. ნურაფერს აიღებთ საკუთარ თავზე

სხვისი საქმე თქვენ არ გეხებათ. ყველაფერი რასაც ადამიანები ლაპარაკობენ და აკეთებენ, მათივე რეალობის, მათი პირადი სიზმრის პროექციაა. თუ სხვების შეხედულებებისა და ქმედებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებთ, თავიდან აიცილებთ ფუჭ ტანჯვას.

3. ნუ გააკეთებთ ვარაუდებს

მოიკრიბეთ ვაჟკაცობა და გაუგებრობის შემთხვევაში დასვით საჭირო შეკითხვები და გამოხატეთ ის, რაის გამოხატვაც სინამდვილეში გსურთ. ურთიერთობისას ეცადეთ მაქსიმალურ სიცხადეს მიაღწიოთ, თავიდან აიცილეთ გაუგებრობები და არ გაბრაზდეთ.

4. ეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად აკეთოთ

თქვენი შესაძლებლობები ყოველთვის ერთნაირი არ არის: ერთია, როდესაც ჯანმრთელი ხართ, ხოლო მეორე – როდესაც ავად ან გაბრაზებული. ნებისმიერ მდგომარეობაში, გამოიყენეთ მაქსიმალური ძალისხმევა, რის შედეგადაც არ გექნებათ სინდისის ქენჯნა. ამით თავიდან აიცილებთ თქვენი საქციელის განსჯას და სინანულს.

„ოთხ შეთანხმებაში“ დონ მიგელ რუისი ამხელს რწმენის იმ წყაროებს, რომლებიც ადამიანს სიხარულს ართმევენ და ტანჯვაში ამყოფებენ. უძველესი ტოლტეკების სიბრძნეზე დაყრდნობით, „ოთხი შეთანხმება“ გვთავაზობს მოქცევის წესებს, რომლებიც საშუალებას იძლევა შევცვალოთ ცხოვრება – მივიღოთ ბედნიერება და სიყვარული.


ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი

ათასწლეულების წინ, ტოლტეკები „ცოდნის ხალხის“ სახელით იყვნენ მთელ სამხრეთ მექსიკაში ცნობილი.
ანთროპოლოგები, მათ ნაციად ან რასად მოიხსენიებენ, სინამდვილეში კი ისინი მეცნიერები და მხატვრები იყვნენ, რომლებმაც ძველების სულიერი ცოდნის შესასწავლად და დასაცავად, გაერთიანება შექმნეს. ტოლტეკები ტეოტიუაკანში შეიკრიბნენ, როგორც ხელმძღვანელები (ნაგვალები) და როგორც მოსწავლეები – ქალაქში, რომელიც ცნობილია სახელით „ადგილი სადაც ადამიანი ხდება ღმერთი“.
ნაგვალები ათასწლეულები მალავდნენ და საიდუმლოდ ინახავდნენ წინაპრების სიბრძნეს. ევროპელმა დამპყრობლებმა და მოსწავლეებმა, რომლებიც შესაძლებლობებს ბოროტად იყენებდნენ, ტოლტეკები აიძულეს ტრადიციული ცოდნა დაემალათ მისთვის, ვინც არ იყო მზად მისაღებად ან საიდუმლოს სათავისოდ გამოიყენებდა.
საბედნიეროდ, ტოლტეკების ეზოთერიული ცოდნა ნაგვალების საშუალებით თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა წინაპრების ცოდნა, წინასწარმეტყველების თანახმად, ოდესმე საჭირო გახდებოდა ადამიანებისთვის ძველი სიბრძნის უკან დაბრუნება. ამჯერად დონ მიგელ რუისი, არწივის რაინდის შტოს ნაგვალი, მისივე მასწავლებლების ხელმძღვანელობით, მზად არის გაგვინაწილოს ტოლტეკების სწავლება, რომელსაც თანამედროვე სამყაროზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ტოლტეკების ცოდნა, ისევე როგორც ყველა წმინდა ეზოთერიული ტრადიცია, დაფუძნებულია ერთიანობის ჭეშმარიტებაზე. ის არ არის რელიგია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტოლტეკური ტრადიცია დედამიწაზე მოსულ ყველა სულიერ წინამძღვარს აღიარებს. ისიც საუბრობს სულზე, მაგრამ საუბარი ცხოვრების სტილზე უფროა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შინაგანი ცვლილებებისთვის მზადყოფნა, რაც თავისთავად ბედნიერებისა და სიყვარულისკენ მიმავალ გზას წარმოადგენს.

შესავალი

დაბურული სარკე

სამი ათასი წლის წინ, მთებით გარშემორტყმული ქალაქის მახლობლად, ზუსტად ისეთივე ადამიანები ცხოვრობდნენ, როგორიც თქვენ და მე ვართ. ერთ ერთი მათგანი წინაპრების ცოდნას აგრძელებდა და მკურნალის ხელოვნებას ეუფლებოდა. მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის არ ეთანხმებოდა იმას, რის ათვისებაც უწევდა და გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ აუცილებლად არსებობდა რაღაც ბევრად უფრო დიდი.
ერთხელაც, გამოქვაბულში ჩაძინებულმა საკუთარი მძინარე სხეული ნახა. სავსე მთვარის ღამეს, გამოვიდა თავშესაფრიდან. ცა მოწმენდილიყო და ათასობით ვარსკვლავი ანათებდა. ამ დროს, მის შიგნით რაღაც მოხდა, რამაც მთელი მომავალი ცხოვრება გარდაქმნა. უყურებდა ხელებს, გრძნობდა სხეულს და უსმენდა საკუთარ ხმას, რომელიც ამბობდა: „მე შუქისგან ვარ შექმნილი. მე ვარსკვლავებიდან წარმოვიშვი.“
მან კვლავ ახედა მნათობებს და მიხვდა, რომ ვარკვლავები არ ქმნიან შუქს, არამედ შუქი ქმნის ვარსკვლავებს. „ყველაფერი სინათლისგან არის შექმნილი და სივრცე ქმნილებებს შორის, არ წარმოადგენს სიცარიელეს.“ მან იცოდა: ყველაფერი არსებული – ერთი ცოცხალი არსებაა, ხოლო სინათლე – სიცოცხლის გზავნილი, რომელიც მთელ ინფორმაციას შეიცავს.
ეს ადამიანი მიხვდა, რომ მართალია შექმნილია ვარსკვლავებისგან, მაგრამ თვითონ არ წარმოადგენს ვარსკვლავს და გაიფიქრა: „მე ვარ ის, რაც ვარსკვლავებს შორის არის.“ ვარსკვლავებს ტონალები, ხოლო მათ შორის არსებულ შუქს ნაგვალი უწოდა. მას ესმოდა, რომ ციურ სხეულებს შორის არსებულ ჰარმონიასა და სივრცეს სიცოცხლე, ანუ მიზანი ქმნის. სიცოცხლის გარეშე ვერ იარსებებს ვერც ტონალი და ვერც ნაგვალი. სიცოცხლე აბსოლუტის ძალაა, უმაღლესი ძალა – ყოვლისმომცველი შემოქმედი.
მისი აღმოჩენა შემდეგში მდგომარეობდა: ყველაფერი არსებული, ერთი ცოცხალი ორგანიზმის გამოვლინებას წარმოადგენს, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვეძახით. ყველაფერი არის ღმერთი. ის მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის აღქმა სხვა არაფერია თუ არა შუქი, რომელიც აღიქვამს შუქს. ის მატერიას განიხილავდა როგორც სარკეს – ყველაფერი სარკეა, რომელიც აირეკლავს შუქს და შუქის მიერ შექმნილ გამოსახულებებს, ხოლო ილუზიის, იგივე ძილის სამყარო წააგავს ბოლისმაგვარ ნისლს რომელიც საკუთარი თავის დანახვის საშუალებასაც არ გვაძლევს. „ჩვენი ნამდვილი არსი – სუფთა სიყვარული და სუფთა სინათლეა.“ – ჩაილაპარაკა თავისთვის.
ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)
ამ ხედვამ მისი ცხოვრება შეცვალა. როდესაც გააცნობიერა თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში, გარშემო მიმოიხედა, შეხედა სხვა ადამიანებს, ბუნებას და დანახულმა გააოცა. ყოველ ადამიანში, ცხოველში, ხეში, წყალში, წვიმაში, ღრუბლებში და მიწაზე, საკუთარ თავს ხედავდა. ხედავდა, რომ სიცოცხლე სხვადასხვა სახით აერთიანებს ტონალს და ნაგვალს, რათა მილიარდობით გამოვლინება შექმნას.
დროის ამ მოკლე ხანში, მან ყველაფერი გააცნობიერა, რის შემდეგაც მოქმედების სურვილმა შეიპყრო – უნდოდა მთელი სამყაროსთვის საკუთარი აღმოჩენის შესახებ ეამბო, მაგრამ სამწუხაროდ საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა. ეცადა გარშემომყოფებისთვის ყველაფერი აეხსნა, მაგრამ სამწუხაროდ არავინ იყო იმ მდგომარეობაში რომ მისი მონაყოლი გაეგო. ხალხმა შეატყო რომ ის შეიცვალა და მისი ხმიდან და თვალებიდან ბრწყინვალება ასხივებდა. შეამჩნიეს, რომ ის აღარ განსჯიდა არც სიტუაციებს, არც ადამიანებს და სრულიად სხვა ადამიანი გახდა.
მას შესანიშნავად ესმოდა ყველასი, ხოლო მისი არ ესმოდა არავის. ხალხმა დაიჯერა, რომ ის ღმერთის განსხეულებაა. ამის გამგონემ, ღიმილით მიუგო:
„მართალია, მე ღმერთი ვარ. მაგრამ თქვენც ღმერთი ხართ. ჩვენ ერთი და იგივეს წარმოვადგენთ. ჩვენ შუქის სახე ვართ. ჩვენ ვართ – ღმერთი.“
ხალხს მისი სამწუხაროდ კვლავ არ ესმოდა.
თავი ყველას სარკედ იგრძნო, სარკედ, რომელშიც საკუთარი თავის დანახვა შეეძლო. „ყოველი ადამიანი სარკეა“ – თქვა მან. ის ყველა გარშემომყოფში ხედავდა საკუთარ თავს, მაგრამ მასში ვერავინ ახერხებდა თავისი თავის დანახვას. ამ დროს მიხვდა, რომ ადამიანები ხედავენ სიზმარს, რომელშიც ვერ აცნობიერებენ და არ ესმით თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში. ისინი ვერ ხედავდნენ მასში საკუთარ თავს, რადგან სარკეებს შორის ერთგვარი ნისლისმაგვარი კედელი იყო. სარკეებსშორის არსებული ფარდაც შუქით არის ნაქსოვი – სწორე ეს არის ადამიანების სიზმარი.
ახლა უკვე იცოდა, რომ მალე დაავიწყდებოდა ყველაფერი, რაც აქამდე ასწავლეს, მაგრამ უნდოდა ყველა ხილვა და ცოდნა დაემახსოვრებინა, ამიტომ დაირქვა დაბურული სარკე, რათა არ დავიწყებოდა რომ სარკე მატერიაა, ხოლო ნისლი – ის რაც არ გვაძლევს საშუალებას გავაცნობიეროთ თუ რას წარმოვადგენთ სინამდვილეში. მან თქვა: „მე დაბურული სარკე ვარ, რადგან ჩემ თავს ყოველ თქვენგანში ვხედავ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვცნობთ ჩვენს შორის არსებული ნისლის გამო. ნისლი სიზმარია, ხოლო თქვენ, რომლებსაც გძინავთ – სარკე.“

ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)










„დახუჭული თვალებით ცხოვრება ბევრად ადვილია,
ყველაფერი რასაც ხედავ – გაუგებრობაა.“

ჯონ ლენონი


მოთვინიერება და პლანეტარული სიზმარი

ყველაფერი რასაც ხედავთ, უბრალოდ სიზმარია.
არც მოცემული მომენტია გამონაკლისი.
თქვენ სიფხიზლის მდგომარეობაშიც კი ხედავთ სიზმარს.
სიზმარხილვა – გონების უმთავრესი ფუნქციაა. გონებას კი დღე – ღამეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში სძინავს. სძინავს, როდესაც ტვინს სძინავს, ხოლო თუ ტვინი ფხიზლობს, მას მაინც სძინავს. განსხვავება იმაშია, რომ ტვინის სიფხიზლის მდგომარეობაში, გარკვეული მატერიალური კოორდინატები წარმოიქმნება, რომლებიც საგნების პირდაპირ აღქმას უწყობს ხელს. როგორც კი ვიძინებთ, ისინი ქრება; სწორედ ამიტომ იცვლება სიზმართხილვა განუწყვეტლივ.
ადამიანები გამუდმებით ხედავენ სიზმრებს. ოდესღაც, ჯერ კიდევ ჩვენ დაბადებამდე, ჩვენამდე მცხოვრებმა ცივილიზაციამ თავის გარშემო შექმნა უსაზღვრო სიზმარი, რომელსაც „საზოგადოების სიზმარს“, იგვე პლანეტარულ სიზმარს ვუწოდებთ. პლანეტარული სიზმარი – მილიარდობით ინდივიდუალური სიზმრებისგან შემდგარი კოლექტიური სიზმარხილვაა, რომელშიც ოჯახების, გაერთიანებების, ქალაქების, ქვეყნების, და საბოლოოდ კაცობრიობის სიზმრებია გართიანებული. ჩვენი პლანეტის სიზმარი მრავალნაირ საზოგადოებრივ წარმოდგენას მოიცავს: კანონის რწმენა, რელიგიები, კულტურული მრავალფეროვნება და საარსებო წყაროები, სახელმწიფო მმართველობა, სკოლები, პოლიტიკური მოვლენები და დღესასწაულები.
ჩვენ დაჯილდოებული ვართ სიმრის ხედვის თანდაყოლილი ნიჭით. ჩვენამდე მცხოვრებმა ადამიანებმა იზრუნეს, ვხედავდეთ იგივე სიზმრებს, რასაც საზოგადოება ხედავს. გარე სიზმარს მრავალი წესი აქვს – როდესაც ბავშვი იმადება, ჩვენ ვიპყრობთ მის ყურადღებას და შეგვყავს ისინი მის ცნობიერებაში. საზოგადოებრივი სიზმარი იყენებს დედას და მამას, სკოლას და რელიგიას, რათა სიზმრის ხედვა გვასწავლოს.
ყურადღება ის შესაძლებლობაა, რომლითაც ვანსხვავებთ და ფოკუსირებას ვახდებთ იმაზე, რის აღქმაც გვინდა.
ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია მილიონობით რამ დავინახოთ, გვესმოდეს, ვგრძნობდეთ ან ვყნოსავდეთ, მაგრამ ყურადღების საშუალებით, გააზრებულად ვირჩევთ თუ რის აღქმა გვინდა. გარშემომყოფი უფროსები ბავშვობაშივე ახდენენ ჩვენი ყურადღების მისაკუთრებას და გამეორებების მეშვეობით გონებაში გარკვეულ ინფორმაციას გვინერგავენ. სწორედ ასე ავითვისეთ ის, რაც ვიცით.
ყურადღების გამოყენებით შევისწავლეთ გარემო და გარე სიზმარი, რომელიც გარს გვაკრავს. გავიგეთ როგორ დავიჭიროთ თავი საზოგადოებაში: რის გვჯეროდეს და რის არა; რა არის მისაღები და რა – მიუღებელი; რა არის კარგი და რა – ცუდი; რა არის ლამაზი და რა – უშნო; რა არის სწორი და რა – არასწორი; ყველაფერი ეს, უკვე არსებობდა: ყველანაირი ცნება, წესი და გაგება იმისა თუ როგორ ვიცხოვროთ არსებულ გარემოში.
სკოლაში იჯექით მერხთან და ყურადღებით უსმენდით მასწავლებელს, ისევე როგორც ეკლესიაში სასულიერო პირს უსმენდით. ანალოგიური ხდებოდა მშობლებისა და და-ძმის შემთხვევაშიც – ყველა თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. ზუსტად ამ გზით ვსწავლობთ იგივეს – ჩვენც ვიბრძვით სხვა ადამიანების ყურადღების დამსახურებისთვის.
ბავშვები, მშობლების, მასწავლებლების და მეგობრების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. „შემომხედეთ! ნახეთ, რას ვაკეთებ! შეხედეთ – აქ ვარ!.“ ყურადღების მიღების მოთხოვნილება რჩება და ასაკის მატებასთან ერთად მძაფრდება კიდეც.
გარე სიზმარი ეუფლება ჩვენ ყურადღებას და გვასწავლის თუ რის უნდა გვჯეროდეს, დაწყებული იმ ენიდან, რომელზეც ვსაუბრობთ. ენა კოდია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ერთმანეთს ეკონტაქტებიან. ყოველი ასო, ყოველი სიტყვა – გარკვეული შეთანხმების შედეგია. ჩვენ ვამბობთ „წიგნის გვერდი“ და თვით სიტყვა „გვერდი“ წარმოადგენს იმ შეთანხმების შედეგს, როგორც უნდა გავიგოთ მოცემული სიტყვა. იმ მომენტიდან, როდესაც ვიგებთ კოდს, ჩვენი ყურადღება ახდენს კონცენტრაციას და ენერგია გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს.
ჩვენ არ აგვირჩევია სასაუბრო ენა. ასევე არ აგვირჩევია რელიგია და მორალური ფასეულობები – ისინი ჩვენ დაბადებამდე არსებობდა. არასოდეს გვქონია შესაძლებლობა დამოუკიდებლად გადაგვეწყვიტა რა დაგვეჯერებინა და რა არა. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა მსგავსი შეთანხმებების შექმნაში. თვით საკუთარი სახელიც კი არ ამოგვირჩევია.
ბავშვობაში არ გვქონია რწმენის ამორჩევის საშუალება, არამედ უბრალოდ პლანეტარული სიზმრის მიერ, სხვისი მეშვეობით მოწოდებულ ინფორმაციაზე დათანხმება გვიწევდა. ინფორმაციის შენახვის ერთადერთი მეთოდი მხოლოდ თანხმობაა. გარე სიზმარს შეუძლია დაეუფლოს ჩვენ ყურაღებას, მაგრამ არ დათანხმების შემთხვევაში, ინფორმაციას ვკარგავთ. როდესაც ადამიანი თანხმდება, ის იწყებს ნდობას, ამას კი უკვე „რწმენა“ ეწოდება. იმისთვის რომ გვწამდეს, აუცილებელია ულაპარაკოდ ვენდოთ.
ამ ყველაფერს ბავშვობაში ვეუფლებით. ბავშვებს სჯერათ ყველაფერი, რასაც მათ უფროსები აწვდიან და მათი რწმენა იმხელაა, რომ მისი შინაგანი აგებულება აკონტროლებს ცხოვრებისეულ სიზმარს. ჩვენ არ აგვირჩევია ეს რწმენა, შეგვეძლო მის წინააღმდეგ ავჯანყებულიყავით კიდეც, რაც არ მოხდა, რადგან არ ვიყავით სათანადოდ ძლიერები. საბოლოოდ მხარს ვუჭერთ შეთანხმებებს და ვღებულობთ სხვის რწმენას.
ამ პროცესს ადამიანების მოშინაურებას ვუწოდებ. მისი საშუალებით ვსწავლობთ ცხოვრებას და სიზმრების ხედვას. ადამიანის გარემოსთან შეგუების პროცესში, გარე სიზმრის ინფორმაცია გადაეცემა შინაგან სიზმარს, რომელიც რწმენის სისტემას აყალიბებს. დასაწყისში ბავშვს სხვადასხვა ტერმინოლოგიას ასწავლიან: დედა, მამა, რძე, ბოთლი. დღითიდღე, სახლში, სკოლაში, ეკლესიაში ეუბნებიან თუ როგორ იცხოვროს და რა სახის ქცევაა მისაღები. შიგა სიზმარი ასწავლის როგორ გავხდეთ ადამიანი. გვაქვს საერთო წარმოდგენა რა არის „ქალი“ და „კაცი“. ამ სახით ვსწავლობთ საკუთარი თავისა და სხვების განსჯას.
ბავშვების მოთვინიერების პროცესი ისევე მიმდინარეობს, როგორც ძაღლის, კატის ან სხვა რაიმე ცხოვრელის მოთვინიერება. იმისთვის რათა ძაღლი გავწვრთნათ, საჭიროა ხანდახან დავსაჯოთ ან წავახალისოთ; სწორედ ამ მეთოდს ვიყენებთ ბავშვებთან – დასჯის და წახალისების. როდესაც ბავშვი დარიგებისამებრს იქცევა, მშობლები ეუბნებიან: „კარგი ბიჭი“ ან „კარგი გოგო.“ ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში – „ცუდი გოგო“ ან „ცუდი ბიჭი.“
როდესაც ბავშვები წესებს არღვევენ, მათ ეჩხუბებიან, ხოლო დამორჩილების შემთხვევაში – აქებენ. ბავშვობაში დღეში რამოდენიმეჯერ გვეჩხუბებოდნენ და გვაქებდნენ. დროთა განმავლობაში ადამიანს ეს ჩვევაში უჯდება და ჯილოს არ მიღების ან სასჯელის შიში უჩნდება. ჯილდოში მშობლების, და-ძმის, მასწავლებლის ან მეგობრების ყურადღება იგულისხმება. ჩვენ ძალიან სწრაფად გამოგვიმუშავდება გარშემომყოფების ყურადღების მიქცევის მოთხოვნილება, რათა მივიღოთ ჯილდო.
წახალისება სასიამოვნო გრძნობას იწვევს და ჯილდოს მიღების მიზნით, ადამიანი აგრძელებს იმის კეთებას, რასაც მისგან ითხოვენ. სასჯელის და ჯილდოს დაკარგვის შიშით, გარდავიქმნებით სრულიად სხვა ადამიანად – მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი თავაზიანობის შემთხვევაში, სხვას სარგებელი მოვუტანოთ. ჩვენ ვაკმაყოფილებთ მშობლების, მასწავლებლის და მღვდლების მოთხოვნილებებს – ასე იწყება მასკარადი. გარშემომყოფებს თავს ვაჩვენებთ სხვა ადამიანებად – მხოლოდ იმის შიშით, რომ არავინ გაგვრიყოს.
გარიყულობის შიში ტრანსფორმირდება და გვეშინია არ აღმოვჩნდეთ ცუდები. საბოლოო ჯამში ადამიანი ძირფესვიანად იცვლება. ის ზედმიწევნით აკოპირებს დედის, მამის, საზოგადოების და რელიგიის შეხედულებებს.
მოთვინიერებისას, ყველა ჩვენი ნორმალური მიდრეკილება იკარგება. როდესაც წამოვიზრდებით და რაიმეს გააზრების ძალა შეგვწევს, მაშინვე ვსწავლობთ სიტვას „არა.“ დიდები მიგვითითებენ: „აკეთე ის, ა რ გააკეთო ეს.“
ჩვენ წინ აღვუდგებით ამ ყველაფერს და ვამბობთ: „არა!“. აღვუდგებით, რათა საკუთარი თავისუფლება დავიცვათ. ბავშვს არ უნდა რომ შეიცვალოს და საკუთარი თავი დაკარგოს, მაგრამ ის ბევრად სუსტია ვიდრე უფროსები. მაგრამ დროთა განმავლობაში მასში შიში იზრდება, რადგან ყოველ შეწინააღმდეგებას სასჯელი მოჰყვება.
მოთვინიერების ძალა იმდენად დიდია, გარკვეული მომენტიდან ადამიანი აღარ საჭიროებს რაიმეს სწავლას. აღარ არის საჭირო დედამ, მამამ ან ეკლესიამ „მოგვაშინაუროს.“ ჩვენ იმდენად კარგად არის უკვე გაწვრთნილი, რომ საკუთარი თავის მომთვინიერებლები ვართ. ადამიანი არის თვითმართვადი ცხოველი.
ამიერიდან შეგვიძლია რწმენის და შეხედულებების სტრუქტურასთან თავად გავიაროთ ადაპტაცია, იგივე სასჯელის და წახალისების სისტემის მეშვეობით. ადამიანი თავს იგვემავს, როდესაც არ მიყვება სისტემას, ხოლო საკუთარ თავს აჯილდოვებს თუ „კარგი ბიჭის“ ან „კარგი გოგოს“ როლს ითამაშებს.
რწმენის მოწყობილობა ჩვენი გონების მაკონტროლირებელ კანონების კრებულს წააგავს. შეკითხვები გამორიცხულია – ჭეშმარიტებაა ის, ის რაც კოდექსშია ჩაწერილი. კანონების კრებული ადამიანის თვალთახედვებსაც ასაბუთებს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ისინი მის შინაგან არსებას ეწინააღმდეგებიან. მოთვინიერების პროცესისას, ტვინში ეთიკური ნორმებიც პროგრამირდება, რომლიებიც ათ მცნებას გვაგონებს. ეს შეთანხმებები კი თანდათან ჩვენი სიზმრის მაკონტროლებელ კანონების კრებულში გროვდება.
არსებობს ადამიანის გონებაში რაღაც, რაც ყველას და ყველაფერს განსჯის – ამინდს, ძაღლებს, კატებს – აბსოლუტურად ყველაფერს. შინაგანი მსაჯული, კანონების ერთობლიობით ხელმძღვანელობს, რათა განსაჯოს თუ რას ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, რაზე ვფიქრობთ და რაზე არ ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და რას არ ვგრძნობთ.
ყველაფერი ამ მსაჯულის ტირანიას ექვემდებარება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი ქმედება კოდექსის საწინააღმდეგოა, შინაგანი მსაჯული გვეუბნება, რომ დამნაშავე ვართ, უნდა დავისაჯოთ, უნდა გვრცხვენოდეს. ეს ხდება ყოველ დღე, მთელი ცხოვრების მანძილზე.
არის ადამიანში კიდევ ერთი რამ, რაც სისტემატურად განსჯის ობიექტი ხდება – მსხვერპლი. მსხვერპლია ყველაფერზე პასუხისმგებელი, მას ბრალდება ნებისმიერი რამ. მსხვერპლი ჩვენი ის ნაწილია, რომელიც გამუდმებით ამბობს: „მე საცოდავი, არ ვარ საკმარისად კარგი, ჭკვიანი, მიმზიდველი და მე უნიჭო არ ვარ სიყვარულის ღირსი.“ კომპეტენტური მსაჯული კი ეთანხმება და პასუხობს: „დიახ, არ ხარ საკმარისად კარგი.“
ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)მთელი ეს სისტემები რწმენის სისტემაზეა აგებული, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია. ის იმდენად ძლიერია, რომ წლების შემდეგად კი, როდესაც ჩვენი წარმოდგენები იცვლება და გადაწყვეტილებების მიღებას თავაც ვცდილობთ, აღმოვაჩენთ, რომ ხსენებული სისტემა ჩვენ ცხოვრებას განაგებს.
ყველაფერი რაც კანონების კრებულის წინააღმდეგ არის, მზის წნულის არეში უცნაურ შეგრძნებას იწვევს – ეს გრძნობა არის შიში. კოდექსის დარღვევის შემთხვევაში თავს იჩენენ ემოციური ტრავმები და თქვენი რეაქციები ამ დროს ემოციონალურ მოწამვლას იწვევს.
გამომდინარე იქიდან, რომ კანონების კრებულში ყველაფერი ჭეშმარიტი უნდა იყოს, ნებისმიერი საწინააღმდეგო რამ, თქვენ რწმენაში ხიფათის და დაუცველობის გრძნობას აჩენს. იმ შემთხვევაშიც კი თუ კოდექსი ცდება, ის აუცილებლად ბადებს დაცულობის გრძნობას.
ამ ყველაფრის გამო ადამიანს დიდი გამბედაობის გამოყენება დასჭირდება თუ საკუთარი რწმენის სისტემას ბრძოლას გამოუცხადებს, რადგან იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიცით, რომ რწმენა და შეხედულებები თავად არ ამოგვირჩევია, მწარე სიმართლეს ვაცნობიერებთ – ოდესღაც ჩვენ მათ დავთანხმდით. დათანხმების გავლენა იმხელაა, რომ ყოველ ჯერზე წესების წინააღმდეგ წასვლისას, განვიცდით დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიცით რომ კონცეფცია ყალბია.
როგორც სახელმწიფოს მმართველ ორგანოებს აქვთ კანონების კრებული, რომლითაც საზოგადოებრივი სიზმარი რეგულირდება, რწმენის სისტემა კანონების ის ერთობლიობაა, რომელიც ჩვენ საკუთარ სიზმარს მართავს. ზემოთხსენებული წესები, ჩვენ ცნობიერებაში იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი, რომ მათი ბოლომდე გვწამს, ხოლო შინაგანი მსაჯული ყველაფერს მათი მეშვეობით ასაბუთებს. მას გამოაქვს განაჩენი, ხოლო მსხვერპლს უჩნდება დანაშაულის გრძნობა და ღებულობს სასჯელს.
მაგრამ ვინ ამბობს, რომ ამ ყველაფერში არ არის სამართლიანობა?
ჭეშმარიტი სამართლიანობა, ყოველ შეცდომაზე მხოლოდ ერთხელ გვავალდებულებს.
ჭეშმარიტი უსამართლობა კი ყოველ ჯერზე გვთხოვს პასუხს. რამდენჯერ გვიწევს ერთიდაიგივე შეცდომის გამო საფასურის გადახდა? – ათასობით. ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი ცხოველია, რომელიც ერთიდაიმავე შეცდომაზე ათასჯერ იხდის საფასურს.
ყველა სხვა დანარჩენი, შეცდომაზე მხოლოდ ერთხელ აგებს პასუხს, მაგრამ არა ჩვენ. ჩვენ ძლიერი მახსოვრობა გვაქვს. ადამიანი უკან იხევს, განსჯის, თავს დამნაშავედ გრძნობს და სჯის მას. თუ სამართალი არსებობს, მაშინ მხოლოდ ერთი მსგავსი ქმედება საკმარისი უნდა იყოს – არ არის აუცილებელი მისი გამეორება. გახსენებისას ჩვენ ხომ ისევ განვსჯით თავს. შემდეგ ისევ დამნაშავე აღმოვჩნდებით და ვისჯებით, კვლავ და კვლავ.
ცოლ-ქმარი აუცილებლად გაახსენებს ერთმანეთს შეცდომებს, რათა კვლავ მოხდეს განსჯა და საკუთარი თავის დამნაშავედ ცნობა. სამართლიანია ეს ფაქტი?
რამდენჯერ ვაიძულებთ პარტნიორს, შვილებს, მშობლებს ერთიდაიმავე შეცდომაზე საფასურის გადახდას? ყოველ ჯერზე, გახსენებისას, ვადანაშაულებთ მათ და გადავცემთ ემოციურ საწამლავს, როელიც ჩვენში დაგროვდა, ხოლო მათ ვაიძულებთ პასუხი აგონ შეცდომაზე, რომელიც ოდესღაც დაუშვეს. სამართლიანია ეს?
შინაგანი მსაჯული ცდება, რადგან რწმენის სისტემა, კანონების ერთობლიობა მცდარია. სიზმარი მცდარ კანონზეა აგებული. ადამიანის გონებაში არსებული სხვადასხვა სახის რწმენის ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ტყუილია. ჩვენ კი ვიტანჯებით, რადგან გვჯერა.
თვალსაჩინოა, რომ მთელი კაცობრიობა იტანჯება, ცხოვრობს შიშში და ქმნის ემოციურ დრამებს. შინაგანი სიზმარი უსიამოვნოა; ეს არის სიზმარი ძალადობაზე, ომზე, შიშზე და უსამართლობაზე. სიზმარხილვა ადამიანებს სხვადასხვანაირი აქვთ, მაგრამ საერთო ჯამში ის გლობალურ კოშმარს წარმოადგენს.
ერთი შეხედვითვე ჩანს თუ რა რთულია დღევანდელ საზოგადოებაში ცხოვრება, მაშინ როდესაც ადამიანი შიშით იმართება. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვხვდებით ტანჯვას, ბრაზს, შურისძიებას, ნარკომანიას, ძალადობას და უსამართლობას. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვანაირი გამოვლინებაა, მაგრამ გარე სიზმარს ყველგან შიში განაგებს.
თუ საზოგადოების სიზმარს, სხვადასხვა რელიგიების მიერ აღწერილ ჯოჯოხეთს შევადარებთ, დავინახავთ თუ რაოდენ გავს ეს ორი ცნება ერთმანეთს. რელიგიები გვასწავლიან, რომ ჯოჯოხეთი შიშის, ტკივილის და ტანჯვის ადგილია, სადაც ადამიანები ცეცხლში იწვიან. ცეცხლის ალი შიშიდან წამოსული ემოციებით ინთება და ყოველ ჯერზე, როდესაც სიბრაზეს, ეჭვიანობას და შურიც გრძნობას განვიცდით, ვხედავთ თუ როგორ ინთება ჩვენში ცეცხლი.

ადამიანები ინფერნალურ სიზმარში ცხოვრობენ

თუ ჯოჯოხეთს, როგორც გონებრივ მდგომარეობას ისე განვიხილავთ, მაშინ აღმოჩნდება რომ ჩვენს გარშემო ჯოჯოხეთის ცეცხლია. მცნებების არშესრულების შემთხვევაში, ჯოჯოხეთით გვემუქრებიან…მაგრამ ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მათივე ჩათვლით, ვინც გვემუქრება. ადამიანს არ შესწევს მეორე ადამიანის ცეცხლით განკითხვის ძალა, რადგან უკვე ცეცხლში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ, ჯოჯოხეთი კიდევ უფრო საზარელი გახადონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის უფლებას მივცემთ.

ყოველ ჩვენთაგანს საკუთარი სიზმარხილვა აქვს, რომელიც საზოგადოებრივი სიზმრის მსგავსად, შიშს ექვემდებარება. საკუთარ ცხოვრებაში ვსწავლობთ ჯოჯოხეთური სიზმრის ხილვას. რა თქმა უნდა, ერთიდაიგივე შიში ყველაში სხვადასხვაგვარად გამოვლინდება, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი განიცდის ბრაზის, ეჭვიანობის , შურის, ზიზღის გრძნობებს და სხვა უარყოფით ემოციებს. ჩვენი სიზმარი შესაძლოა სამუდამო კოშმარად გადაიქცეს, რომელშიც მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრებით დავიტანჯებით. მაგრამ რაში გვჭირდება კოშმარი, თუ შესაძლებელია სასიამოვნო სიზმრით ტკბობა?

ნებისმიერი ჩვენგანი ეძებს ჭეშმარიტებას, სამართლიანობას და სილამაზეს. ჩვენ ჭეშმარიტების მუდმივი მაძიებლები ვართ, რადგან მხოლოდ იმ ტყუილების გვჯერა, რომელიც საკუთარ გონებაში შემოვინახეთ. ვეძებთ სამართლიანობას, რადგან ჩვენი რწმენების სისტემაში არ არსებობს სამართლიანობა. ვეძებთ სილამაზეს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზია ადამიანი, არ გვჯერა, რომ სილამაზე მას მუდამ თანდაყოლილი აქვს. ვეძებთ და ვეძებთ გარესამყაროში და ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი რასაც ვეძებთ, ჩვენშია. არ არის საჭირო გამიზნულად სიმართლის ძებნა. სადაც გაიხედავთ, ის ყველგან არის, მაგრამ ჩვენ თავში არსებული შეთანხმებები და რწმენები არ გვაძლევს ამ სამყაროს დანახვის საშუალებას.

ჩენ ბრმები ვართ, ამიტომ ვერ ვამჩნევთ ჭეშმარიტებას. სიბრმავეს გონებაში შემონახული ცრუ რწმენები იწვევს. ჩვენთვის აუცილებელია რომ ვიყოთ მართლები, ხოლო სხვები – ცდებოდნენ. ვენდობით იმას, რისიც გვჯერა, ამგვარ რწმენას კი მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. ვცხოვრობთ სიბნელეში, სადაც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვამჩნევთ. ჩვენ ირეალურ ნისლში ვიმყოფებით.

ეს ნისლი, თქვენი სიზმარია. სიზმარი საკუთარი ცხოვრების შესახებ, რისიც გწამთ, რაც თქვენ წარმოდგენებშია, ის რასაც სხვა ადამიანებთან, საკუთარ თავთან და ასევე ღმერთთან ათანხმებთ.

თქვენი ცნობიერება ნისლია, რომელსაც ტოლტეკებმა მიტოტე (MIH-TOE’-TAY) უწოდეს.

გონება – სიზმარია, სადაც ათასობით ადამიანი ერთდროულად საუბრობს, მაგრამ არავის ესმის ერთმანეთის. მიტოტე ცნობიერების ის მდგომარობაა, რომელიც ადამიანს საკუთარი არსების დანახვაში უშლის ხელს. ინდოეთში მას მიტოტე მაია ეწოდება, რაც „ილუზიას“ ნიშნავს. ეს არის ადამიანის წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე.

ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)


მიტოტე არის თქვენი წარმოდგენები სამყაროს შესახებ და ცნობიერებაში არსებული ალგორითმები, რომლისაც გჯერათ და კარგავთ შესაძლებლობას დაინახოთ რომ ტყვეობაში ხართ.

სწორედ ამ მიზეზით ეწინააღმდეგებიან ადამიანები ცხოვრებას – ყველაზე მეტად მათ ცხოვრების ეშინიათ. ყველაზე დიდი საშიშროება მათთვის არა სიკვდილი, არამედ ცოცხლად დარჩენაა: სიცოცხლის და საკუთარი არსების გამოვლინების რისკი. ადამიანებს საკუთარი თავის ეშინიათ. ჩვენ სხვის სასარგებლოდ ცხოვრებას მივეჩვიეთ. იმის შიშით, რომ არ მიგვიღებენ და არასაკმარისად კარგები მივეჩვენებით, ვცხოვრობთ მათი შეხედულებებითა და სურვილებით.

ადაპტაციის პროცესში, როდესაც ადამიანი ცდილობს უკეთესი იყოს, სრულყოფილების სურათს ქმნის ანუ – იდეას თუ როგორი უნდა იყოს რათა გარშემომყოფებმა მიიღონ. განსაკუთრებით ვცდილობთ მათ ვასიამოვნოთ ვისაც ვუყვარვართ – მშობლებს, და-ძმას მოძღვრებს, ნათეასვებს. იმ მიზეზით, რომ მათ მოვეწონოთ ვქმნით იდეალს, რომელსაც არ შევესაბამებით – ვქმნით სურათს, რომელიც სურათს, რომელიც არ არის რეალური. ამ გზით ვერასოდეს მივაღწევთ სრულყოფილებას. ვერასოდეს!

შეუმდგარი სრულყოფილებები საკუთარ თავს ვრიყავთ. მსგავსი უსიამოვნო მდგომარეობის საფეხური დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მოახერხა გარშემო საყოგადოებამ ჩვენი მთლიანობის დარღვევა. მოშინაურების შემდეგ არარ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვინმესთვის არასაკმარისად კარგები ვართ, არამედ არადამაკმაყოფილებელი ვართ უკვე საკუთარი თავისთვის, რადგან სრულყოფილების ჩვენებურ წარმოდგენებს აღარ ვეწყობით. ვერ ვპატიობთ თავს, რომ არ გავხდით ის, რაც გვინდოდა და შეესაბამებოდა ჩვენ წარმოდგენებს. თავს არასრულყოფილებას ვეღარ ვპატიობთ.

ჩვენ ვიცით, რომ არ შევესაბამებით საკუთარ რწმენას და სწორედ აქდან მოდის იმედების მსხვრევა, შეცდომების და სირცხვილის გრძნობა. ვცდილობთ დავიმალოთ და თავი სხვა ადამიანებად წარმოვაჩინოთ. საბოლოო ჯამში თავს არაადეკვატურად ვგრძნობთ, ვიკეთებთ ნიღაბს და ვცდილობთ სხვებმა ვერ შეგვამჩნიონ, რადგან ძალიან გვეშინია, ვინმემ არ შეამჩნიოს, რომ არ ვართ ის რადაც თავს ვაჩვენებთ. ამ დროს, სრულყოფილების ჩვენებური წარმოდგენების მიხედვით განვსჯით სხვებს, რადგან ეს „სხვები“ ჩვენ სტანდარტებს არ შეესაბამებიან.

თავს ვიმცირებთ რათა სხვებისთვის სასარგებლო აღმოვჩნდეთ. სხეულს ვიმახინჯებთ იმისთვის, რომ მიგვიღონ. ბევრი მოზარდი ნარკოტიკულ ნივთიერებას იმიტომ იყენებს, რომ თანატოლებმა ზურგი არ აქციონ. უბრალოდ არ იციან, რომ საკუთარ თავს აქცევენ ზურგს, რადგან ირგებენ იმ როლს, რასაც სინამდვილეში არ წარმოადგენენ. ადამიანები თავში იტენიან წარმოდგენებს, რომელის რეალიზებასაც ვერ შეძლებენ და შემდეგ უჩნდებათ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა. გამუდმებით სჯიან თავს, რადგან არ შეესაბამებიან საკუთარ წარმოდგენებს, განსჯიან თავს და იყენებენ სხვებს, რადგან იყონ მათ მიერ განსჯილი.

ყველაზე ხშირად საკუთარ თავს განვსჯით, ხოლო ამას შინაგანი მსაჯული, მსხვერპლი და რწმენების სისტემა გვაიძულებს. რა თქმა უნდა ადამიანების მონაყოლებიდან ვიცით, რომ ცოლი , ქმარი, დედა ან მამა განსჯის მათ, მაგრამ ყველაზე ხშირად საკუთარი თავის მსაჯული ვართ. თუ თავს გადამეტებულად განსჯით, ხშირად ასევე უფლებასაც აძლევთ ფიზიკურად შეგეხონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ და ტალახში ამოგსვარონ. რატომ? რადგან ჩვენი რწმენების სისტემაში არსებობს ინფორმაცია: „მე ეს დავიმსახურე. ეს ადამიანი პატივს მცემს და ჩემს გვერდით არის. მე არ ვარ სიყვარულის და პატივისცემის ღირსი. მე არ ვარ საკმარისად კარგი.“

ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებმა მიგვიღონ და ვუყვარდეთ, რისთვისაც თავს არ ვზოგავთ. რაც უფრო მეტად შეგვიძლია საკუთარი თავის სიყვარული, მით ნაკლებად ვართ თვითგანსჯის მსხვერპლი, რომლის მიზეზიც საკუთარი თავის არმიღებაა. მიუღებლობა კი სრულყოფილების მიუღწევლობის გრძნობიდან გამომდინარეობს. ჩვენი იდეალი ჩვენივე თავის გარიყვის მიზეზია; სწორედ ამ მიზეზით არ ვღებულობს საკუთარ თავს და სხვებს ისეთებს, რასაც წარმოვადგენთ.


ახალი სიზმრის პრელუდია

შენ ათასობით შეთანხმება გაქვს საკუთარ თავთან, გარშემომყოფ ადამიანებთან, საკუთარ ცხოვრებისეულ სიზმართან, ღმერთთან, მშობებთან, მეუღლესთან და ბავშვებთან. მათში უმთავრესი კი პირველია – შეთანხმებები საკუთარ თავთან. ამ შეთანხმებებში საკუთარ თავთან არკვევ თუ ვინ ხარ, რას გრძნობ, რისი გჯერა, როგორ უნდა გეჭიროს თავი. ამდაგვარად ყალიბდება პიროვნება.

შეთანხმებები ასე ჟღერს. „მე ასეთი ვარ. მე ამის მწამს. ამაზე წამსვლელი ვარ, ამაზე – არა. ეს რეალობაა, ეს კი ფანტაზია; ეს შესაძლებელია, ეს -არა.“

განცალკევებით აღებული, ერთი შეთანხმება არანაირ პრობლემას არ ქმნის, რომ არა მათი სიმრავლე, რაც ჩვენ წარუმატებლობას ხელს უწყობს. თუ ნამდვილად სრული და ბედნიერი ცხოვრება გინდა, აუცილებელია იპოვნო გამბედაობა და გაწყვიტო შეთანხმებების შიშზე დამოკიდებული ცხოვრება. შიშზე დაფუძნებული შეთანხმებები ძლაიან დიდი ძალისხმევის ტოლფასია, ხოლო სიყვარულით წარმოქმნილ შეთანხმებებს მხოლოდ ენერგიის შენარჩუნება ან მისი გაზრდა შეუძლია.

ნებისმიერ ადამიანში დაბადებიდანვე ჩადებულია გარკვეული ძალა, რომელიც დასვენების შემდეგ კვლავ რეგენერირდება. საუბედუროდ ამ ძალას თავიდან შეთანხმებების შექმნაზე, ხოლო შემდეგ მათ შესრულებაზე ვხარჯავთ. შეთანხმებები ფანტავს ჩვენ ენერგიას და საბოლოოდ თავს უძლურად ვგრძნობთ. ძალა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისთვის შეგვწევს, რადგან მისი უმეტესობა შეთანხმებების შესრულებაში იხარჯება და პლანეტარული ძილის ხაფანგიდან ვერ გამოვდივართ. როგორ გარდავქმნათ ცხოვრებისეული სიზმარი, თუ ელემენტარული შეთანხმების შეცვლის ძალა არ შეგვწევს?


ოთხი შეთანხმება (ტოლტეკური სიბრძნის წიგნი. თავი I)


როდესაც ვამჩნევთ, რომ მსგავსი შეთანხმებები მართავენ ჩვენ ცხოვრებას, ხოლო ჩვენ სიზმრით ვართ უკმაყოფილო, საჭიროა შევცვალოთ თვით შეთანხმებები. როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით, ოთხი ახალი შეთანხმება დაგვეხმარება უარვყოთ სხვა დანარჩენი, რომლებიც შიშის გრძნობაზეა დაფუძნებული და ენერგიას გვართმევს. მსგავსი შეთანხმების დარღვევისას, ყოველ ჯერზე აღვიდგენთ ენერგიას, რომელიც მისი შექმნისას დაიხარჯა. თუ მზად ხართ მიიღოთ ახალი შეთანხმებები, ისინი მოგცემენ ძალას სრულად შეცვალოთ ყოფილი სისტემა.

ოთხი ახალი შეთანხმების მისაღებად, ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ საბოლოო ჯამში, შენი ცხოვრება გარდაიქმნება. დაინახავ როგორ გაქრება ეს ჯოჯოხეთური დრამა. ინფერნალური სიზმრის ნაცვლად, შექმნი სრულიად ახალს – საკუთარ სამოთხის სიზმარს.

მთარგმნელი - mangala

წყაროскачать dle 11.3

ასევე გირჩევთ

მსგავსი სიახლეები

ავადმყოფობა – ჩვენი უბედურება თუ მეგობარი? (ბიოენერგეტიკის კანონები)

...

მთვარე – დეკორაციები , ფუნქციები.

ასტროლოგი - თორნიკე ბიძინაშვილი (იბერია TV, გადაცემა „3-დან 5-მდე“)

Guide to cats and kittens