Georgian Russian
ვერძი           კურო           ტყუპები           კირჩხები           ლომი           ქალწული           სასწორი           მორიელი           მშვილდოსანი           თხის რქა           მერწყლი           თევზები
          
» » მეფე და ასტროლოგი - წმინდა დავით აღმაშენებელი

მეფე და ასტროლოგი - წმინდა დავით აღმაშენებელი

მეფე და ასტროლოგი - წმინდა დავით აღმაშენებელიძალიან ხშირად ისმის მცდარი მოსაზრება, რომ ასტროლოგია ეშმაკეული საქმიანობაა და სულის ცხონებას უშლის ხელს. ეს ისტორიული მცირე შეხსენება, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, სწორედ ასეთი მოსაზრებების მქონე პირთათვისაა და არა მხოლოდ მათთვის. ყველასთვის საუკეთესო იქნება, თუ ისტორიული მოვლენები გვემახსოვრება და აწმყოში მომავალს ისე დავგეგმათ, წარსულ გამოცდილებას ხაზი რომ არ გადავუსვათ...
1073-1125 წლები საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება დავით მე-4 აღმაშენებლის მოღვაწეობის გამო, სწორედ მისი სულიერი და მატერიალური სამყაროს ჰარმონიული თანაარსებობის წყალობით... მეფე დავითის განსწავლულობა და მსოფლხედვა მოიცავდა არა მხოლოდ საერო საქმეებში ღრმა ცოდნასა და ბრძნულ მოქმედებას, არამედ თეოსოფიურ და ასტროსოფიულ სფეროს სამკმაოდ მაღალ დონეზე... მის სახელს უკავშრდება ყბადაღებული რუის-ურბნისის, 2 საეპისკოპოსოს კრებაც, რომელზედაც დასწრების უფლება ჰქონდა საერო საზოგადოებასაც, ისტორიულ წყაროებში ეს საერო ნაწილი „ერი მაღალით“ მოიხსენიება.
მეფის ინიციატივით ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები განიდევნენ და ეს 2 საეპისკოპოსო გაერთიანდა. დავითმა გააუქმა სასულიერო წოდებათა ნათესაური მემკვიდრეობით გადაცემაც და სათავე დაუდო იერარქთა მათივე ღირსებებით არჩევას...

მეფე და ასტროლოგი - წმინდა დავით აღმაშენებელი














მისივე ბრძანებით აშენდა გელათის მონასტერიც, რომლის ბაზაზე აიგო ობსევრვატორია. ისტორიული წყაროების მიხედვით, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, დავით მეოთხე უმაღლეს დონეზე ფლობდა როგორც საერო, აგრეთვე სასულიერო მეცნიერებებსაც, ის შესანიშნავი ასტროლოგიც ყოფილა. იგი თხზულებებში წერს: „ცთომილთა ვარსკვლავთა (პლანეტათა) და უცთომელთა ეტლთა (ზოდიაქოთა) კრებაი და განყრაი, სუვე და ბედი და შობის დღე ვიცი“. სწორედ მისი ასეთი ღრმა განათლების გამო მემატიანე მას მეორე პტოლომეუსად (მე-2 საუკუნის გამოჩენილი ბერძენი მეცნიერი) მოიხსენიებს.скачать dle 11.3
ნახვები: 3 287
 

ASTRO TV LIVE